... (H-461), XVIII ს.

79. მე჻ არ჻ შეგარჩენ჻ შენ჻ ჩემსა჻ მაგისა჻ დაცილებასა჻ ბრძანე჻ ვისროლოთ჻ ნუ჻ იქო჻ შედრეკილობაკლებასა჻ კარგთა჻ კაცთასა჻ ვიქმოდეთ჻ მოწმად჻ ჩუენთანა჻ ჴლებასა჻ მაშინ჻ გამოჩნდეს჻ მოედანს჻ ვის჻ მოუთხრობდენ჻ ქებასა჻

80. ავთანდილცა჻ დამორჩილდა჻ საუბარი჻ გარდაწყვიდეს჻ იცინობდეს჻ ყმაწვილობდეს჻ საყვარლად჻ და჻ კარგად჻ ზმიდეს჻ ნაძლევიცა჻ გააჩინეს჻ ამა჻ პირსა჻ დაასკვნიდეს჻ ვინცა჻ იყოს჻ უარესი჻ თავშიშველი჻ სამ჻ დღე჻ ვლიდეს჻

81. კვლავ჻ ბრძანეს჻ მონა჻ თორმეტი჻ შევსხათ჻ ჩუენთანა჻ მარებლად჻ ისარ჻ მშვილდისა჻ მამრთმეველად჻ და჻ ჩვენად჻ მამაჴმარებლად჻ ერთაი჻ შენი჻ შერმადინ჻ არს჻ მათად჻ დასადარებლად ნასროლ჻ ნაკრავსა჻ დასთვლიდეს჻ უტყუვრად჻ დაუმცდარებლად჻

82. მონადირეთა჻ უბრძანა჻ მინდორნი჻ მოიარენით჻ დასცევით჻ ჯოგი჻ ნადირთა჻ თავნი჻ ამისთვის჻ არენით჻ ლაშქარნი჻ სამზოდ჻ აწვივნეს჻ მოდით჻ და჻ მოიჯარენით჻ გაუშვეს჻ სმა჻ და჻ ნადიმი჻ მუნ჻ ამაოდ჻ გავიხარენით჻

83. დილასა჻ ადრე჻ მოვიდა჻ იგი჻ ნაზარდი჻ სოსანი჻ ძოწეულითა჻ მოსილი჻ პირად჻ ბროლ჻ ბალახშოსანი჻ პირ჻ ოქრო჻ რიდე჻ ეხვია჻ შვენოდა჻ ქარქაშოსანი჻ მეფესა჻ გასულად჻ აწვევდა჻ მოდგა჻ თეთრ჻ ტაიჭოსანი჻

84. შეეკაზმა჻ მეფე჻ შეჯდა჻ ნადირობას჻ გამოვიდეს჻ ზეიმი჻ და჻ ზარი჻ იყო჻ სპანი჻ ველთა჻ დაჰფარვიდეს჻ მრგულივ჻ მინდორსა჻ მოსდგომოდეს჻ ალყას჻ გარე჻ შემოსცვიდა჻ ნაძლევისა჻ მათისათვის჻ იჭირვოდენ჻ მჴეცთა჻ სურიდა჻

85. უბრძანა჻ მონა჻ თორმეტი჻ მოდით჻ ჩუენთანა჻ ვლიდითა჻ მშვილდსა჻ ფიცხელსა჻ მამცემდით჻ ისარსა჻ მომართმიდითა჻ ნაკრავსა჻ შეადარებდით჻ ნაჴოცსა჻ დასთვალვიდითა჻ დაიწყო჻ მოსლვა჻ ნადირმან჻ ყოვლთა჻ მინდორთა჻ კიდეთა჻

86. მოვიდა჻ ჯოგი჻ ნადირთა჻ ანგარიშ჻ აუღებელი჻ ირემი჻ თხა჻ და჻ კანჯარი჻ ქურციკი჻ მაღლა჻ მხლტომელი჻ მას჻ პატრონყმანი჻ გაუჴდეს჻ ჭვრეტადმცა჻ სჯობდა჻ რომელი჻ აჰა჻ მშვილდი჻ და჻ ისარი჻ და჻ მკლავი჻ დაუშრომელი჻

87. ცხენთა჻ მათთა჻ ნატერფალნი჻ მზესა჻ შუქთა჻ წაუხვემდეს჻ მიჴოცდეს჻ და჻ მიისროდეს჻ მინდორს჻ სისხლთა჻ მიასხმიდეს჻ რა჻ ისარი჻ დაელივის჻ მონანივე჻ მოართმიდეს჻ მჴეცნი჻ მათგან჻ დაკოდილნი჻ ბიჯსა჻ წაღმა჻ ვერ჻ წასდგმიდეს჻

88. იგი჻ ველი჻ გაირბინეს჻ ჯოგი჻ წინა჻ შემოისხეს჻ დაჰჴოცეს჻ და჻ ამოწყვიდეს჻ ცათა჻ ღ~თი჻ შეარისხეს჻ ველნი჻ წითლად჻ შეეღებნეს჻ ნადირთაგან჻ სისხლი჻ ისხეს჻ ავთანდილის჻ შემხედველთა჻ თქვეს჻ თუ჻ ჰგავსო჻ ალვისა჻ ხეს჻

89. დიდი჻ მინდორი჻ დალივნეს჻ მართ჻ მათგან჻ განარბენია჻ მინდორისა჻ პირსა჻ წყალი჻ დის჻ და჻ იქით჻ აქათ჻ კლდენია჻ ნადირნი჻ ტყესა჻ შეესწრნეს჻ სადა჻ ვერა჻ რბის჻ ცხენია჻ იგი჻ მაშურალნი჻ ორნივე჻ მოსწყდეს჻ რაზომცა჻ მჴნენია჻

90. მართ჻ ერთმანერთსა჻ მე჻ გჯობო჻ სიცილით჻ ეუბნებოდეს჻ ამხანაგობდეს჻ ლაღობდეს჻ იქით჻ და჻ აქათ჻ დგებოდეს჻ მერმე჻ მოვიდეს჻ მონანი჻ რომელნი჻ თანა჻ ხლებოდეს჻ უბრძანეს჻ თქვითო჻ მართალი჻ თქვენ჻ ჩვენგან჻ არ჻ გეთნებოდეს჻

91. მონათა჻ ჰკადრეს჻ მართალსა჻ გკადრებთ჻ და჻ ნუ჻ გემცდარებით჻ მეფეო჻ ყოლა჻ ვერ჻ ვიტყუით჻ შენსა჻ მაგისა჻ დარებით჻ აწევცა჻ დაგუჴოც჻ ვერა჻ ჰგავ჻ ვერათ჻ ვერ჻ მოგეჴმარებით჻ მისგან჻ ნაკრავი჻ გვინახავნ჻ მჴეცნი჻ ვერ჻ წაღმა჻ წარებით჻

92. ორთავე჻ ერთგან჻ მოკლული჻ ყველაი჻ ათჯერ჻ ოცია჻ მაგრა჻ ავთანდილს჻ ოცითა჻ უფროსი჻ დაუჴოცია჻ არ჻ დასცთომია჻ ერთიცა჻ რაც჻ ოდენ჻ შეუტყოცია჻ თქვენგან჻ მრავალი჻ მიწითა჻ დასვრილი჻ გაგუიჴოცია჻

93. მეფესა჻ ესე჻ ამბავი჻ უჩს჻ ვითა჻ მღერა჻ ნარდისა჻ უხარის჻ ეგრე჻ სიკეთე჻ მისისა჻ განაზარდისა჻ აქუს჻ სიყვარული჻ ამისი჻ ვითა჻ ბულბულსა჻ ვარდისა჻ ლხინი჻ მიეცა჻ მოუნდა჻ გულით჻ ამოსლვა჻ დარდისა჻

94. იგი჻ ორნივე჻ საგრილად჻ გარდაჴდეს჻ ძირსა჻ ხეთასა჻ ლაშქართა჻ შექნეს჻ მოდენა჻ მოდგეს჻ უფროსი჻ ბზეთასა჻ ახლოს჻ უთქს჻ მონა჻ თორმეტი჻ უმჴნესი჻ სხვათა჻ მხნეთასა჻ თამაშობდეს჻ და჻ უჭურეტდეს჻ წყალსა჻ და჻ პირსა჻ ტყეთასა჻

აქა არაბთა მეფისაგან ნახვა მის ყმისა ვეფხისტყაოსნისა჻

95. ნახეს჻ უცხო჻ მოყმე჻ ვინმე჻ ჯდა჻ მტირალი჻ წყლისა჻ პირსა჻ შავი჻ ცხენი჻ სადავითა჻ ჰყვა჻ ლომსა჻ და჻ ვითა჻ გმირსა჻ ხშირად჻ ესხა჻ მარგალიტი჻ ლაგამაბჯარუნაგირსა჻ ცრემლთათ჻ ვარდი჻ დაეთთვილა჻ გულსა჻ მდუღრად჻ ანატირსა჻

96. მას჻ ტანსა჻ კაბა჻ ემოსა჻ გარეთმა჻ ვეფხის჻ ტყავისა჻ ვეფხის჻ ტყავისა჻ ქუდივე჻ იყო჻ სარქმელი჻ თავისა჻ ჴელთა჻ ნაჭედი჻ მათრაჴი჻ ჰქონდა჻ უხოსი჻ მკლავისა჻ ჰპოვეს჻ და჻ ნახუა჻ მოუნდა჻ უცხოსა჻ სანახავისა჻

97. მნახავნი჻ მოდგეს჻ ჩვენ჻ ვნახეთ჻ ტურფა჻ რამ჻ სანახავისა჻ ტირს჻ ვინმე჻ გმირი჻ ცრემლითა჻ უღელავს჻ ზღვითა჻ ნავია჻ ვეშპის჻ ოდენი჻ ცხენი჻ ჰყავს჻ ლამაზი჻ რამე჻ შავია჻ რაც჻ შეიტყობის჻ იმისგან჻ ჩვენთან჻ არ჻ უჩანს჻ ზავია.჻