ვეფხისტყაოსანი, 1913 წ.

2067. ტარიელ წინა მივიდეს ინდონი ჴრმალ დალეწილნი, გაქცეულ გარდახვეწილნი, შიშითა გაწბილებულნი, აბჯარ აჴდილნი, დაძრცვილნი, ტან სარო შემოფრეწილნი, ცხენ დადგომილნი, მტირალნი, დაგლეჯილ პირ დახოჭილნი.

2068. ტარიელ იწუა სენთაგან დავარდნილ გულ ნაცემული; აწ ახლა გაჴდა მართ ასრე, ვით გულსა დანა ცემული; რა ესმა, ასრე ეწყინა, ვით გუელისაგან ცემული. ლხინი მოსძულდა, არ უჩნდა ჩანგ ბარბითა დანა ცემული.

2069. მივიდეს, გარე მოადგეს, ყუელგან ციხეთა გარეთა, ებრძუიან, ცეცხლსა უდებენ, მოაოხრებდეს არეთა, ჴოცდეს, სწუიდეს და არღუევდეს, ცრემლთა ადენდეს მწარეთა აჯა არ გამოუღიან არად არ მემუდარეთა.

2070. გარეთ ყუელანი წაახუნა ციხეთა სიმაგრენია, მათ უზენაროდ მიეპყრნეს, მიკუირდეს სიმედგრანი ერთ წლამდის იყუნეს ინდოეთს, ვაკედ ქნეს კლდე და ღრენია, მერმე წავიდეს სავსენი სიცილით მომღერალნია.

ტარიელისაგან კაცის გაგზავნა ავთანდილთან და ფრიდონთან

2071. რად არ გასინჯავთ სოფელსა, სჭირს გარეშიგან ჭრელობა მისცემს კულა ზოგჯერ სევდასა, არა აქუს გაუყრელობა; გამართავს, რაცა სწადიან, მისი წესია ტრელობა, ტარიელ თუალნი ამართნა, კლავს გულსა დანამჭრელობა.

2072. ნესტ- დარეჯანის წამწამთა ბუქისა ფიფქმან დამზრომან, მობრუნდა, ჰკითხეს მზემ, მორჩმან, ტურფამან, ტანად სარომან; დაუყვნა მისმან ელვამან ტარიელს, პირ უმთუარომან: “ნუ ივნებ, ლომო ლომთაო, რა ქნა წყეულმან ჟამ დრომან!

2073. ჯავრნი ხუარაზმთა ჩუენზედა მით გარეშემო გუბია ჩუენზედა სპანი იჴმარნა, რაცა ალამი უბია, ვიხმენ ძმად ფიცნი არაბთათ, მათი აბჯარი შუბია, ავთანდილს, ფრიდონს სურვილი კლავს, ჩუენთუის თუალთათ გუბია.”

2074. ტარიელ ორთა სენთაგან მეტადღა დაჭმუნვებულმან, მტერთაგან ამოსწყუეტილმან, უსახოდ შეჭირვებულმან, არაბეთს კაცი გაგზავნა მტირალმან, მიჭირვებულმან, ავთანდილს წურილად აცნობა უღუნოდ დაჭირვებულმან.

2075. რაცა პირველ სენი სჭირდა, ყუელა წურილად მიუწერა, მერმე რაგუარ ხუარაზმელთა მათთუის ძაძა შეეწერა; ვით ერბივნეს, ვით ეჴოცნეს, ვით ქალაქი მოემტუერა, ვით სოფელი მუხთალია, იგი მეცა დამემტერა!

2076. გუერდსა მიისვეს მწერალი, მთქმელ გამამრჩევი ენათა; ტარიელ, ნესტან დარეჯან ჴმა ტკბილი მოუსმენათა; რა გაათავეს წერითა წიგნი, ჴელთ მისცეს მონათა; “წადით, მიართვით ავთანდილს, ჩუენთუის ცრემლ დამადენეთა.”

2077. კულავ ფრიდონისას გაგზავნეს სხუა კაცი ერთი ნავითა; მასცა აცნობეს სოფლისა სიცრუვე საბრუნავითა: “სენთა და ხუარაზმელთაგან ოდენ ვარ საფშვინავითა, მტირალი სისხლის ცრემლითა ქუე ვწევარ სარკინავითა.

2078. აწ ვითა გმართებს გმირთა და ჩემთა ფიცისა ძმობილთა აგრე გაფიცხდით საშუელად, გაწუევთ სასწრაფოდ ჴმობილთა, თქუენთა ლაშქართა იმედსა ვართ ქუისებრ დაულბობილთა, ომსა ნაწვართთა, ჩაუქთა, მებრძოლთა რაზმთა წყობილთა.”

2079. არაბთ მეფე მორჭმულია, იყო მცილე მისი ვინა. იმღერა და იხარებდა, მოგოსნები უსხდა წინა, ჩანგთა კრიან, აწყობდიან პირ მთუარენი, ვართ და მინა, გავიდის და ნადირობდის, კულავ მობრუნდეს იყუის შინა.

2080. იბურთეს და ითამაშეს და თინათინს თანა დაჯდის, ეს სოფელი იამოვნის, საწუთროსა დაუწყნარდის; ყელსა ბროლსა შუენებანი მას ელვანი გარუვარდის, ერთგან სხდიან ტახტსა ზედან, მათ ბაგეთათ ვარდი ვარდის.

2081. სმა ჭამა და ნადიმობა, მსგეფსსა ერთსა გაისუენა; ელვამან და შუენებამა მათმან ერთსა დააშუენა; მომღერალთა მათ წინაშე არაოდეს მოასუენა; მე ვერ ვიტყუი, რაცა სჭირდა, ბევრი უნდა ქებად ენა.

2082. რა გარდაჴდა, გამოვიდა ჟამი რამე, ღამე, დღენი; მოციქული შარას გრძელსა მოამოკლებს, ირჩევს ცხენი. გაგზავნილნი რა მივიდეს, ნახეს მორჩი ალვის ხენი, რა ავთანდილს მოაჴსენეს, ატირდა და უთქუნა ზნენი.

2083. კულავე ჰკადრეს: “ თქუენ, მორჭმულნო და აქებდეს ჴელმწიფესა; მოახსენეს: “ დიდებულო, შენ ტურფაო, მაღლად მხედსა; შენ გაქუს ყოვლი დიდებანი, მორჭმულსა და კარგად მქნესა, ხუარაზმელთა ინდოთ ზედა კლვიდა სევდა ტარიელსა.”

2084. რა ავთანდილს, ფრიდონს ესმა ინდოთ ესე საწყინარი, გულსა ასრე ლაჴურად ეცა, მართ დაესო აწვე ნარი! თქუეს: “ გავჴედით საწუთროსა, არას კარგასა მოუბნარი, აქანამდის მხიარულნი ვტირთ აღარას მოცინარი.”

2085. ავთანდილ სულთქვამს, ოხვრიდა, მოქონდა ტარიელობა; მასთანა ყუელა სწორ იყუის, დგომა, გაჭრა და ხელობა; უკუირდა მკლავთა დადრეკა, უსახროდ მათი ქუელობა, სჭირს და სოფელი არ იკლებს, გულს ლახუარი მჭრელობა.