... (S-1727), 1837 წ.

59. თქვეს თუ მეფე ცუდსა რასმე: გონებასა ჩავარდნილა჻ თვარა აქა სამძიმარი: აქა ყოლა არა ქმნილა჻ ავთანდილ თქვა სოგრატ ვჰკითხოთ: გვითხრას რამცა შეგვეცილა჻ ვჰკადროთ რამე სალაღობო: რასათჳსმცა გაგვაწბილა჻

60. ადგეს სოგრატ და ავთანდილ: ტანითა მით კენარითა჻ თითო აივსეს ჭიქები: მივლენ ცნობითა წყნარითა჻ წინა მიუსხდეს მუხლ მოყრით: პირითა მოცინარითა჻ ვაზირი ლაღობს ენითა: წყლიანად მოუბნარითა჻

61. დაგიღრეჯია მეფეო: აღარ გიცინის პირიო჻ მართალ ხარ წახდა საჭურჭლე თქვენი მძიმე და ძვირიო჻ ყველასა გასცემს ასული: თქვენი საბოძვარ ჴშირიო჻ ყოლემცა მეფედ ნუ დასვი: თავსა რად უგდე ჭირიო჻

62. რა მეფემან მოისმინა: გაცინებით შემოხედნა჻ გაუკვირდა ვით მკადრაო ან სიტყვანი ვით გაბედნა჻ კარგა ჰქმენო დაუმადლა: ბრძანებანი უიმედნა჻ ჩემი ძრახვა სიძუნწისა: ტყუვის ვინცა დაიყბედნა჻

63. ეგე არ მიმძიმს ვაზირო: ესეა რომე მწყენია჻ სიბერე მახლავს დავლიე: სიყმაწვილისა დღენია჻ კაცი არ არის სითკენცა: საბრძენებელი ჩვენია჻ რომე მას ჩემგან ესწავლნეს: სამამაცონი ზნენია჻

64. ერთიღა მიზის ასული: ნაზარდი სათუთობითა჻ ღმ~თმან არ მომცა ყმა შვილი: ვარ საწუთროსა თმობითა჻ ანუმცა მგვანდა მშვილდოსნად: ანუ კვლავ ბურთობითა჻ ცოტასა შემწევს ავთანდილ: ჩემგანვე განაზარდობითა჻

65. ყმა მეფისა ბრძანებასა: ლაღი წყნარად მოისმენდა჻ თავ მოდრეკით გაიცინა: გაცინება დაუშვენდა჻ თეთრთა კბილთათ გამომაკრთალთა: შუქი ველთა მოაფენდა჻ მეფე ბრძანებს რას იცინი: ანუ ჩემგან რა შეგრცხვენდა჻

66. კვლავ უბრძანა თავსა ჩემსა: რას იცინი რას დამგმეო჻ ყმამან ჰკადრა მოგახსენებ: და ფარმანი მიბოძეო჻ რაცა გკადრო არ გეწყინოს: არ გარისხდე არ გასწყრეო჻ არ გამჴადო კადნიერად: არ ამიკლო ამაზეო჻

67. უბრძანა რამცა ვიწყინე: თქმა შენგან საწყინარისა჻ ფიცა მზე თინათინისა: მის მზისა მოწუარისა჻ ავთანდილ იტყვის დავიწყო: კადრება საუბარისა჻ ნუ მოჰკვეხ მშვილდოსნობასა: თქმა სჯობს სიტყვისა წყნარისა჻

68. მიწაცა თქვენი ავთანდილ: თქვენს წინა მშვილდოსანია჻ ნაძლევი დავდვათ მოვასხნეთ: მოწმად თქვენივე ყმანია჻ მოასპარეზედ ვინ მგავსო: ცუდიღა უკუთქმანია჻ გარდამწყვეტელი მისიცა: ბურთი და მაედანია჻

69. მე არ შეგარჩენ თქვენ ჩემსა: მაგისსა დაცილებასა჻ ბრძანე ვისროლოთ ნუ იქო: შედრეკილობა კლებასა჻ კარგთა კაცთასა ვიქმოდეთ: მოწმად ჩვენთანა ჴლებასა჻ მერმე გამოჩნდეს მოედანს: ვისძი უთხრობდენ ქებასა჻

70. ავთანდილცა დამორჩილდა: საუბარი გარდაწყვიდეს჻ იცინობდეს ყმაწვილობდეს: საყვარლად და კარგად ზმიდეს჻ ნაძლევიცა გააჩინეს: ამა პირსა დაასკვნიდეს჻ ვინცა იყოს უარესი: თავ შიშველი სამ დღე ვლიდეს჻

71. კვლავ ბრძანეს მონა თორმეტი: შევსხათ ჩვენთანა მარებლად჻ თორმეტი ჩემთა ისრისა: მომრთმევლად მოსახმარებლად჻ ერთიღა შენი შერმადინ: არს მათდა დასადარებლად჻ ნასროლ ნაკრავსა სთვალვიდენ: უტყუვრად მიუმცდარებლად჻

72. მონადირეთა უბრძანა: მინდორნი მოიარენით჻ დასცევით ჯოგი მრავალი თავნი ამისთჳს არენით჻ ლაშქარნი სამზოდ აწვივნეს: მოდით და მოიჯარენით჻ გაჰყარეს სმა და ნადიმი: მუნ ამაოდ გავიხარენით჻

73. დილასა ადრე მოვიდა: იგი ნაზარდი სოსანი჻ ძოწეულითა მოსილი: პირად ბროლ ბალახშოსანი჻ პირს ოქრო რიდე ეხვია: შვენოდა ქარქაშოსანი჻ მეფესა გასლვად აწვევდა: მოდგა თეთრ ტაიჭოსანი჻

74. მეფე შეჯდა შეეკაზმა: ნადირობას გამოვიდეს჻ მგრგულივ მინდორსა მოსდგომოდეს: ალყად გარე შემოკროდეს჻ ზეიმი და ზარი იყო: სპანი ველთა დაჰფარვიდეს჻ ნაძლევისა მათისათჳს: ისროდეს და ერთგან სრვიდეს჻

75. უბრძანა მონა თორმეტი: მოდით ჩვენთანა ვლიდითა჻ მშვილდსა ფიცხელსა მოგცემდით: ისარსა მოგვართმიდითა჻ ნაკრავსა შეადარებდით: ნასროლსა დასთვალვიდითა჻ დაიწყო მოსულა ნადირმან: ყოვლთ მინდორთა კიდითა჻

76. მოვიდა ჯოგი ნადირთა: ანგარიშ მიუხდომელი჻ ირემი თხა და კანჯარი: ქურციკი მაღლა მხლტომელი჻ მას პატრონ ყმანი გაუხდეს: საჭრეტლად სჯობდეს რომელი჻ აჰა მშვილდი და ისარი: და მკლავი დაუშრომელი჻

77. ცხენთა მათთა ნატერფალნი: მზესა შუქთა წაუხმიდეს჻ მიხოცდეს და მიესროდეს: მინდორს სისხლთა მიასხმიდეს჻ რა ისარი დაელივნის: მონანი ყე მოართმიდეს჻ მხეცნი მათგან დაკოდილნი: წაღმა ბიჯსა ვერ წასდგმიდეს჻

78. იგი ველი გაირბინეს: ჯოგი წინა შემოისხეს჻ დახოცეს და ამოწყვიტეს: ცათა ღ~თი შეარისხეს჻ ველნი წითლად შეეღებნეს: ნადირთაგან სისხლი ისხეს჻ ავთანდილის შემხედველთა: გავსო ედემს ალვა ისხეს჻