... (H-2074), XVI-XVII სს.

58. მოვიდეს჻ სრულნი჻ არაბნი჻ ჯარი჻ განმრავლდა჻ ხასისა჻ ავთანდილ჻ პირმზე჻ სპასპეტი჻ ლაშქრისა჻ ბევრათასისა჻ ვაზირი჻ სოგრატ჻ მოახლე჻ მეფისა჻ დასთა჻ დასისა჻ მათ჻ რომე჻ დადგეს჻ საჯდომი჻ თქუეს჻ უთქმელია჻ ფასისა჻

59. ადეგ჻ როსტან჻ შენსა჻ მზესა჻ ჴელით჻ ჴელსა჻ მოეკიდე჻ მის჻ საბოძურის჻ მისათუალვად჻ მიზიდავს჻ და჻ მიჰყავს჻ კიდე჻ დავბერდი჻ და჻ დავძაბუნდი჻ მე჻ დღეთავე჻ ჩემსა჻ ვსთულიდე჻ რაც჻ შევცოდე჻ შემოქმედსა჻ ვიტირო჻ და჻ ვინანიდე჻

60. უკუვდგე჻ ერთსა჻ ადგილსა჻ დავიწყო჻ გარდაჴდილობა჻ უბრძანა჻ სრულთა჻ არაბთა჻ შეჰკადრეს჻ მილოცვილობა჻ შენ჻ ჩემთა჻ საჭურჭლეთათუის჻ ნუ჻ შეგაქს჻ გულსა჻ ცილობა჻ ჻ კვლა჻ ზედაზედა჻ შევიგნა჻ მე჻ შენი჻ არ჻ მოშლილობა჻

61. თინათინ჻ მიჰყავს჻ მამასა჻ პირითა჻ მით჻ ნათელითა჻ დასვა჻ და჻ თავსა჻ გუირგვინი჻ დასდგა჻ თავისა჻ ჴელითა჻ მისცა჻ სკიპტრა჻ და჻ შემოსა჻ მეფეთა჻ სამოსელითა჻ ქალი჻ მზებრ჻ სჭურეტს჻ ყოველთა჻ ცნობითა჻ ბრძნად჻ მხედველითა჻

62. უკუდგეს჻ და჻ თაყვანი჻ სცეს჻ მეფემან჻ და჻ მისთა჻ სპათა჻ დალოცეს჻ და჻ მეფედ჻ დასუეს჻ ქება჻ უთხრეს჻ სხვაგნით჻ სხუათა჻ ბუკსა჻ ჰკრეს჻ და჻ წინწილანი჻ დაატკბობდეს჻ მათთა჻ ჴმათა჻ ქალი჻ ტირს჻ და჻ ცრემლთა჻ აფრქვევს჻ ხრის჻ ყორნისა჻ ბოლოფრთათა჻

63. მამისა჻ ტახტსა჻ საჯდომად჻ თავი჻ არ჻ ეღირსებოდა჻ ამად჻ ტირს჻ ბაღი჻ ვარდისა჻ ცრემლითა჻ აივსებოდა჻ მეფე჻ სწურთის჻ მამა჻ ყოველთა჻ ძისაგან჻ ითავსებოდა჻ ამისად჻ ქმნამდის჻ დამწველი჻ ცეცხლი჻ არ჻ დამევსებოდა჻

64. უბრძანა჻ ნუ჻ სტირ჻ ასულო჻ ისმინე჻ ჩემი჻ თხრობილი჻ დღეს჻ შენ჻ ხარ჻ მეფე჻ არაბეთს჻ ჩემგან჻ ჴელმწიფედ჻ ჴმობილი჻ აქათგან჻ ესე჻ სამეფო჻ მართ჻ შენია჻ მინდობილი჻ ხარმცა჻ ბრძნად჻ მქმნელი჻ საქმისა჻ იყავ჻ წყნარი჻ და჻ ცნობილი჻

65. ვარდთა჻ და჻ ნეხვთა჻ ვინათგან჻ მზე჻ სწორად჻ მოეფინების჻ დიდთა჻ და჻ წვრილთა჻ წყალობა჻ შენცა჻ ნუ჻ მოგეწყინების჻ უხვი჻ ახსნილსა჻ დააბამს჻ იგი჻ თვით჻ ების჻ ვინ჻ ების჻ უხვად჻ გასცემდი჻ ზღვათაცა჻ შესდის჻ და჻ გაედინების჻

66. მეფეთა჻ შიგან჻ სიუხვე჻ ვით჻ ედემს჻ ალვა჻ რგულია჻ უხვსა჻ მორჩილობს჻ ყოველი჻ იგინიც჻ ვინ჻ ორგულია჻ სმა჻ ჭამა჻ დიდად჻ შესარგი჻ დება჻ რა჻ სავარგულია჻ რასაცა჻ გასცემ჻ ჩვენია჻ რას჻ არა჻ დაკარგულია჻

67. ამა჻ მამისა჻ სწავლასა჻ ქალი჻ ბრძნად჻ მოისმინებდა჻ ყურსა჻ უპყრობდა჻ ისმენდა჻ წურთასა჻ არ჻ მოიწყინებდა჻ მეფე჻ სუმასა჻ და჻ მღერასა჻ იქს჻ მეტად჻ მოილხინებდა჻ თინათინ჻ მზესა჻ სწუნობდა჻ მაგრა჻ მზე჻ თინათინებდა჻

