... (S-5006), XVIII ს.

79. დილასა: ადრე: მოვიდა: იგი: ნაზარდი: სოსანი: ძოწეულითა: მოსილი: პირად: ბროლ: ბალახშოსანი: პიროქრო: რიდე: ეხვია: შვენოდა: ქარქაშოსანი: მეფესა: გასულად: აწვევდა: მოდგა: თეთრტაიჭოსანი:

80. შეეკაზმა: მეფე: შეჯდა: ნადირობას: გამოვიდეს: მრგულივ: მინდორსა: მოსდგომოდეს: ალყას: გარე: შემოჰკრვიდეს: ზეიმი: და: ზარი: იყო: სპანი: ველთა: დაჰფარვიდეს: ნაძლევისა: მათისათუის: ისროდეს: და: ერთგან: სრვიდეს:

81. უბრძანა: მონა: თორმეტი: მოდით: ჩვენთანა: ვლიდითა: მშვილდსა: ფიცხელსა: მოგუცემდით: ისარსა: მოგვართმიდითა: ნაკრავსა: შეადარებდით: ნასროლსა: დასთვალვიდითა: დაიწყო: მოსლვა: ნადირმან: ყოვლთა: მინდორთა: კიდითა:

82. მოვიდა: ჯოგი: ნადირთა: ანგარიშ: მიუწდომელი: ირემი: თხა: და: კანჯარი: ქურციკი: მაღლა: მხლდომელი: მას: პატრონ: ყმანი: გაუხდეს: ჭვრეტადმცა: სჯობდა: რომელი: აჰა: მშვილდი: და: ისარი: და: მკლავი: დაუშრომელი:

83. ცხენთა: მათთა: ნატერფალნი: მზესა: შუქთა: წაუხმიდეს: მიჰჴოცდეს: და: მიისროდეს: მინდორს: სისხლთა: მიასხმიდეს: რა: ისარი: დაელივის: მონანიყე: მოართმიდეს: მჴეცნი: მათგან: დაკოდილნი: ბიჯსა: წაღმა: ვერ: წასდგმიდეს:

84. იგი: ველი: გაირბინეს: ჯოგი: წინა: შემოისხეს: დაჴოცეს: და: ამოწყვიდეს: ცათა: ღ~თი: შეარისხეს: ველნი: წითლად: შეეღებნეს: ნადირთაგან: სისხლი: ისხეს: ავთანდილის: შემხედველთა: ჰგავსო: ალვას: ედემს: ის: ხეს:

85. იგი: მინდორი: დალივეს: მართ: მათგან: განარბენია: მინდორსა: იქით: წყალი: დის: და: წყლისა: პირსა: კლდენია: ნადირნი: ტყესა: შეესწრნეს: სადა: ვერა: რბის: ცხენია: იგი: მაშურალნი: ორნივე: მოსწყდეს: რაზომცა: მჴნენია:

86. ერთმანერთსა: თუ: მე: გჯობო: სიცილით: ეუბნებოდეს: ამხანაგობდეს: ლაღობდეს: იქით: და: აქათ: დგებოდეს: მერმე: მოვიდეს: მონანი: რომელნი: უკან: ჰყვებოდეს: უბრძანა: თქვითო: მართალი: ჩვენ: თქვენგან: არ: გვეთნებოდეს:

87. მონათა: ჰკადრეს: მართალსა: გკადრებთ: და: ნუ: გემცდარებით: მეფეო: ყოლე: ვერ: ვიტყუით: შენსა: მაგისა: დარებით: აწვეცა: დაგუჴოცთ: ვერა: ჰგავ: ვერათ: ვერ: მოგეჴმარებით: ვისგან: ნაკრავნი: გვინახავნ: მხეცნი: ვერ: წაღმა: წარებით:

88. ორთავე: ერთგან: მოკლული: ყველაი: ათჯერ: ოცია: მაგრა: ავთანდილს: ოცითა: უფროსი: დაუჴოცია: არ: დასცდენია: ერთიცა: რაც: ოდენ: შეუტყორცია: თქუენი: მრავალი: მიწითა: დასვრილი: გაგუიხოცია:

89. მეფესა: ესე: ამბავი: უჩნს: ვითა: მღერა: ნარდისა: უხარის: ეგრე: სიკეთე: მისისა: განაზარდისა: აქვს: მიჯნურობა: ამისი: ვითა: ბულბულსა: ვარდისა: სიცილით: ლაღობს: მიეცა: გულით: ამოსლვა: დარდისა:

90. იგი: ორნივე: საგრილად: გარდაჴდეს: ძირსა: ხეთასა: ლაშქართა: შექნეს: მოდენა: მოდგეს: უფროსი: ბზეთასა: ახლოს: უდქს: მონა: თორმეტი: უმხნესი: სხვათა: მხნეთასა: თამაშობდეს: და: უჭვრეტდეს: წყალსა: და: პირსა: ტყეთასა:

ნახვა არაბთა მეფისაგან ყმისა მის ვეფჴის ტყაოსნისა:

91. ნახეს: უცხო: მოყმე: ვინმე: ჯდა: მტირალი: წყლისა: პირსა: შავი: ცხენი: სადავითა: ჰყვა: ლომსა: და: ვითა: გმირსა: ხშირად: ესხა: მარგალიტი: ლაგამ: აბჯარ: უნაგირსა: ცრემლთათ: ვარდი: დაეთრთვილა: გულსა: მდუღრად: ანატირსა:

92. მას: ტანსა: კაბა: ემოსა: გარეთმა: ვეფჴის: ტყავისა: ვეფჴის: ტყავისა: ქუდივე: იყო: სარქმელი: თავისა: ჴელთა: ნაჭედი: მათრაჴი: ჰქონდა: უსხოსი: მკლავისა: ნახეს: და: ნახუა: მოუნდა: უცხოსა: სანახავისა:

93. მეფემან: ბრძანა: ვინ: არის: უცხო: პირად: და: ტანადო: უბრძანა: ერთსა: მონასა: წადი: ფიცხლად: და: ჯანადო: გიბრძანებს: უთხარ: ვერ: გიცნობ: ჩემთა: ლაშქართა: თანადო: ვინცა: ხარ: მოდი: წინაშე: შენ: ჩვენგან: მონაყუანადო:

94. მივიდა: მონა: საუბრად: მის: ყმისა: გულმდუღარისად: თავჩამოგდებით: მტირლისა: არ: მჭურეტთა: მოლიზღარისად: მუნვე: წვიმს: წვიმა: ბროლისა: ჰგია: გიშრისა: ღარი: სად: ახლოს: მივიდა: მოსცილდა: სიტყვისა: თქმად: აღარისად:

95. ვერა: ჰკადრა: საუბარი: მონა: მეტად: შეუზარდა: დიდხან: უჭვრეტს: გაკვირვებით: თუცა: გული: უმაგარდა: მოახსენა: გიბრძანებსო: ახლოს: მიდგა: დაუწყნარდა: იგი: ტირს: და: არა: ესმის: მისგან: გაუუმეცარდა:

96. მის: მონისა: არა: ესმა: სიტყვა: არცა: ნაუბარი: მათ: ლაშქართა: ძახილისა: იყო: ერთობ: უგრძნობარი: უცხოდ: რადმე: ამოსკუნოდა: გული: ცეცხლთა: ნადებარი: ცრემლსა: სისხლი: ერეოდა: გაზდის: ვითა: ნაგუბარი:

97. სხვაგან: ქნის: მისი: გონება: მისმან: თავისა: წონამან: ესე: მეფისა: ბრძანება: ერთხელ: კვლა: ჰკადრა: მონამან: არცა: დააგდო: ტირილი: არცა: რა: გაიგონა: მან: არცა: გახლიჩნა: ბაგენი: თავი: ვარდისა: კონამან: