ვეფხისტყაოსანი, 1913 წ.

2241. უჩემოდ დაჭნი, ვარდო და იავო, ფერ მკრთლად იყავ! ვით დამთმე, ლალო და ბროლო? ძოწო და სათო, რა მიყავ? კულა იაგუნდი, ნავღელი, გატყდი და შუა გამიყავ, აწ მარგალიტი მჭირვალო, ნუ მტირ და ბაგე დაიყავ!

2242. ჩემი გარდაჴდა სურვილო, რას გარგებს, რაზომც ინანო! და მოადინეთ სისხლის რუ, გაწკრით, ვარდნო და მინანო! ჩემთანა ცისა მნათობნო, რანო და ანუ ვინანო, მზე მზეთა მოჰკუე მტიროდეთ, გულნო, კლდენო და რკინანო!

2243. აწ ეს ვითხოვო ღმრთისაგან, სააჯოდ დიდად ძნელია, სადა არს ჩემი სავანე, მუნ განმინათლოს ბნელია? მისთა ელვათა მაკრთობდეს, არ მცხინვარე ყოს, ნელია. ანგელოზთ თანა ვფრინვიდე ვადიდო ჩემი მჴსნელია.

2244. სული, რომელი აწ ჩემგან ჩანს უტყუად დანასულები მუნ დაამკუიდროს, სადაცა ყუანან მართალთა სულები, შორს ქნას ნაწილსა, რომელთა არს დამზრალ დანასულები, რომელსა თიკნად უწოდენ, არს მარცხნით წანასულები.

2245. ამ სააჯოსა ღმთისაგან კულა ვეღარ ვითხოვ აროსა; გლახ, სულსა დაჴსნას ბნელი და ნათლისა გზასა აროსა, მართალთა თანა შერაცხოს, ზრდიდეს მართ ვითა საროსა, ედემს ბუნაგი აღუგოს, სამოთხეს დაამყაროსა.

2246. აწ გაახუენით სატირლად, ტურფა რაც გვქონან ახლებნი, ოთაღნო მგზავსნი ედემთა, კარავნი ნაჭრნი, ნახლებნი, თავთა იცემდეთ მხარ დახრით მონანი ჩვენნი ნახლებნი, ჩუენ დაგუმარხენით, შთაიცუით, წაჴუიდეთ რა შინა ხლებნი.

2247. ესე წესია სოფლისა, საბჭოდ მცალს არ აწ ამისად, ამად არ გეტყუი, მიენდვნეთ არცა ერთისა წამისად, უწყალოდ ცუალის აერი ტურფისა თუალ წამწამისად, ბოლოდ უმუხთლოდ ვერ მორჩი, თუ თავიც წააწამისად.

2248. ესე ისმინეთ ყოველთა დიდმან, მცირემან, მონამან.” თვით არ გეწიოს, რაც ავი სთქუა სხუათა დანაგმონამან, დარეჯანს ესმა ანდერძი, სრულყპ არ დანაბრკონამან, არე ვარდისა მელნის ტბამ აღელდა, მორწყო, მონამან.”

2249. ანდერძი სრულ ყო, გარდაჴდა,ენავ დაიყავ პირო, და! ნესტან დარეჯან მოსთქუმიდა, სისხლის ცრემლითა ტიროდა; იგიცა მოკუდა, არა თქუა: “ სიცოცხლე დავაპირო და.” შვილნი ტიროდეს, შეიქმნა გლოვა, არ სტუირი ყუიროდა.

2250. ჰგვანდეს დაბნელდეს თუ მზენი ან ერთგან ორნი მთვარენი; დიოდა მგზავსად ნილოსა მუნ ცრემლნი მონაღვარენი, ვნახე და დავკრთი სოფელსა და თავნი სხუაგნით ვარენი, ვთქუი, თუ ; “ მივენდო ღმერთსა და ბრალინმცა აღუარენი.”

2251. მტირალთა პირ დახოკილთა მხართა იტუირთეს, აიღეს, იგ უსახონი მიჯნურნი თაბუთისაკენ წაიღეს, იარაღიცა ტურფანი მათნი მათთანა გაიღეს, ცისა მნათობნი ტიროდეს, სული აროდეს დაიღეს.

2252. მდუღარად ტიროდეს შვილნიცა, მათნი ძენი და ქალნია, მოსთქმიდეს: “ მზენო, სოფელმან ვითარ მოგჴადნა ყალანი? ოჴრად უთქუენოდ ყოველნი ცეხე ქალაქი, ყალანი! დაგუწუენ, ცეცხლისა გუერდების უწყალოდ ჩუენ აქ ალანი.”

2253. ძე მამას მწარედ მოსთქმიდა, ცრემლი სდიოდა სალამე: “ ვაი, გაგეყარე, გმირო და დათხოვით მოგესალამე! თავს დაილეწა კაპარჭი, გული კლდე მაქუსო, სალა, მე ვი ჯავრნი შენნი, სოფელნო, მაჭამე კვლავ სამსალა მე.”

2254. მაღორებლისა მუხთლისა სოფლისა წესი ბარ ესა; ყოვლთა მოაწევს ბოლოდ ჟამ ტკივილსა სალმობარესა; იგი სოფლისა ჯავარნი საფლავთა მიაბარესა, ზედა მიწანი მიყარეს, მინიჩბეს, მიაბარესა.

აქა კიდევ სხვა ანდერძი და სოფლის გმობა ტარიელისა და ნესტან დარეჯანისაგან

2255. აწ მამისმინეთ ყოველთა სიტყუანი ანდერძისანი! თუ ვიყავ მეფე ვითარი, ენას არ ძალ აქუს თქმისანი; მაშინ მოგგონდე მოკუდავი, სულთ ბრძოლა ნახოთ სხვისანი. დაიჴშნეს ჴორცთა კავშირნი, ღონე არა აქუს ძურისანი.

2256. სიყმის დროს ველთა, მინდორად მჴეცთ ჩემგან ჰქონდა სვრანია; ხუარაზმთ მეფის ძე დავთრგუნე, აღარ აქუს ხელთა ძურანია; როსტევანს უნდა შეპყრობა, ყმა მწივა, ოცდარვანია ხატაველთ როგორ დააჩნდა ჩემგან მათრაჴის კურანია.

2257. რა უყავ რამაზ მეფესა, ან ფრიდონის მტერს ვნებითა, ქუაბს დევნი როგორ გავსწყვიტე, ლომ ვეფხვთ ვეგონე სნებითა, ქაჯთ ციხე ძალად წაუხვი, რამაზ გაუშვი ნებითა, ხუარაზმშა ჴმალ შეხვეწილი გავბეგრე ჭკუა მცნებითა.

2258. ლხინი შევქნი და ვიშვებდი, მტერთ არა მქონდა რიდები; გამარჯვებულსა მშუენოდეს, რა თავს მეხვევის რიდები; აწ წავალ, გავჴე სოფლისგან, თქუენც გასავლად გიც ჴიდები, ჴორცნო, მიწამან გიტუირთოს, ძუალნო, სადამდის იდები?

2259. თუალნი დაბნელდეს, რომელსა მელნის ტბა გარე უარდა; ღაწვნი ზაფრანად გამჴდარა, რომელი პირველ უარად; მკლავნი, ქუაბს დევთა მაჴოცნი., აწ შუბიდაღმან უარდა; სენთაგან დადნა, საკრავად შეიქნა, უარ უარ და.