... (S-5006), XVIII ს.

158. ყმა: წავიდა: სიშორესა: თუმცა: მისსა: ვერ: გასძლებდა: უკუღმავე: იხედვიდა: თუალთა: რეტად: იყოლებდა: ბროლსა: სეტყვს: და: ვარდსა: აზრობს: ტანსა: მჭევრსა: ათრთოლებდა: გული: ჰქონდა: გულისათვის: სიყვარულსა: ავალებდა:

159. ყმა: წავიდა: მას: იგონებს: ხელი: გული: ვისთვის: კვდების: მზევ: მოგშორდი: ჩემად: ნაცულად: შენი: ჭურეტა: ვის: მიხუდების: მე: წავალ: და: შენი: შუქი: აღარავის: უუხვდების: შენს: მგონესა: სული: ჴორცთა: წვას: ვეღარა: მიუხუდების:

160. თქვა: მზეო: ვარდსა: სიშორე: შენი: დამაჩნდეს: ეს: ადრე: ბროლი: და: ლალი: გასრულვარ: ქარვისა: უყვითლესადრე: მაშინ: რაღა: ვჰქნა: ვერ: ჭურეტა: რა: მომხუდეს: კვლა: უგრძესადრე: ჴამს: მოყვრისათვის: სიკვდილი: ესე: მე: დამიც: წესადრე:

161. საწოლს: დაწვა: ტირს: მტირალსა: ცრემლი: ძნელად: ეჴოცების: ვითა: ვერხუი: ქარისაგან: ირხევის: და: ეკეცების: რა: მილულნის: სიახლევე: საყვარლისა: ეოცების: შეჰკრთის: დიდი: დაიზახნის: მით: პატიჟი: ეოცების:

162. მოშორვება: საყვარლისა: მას: შეჰქმნოდა: მისად: ღაზოდ: ცრემლსა: ვითა: მარგალიტსა: ტირს: ვარდისა: დასანაზოდ: რა: გათენდა: შეეკაზმა: მისთა: მჭურეტთა: სალამაზოდ: ცხენსა: შეჯდა: გაემართა: დარბაზს: მივა: სადარბაზოდ:

163. დარბაზს: ეჯიბი: შეგზავნა: მართ: მისგან: შენარონია: შესთვალა: გკადრებ: მეფეო: მე: ესე: გამიგონია: ყოველი: პირი: მიწისა: თქუენ: ჴმლითა: დაგიმონია: აწ: თუ: სჯობს: ესე: ამბავი: ცნან: რაცა: გარემონია:

164. მე: წავიდე: მოვიარო: ვილაშქრო: და: ვინაპირო: თინათინის: ჴელმწიფობა: მტერთა: თქვენთა: გულსა: ვგმირო: მორჩილქმნილთა: გავახარო: ურჩი: ყუელა: ავატირო: ძღვენნი: გკადრნე: ზედაზედა: არ: სალამი: დავაძვირო:

165. შევიწიო: ბედი: თქვენი: და: შევიბა: საგდებელი: ვინაპირო: მტერთა: მოსრვად: კვლა: გიახლო: სისხლთა: მღურელი: არ: გაუშვა: შეუპყრობლად: ბულბულიცა: ინდოელი: სანაპირო: დავარბიო: დაგამონო: თქვენ: ყოველი:

166. მეფესა: ეთქვა: ამისი: დიადი: მადლიერობა: ებრძანა: ლომო: არა: გჭირს: შენ: ომთა: გარდუხდელობა: აწ: მაგა: შენსა: თათბირსა: ჰგავსო: შენივე: ქველობა: წა: მაგრა: მამხუდეს: რაღა: ვქმნა: თუ: სიშორისა: გრძელობა:

წასვლა ავთანდილისაგან ტარიელის საძებრად:

167. ყმა: შევიდა: თაყვანისსცა: მადლი: რამე: მოახსენა: ჴელმწიფეო: მიკვირს: ქება: რად: იკადრეთ: ჩემი: თქუენა: აწ: ნუთუ: კვლა: სიშორისა: ღ~ნ: ბნელი: გამითენა: პირი: თქვენი: მხიარული: მხიარულსა: კვლა: მიჩუენა:

168. მეფე: ყელსა: მოეკიდა: გარდაჰკოცნა: ვითა: შვილი: სხვა: მათებრი: არ: ყოფილა: არ: გამზრდელი: არ: გაზრდილი: ყმა: ადგა: და: წამოვიდა: მას: დღე: მათი: ჩანს: გაყრილი: როსტან: მისთვის: აატირა: გონიერი: გული: ბილი:

169. გამოემართა: ავთანდილ: მოყმე: მჴნე: ლაღად: მავალი: ოც: დღე: იარა: ღამეცა: დღე: ზედა: წართო: მრავალი: იგია: ლხინი: სოფლისა: იგია: ნივთი: და: ვალი: არ: მისცილდები: თინათინ: მისი: მას: ვისგან: სწვავს: ალი:

170. რა: მოვიდა: სიხარული: შიგან: გაჰჴდა: სამეფოსა: მოეგებნეს: დიდებულნი: ძღვენსა: სძღვნიდეს: იეფოსა: იგი: პირმზე: არ: მოსცთების: სიარულსა: სასწრაფოსა: მიხუდეს: მყოფნი: მას: წინაშე: სიხარულსა: სასწრაფოსა:

171. ქალაქი: ჰქონდა: მაგარი: საზაროდ: სანაპიროსა: გარეთ: კლდე: იყო: გიამბობ: ზღუდესა: უქვითკიროსა: ყმამან: მუნ: დაყო: სამი: დღე: ამოსა: სანადიროსა: გაზრდილი: მისი: შერმადინ: დაისვა: სავაზიროსა:

172. ესეა: მონა: შერმადინ: ზემოთცა: სახელდებული: თანა: შეზრდილი: ერთგული: და: მისთვის: თავდადებული: მან: არ: იცოდა: აქამდის: მის: ყმისა: ცეცხლი: დებული: აწ: გაუცხადა: სიტყვები: მის: მზისა: იმედებული:

173. უბრძანა: აჰა: შერმადინ: ამად: მე: შენგან: მრცხვენიან: ჩემნი: საქმენი: ყოველნი: გიცნიან: გაგივლენიან: მაგრა: არ: იცი: აქამდის: რანიცა: ცრემლნი: მდენიან: მე: ვისგან: მქონდეს: პატიჟნი: აწ: მასვე: მოულხენიან:

174. მოუკლავარ: თინათინის: სურვილსა: და: სიყვარულსა: ცრემლი: ცხელი: ასოვლებდის: ნარგისთაგან: ვარდსა: ზრულსა: ვერ: ვაჩენდი: აქანამდის: ჭირსა: ჩემგან: დაფარულსა: აწ: მიბრძანა: საიმედო: ამად: მხედავ: მხიარულსა:

175. მიბრძანა: მიცან: ამბავი: მის: ყმისა: დაკარგულისა: მოხვიდე: სრულვქმნა: მაშინღა: შენი: წადილი: გულისა: ქმარი: არ: მინდა: უშენოდ: მომხუდეს: ხისაცა: რგულისა: მამცა: წამალი: გულისა: აქამდის: დადაგულისა:

176. ავთანდილ: ეტყვის: შერმადინს: ლაღი: და: შეუპოველი: თინათინ: მითხრა: იმედი: პოვნასა: ზეცით: მოველი: მზისამცა: შოვნა: ვის: ძალუც: დაფასდეს: მოუქსოველი: ფიცი: მაქვს: ვერ: გამიცრუვებს: მოწმად: მყავს: არსი: ყოველი: