ვეფხისტყაოსანი, 1913 წ.

2086. მართ ავთანდილს ვით ეწყინა, ვინმცა კადრა, ვინ არ ღირსნი? ყუელა წურილად მოიკითხა, ვით ნაქმარნი ხუარაზმისნი; უბრძანა და შემოხედნა დიდებულნი სპანი მისნი, “აწ ტარიელს ვმსახუროთო, ვართ მონანი ყმათა ყმისნი.”

2087. თუითო კაცი ერთმანერთსა გაუგზავნეს: “ არ დავსწბეთა, ინდოთა და ტარიელის საქმისათუის გუინდა ფეთა.” პაემანი შეუკუეთეს, დროთა ხანთა არ დავსცდეთა ერთმანერთის შუელისა და ნახუისათუის მოსწრაფეთა.

2088. აწ ავთანდილ ფრიდონს კაცი გაუგზავნა, გაემართნეს ოცდათ დღე შიგ შეიყარნეს იარაღნი მოიმართნეს; მუნ დროშანი ვერ დავთუალენ, რომე იმათ აემართნეს, მათ ორთავე ჴელმწიფეთა პირნი მზეებრ იწაღმართნეს.

2089. მათ ორთავე ჴელმწიფეთა უთვალავი სპა იახლა; უმრავლესი დროშა იყო, რომ ალამი აენახლა; წამოვიდეს რაზმ წყობილნი, გზათა ლევენ სასწრაფოთა ხუარაზმს მბრძოლნი ხუარაზმელნი ვეღარ სად ვინ დაესახლა.

2090. მათ ორთავე ჴელმწიფეთა, სრულად მათთა სამეფოთა, აქიმები დაარჩივეს თემთა კარგთა სამყოფოთა; წამოვიდეს რაზმ წყობილნ ი, გზათა ლევენ სასწრაფოთა მოისმენდი ჴმათა მათთა საბუკტაბლაკ სადაფოთა.

2091. ინდოეთს მივლენ ნავითა, გამართეს სამუნაოთა, სრულნი აბჯრითა მოსილნი ხუარაზმშის საბრუნაოთა. სწრაფად დალევენ შარათა, წყალთა და მათ უნაოთა, ხუარაზმს დასთხრიან საფლავთა სატირლად, საზრუნაოთა.”

2092. წავიდეს, რაზმი დააწყეს, გზანი იარნეს რებითა; მისძახდეს ჴმასა მაღალსა საყუირ ქოს ტაბლაკებითა; ზღუის პირს მივიდეს, დაკაზმეს ნავები კატარღებითა, ჩასხდეს გავიდეს დრშათა, კარგითა ალამებითა.

2093. გავიდეს და პირსა დადგეს, უთუალავი სპა იახლა; უამრავი დროშა იყო, რომ ალამი მოენახლა; ამოსწუიტენ მათთა მბრძოლთა, ყოლა ტკბილად ვინ ემზახლა, მებრძოლია ხუარაზმთ მეფე, იგი ვერსად დაესახლა.

2094. გაკრფეს ლაშქარნუ ზღუისაგან და მივლენ ტარიელისა, უხარის ნახვა ძმობილთა დიდის ინდოთ მფლობელისა; გაგზავნეს მახარობელი: “ მოვალთ მოსწრაფე ხელისა; გუტრფიალობს ნახუა ვარდისა, აწ ახლად გაუშლელისა.”

2095. მივიდა მახარობელი, ტარიელს კადრეს, აქებდეს განჴდა ჴმა ზარი მოსულისა, სიხარულისა ყოვლნი ჴმობდეს; ცისკრად იკრეს ნაღარასა, ქოსნი ჴმასა დაატკბობდეს, სამნივ ერთად შეიყარნეს, მათთა მჭურეტთა დაადნობდეს.

2096. გამოვლნეს ზღუანი, მოვიდეს ჴმელეთსა ტარიელისა; ნახეს სენთაგან დაცემით ტარიერ მგზავსი ბერისა; ორთა სენთაგან ჩიოდა მტირალი მოამბვე რისა, თქუა; “ გაჴდა თემი ინდოთა სისხლთაგან მონატბერისა.”

2097. ნესტან დარეჯან ტან სარო, აწ აღარ იყო ლალია, სისხლის ცრემლითა მტირალი უბნობდა იგიც ლალია. ზურგ მოტეხით აქუს მას სევდა, ღაწუ აღარ სჭუირს ლალია, თქუა: “ იყო ჩვენთუის ხუარაზმშა, მწყერთათუის ვით ალალია.”

2098. წინ მოეგება მტირალი პირითა მილეულითა; აღარ მთუარულად სავსითა, არ ნათლად დილეულითა, მართ ძურითა ოდენ ცოცხალი სახითა მისეულითა; თაყუანი სცემდის იგ გმირნი წესითა დარჩეულითა.

2099. თაყვანი სცეს, უსალამეს, მოიკითხეს ერთმანერთი; მერმე ჰკითხეს: “ ვით არისო ლომი, გმირთა შენაერთი? მან პირ მზემან წურილად ბრძანა: “ სენი სჭირსო ყოლ არერთი, მისის ასრე ყოფისათუის შეგუარისხეს ზედათ ღმერთი.”

2100. მოიტირს მათ ლომ - კაცთა ტარიელის სნეულება, მერმე უმძიმს ინდოთათუის მათ მტერთაგან ძლეულება; ტარიელის ნახუა სწრაფით უნდა, ვით არს ჩვეულება, ნახეს მჭლედ და ფერმიხდილად, გულსა სჭირდა დაწყლულება.

2101. ნესტან დარეჯან ტან სარო, პირად მზე ვითამცა ლალი, დაღრეჯილიყო სევდითა, აწ აღარ ვითამცა ლალი, სისხლის ცრემლითა მტირალი უბნობდა ვითამცა ლალი, თქუა: “ იყო ჩუენთუის ხუარაზმშა, მწყერთათუის ვითამც ალალი.”

2102. სისხლის ცრემლითა მტირალი ბრძანებდა არ სათუობით; ზურგი ათქს მზესა მოდრეკით, სევდა სჭირს დასანაზობით; ნესტან დარეჯან ტან სარო არს მისით ხასიათობით, სევდა სევდასა დართვოდა ვერ მჭურეტთა დასანათობით.

მოსვლა ავთანდილისა და ფრიდონისაგან ტარიელის შუელად

2103. გამოვლნეს ზღუანი, მოვიდეს ჴმელეთსა ტარიელისა; ნახეს სენთაგან დაცემით ტარიერ მგზავსი ბერისა; ორთა სენთაგან ჩიოდა მტირალი მოანბვე რისა, თქუა; “ გაჴდა თემი ინდოთა სისხლთაგან მონატბერისა.”

2104. ტარიელის ნახუისათვის მობრუნდეს და მოუჩუქნეს; ნახეს მჭლედ და ფერ- მიხდილად, კადრეს, გული აუჩუქნეს; ლომო, მზეო, რამ გაგჴადა პირთა ზედა შუქნი უქნეს, აწმ ნუ გაგუა, მტერთა შენთა რისხუა ზეცით მოუბუქნეს.”