... (H-2074), XVI-XVII სს.

157. არას჻ გუარგებს჻ სიმძიმილი჻ უსარგებლოდ჻ ცრემლთა჻ ვღრიდეთ჻ თუ჻ გავიჭრათ჻ საძებარად჻ მოვიაროთ჻ კიდითკიდეთ჻ სჯობს჻ რომ჻ მასვე჻ შემოქმედსა჻ ვეაჯნეთ჻ და჻ დავმორჩილდეთ჻ კლიტე჻ გაჴსენ჻ მაჯლიშისა჻ ლხინი჻ ლხინსა჻ ჩამოჰკიდეთ჻

158. როსტან჻ სიტყვა჻ ასულისა჻ მოეწონა჻ ეკეთაცა჻ პირი჻ ჴელით჻ დაუჭირა჻ გარდაჰკოცნა჻ კულა჻ და჻ კულაცა჻ უბრძანა჻ თუ჻ დაგმორჩილდე჻ რაცა჻ მითხარ჻ აგრე჻ ვქნაცა჻ იგივეა჻ მჴსნელი჻ ჩემი჻ ვინცა჻ მიწა჻ გამაკაცა჻

159. მოასხნეს჻ კაცნი჻ გაგზავნეს჻ ოთხთავე჻ ცისა჻ კიდეთა჻ უბრძანეს჻ წადით჻ პატიჟთა჻ თავიმცა჻ რად჻ დაჰრიდეთა჻ მონახეთ჻ ძებნეთ჻ იგი჻ ყმა჻ სხუად჻ ნურად჻ მოიცლიდეთა჻ მისწერეთ჻ წიგნი჻ სადაცა჻ ვერ჻ მისწუდეთ჻ ვერ჻ მიხვიდეთა჻

160. კაცნი჻ წავიდეს჻ იარეს჻ მათ჻ ერთი჻ წელიწადია჻ მონახეს჻ ძებნეს჻ იგი჻ ყმა჻ იკითხეს჻ კულა჻ და჻ კულა჻ დია჻ ვერცა჻ თუ჻ ნახეს჻ ნახული჻ ღთისაგან჻ დანაბადია჻ ცუდად჻ მაშურალნი჻ მოვიდეს჻ მათსავე჻ გულსა჻ ზადია჻

161. მონათა჻ ჰკადრეს჻ მეფეო჻ ჩუენ჻ ჴმელნი჻ მოვიარენით჻ მაგრა჻ ვერ჻ ვჰპოვეთ჻ იგი჻ ყმა჻ მით჻ ვერა჻ გავიხარენით჻ მისსა჻ მნახავსა჻ სულდგმულსა჻ კაცსა჻ ვერ჻ შევეყარენით჻ ჩუენ჻ ვერა჻ გარგეთ჻ საქმენი჻ სხუანი჻ რა჻ მოიგვარენით჻

162. მეფე჻ ბრძანებს჻ მართალ჻ იყო჻ ასული჻ და჻ ჩემი჻ ძეო჻ ვნახე჻ რამე჻ ეშმაკისა჻ სიცრუდე჻ და჻ სიბილწეო჻ ჩემად჻ მტერად჻ წამოსრული჻ გარდმოჭრილი჻ ზეცით჻ ზეო჻ გამიშვია჻ შეჭირვება჻ არა჻ მგამა჻ ყოლა჻ მეო჻

163. ესე჻ თქვა჻ და჻ სიხარულით჻ თამაშობა჻ ადიადა჻ მგოსანი჻ და჻ მოშაითი჻ უჴმეს჻ პოვეს჻ რაცა჻ სადა჻ დია჻ გასცა჻ საბოძვარი჻ ყველა჻ დარბაზს჻ შემოხადა჻ მისი჻ მსგავსი჻ სიუხუითა჻ ღ~თნ჻ სხვამცა჻ რა჻ დაბადა჻

164. მეფე჻ ადგა჻ მუჴლ჻ მოყრილმან჻ შემოქმედსა჻ თაყუანისცა჻ მრავალ჻ გუარი჻ სასუმელები჻ მეღვინეთა჻ ჴელთა჻ მისცა჻ მუჴლმოყრილნი჻ ვადიდებდეთ჻ დაგვაჯერნა჻ რაცა჻ ვისცა჻ ამად჻ ნურას჻ ვეაჯებით჻ შეგუაცილოს჻ სხუასა჻ ვისმცა჻

165. ავთანდილ჻ ჯდა჻ მარტო჻ საწოლს჻ ეცვა჻ ოდენ჻ მას჻ პერანგი჻ იმღერდა჻ და჻ იხარებდა჻ წინა჻ ედგა჻ ერთი჻ ჩანგი჻ შემოვიდა჻ მის჻ წინაშე჻ თინათინის჻ მონა჻ ზანგი჻ მოახსენა჻ გიბრძანებსო჻ ტანი჻ ალვა჻ პირი჻ მანგი჻

166. ავთანდილს჻ მიხუდა჻ მოსმენა჻ საქმისა჻ სანატრელისა჻ ადგა჻ და჻ კაბა჻ ჩაიცვა჻ მჯობი჻ ყოვლისა჻ ჭრელისა჻ უხარის჻ ნახუა჻ ვარდისა჻ არ჻ ერთგან჻ შეუყრელისა჻ ამოა჻ ჭურეტა჻ ტურფისა჻ სიახლე჻ საყვარელისა჻

167. ავთანდილ჻ ლაღი჻ უკადრი჻ მივა჻ არვისგან჻ ჰრცხვენოდა჻ მას჻ ნახავს჻ ვისთა჻ ვამთაგან჻ ცრემლი჻ მრავალჯერ჻ სდენოდა჻ იგი჻ უებრო჻ ქუშად჻ ჯდა჻ ელვისა჻ მსგავსად჻ ჰშვენოდა჻ მთუარესა჻ მისთა჻ შუქთაგან჻ უკუნი჻ გარდაჰფენოდა჻

168. გაძრცულისა჻ ტანსა჻ ემოსნეს჻ ყარყუმნი჻ უსაპირონი჻ ებურნეს჻ მოშლით჻ რიდენი჻ ფასისა჻ თქმად჻ საჭირონი჻ შუენოდეს჻ შავნი჻ წამწამნი჻ გულისა჻ გასაგმირონი჻ მას჻ თეთრსა჻ ყელსა჻ ეკიდნეს჻ გრძლად჻ თმანი჻ არ჻ უჴშირონი჻

169. დაღრეჯით჻ იყო჻ მჯდომარე჻ ძოწეულითა჻ რიდითა჻ ავთანდილს჻ უთხრა჻ დაჯდომა჻ წყნარად჻ ცნობითა჻ მშვიდითა჻ მონამან჻ სელნი჻ დაუდგნა჻ დაჯდა჻ კრძალვით჻ და჻ რიდითა჻ პირისპირ჻ პირსა჻ უჭვრეტდა჻ სავსე჻ ლხინითა჻ დიდითა჻

170. ქალმა჻ უბრძანა჻ ზარი჻ მლევს჻ მე჻ ამისისა჻ თხრობისა჻ მწადდა჻ არა჻ თქმა჻ რომლისა჻ ღონე჻ არა჻ მაქუს჻ თმობისა჻ მაგრა჻ სხვა჻ არის჻ მიზეზი჻ შენისა჻ აქა჻ ჴმობისა჻ რად჻ ვზი჻ ქუშად჻ და჻ დაღრეჯით჻ ასრე჻ მიჴდილი჻ ცნობისა჻

171. ყმამან჻ ჰკადრა჻ საზაროსა჻ ჩემგან჻ თქუმაღა჻ ვით჻ იქნების჻ მზესა჻ მთუარე჻ შეეყაროს჻ დაილევის჻ დაცაჭკნების჻ აზრად჻ არად჻ აღარა჻ მცალს჻ თავი჻ ჩემი჻ მეგონების჻ თქვენვე჻ ბრძანეთ჻ რაცა჻ გიმძიმს჻ ანუ჻ რაცა჻ გეკურნების჻

172. ქალმან჻ უთხრა჻ საუბარი჻ კეკლუც჻ სიტყვად჻ არ჻ დუხჭირად჻ იტყვის჻ თუცა჻ აქანამდის჻ ჩემგან჻ შორს჻ ხარ჻ დანამჭირად჻ გიკუირს჻ მოგხვდა჻ წამის჻ ყოფად჻ საქმე჻ შენგან჻ დასაჭვი჻ რად჻ მაგრა჻ გითხრა჻ პირველ჻ ხუალმე჻ სენი჻ მე჻ მჭირს჻ რაცა჻ ჭირად჻

173. გაჴსოვს჻ ოდეს჻ შენ჻ და჻ როსტანს჻ მინდორს჻ მჴეცი჻ დაგეჴოცა჻ ყმა჻ გენახა჻ უცხო჻ ვინმე჻ რომე჻ ცრემლი჻ მოეჴოცა჻ მას჻ უკანით჻ გონებამან჻ მისმან჻ ასრე჻ დამამჴოცა჻ შენ჻ გენუკვი჻ მონახვასა჻ კიდით჻ კიდე჻ მოლაჴო჻ ცა჻

174. აქანამდის჻ ნაუბარსა჻ თუცა჻ ვერას჻ ვერ჻ გეტყუია჻ მაგრა჻ შორით჻ სიყუარული჻ შენგან჻ ჩემი჻ შემიტყუია჻ ვიცი჻ რომე჻ გაუწყვეტლად჻ თვალთათ჻ ღაწუი჻ გისეტყუია჻ შეუპყრიხარ჻ სიყვარულსა჻ გული჻ შენი჻ დაუტყუია჻

175. ქალმან჻ უთხრა჻ რადცა჻ მინდი჻ არ჻ ეგების჻ არა჻ მბობა჻ პირველ჻ დაგდებ჻ სამსახურსა჻ გაგიჩნდების჻ ჯომარდობა჻ ნამუსი჻ და჻ ჭკვათა჻ ხლათვა჻ ვნახო჻ შენი჻ ნაზარდობა჻ შეჰმობრუნდე჻ ედემს჻ მსგავსად჻ აგიყვავდეს჻ შენ჻ ვარდობა჻

176. ასრე჻ გითხრა჻ სამსახური჻ ჩემი჻ გმართებს჻ ამა჻ ორად჻ პირველ჻ ყმა჻ ხარ჻ ჴორციელი჻ არვინა჻ გუყავს჻ შენად჻ სწორად჻ მერმე჻ ჩემი჻ მიჯნური჻ ხარ჻ დასტურია჻ არ჻ ნაჭორად჻ წა჻ და჻ იგი჻ მოყმე჻ ძებნე჻ ახლოს჻ იყოს჻ თუნდა჻ შორად჻