... (S-5006), XVIII ს.

235. ჩვენ: ვიახლენით: სამთავე: სამნივე: მეაბჯრენია: ლაშქართა: წასულა: უბრძანეთ: მით: არას: მოაზრენია: მოვინადირეთ: მინდორი: ისი: ტყენი: და: ღრენია: გავჰხოცეთ: მხეცი: მფრინველი: რაცა: ზე: გარდაგვფრენია:

236. ანაზდად: მოყმე: გამოჩნდა: კუშტი: პირგამქუშავია: ზედა: ჯდა: შავსა: ტაიჭსა: მერანი: რამე: შავია: თავსა: და: ტანსა: ემოსა: გარეთმა: ვეფხის: ტყავია: ჯერთ: მისი: მგზავსი: შვენებით: კაცთაგან: უნახავია:

237. რა: მათ: კაცთა: ესე: სიტყუა: თქვეს: ავთანდილ: ვაგლახ: ვება: მოეგონა: მისი: მზე: და: მეფესთანა: მისი: შვება: ჰე: მოგშორდი: ჩემო: მზეო: მომხუდეს: შენი: თუ: შოვება: იყოს: ჩემთა: ჭირთა: ნაცულად: ნეტარ: მე: და: იშოვება:

238. უჭვრიტეთ: მისთა: ელვათა: შუქნი: ძლივ: გავიცადენით: ვჰთქუით: თუ: მზეაო: ქუეყნად: ნუ: ვეუბნებით: ცად: ენით: მისი: მოგვინდა: შეპყრობა: ვჰკადრეთ: და: შევეცადენით: ასრე: სულთქმით: და: ვაებით: მით: ვართ: ცრემლისა: ცადენით:

239. მე: უხუცესმან: უმცროსთა: კაცი: დავსთხოვე: ქენებით: ჩემან: შედეგმან: ტაიჭი: მისი: თუით: აქო: ხსენებით: ამან: მართ: ოდენ: მორევა: გუითხრა: უვალნეთ: ჩვენებით: მივმართეთ: იგი: აგრევე: წყნარად: მივა: და: შვენებით:

240. ჩვენ: მისითა: მიზეზითა: აწ: ვართ: ლომო: შეჭირვებით: ცაცა: მისად: არა: ჰკვირან: მივიდოდა: თავის: ნებით: შესაპყრობლად: ჴელი: ვჰკადრე: მაგრა: მეტად: შეზარებით: ასრე: მწარედ: მათრაჴითა: ჩამოგუფრიწა: არ: ჴმალ: ხლებით:

241. ბროლმან: ლალსა: გარეულმან: ვარდნი: თხელნი: ანატიფნა: იგი: ტკბილნი: გონებანი: ჩუენთვის: მეტად: გაამყიფნა: არ: აგუხნა: არცა: დაგუსხნა: ყოლე: არად: ამოგვკრიფნა: მისნი: მკვახედ: მოუბარნი: მათრაჴითა: შეგუამწიფნა:

242. უმცროსსა: ძმასა: მივეცით: უფროსთა: დავეზიდენით: ჴელი: მოჰკიდა: დადეგო: ესეცა: ჰკადრა: კიდ: ენით: მან: ჴრმალსა: ჴელი: არ: მიჰყო: ჩვენ: ამად: დავერიდენით: თავსა: გარდაჰკრა: მათრაჴი: ვნახეთ: სისხლისა: კი: დენით:

243. ჩემი: ძმა: გლახ: დაკოდილი: მასვე: წამსა: ჩამოვარდა: მისმან: შიშმან: დაგვაწყნარნა: იგი: ყოლა: არ: აჩქარდა: მასმცა: მიღმა: რაღა: ვჰკადრეთ: ვისგან: ყოფა: გაგუიმწარდა: ვთქუით: თუ: უჴმლოდ: მოგვერია: ჴლმით: დაგუჭრის: ფარდა: ფარდა:

244. მით: ერთითა: მათრაჴითა: თავი: ასრე: გარდაჰფრიწა: ვითა: მკვდარი: უსულო: ქმნა: ვითა: მიწა: დაამიწა: მისი: რასმე: მკადრებელი: მოამდაბლა: მოამიწა: თვალთა: წინა: წაგვივიდა: ლაღი: კუშტი: ამაყი: წა:

245. აღარ: დაბრუნდა: წავიდა: წყნარად: და: აუჩქარებლად: აგერა: მივა: ნახეო: იგი: მზეებრ: და: მთვარებლად: შორს: უჩუენებდეს: ავთანდილს: მტირალნი: გაუხარებლად: ოდენ: ჩნდა: შავი: ტაიჭი: მისი: მის: მზისა: მარებლად:

246. აჰა: მიხუდა: ავთანდილსა: ღაწვთა: ცრემლით: არ: დათოვნა: რადგან: ცუდად: არ: წაუჴდა: მას: ეზომი: გარეთ: ყოვნა: კაცსა: მიხუდეს: საწადელი: რას: ეძებდეს: მისი: პოვნა: მაშინ: მისგან: აღარა: ჴამს: გარდასრულთა: ჭირთა: ხსოვნა:

247. უთხრა: თუძმანო: ვარ: ვინმე: ღარიბი: უადგილოსა: მე: იმა: ყმისა: საძებრად: მოვშორდი: საგაზრდილოსა: აწ: თქვენგან: მივხუდი: საქმესა: ყოლა: არსაადვილოსა: ღმერთიმცა: ნურას: ნუღარ: იქს: თქუენსა: დასაღრეჯილოსა:

248. ვითა: მე: მივხუდი: წადილსა: ჩემსა: გულისა: ნებასა: აგრემცა: ღმერთი: ნურას: იქს: ძმისა: თქვენისა: ვნებასა: უჩვენა: მისი: სადგომი: მიდითო: ნებანებასა: ჩრდილსა: გარდასვით: მაშურალნი: მიეცით: მოსვენებასა:

249. ესე: უთხრა: და: წავიდა: ცხენი: გაქუსლა: დეზითა: ვითა: გავაზი: გაფრინდა: არ: გაშვებული: ხეზითა: ან: მთვარე: მზისა: შემყრელი: მზე: სინათლითა: ზეზითა: დაივსო: ცეცხლი: შემწველი: მისითა: მან: მიზეზითა:

250. მიეწურა: იგონებდა: ახლოს: შეყრა: ვითა: აგოს: საუბარმან: უმეცარმან: შმაგი: უფრო: გააშმაგოს: ჴამს: თუ: კაცმან: გონიერმან: ძნელი: საქმე: გამოაგოს: არ: სიწყნარე: გონებისა: მოიძულოს: მოიძაგოს:

251. რადგან: ისი: არის: რადმე: უცნობოდ: და: ისრე: რეტად: რომე: კაცსა: არ: მიუშვებს: საუბრად: და: მისად: ჭვრეტად: მივეწევი: შევიყრებით: ერთმანერთის: ცემა: ჟლეტად: ანუ: მოვჰკლავ: ანუ: მომკლავ: დაიმალვის: მეტისმეტად:

252. აწ: იმა: ყმისა: საკრავად: ჴმალსაცა: ვით: მიჰყევ: ნები: არ: მოვჰკლავ: არცა: მოვჰკვდები: არ: ვივნებ: არცა: ვევნები: შორით: თვალითა: მივწურავ: უკანა: დავედევნები: იარეს: გავლეს: მრავალი: მინდორი: შამბნარჴევნები:

253. გარდაჰჴდა: და: თაყვანის: სცა: ახსენა: ღ~თისა: სახენი: შენ: გმონებს: ყოვლი: ქვეყანა: ყოველნი: მონა: სახენი: შენგან: მიხუდების: წადილსა: უღონო: მოვაგლახენი: ავთანდილ: გეძებ: სიცოცხლე: შენთვის: ლახვართა: ვახენი:

254. ავთანდილ: იტყვის: ეზომნი: ჭირნიმცა: რად: ვაცუდენი: რაცაღა: არის: არ: არის: თუმცა: არ: ედგნეს: ბუდენი: სადაცა: მივა: მივიდეს: რამცა: მოვლიდეს: ზღუდენი: მუნაღა: ვძებნნე: ღონენი: ჩემნი: არ: დასამრუდენი: