ვეფხისტყაოსანი, 1913 წ.

2221. მე ვიყავ მეფე ეგეთი, ვითარ მოგითხრა წერილმან, ბოლოდ დამადგა სოფელმან, ნავთმან ფისმან და წერილმან, საჭმლად მიშოვა ჭიამან, ბუზმან და ძაღლის მწერილმან, ვა თუ დაგსაჯნეს, მიჯნურნო, ძაძამან ამოწერილმან.

2222. ადამის თესლი სხუა ერთი მე მჯობდა ვერითა, ვერ სახით, ვერ ახოვნებით, დამეგმოს სიავე რითა! აწ მამიახლდა სიკუდილი, მამლამის თუალთა ბღუერითა, დამბღუჯა, ვერვინ გაგუყრის გაზითა, ვერცა კუერითა.

2223. ნუ მიენდობით სოფელსა, საქმესა ცუდა, მუხთალთა, არვის მიგინდობს, რაძივინ კარგთა უყოფდეთ, უთუალთა, ბოლოდ ჟამს დაგცემს, შეგიბრკობს ფერჴთა და მართ ნაკუთალთა, ყუელასა ერთად მოგიყრის მის დღეში დანახუთალთა.

2224. ესე დღე ყოვლთა ზედა აც, ქუეყანად ვინცა იშობა, მუხთალსა, ცრუსა სოფელსა სჭირს კაცთა ზედა იშობა; არ აღირიცხუის სიცქაფე მისი, ვით ზღუისა ქუიშობა, ბოლოდ ასრე იქს, ცუდია ცქნაფვა და მისგან შიშობა.

2225. ყოველნი დავიჴოცებით, სრულად ერთობით და რამად, მით დაგიტეობ მცნებასა, მიენდვნეთ ცუდად არ ამად: ვიტყუი მუხთალსა სოფელსა ცრუდ და მიუნდოდ, არამად, წყეულმან, ნახეთ რა მიყო ძმანი არ მაძმნა, და რამან.

2226. ვერათ მორჩებით, უწყოდით, ვერ ხუეწნით, ვერ მუდარებით, ვერ გარდახვეწით, აღფრინვით და მთათა დაბუდარებით. ციხის ციხეთა აგებით, ცათაცა დაუდარებით, მაშინ მოგგონდეს ყოველი, ოდესცა ისუდარებით.

2227. აღარას გარგებს ტირილი, სულთქმიდეს, მაშინ ახევდეს; ერთი მეორეს უჭურეტდეს, მტირალი, ქუში ნახევდეს; სჯობს იუნჯებდეს მუნასა, აქა არ შეინახევდეს, გარეთ გასცემდეს, უხობდეს, ატლასთა არ შინა ხევდეს.

2228. თქმულ არს: “ სიკუდილი უფალ არს ჴორცთა და ანაგებისა, არ ეშინიან მძლავრთაგან ნივთთა და მონაგებისა: არ შეეწყალვის ჭაბუკი, გლახა არ ეძაგებისა, არა კუირდების თვალ წარბი, აერი ღაწუ ბაგებისა.

2229. სოფელი ამად გვაღორებს, გუღებავს ფერად რა მინისა, ჟამად გიუხუის, რაც სთხოვი, ესე მთნავს, ესრა მინისა, ანაზდად გაგტეხს რა გკადრო ჭიქისა ან რა მინისა, ჩემსა არ ჯერ ხართ, სახედ გიც ვისისა და რამინისა.

2230. არ გაგითავდეს არავის ესე სოფელი წამიერ, ისწრაფის მუნვე მიქცევად, მოკუდავი ეს მიწა მიერ, მას ნეტარ, ვინცა სიმართლით წავიდა უბიწ ამიერ; ცუდია აქა მეფობა, სრულობით ვერ იწამიერ.

2231. თქუენცა ისმინეთ მფენო, მთავარნო და დიდებულნო, არა ძალით, თქუენით რას მქნელნო, ღმერთისგან გადიდებულნო, თვისნო, არ თვისნო, მშვი ნაშვნო, ძმანო და მადიდებულნო, აწ განეყავით გლახაკთა, ლარნო აქამდი დებულნო.

2232. იყუენით მართლ მსაჯულობით, სიმართლის მიმსახველობით, ღმრთის შიშით, სჯულთა მტკიცნობით, მცნებათა დამარხველობით ქურივთა, ობოლთა მსჯელობით, გლახაკთა გამკითხველობით. არ ბნედით, არ აშიკობით, არ გაჭრით, არა ხველობით.

2233. მიუნდობელო სოფელო, რას ბრუნავ, რას მუხანათობ? ოდესმე სწუხ და აბნელებ, ოდესმე არ სწუხ, ანათობ; არვის მიგუინდობ წამ ერთცა, ჟამთა არვებ, თუ ხან ათობ, დაგვწვავ კვამლურებ ბნელითა, არ ვითა ხე მუხა ნათობ.“

2234. უხუაიშნოო, წყეულო, მოდი, სიკუდილო, მომკალო, მომზადენ ცელნი, მოლესენ, ჩემო, უჟამოდ მომკალო, თქუენთუის შევიქენ საჭმელად, ჭიანო, მჭადმით, მო, მკალო; ჩემი გავწელე, დავაგდე, ამ სოფლის მე დამთმომ, კალო.

2235. მოდით, მომიზღეთ, მიჯნურნო, ცრემლნი რომ ისესხენითა; მიჯნურნო, ეგზომ ტურფანი ჩემებრ სხვას ვის ესხენითა! გარდაეშალე ბროლზედა, ყორნისებრ თმის ესხენითა, აღელდი, მელნისა ტბაო, გიშრის ტყის ძირს ესხენითა.

2236. ვეღარ ვმლიქვნელობ ჩემებრივ, აშიყნო მე აწ არ ენით; თანა მამყევით, მიჯნურნო, საფლავის არე წარენით, ცრემლნი დასთხივეთ თქრენ ჩემთრის, გლახ თავნი გაიმწარენით, საფლავი სრად და საწოლად, სუდარი მიზეწარენით.

2237. აწ მშვიდობითმც არს, რომელმან სჯულ მიდვა და მადინაო, მშუიდობით, ტურფავ მაჩიტო, მაქაო და მადინაო, სოფელმან მგზავსად წყაროსა სისხლის რუ დამადინაო, გულით მით წითობს, მომენდე, შენ არად ამადინაო.

2238. თქუენცა მშვიდობით, პატრონნო, მსაჯულნო, ჩემებრ მეფენო, საჴელმწიფენო ჭურჭელნო, ოქსინოვ ქუეშე მეფენო, თავადნო, სპანო, მტერთათუის ლომებრ მბრდღვინავნო, სეფენო, ყოვლნი მტიროდით საბრალოდ, ჩემთუის ცრემლისა მჩქეფენო.

2239. თქუენცა მშუიდობით, მშობელნო, აწ ჩემთუის ჭმუნვით გასულნო, თვისნო ტომნო და ძმანო და შვილნო ძენო და ასულნო, იარაღნო და მონანო, აწ ჩემგან სხუაგნით წასულნო, აწ მიიბარეთ, გლახ, სული, ზეცისა ძალთა დასულო!

2240. ვამე დაისხნეს კავშირნი, არ მფეთქენ მე მაჯანია, ცუდ იქმნეს მკლავნი მაგარნი, ვაი მტერთა მემაჯანია! მკლავნი, რომელსა ვერ მბრძოდა იგ დევი ქაჯ მაჯანია, გამოისალმნეს, გაუშვა ქუე მდგომმან ჴორცმან ჯანია!