... (S-5006), XVIII ს.

39. მე: გარდასრულვარ: სიბერე: მჭირს: ჭირთა: უფრო: ძნელია: დღეს: არა: ხვალე: მოვჰკვდები: სოფელი: ასრე: მქმნელია: რაღაა: მისი: სინათლე: რასაცა: ახლავს: ბნელია: ჩემი: მზე: დავსვათ: ჴელმწიფედ: ვისგან: მზე: საწუნელია:

40. ვაზირთა: ჰკადრეს: მეფეო: რად: ჰკადრეთ: თქვენი: ბერობა: ვარდი: თუ: გაჴმეს: ეგრეცა: გვმართებს: აზომცა: ჯერობა: მისივე: ჰმეტობს: ყოველსა: სული: და: ტურფა: ფერობა: მთვარესა: მცხრალსა: ვარსკვლავმა: ვითამცა: ჰკადრა: მტერობა:

41. ერთობ: დაშალეს: ვაზირთა: მაგრამ: ვინ: მოუსმინებდა: მეფე: ლაღი: და: უკადრი: იგი: ქნის: რაცა: ინებდა: თინათინ: დასვეს: ხელმწიფედ: ვინ: მზესა: ითვალწუნებდა: ვინ: სალსა: კლდესა: დაადნობს: და: ცვილსა: გაატინებდა:

42. მაგას: ნუ: ბრძანებთ: მეფეო: ჯერ: ვარდი: არ: დაგჭნობია: თქვენი: თათბირი: ავიცა: სხვისა: კარგისა: მჯობია: ჴამ: გაღანამცა: საქნელად: რაცა: თქვენ: გულსა: გლმობია: სჯობს: და: მას: მიეც: მეფობა: ვისგან: მზე: შენაფლობია:

43. თუცა: ქალია: ჴელმწიფედ: მართ: ღ~თისა: დანაბადია: არ: გათნევთ: იცის: მეფობა: უთქვენოდ: გვითქვამს: კვლა: დია: შუქთა: მისთაებრ: საქმეცა: მისი: მზებრ: განაცხადია: ლეკვი: ლომისა: სწორია: ძუ: იყოს: თუნდა: ხვადია:

44. ავთანდილ: იყო: სპასპეტი: ძე: ამირსპასალარისა: საროსა: მჯობი: ნაზარდი: მგზავსი: მზისა: და: მთუარისა: ჯერ: უწვერული: სადარო: ბროლმინა: საცნობარისა: მას: თინათინის: გონება: ჰკლევდის: წამწამთა: ჯარისა:

45. გულსა: მისსა: მიჯნურობა: მისი: ჰქონდა: დამალულად: რა: მოშორდის: ვერა: მჭურეტმან: ვარდი: შექნის: გულნაკლულად: ნახის: ცეცხლი: გაუახლდის: წყლული: გაჴდის: უფრო: წყლულად: საბრალოა: სიყვარული: კაცსა: შეიქმს: გულნაკლულად:

46. რა: მეფედ: დასუმა: მეფემან: ბრძანა: მისისა: ქალისა: ავთანდილს: მიხუდა: სიამე: ვსება: სჭირს: მისო: ქალისა: თქუა: ზედაზედა: მომხვდების: ნახვა: მის: ბროლფიქალისა: ნუთუ: ვით: ვპოვო: წამალი: მე: ჩემი: ფერ: გამქრქალისა:

47. არაბეთს: გასცა: ბრძანება: დიდმან: არაბთა: მფლობელმან: თინათინ: ჩემი: ჴელმწიფედ: დავსივი: მე: მისმან: მშობელმან: მან: გაანათლნეს: ყოველნი: ვით: მზემან: მანათობელმან: მოდით: და: ნახეთ: ყოველმან: შემსხმელმან: შემამკობელმან:

48. მოვიდეს: სრულნი: არაბნი: ჯარი: გამრავლდა: ხასისა: ავთანდილ: პირმზე: სპასპეტი: ლაშქრისა: ბევრ: ათასისა: ვაზირი: სოგრატ: მოახლე: მეფისა: დასთა: დასისა: მათ: რომე: დადგეს: საჯდომი: თქვეს: უთქმელია: ფასისა:

49. ადეგ: როსტან: შენსა: მზესა: ჴელით: ჴელსა: მოეკიდე: მის: საბოძრის: მისათვალვად: მიზიდავს: და: მიჰყავს: კიდე: დავბერდი: და: დავძაბუნდი: მე: დღეთავე: ჩემსა: ვსთვლიდე: რაც: შევცოდე: შემოქმედსა: ვიტირო: და: ვინანიდე:

50. თინათინ: მიჰყავს: მამასა: პირითა: მით: ნათელითა: დასვა: და: თავსა: გვირგვინი: დასდგა: თავისა: ჴელითა: მისცა: სკიპტრა: და: შემოსა: მეფეთა: სამოსელითა: ქალი: ბრძნად: უჭურეტს: ყოველთა: ცნობითა: ბრძნად: მხედველითა:

51. უკუდგეს: და: თაყვანი: სცეს: მეფემან: და: მისთა: სპათა: დალოცეს: და: მეფედ: დასვეს: ქება: უთხრეს: სხვაგნით: სხვათა: ბუკსა: ჰკრეს: და: წინწილანი: დაატკბობდეს: მათთა: ჴმათა: ქალი: ტირს: და: ცრემლთა: აფრქვევს: ხრის: ყორნისა: ბოლოფრთათა:

52. მამისა: ტახტსა: საჯდომად: თავი: არ: ეღირსებოდა: ამად: ტირს: ბაღი: ვარდისა: ცრემლითა: აივსებოდა: მეფე: სწურთის: მამა: ყოველი: ძისაგან: ითავსებოდა: ამისად: ქმნამდის: დამწველი: ცეცხლი: არ: დამევსებოდა:

53. უბრძანა: ნუ: სტირ: ასულო: ისმინე: ჩემი: თხრობილი: დღეს: შენ: ხარ: მეფე: არაბეთს: ჩემგან: ჴელმწიფედ: ჴმობილი: აქათგან: ესე: სამეფო: მართ: შენია: მინდობილი: ხარმცა: ბრძნად: მქმნელი: საქმისა: იყავ: წყნარი: და: ცნობილი:

54. ვარდთა: და: ნეხვთა: ვინათგან: მზე: სწორად: მოეფინების: დიდთა: და: წურილთა: წყალობა: შენცა: ნუ: მოგეწყინების: უხვი: ახსნილსა: დააბამს: იგი: თვით: ების: ვინ: ების: უხვად: გასცემდი: ზღვათაცა: შესდის: და: გაედინების:

55. მეფეთა: შიგან: სიუხვე: ვით: ედემს: ალვა: რგულია: უხუსა: მორჩილობს: ყოველი: იგინიც: ვინ: ორგულია: სმა: ჭამა: დიდად: შესარგი: დება: რა: სავარგულია: რასაცა: გასცემ: ჩვენია: რას: არა: დაკარგულია:

56. ამა: მამისა: სწავლასა: ქალი: ბრძნად: მოისმინებდა: ყურსა: უპყრობდა: ისმენდა: წურთასა: არ: მოიწყინებდა: მეფე: სმასა: და: მღერასა: იქს: მეტად: მოილხინებდა: თინათინ: მზესა: სწუნობდა: მაგრამ: მზე: თინათინებდა:

57. მოიხმო: მისი: გამზრდელი: ერთგული: ნაერთგულევი: უბრძანა: ჩემი: საჭურჭლე: შენგან: დანაბეჭდულევი: მამართვი: ჩემი: ყველაი: ჩემი: ნაუფლისწულევი: მოართვეს: გასცა: უზომო: უანგარიშო: ულევი:

58. მას: დღე: გასცემს: ყველაკასა: სივაჟისა: მოგებულსა: რომე: სრულად: ამოაგებს: მცირესა: და: დიდებულსა: მერმე: ბრძანა: ვიქ: საქმესა: მამისაგან: სწავლებულსა: ჩემსა: ნუვინ: ნუ: დამალავთ: საჭურჭლესა: დადებულსა: