ვეფხისტყაოსანი, 1913 წ.

2163. მობრუნდეს გამარჯუებულნი, ჩამოხდეს ჩრდილთა ხეთასა, ტურფათა რასმე ბაღთასა, ყოლ არ კატართა ტყეთასა, მათ ნაომართა შუენოდა, მჯობდა, მჯობთა ყოველთა მხნეთასა; თქუეს,თუ : “ ვაჯობოთ ესე დღე მეტად ყოველთა დღეთასა.“

2164. გამოისვენეს მაშვრალთა აბჯრითა ტანსა აჴდითა, პურობა, სმა სიმღერითა, სოფლისა ჴელსა დაჴდითა; მათი მებრძოლი მას დღესა მკუდრად ჩნდა არმისა წახდითა, ხუარაზმშა იჯდა ფერხითა მგზავსად ფერისა დახდითა.

2165. დილასა ფრიდონ, ავთანდილ და სხუათა სპათა თავნია, ტარიელისსა მოვიდეს, დახუდეს ლაშქარნი შავნია; აწ მათგან სამოციქულოდ კაცი ჩანს შენაგზანია, შესთუალეს: “ ღმერთმან პატივგცა, ტყვედ გყვანან შენნი მავნია.“

2166. ვინათგან ღმერთმან პატივი ეგზომი დაგდვა დიდებით, გმართებს, რომ იყო საღმრთოსა საქმესა ზედა რიდებით; აწ შენ რადმცა ქენ ეგ საქმე პირველსა ზედა მიდებით, პირი აიღეთ, ხუარაზმშას გაუშვით ამოდ, მშუიდები

2167. ტარიელ გასცა პასუხი მეტად წყნარი და მჭევრები; ღმრთისაგან მე მჭირს წყალობა და თქუენგან დიდი ბევრები; აწ სამჯერ თქუენგან დადგმულა ჩუენთვის შუბისა ტევრები, დარჩეს გაუშვით ხუარაზმშა და სპანი მისი ბევრები."

2168. შევიდეს, ნახეს ტარიელ და მადლსა გარდაიჴდიდეს; მერმე ადგეს და, ხუარაზმშა სად იყო, მუნა მივიდეს; უსალამეს მათ ორთავე, თავის თავის მოიმშუიდესა; გუერდსა დაუსხდეს, ნაკრავთა უქებდეს და გაიცდიდესა.

2169. მერმე კადრეს: “ ჰე ხუარაზმშა, ჴელმწიფეო ბედნიერო, მორჭმულო და თუითმპყრობელი, ზნეუკლებო, გონიერო, გუიკვირს რაცა თქუენ გიქნია, პირველ კაცო, მეცნიერო, რად აშვილეთ შვილი თქუენი, ყოვლით ზნითა შუენიერი?

2170. თუ გასმიოდა ტარიელ ნახუითა ანუ სმენითა, მემკუიდრე სადმე არისო, რად არა მოიხსენი თა? აწ გარდაუშვით პირველი სისხლი პირითა ჩუენითა, აქათ წადით და მეფობით ბრძნითა გონება ენითა.“

2171. ხუარაზმშა წყნარი სიტყუები თქუნა ბრძენთა სწავლა- რიგისა; პირველად ქება ავთანდილს და ნურადინს მიუგისა; “ მე თქუენი ქება ვითა ვთქუა, ბუდე ვარ აწ აუგისა, მკლავს სირცხუილისა ლაჴუარი ბასრისა შუბ დაუგისა.

2172. ოდეს ძე ჩემი ეთხოვა სასიძოდ ინდოთ მეფესა, მაშინ არსადით ვიცნობდით ტარიელს, სისხლთა მჩქეფესა; უმკუიდროდ ყოფა ეწერა მას წიგნსა მათსა სეფესა, ამად ვერ მივხუდი, მიგმობდით ჭკუასა დანაყეფესა.

2173. მართებდა თუმცა ტარიელს ებრძანა ჩემთუის კაცითა, მართ ერთხელ ვითა ეგრეცა, არ მრავლად კულა და კულაცითა; “მე ვარ მემკუიდრე პატრონი, მე მმართებს ღმრთითა და ცითა, ნუ მოსცემ შვილსა, თუარ დავხუდე რაზმითა ცემა ტკაცითა.“

2174. თუ მაშინ არ დამეშალა, თქუენ უმართლე ხართ მდურვასა; მე თავსაცავე ვაბრალობ მას საშინელსა ურვასა; მაგრა უმეცრად შთავიჭერ ცრემლთა მორევთა ცურვასა, ამად ვერავინ დამიშლის გულსა სისხლისა წურვასა.

2175. ეს ასრე იყო, რაც გკადრე, თქუენცა გასმოდეს, მგონია, თუარ გაიკითხენ, ინდონი გკადრებენ უშმაგონია,“ ავთანდილ ჰკადრა: “ მეფეო, ესე ვერ გაგიგონია, მაგისთანანი სიტყუანი აწ არად სავარგონია.

2176. თავმან თქუენმან, თუ მოგუისმენ, ამას გკადრებთ დაუცდომლად; სჯობს წახუიდეთ, ტახტსა თქუენსა იყუნეთ სისხლთა დამთმო მჯდომლად; არა გაკლდეს დიდებისა ჴელი ცათა შეუცთომლად, შენდობა ჴამს, რადგან ადამ აღარ დარჩა შეუნდობლად.“

2177. ხუარაზმშა ბრძანებს: “ ვინათგან თქუენ გწადს, აგრე ვქნათ, ვით ბრძანეთ; მაგრა ნახეთ, რა ძნელია, ესე კარგად გაიგონეთ: წინაშე ვარ, გარდაუშვებ, რადგან ასრე მიძაბუნეთ, შემაკითხეთ სპათა ჩემთა, თარას გუერდსა შემაგონეთ.“

2178. ადგეს ფრიდონ და ავთანდილ, ტარიას გამოეზრახნეს; ხუარაზმშას სიტყუა ყოველი წყნარად თქუეს, არ დაიზახნეს; “თარა ვაზირსა უჴმობთო, ვინ ბრძენთა გამოესახნეს. მიდგეს ფრიდონ და ავთანდილ, შიგანთა არ უვაგლახნეს.“

2179. შიგნით შეყივლეს: “ ისმინეთ ჩუენი ჴმა თქუენთუის ზარისა; თარა ვაზირი გარდმოდგეს სახასო ბრძენთა თავისა; ხუარაზმშა ბრძანებს, ნახუა სწადს შენი არ ჭკუვად ავისა, გამოდი, ჩუვენ გამოგინდობთ, არ მიზდი გინდა ნავისა.“

2180. გამოვიდა თარა ბრძენი, პლატონისა დიდად დარი; ხუარაზმელის მართ ნახუისა ღმრთისა ხუეწით მემუდარი; რა ჴელმწიფე მისი ნახა, მუნ გაცოცხლდა ვითა მკუდარი, თქუა, თუ :, ღმერთო, კურთხეულ ხარ, აღარ ვნახე სასუდარი.“

2181. თაყუანი სცა მერმე ყელსა მოეხუივა თარა ბრძენი; მოაჴსენა: “ღმერთო, რა ვთქუა მადლთა შენთა მე სიგრძენი! ამა ომთა მოარჩინენ, არ უობლენ წურილნი ძენი, რა მადლი ვთქუა, რომ ასეთნი წყალობანი მიბოძენი!“

2182. დასხდეს მეფე და ვაზირი, არჩევენ სათათბიროსა; მეფე ბრძანებდა სიტყუასა გულ მდუღრად ასატიროსა: ვაზირო, გუანდა ძე ჩემი ბროლ - ლალსა გასაჭუიროსა, ვით მეტყუი: “სისხლი გაუშვი,“ მაგ ძნელსა სავაზიროისა.“