ვეფხისტყაოსანი, 1913 წ.

2298. სიჭაბუკისა ყუავილი დაჭნა, ჩანს ავად ვარდია; პირველ მტერთ ზედა სიმაღლით ვსჩნდი ორბებრ მონა ვარდია; აწ წაველ მგზავსი გმირსა და ფერად მინა- ვარდია, თანა წამამყევ, თინათინ, ჩემს უკან ნუ დავარდია!

2299. იგიმცა კაცი კრულია, ვინცა მიენდოს სოფელსა, მოლიზღარსა და მუხთალსა, სიცილით კოცნის ოფელსა, პირველ სიცოცხლის მქადესა, ბოლოდ უარის მყოფელსა, მუნ დამკარგავსა კაცთასა, აქაც ხან დაუყოფელსა.”

2300. შეიწყნარენით, ნაარსნო, მცნებას გასწავებ არ ავსა; ნუ მოყოლიხართ სოფელსა, ნიავსა ქარსა არავსა; მუნ იუნჯებით, სად ღმერთი დასდგამს სიმართლის კარავსა სადა ვერ უკბენს მღილი და ძალ- უც პარვა მპარავსა.

2301. მიჯნურობისა საჴმილმან დამწვა მძლავრ ანაგზემანდა; მზე მოვკუდე, თავის გამოღმა შენ დამიტირე მზემან და; სხვამ ჩემოდნობა ვერა ქნას ყოველმან მონაზემან და, ცავ, შთამოიქეც მნათითურთ, აწ რადღა ჰყოვნი ზე მანდა.

2302. მტიროდით თქუენთუის დამწვარსა, მიჯნურნო, ჩემთუის ურვილნო. გამზრდელნო, თქუენცა გაზრდილნო, ტურფად ისპანო, ჭურვილნო, ხასნო აზიზად ნანახნო, თავნო ნაზობით ბურვილნო, სულთქმით მამთქუემდით, ბაგენო და უბანებით, სურვილნო!

2303. თინათინ, პირველ სურვილი პირის შენისა ამარე. აწ ლომმან თავი გამარა და მზეო შენ მასამარე, აქა ნარბენთა სწორად ვლოთ, უიცი იგიც სამარე, ერთად წავიდეთ, აჰა მზა ჩუენთუის თაბუთი, სამარე.“

2304. უჩემოდ დაჭკნი ვარდნო და იავ ფერ მკრთალად იყავ! ვით დამთმე ლალო და ბროლო, ძოწო და სათო რა მიყავ კულავ იაგუნდი, ნაღველი გატყდი და შუავ გაიყავ მარგალიტო და მჭურვალო, ნუ მტირ და ბაგე დამიყავ.

2305. ჩემი გარდაჴდა, სურვილო, რას გვარგებს რაზომ ვინანო და მოდენით სისხლისა რუ გაწკრის ვარდნო და მინანო ჩემთანა ცისა მნათობნი რანო და ანუ ვინანო მზე მზეთა მოვკუდე მტიროდეს გულნო კლდენო და რკინანო.

2306. აწ ეს ვითხოვ ღთისგან სააჯო დიდად ძნელია; სად არის ჩემი სავანე, მუნ განმინათლოს ბნელია; მისთა ელვითა მაკრთობდეს, არ მცხინვარე ყოს ნელია ანგელოზთანა ვფრინვიდე ვადიდო ჩემი მჴსნელია.

2307. სული, რომელი აწ ჩემგან ჩანს უტყუოდ დანასულები, მუნ დამამკუიდროს, სადაცა ჰყვანან მართალთა სულები, შორს ქნას ნაწილსა, რომელთა არს დამზრალ დანასულები, რომელსა თიკნად უწოდენ, არის მარცხნით წანასულები.

2308. ამ სააჯოსა ღმთისაგან კულა ვეღარ ვითხოვ აროსა, გლახ სულსა დაჴსნას ბნელი და ნათლისა გზასა აროსა მართალთა თანა შერაცხოს ზრდიდეს მართ ვითა საროსა ედემს ბუნაგი აღუგოს, სამოთხეს დააყენოსა.

2309. აწ გაახუენით სატირლად, ტურფა რაც გუქონან ახლებნი, ოთახნი მგზავსი ედემთ,ა კარავნი ნაჭირ ნახლებნი, თავთა იცემდით მჴარ დაჴდი მონები ჩემი ახლებნი, ჩუენ დაგუმარხენით, შთაიცვით, წახვიდეთ არ შინა ხლებნი.

2310. ესე წესია სოფლისა, საბჭოდ მცალს არა წამისად ამად არ გეტყუი მიენდუნეთ არცა ერთისა წამისად; უწყალოდ ცვალის ჰაერი ტურფისა თუალ წამწამისად; ბოლოდ უმუხთლოდ ვერ მოვრჩი თუ თავიც წააწამისად. კიდევ სხუა ანდერძი ავთანდილისა ჟამსა სიკუდილისასა.

2311. ავთანდილ გკადრო, მისმინეთ სიტყუანი შესაწუხანი: ვინ შავარდნისებრ ვფრთოსნობდი, აწ მამხვდა თუალთა ჭუხანი დაჭნა შუენების ყუავილნი, აღარ მაქუს ფახი ფუხანი, წაჴდა სიყმისა აერი, გაცუდდეს ეკალ- მუხანი.

2312. ჩემსა ნახვასა ნატრობდეს სრულად არაბთა არები, ვით გამომიჩნდა მეფესთან მე ჩემი მშვილდ ისარები, ტარიელ ვნახეთ, დავეკრთა, ძებნით არ ვიყავ მზარები, ვიპოვე, სადა დევთათუის წაერთო ქუაბთა კარები.

2313. წაველ ვისთუისცა ხელ იყო, ვძებნე გლახ მარტო თავითა, გზაზე მეკობრე ამიჩნდა ხომალდ კატარღა ნავითა, იგიც დავჴოცე, ჩაჩნაგირს რა უყავ ჩემის მკლავითა, ტარიელს ქაჯეთს მოუძეხ, არ ვიყავ მათზე ზავითა.

2314. არაბთ ქვეყანას გავმეფდი, ქუეყანა მექმნა მუდარა, სამჯერ ტარიელს უშუელე, მის მტერთ ვაჴმარე სუდარა, ლხინით ვიშვებდი, შექებმან ჩემან მრავალთა უდარა, აწ ჴორცმან მთხოა მშვიდობა, საფლავსა დაიბუდა რა.

2315. სიკუდილსა მივყავ სადგომლად, მან აღარ მამცა დროება, მოვიდეს სულის წამღებნი, მართ ჩემზე შექნეს გროება, ორბი რომ მოვკალ, ისრის პირს თუ როგორ მარჯვე ზროება, აწ საკაცე და ტაგრუცი ჩემზდა იაზროება.

2316. ნუ ვის გგონია, ჩემებრივ სხუა ყოფილიყოს შვებითა; სოფლის წესია, ბოლო- ჟამ ყოვლს კაცსა შეგვიქს ვნებათა, სულნი მშორდების გუამთაგან და ჴორცნი დავიდნებითა, ცეცხლი, წყალი და აერი, მიწა მიწას ტვირთ დებითა.

2317. თავზედა თმანო, აფოლხვდით, ვინ ყორნის ფრთეებრ ბზინევდით; წარბნო, დასცვივდით ხშირ ხშირნო, ვინ მშვილდებრ უკუ ხრილევდით, დაბნელდით, თუალნო მელნისავ, მოთქმის რუს მოადინევდით, ღაწვნო, ვინ ვარდებრ ყუაოდით, აწ ვეღარ ისრევ მინევდით.