235. ახალმან჻ ფიფქმან჻ დათოა჻ ვარდი჻ დათურთილა჻ დანასა჻ მოუნდის჻ გულსა჻ დაცემა჻ ზოგჯერ჻ მიჰმართის჻ დანასა჻ თქუის჻ ჭირი჻ ჩემი჻ სოფელმან჻ ოთხმოცდაათი჻ ანასა჻ მოვშორდი჻ ლხინსა჻ ყუელასა჻ ჩანგსა჻ ბარბითსა჻ და჻ ნასა჻
236. მოეგონის჻ მისი჻ მკვლელი჻ შეეყარის჻ ჴორცთა჻ თრთოლა჻ დახვდის჻ მხეცი჻ ფიცხლად჻ მოკლის჻ არ჻ შეზარდის჻ მათგან჻ ყოლა჻ შენგან჻ კიდე჻ მზეო჻ ჩემი჻ შეუძლია჻ ვისმცა჻ ბრძოლა჻ მოგძულდი჻ და჻ გამომაგდე჻ ოჴრად჻ დამრჩეს჻ სპათა჻ ყოლა჻
237. საყუარელი჻ მოეგონის჻ გაუახლდის჻ ცეცხლი჻ ალთა჻ ჰე჻ სოფელო჻ შეგებრალე჻ ნუ჻ სჯი჻ ბედსა჻ შესაწყალთა჻ შემოქმედო჻ მიმაბრუნვე჻ რომელი჻ სცნობ჻ იდუმალთა჻ ესე჻ თქუა჻ და჻ სისხლის჻ ცრემლი჻ გამოსეტყვა჻ მელნის჻ თუალთა჻
238. ვარდი჻ მის჻ მზისა჻ გაყრილი჻ უფრო჻ და჻ უფრო჻ ჭკნებოდა჻ გულსა჻ უთხრის჻ თუ჻ დასთმეო჻ ამად჻ არ჻ დია჻ ბნდებოდა჻ უცხო჻ უცხოთა჻ ადგილთა჻ საძებრად჻ იარებოდა჻ მგზავრთა჻ ჰკითხევდის჻ ამბავთა჻ მათ჻ თანა჻ ემოყვრებოდა჻
239. იგი჻ პირად჻ მზისა჻ მსგავსი჻ ერთობ჻ მოვლის჻ ზედა჻ ჴმელთა჻ ქუეყანათა჻ უნახავთა჻ ოჴერთა჻ და჻ კაცრიელთა჻ არ჻ დააგდებს჻ უნახავად჻ წყალთ჻ კლდეთა჻ ტყეთა჻ ველთა჻ მაღრიბს჻ ჰკითხავს჻ მაშრიყელთა჻ ჰრომს჻ ჩინელთა჻ მაჩინელთა჻
240. მუნ჻ ეძებს჻ ცრემლი჻ მტირალსა჻ სდის჻ ზღვათა჻ შესართავისად჻ უჩნდის჻ ქუეყანა჻ თახთად჻ და჻ მკლავი჻ სადებლად჻ თავისად჻ თქუის჻ საყვარელო჻ მოგშორდი჻ გული჻ შენ჻ დაგრჩა჻ ავისად჻ შენთუის჻ სიკუდილი჻ მეყოფის჻ ლხინად჻ ჩემისა჻ თავისად჻
241. ყოვლი჻ პირი჻ ქვეყანისა჻ მოვლო჻ სრულად჻ მოიარა჻ ასრე჻ რომე჻ ცასა჻ ქვეშე჻ არ჻ დაურჩა჻ არ჻ იარა჻ მაგრა჻ იგი჻ მის჻ ამბისა჻ მსმენელსაცა჻ ვერ჻ მიმხუდარა჻ ამას჻ შიგან჻ წელიწადი჻ სამი჻ სამ჻ თუედ჻ მიიყა჻
242. მიხუდა჻ რასმე჻ ქვეყანასა჻ უგემურსა჻ მეტად჻ მქისსა჻ თუე჻ ერთ჻ კაცსა჻ ვერა჻ ნახავს჻ ვერას჻ შვილსა჻ ადამისსა჻ იგი჻ ჭირი჻ არ჻ უნახავს჻ არ჻ რამინს჻ და჻ არცა჻ ვისსა჻ დღე჻ და჻ ღამე჻ იგონებდა჻ საყუარელსა჻ მასვე჻ მისსა჻
243. მას჻ მიხუდა჻ წევრი჻ სადგურად჻ მაღლისა჻ მთისა჻ დიდისა჻ გამოჩნდა჻ მუნით჻ მინდორი჻ სავალი჻ დღისა჻ შვიდისა჻ მის჻ მთისა჻ ძირსა჻ წყალი჻ დის჻ არად჻ სანდომი჻ ჴიდისა჻ ორგნითვე჻ ტყესა჻ შეეკრა჻ ნაპირი჻ წყლისა჻ კიდისა჻
244. ზედ჻ წაადგა჻ შეექცევის჻ დროთა჻ დღეთა჻ ანგარიშობს჻ თუენი჻ ესხნეს჻ ორანიღა჻ ამად჻ სულთქვამს჻ არა჻ იშობს჻ ვაი჻ თუ჻ საქმე჻ გამიმჟღავნდეს჻ კულავ჻ ამისთუს჻ გულმოშიშობს჻ ჻ ავსა჻ კარგად჻ ვერვინ჻ შესცულის჻ თავსა჻ ახლად჻ ვერვინ჻ იშობს჻
