... (H-2074), XVI-XVII სს.

117. სხუაგან჻ ქნის჻ მისი჻ გონება჻ მისმან჻ თავისა჻ წონამან჻ ესე჻ მეფისა჻ ბრძანება჻ ერთხელ჻ კულავ჻ ჰკადრა჻ მონამან჻ არცა჻ დააგდო჻ ტირილი჻ არცა჻ რა჻ გაიგონა჻ მან჻ არცა჻ გაჴლიჩა჻ ბაგეთათ჻ თავი჻ ვარდისა჻ კონამან჻

118. აჰა჻ ძმაო჻ რა჻ გიამბო჻ რაცა჻ მჭირდეს჻ მე჻ ღ~თსაგან჻ მე჻ რას჻ მაქნევს჻ მეფე჻ თქვენი჻ რამც჻ მიამოს჻ კაცისაგან჻ სხუასა჻ ვისმცა჻ დავაბრალო჻ შეპყრობილვარ჻ ეტლისაგან჻ მიჯნურობა჻ აჯობინეს჻ კულაც჻ მასმია჻ ბრძენისაგან჻

119. რა჻ პასუხი჻ არა჻ გასცა჻ მონა჻ გარე჻ შემობრუნდა჻ როსტანს჻ ჰკადრა჻ შემიტყვია჻ იმას჻ თქვენი჻ არა჻ უნდა჻ თუალნი჻ მზეებრ჻ გამირეტდეს჻ გული჻ მეტად჻ შემიძრწუნდა჻ ვერ჻ ვასმინე჻ საუბარი჻ მით჻ დავყოვნე჻ ხანი჻ მუნ჻ და჻

120. მეფე჻ გაჰკუირდა჻ გაცაწყრა჻ გული჻ უც჻ მისთვის჻ მწყრომარე჻ გაგზავნა჻ მონა჻ თორმეტი჻ მისი჻ წინაშე჻ მდგომარე჻ უბრძანა჻ ჴელთა჻ აიღეთ჻ აბჯარი჻ თქვენ჻ საომარე჻ მიდით჻ და჻ აქა჻ მომგუარეთ჻ ვინ჻ არის჻ იქი჻ მჯდომარე჻

121. მე჻ საწვევრად჻ მონა჻ ვჰკადრე჻ მას჻ თურ჻ მოსდის჻ პირსა჻ ქაფი჻ შეუზახა჻ ათი჻ მონა჻ შეიმოსეთ჻ ჯავშანქაფი჻ პირველ჻ ჰკადრეთ჻ მეფე჻ გიჴმობს჻ არად჻ გინდა჻ აწ჻ მარქაფი჻ ჻ არ჻ მოვიდეს჻ შეიპყარით჻ მისი჻ სისხლლი჻ ველთა჻ ჩქაფი჻

122. მონანი჻ მიდგეს჻ მივიდეს჻ გაჰჴდა჻ აბჯრისა჻ ჩხარია჻ მაშინღა჻ შეჰკრთა჻ იგი჻ ყმა჻ ტირს჻ მეტად჻ გულმდუღარია჻ თუალნი჻ მოარნა჻ ყოველგან჻ ნახა჻ ლაშქართა჻ ჯარია჻ ერთხელ჻ ესე჻ თქვა჻ ვაიმეო჻ სხუად჻ არას჻ მოუბარია჻

123. ცხენთა჻ შესხდეს჻ წამოვიდეს჻ გარეშემო჻ მოეხუივნეს჻ მისთა჻ ეგზომ჻ სინაზეთა჻ მისი჻ მჭურეტნი჻ გაეკვირვნეს჻ ჻ რა჻ შეხედეს჻ პირსა჻ მზესა჻ მათ჻ მონათა჻ აეტირნეს჻ ჻ ცხენსა჻ შეჯდა჻ წამოვიდა჻ მუნით჻ უკან჻ მოეწივნეს჻

124. თუალთა჻ ჴელი჻ უკუივლო჻ ცრემლნი჻ ცხელნი჻ მოიწურნა჻ ჴრმალ჻ კაპარჭი჻ მოიმაგრა჻ მკლავნი჻ გაიმამაცურნა჻ ცხენსა჻ შეჯდა჻ მონათამცა჻ საუბარნი჻ რად჻ იყურნა჻ ჻ სხუასა჻ მჴარსა჻ გაემართა჻ მათი჻ ჭირი჻ არ჻ განჰკურნა჻

125. რა჻ ყმამან჻ ნახნა჻ მონანი჻ ტირილსა჻ მისცა჻ ჴუესია჻ არ჻ გაიკითხვენ჻ მიჯნურსა჻ არაბთა჻ შიგან჻ წესია჻ მას჻ ჴელთა჻ ჰქონდა჻ მათრახი჻ მკლავისა჻ მუნ჻ უსქესია჻ ესრე჻ დაფრიწა჻ თავები჻ მკვდართ჻ შიგან჻ დანაწესია჻

126. მონათა჻ ჴელი჻ გამართეს჻ მის჻ ყმისა჻ შესაპყრობელად჻ მან჻ იგინი჻ გლახ჻ დაჴადნა჻ მტერთაცა჻ საწყალობელად჻ ჰკრნა჻ ერთმანერთსა჻ დაჴოცნა჻ თავსა჻ ჴელაუპყრობელად჻ ზოგსა჻ გადაჰკრის჻ მათრაჴი჻ მკერდამდის჻ გასაპობელად჻