68. რა჻ გადიდა჻ ნადიმობა჻ დაატკბობდეს჻ ჩანგი჻ ჴმასა჻ მათ჻ ტურფათ჻ სანახავად჻ ჯარი჻ მოდგის჻ ბანისბანსა჻ ბულბული჻ და჻ იადონი჻ იზახოდეს჻ მულღანზარსა჻ თავის჻ მსუმელთა჻ დავლიოთო჻ ძალი჻ მისცეს჻ ღუინის჻ სმასა჻

69. მოიხმო჻ მისი჻ გამზრდელი჻ ერთგული჻ ნაერთგულევი჻ უბრძანა჻ ჩემი჻ საჭურჭლე჻ შენგან჻ დანაბეჭდულევი჻ მომართუი჻ ჩემი჻ ყველაი჻ ჩემი჻ ნაუფლისწულევი჻ მოართუეს჻ გასცა჻ უზომო჻ უანგარიშო჻ ულევი჻

70. მას჻ დღე჻ გასცემს჻ ყველაკასა჻ სივაჟისა჻ მოგებულსა჻ რომე჻ სრულად჻ ამოაგებს჻ მცირესა჻ და჻ დიდებულსა჻ მერმე჻ ბრძანა჻ ვიქ჻ საქმესა჻ მამისაგან჻ სწავლებულსა჻ ჩემსა჻ ნუვინ჻ ნუ჻ დამალავთ჻ საჭურჭლესა჻ დადებულსა჻

71. უბრძანა჻ წადით჻ გახსენით჻ რაცა჻ სად჻ საჭურჭლენია჻ ამილახორნო჻ მოასხით჻ რემა჻ ჯოგი჻ და჻ ცხენია჻ მოიღეს჻ გასცა჻ უზომო჻ სიუხვე჻ არ჻ მოსწყენია჻ ლარსა჻ ხუეტდიან჻ ლაშქარნი჻ მართ჻ ვითა჻ მეკობრენია჻

72. ალაფობდეს჻ საჭურჭლესა჻ მისსა჻ ვითა჻ ნათურქალსა჻ მას჻ ტაიჭსა჻ არაბულსა჻ ქვენაბამსა჻ ნასუქალსა჻ რომე჻ ჰგუანდა჻ სიუხვითა჻ ბუქსა჻ ზეცით჻ ნაბუქალსა჻ რა჻ დაარჩენს჻ ცალიერსა჻ არ჻ ყმასა჻ და჻ არცა჻ ქალსა჻

73. მის჻ ჯარისა჻ სიხარული჻ მე჻ გიამბო჻ ამად჻ კიდე჻ რა჻ გარდაჴდა჻ ოდენ჻ ჭამა჻ ჴელმწიფემან჻ თავი჻ ჰკიდა჻ ავთანდილ჻ და჻ სოგრატ჻ ჰკუირან჻ ნეტარ჻ რა჻ ვთქუათ჻ წაეკიდა჻ საჭურჭლეთა჻ გარდაგება჻ დაუმძიმდა჻ მეტად჻ კიდა჻

74. დღე჻ ერთ჻ გარდაჴდა჻ პურობა჻ სუმაჭამა჻ იყო჻ ხილობა჻ ნადიმად჻ მჯდომთა჻ ლაშქართა჻ მუნ჻ დიდი჻ შემოყრილობა჻ მეფემან჻ თავი჻ დაჰკიდა჻ და჻ ჰქონდა჻ დაღრეჯილობა჻ ნეტარ჻ რა჻ უმძიმს჻ რა჻ სჭირსო჻ შექნეს჻ ამისი჻ ცილობა჻

75. რა჻ მეფემან჻ მოისმინა჻ გაცინებით჻ შემოხედნა჻ გაუკვირდა჻ ვით჻ მკადრაო჻ ან჻ სიტყვანი჻ ვით჻ გაბედნა჻ კარგა჻ ჰქენო჻ დაუმადლა჻ ბრძანებანი჻ უიმედნა჻ ჩემი჻ ზრახვა჻ სიძუნწისა჻ ტყუის჻ ვინცა჻ დაიყბედნა჻

76. მეფემან჻ ბრძანა჻ მიფიცავს჻ ვირცხვი჻ ამისსა჻ თხრობასა჻ გამცინოთ჻ არად჻ ამოვჰკრეფ჻ ვერვინ჻ მიზრახავთ჻ თხობასა჻ შვილი჻ არა჻ მყავს჻ მინ჻ მხედავთ჻ ვეცი჻ ლახუართა჻ სობასა჻ მოასპარეზედ჻ გამეწურთნა჻ სწავლდეს჻ მშვილდოსნობასა჻

77. ეგე჻ არ჻ მიმძიმს჻ ვაზირო჻ ესეა჻ რომე჻ მწყენია჻ სიბერე჻ მახლავს჻ დავლივენ჻ სიყმაწვილისა჻ დღენია჻ კაცი჻ არ჻ არის჻ სითგანცა჻ საბრძენებელი჻ ჩვენია჻ რომე჻ მას჻ ჩემგნით჻ ესწავლნეს჻ სამამაცონი჻ ზნენია჻