245. საგონებელი჻ შეექმნა჻ დადგა჻ საქმისა჻ რჩეველად჻ თქუა჻ თუ჻ დავბრუნდე჻ ეზომი჻ ხანი჻ რად჻ დავჰყავ჻ მე჻ ველად჻ ჩემსა჻ რა჻ ვჰკადრო჻ მნათობსა჻ ვიყავ჻ რად჻ დღეთა჻ მლეველად჻ მისი჻ ვერა჻ ვცნა჻ ჭორადცა჻ ვარ჻ ვისთა჻ გზათა჻ მკვლეველად჻
246. თუ჻ არ჻ დავბრუნდე჻ საძებრად჻ დავჰყუნე჻ სხუანიცა჻ ხანანი჻ რომელსა჻ ვეძებ჻ ვერა჻ ვცნე჻ ამბავნი჻ მე჻ მისთანანი჻ დრო჻ გარდაუწყდეს჻ შეჰრმადინს჻ მიხუდენ჻ ღაწუისა჻ ბანანი჻ მივიდეს჻ ჰკადროს჻ მეფესა჻ საქმენი჻ დასაგუანანი჻
247. უამბოს჻ ჩემი჻ სიკუდილი჻ თუით჻ ჩემგან჻ დავედრებული჻ მათ჻ შექნან჻ გლოვატირილი჻ ქნან჻ საქმე჻ გამწარებული჻ მერმე჻ მივიდე჻ ცოცოხალი჻ სადმე჻ სხუაგან჻ სადმე჻ რებული჻ ამას჻ იგონებს჻ ტირილით჻ გონებაშეიწრებული჻
248. იტყვის჻ ღ~თო჻ სამართალნი჻ შენნი჻ ჩემთვის჻ რად჻ ამრუდენ჻ მე჻ ეზომნი჻ სიარულნი჻ კიდე჻ რად჻ გლახ჻ გამიცუდენ჻ გულით჻ ჩემით჻ სიხარულნი჻ აჰფხურენ჻ ჭირნი჻ დაუბუდენ჻ დღეთა჻ ჩემთა჻ ცრემლნი჻ ჩემნი჻ ვერათოდეს჻ დავიყუდენ჻
249. კვლაცა჻ იტყვის჻ დათმობა჻ სჯობს჻ და჻ თავსავე჻ ეუბნების჻ დღეთა჻ მეტად჻ ნუ჻ მოჰკუდები჻ გული჻ ჩემი჻ ნუ჻ დადნების჻ უღმრთოდ჻ ვერას჻ ვერ჻ მოვაწევ჻ ცრემლი჻ ცუდად჻ მედინების჻ განგებასა჻ ვერვინ჻ შესცულის჻ არსაქმნელი჻ არ჻ იქმნების჻
250. თავს჻ უთხრა჻ მოჰკვე჻ გიჯობს჻ სიცოცხლე჻ აუგიანსა჻ მიხუალ჻ დაგხუდების჻ თინათინ჻ ანათებს჻ დღესა჻ მზიანსა჻ გკითხოს჻ მის჻ მზისა჻ ანბავი჻ რა჻ გმართებს჻ ვაგლახიანსა჻ იგონებს჻ წამწამ჻ მიჰყუების჻ ტყის჻ პირსა჻ შამბნარწყლიანსა჻
251. ყოვლნი჻ არსნი჻ ცათ჻ ქუეშეთნი჻ ერთობ჻ სრულად჻ მომივლიან჻ მაგრა჻ საქმე჻ მის჻ კაცისა჻ ვერა჻ სადა჻ შემიგნიან჻ უღონიოდ჻ მართალ჻ იყვნეს჻ რომელთაცა჻ ქაჯად჻ თქუიან჻ აწ჻ ტირილი჻ არას჻ მარგებს჻ ცუდად჻ ცრემლნი჻ რასა჻ მდიან჻
252. მთით჻ ჩამოვიდა჻ ავთანდილ჻ გავლო჻ წყალი჻ და჻ ტყენია჻ მინდორს჻ აცორვებს჻ ტაიჭსა჻ შეჟღრენით჻ მონაწყენია჻ გასცუდებოდეს჻ მკლავნი჻ და჻ მისნი჻ სიამაყენია჻ ბროლისა჻ ველსა჻ სტურფობდეს჻ გიშრისა჻ მუნ჻ საყენია჻
253. მობრუნება჻ დააპირა჻ სულთქნა჻ მერმე჻ ივაგლახა჻ მას჻ მინდორსა჻ დაემართა჻ გზა჻ თუალითა჻ გამოსახა჻ თუესა჻ ერთსა჻ სულიერი჻ კაცი჻ არსად჻ არ჻ ენახა჻ მჴეცნი჻ იყვნეს჻ საშინელნი჻ მაგრა჻ არა჻ შეუზახა჻
254. მათ჻ მინდორთა჻ შუაშიგა჻ ამოსული჻ ქედი჻ არი჻ გაფიცხდა჻ და჻ ზედ჻ წაადგა჻ მოიმარჯვა჻ საომარი჻ ჩემი჻ ბრძოლა჻ ვისმცა჻ ეძლოს჻ შევჰკრა჻ ერთად჻ მთა჻ და჻ ბარი჻ დავჰკოდნე჻ და჻ ჩამოვჰყარნე჻ წავიყუანო჻ პატიმარი჻