127. შეუპყრივარ჻ კაეშანსა჻ რადღა჻ გამჴსნი჻ მისგან჻ კრულსა჻ ესე჻ მონა჻ დაგვიჴოცე჻ მოგაბარებ჻ ამათს჻ სულსა჻ სრულად჻ სპანი჻ მომიზახნე჻ ვერა჻ მნახავ჻ დაჭირულსა჻ მიჯნური჻ ვარ჻ გამირისხდი჻ მე჻ გატკივებ჻ ამით჻ გულსა჻

128. მეფე჻ გაწყრა჻ გაგულისდა჻ მონანიცა჻ შეუზახნა჻ მან჻ მდევართა჻ მიწევნამდის჻ არ჻ უჭურიტა჻ არცა჻ ნახნა჻ რაზომნიცა჻ მიეწივნეს჻ ყოვლნი჻ მკვდართა჻ დაასახნა჻ კაცნი჻ კაცსა჻ შემოსტყორცნა჻ როსტან჻ ამად჻ ივაგლახნა჻

129. ვისთვის჻ ხელი჻ გამოჭრილვარ჻ მასვე჻ მზესა჻ თაყუანის჻ ვსცე჻ რამ჻ დამბადა჻ მუნით჻ ვეძებ჻ სად჻ მისწუთების჻ მისი჻ სივრცე჻ ჩემნი჻ მდევნი჻ ნიანგნიცა჻ იყოს჻ იგიც჻ ჭირსა჻ მივსცე჻ სხუამან჻ ფიფქმან჻ ვერ჻ დამაზროს჻ მის჻ მზისა჻ მზე჻ დავიფიცე჻

130. შესხდეს჻ მეფე჻ და჻ ავთანდილ჻ მის჻ ყმისა჻ მისაწეველად჻ იგი჻ ლაღი჻ და჻ უკადრი჻ მივა჻ ტანისა჻ მრხეველად჻ ტაიჭი჻ მიუქს჻ მერანსა჻ მიეფინების჻ მზე჻ ველად჻ შეიგნა჻ მისულა჻ მეფისა჻ მისად჻ უკანა჻ მდეველად჻

131. მეფე჻ შეჯდა჻ გაეკიდა჻ რა჻ კაცია჻ სადაური჻ მან჻ ცნა჻ ფიცხლად჻ გარდაეგო჻ მეფეაო჻ აქა჻ მდგური჻ ვერ჻ შეიპყრობთ჻ მიჯნურია჻ კაეშნითა჻ ატვირთური჻ ეძებს჻ რასმე჻ იარების჻ მაშრიყს჻ მივა჻ მაღრიბური჻

132. რა჻ ცნა჻ მეფე჻ მოვიდაო჻ ჰკრა჻ მათრაჴი჻ მისსა჻ ცხენსა჻ მასვე჻ წამსა჻ დაიკარგა჻ არ჻ უნახავს჻ თვალსა჻ ჩუენსა჻ ჻ ჰგუანდა჻ ქუესკნელს჻ ჩაძრომილსა჻ ანუ჻ ზეცად჻ ანაფრენსა჻ ეძებდეს჻ და჻ ვერ჻ ჰპოებდეს჻ კვალსა჻ მისგან჻ წანარბენსა჻

133. ვერ჻ შეიპყრეს჻ შემობრუნდეს჻ არ჻ მიეცნეს჻ სიამესა჻ აგრე჻ მისსა჻ გაფრენასა჻ ყოვლნი჻ არსნი჻ გაჰკვირდესა჻ მეფე჻ წყრების჻ არ჻ მიუშვებს჻ კაცსა჻ მისსა჻ სიახლესა჻ იგი჻ ლხინი჻ დაგუემწარნეს჻ შეჭირვება჻ მოგუცა჻ დღესა჻

134. კუალი჻ ძებნეს჻ და჻ უკვირდათ჻ ვერ჻ პოვნა჻ ნაკვალევისა჻ აგრე჻ კუალ჻ წმიდად჻ წაჴდომა჻ კაცისა჻ ვითა჻ დევისა჻ ლაშქარნი჻ მკვდართა჻ სტიროდეს჻ სწრაფა჻ აქუს჻ წყლულთა჻ ხევისა჻ მეფემან჻ ბრძანა჻ ვნახეო჻ მიზეზი჻ ლხინთა჻ ლევისა჻

135. ბრძანა჻ ღმერთსა჻ მოეწყინა჻ აქანამდის჻ ჩემი჻ შუება჻ ამად჻ მიყო჻ სიამისა჻ სიმწარითა჻ დანაღულება჻ სიკუდილამდის჻ დამაწყლულა჻ ვერვის჻ ძალუც჻ განკურნება჻ მასვე჻ მადლი჻ ესე჻ იყო჻ წადილი჻ და჻ მისი჻ ნება჻

136. ესე჻ თქუა჻ და჻ შემობრუნდა჻ დაღრეჯილი჻ წამოვიდა჻ არცა჻ ჰკრაღა჻ ასპარეზსა჻ ვამი჻ ვამსა჻ მოურთვიდა჻ ყველაკაი჻ მოიშალა჻ სადაცა჻ ვინ჻ მჴეცთა჻ სრვიდა჻ ზოგთა჻ თქვეს჻ თუ჻ მართალია჻ ზოგი჻ ღ~თო჻ უზრახვიდა჻