... (S-5006), XVIII ს.

215. ზედ: წაადგა: შეექცევის: დროთა: დღეთა: ანგარიშობს: თვენი: ესხნეს: ორანიღა: ამად: სულთქვამს: არა: იშობს: ვაი: თუ: საქმე: გამიმჟღავნდეს: კვლავ: ამისთუს: გულმოშიშობს: ავსა: კარგად: ვერვინ: შესცულის: თავსა: ახლად: ვერვინ: იშობს:

216. საგონებელი: შეექმნა: დადგა: საქმისა: რჩეველად: თქვა: თუ: დავბრუნდე: ეზომი: ხანი: რად: დავჰყავ: მე: ველად: ჩემსა: რა: ვჰკადრო: მნათობსა: ვიყავ: რად: დღეთა: მლეველად: მისი: ვერა: ვსცნა: ჭორიცა: ვარ: ვისთა: გზათა: მკვლეველად:

217. თუ: არ: დავბრუნდე: საძებრად: დავჰყუნე: სხვანიცა: ხანანი: რომელსა: ვეძებ: ვერა: ვცნნე: ამბავნი: მე: მისთანანი: დრო: გარდაუწყდეს: შერმადინს: შერჩეს: ღაწვისა: ბანანი: მივიდეს: ჰკადროს: მეფესა: საქმენი: დასაგვანანი:

218. უამბოს: ჩემი: სიკუდილი: თვით: ჩემგან: დავედრებული: მათ: შექნან: გლოვა: ტირილი: ქნან: საქმე: გამწარებული: მერმე: მივიდე: ცოცოხალი: მე: სადმე: სხვაგან: რებული: ამას: იგონებს: ტირილით: გონება: შეიწრებული:

219. იტყვის: ღ~თო: სამართალნი: შენნი: ჩემთვის: რად: ამრუდენ: მე: ეზომნი: სიარულნი: კიდე: რად: გლახ: გამიცუდენ: გულით: ჩემით: სიხარულნი: აჰფხურენ: ჭირნი: დაუბუდენ: დღეთა: ჩემთა: ცრემლნი: ჩემნი: ვერათოდეს: დავიყუდენ:

220. კვლაცა: იტყვის: დათმობა: სჯობს: და: თავსავე: ეუბნების: დღეთა: მეტად: ნუ: მოჰკვდები: გული: ჩემი: ნუ: დადნების: უღმრთოდ: ვერას: ვერ: მოვაწევ: ცრემლი: ცუდად: მედინების: განგებასა: ვერვინ: შესცვლის: არსაქმნელი: არ: იქმნების:

221. თავს: უთხრა: მოჰკვე: გიჯობს: სიცოცხლე: აუგიანსა: მიხვალ: დაგხვდების: თინათინ: ანათებს: დღესა: მზიანსა: გკითხოს: მის: მზისა: ამბავი: რა: გმართებს: ვაგლახიანსა: იგონებს: წამწამ: მიჰყუების: ტყის: პირსა: შამბნარწყლიანსა:

222. ყოვლნი: არსნი: ცათ: ქუეშეთნი: ერთობ: სრულად: მომივლიან: მაგრა: საქმე: მის: კაცისა: ვერა: სადა: შემიგნიან: უღონიოდ: მართალ: იყვნეს: რომელთაცა: ქაჯად: თქვიან: აწ: ტირილი: არას: მარგებს: ცუდად: ცრემლნი: რასა: მდიან:

223. მთით: ჩამოვიდა: ავთანდილ: გავლო: წყალი: და: ტყენია: მინდორს: აცორვებს: ტაიჭსა: შეჟღრენით: მონაწყენია: გასცუდებოდეს: მკლავნი: და: მისნი: სიამაყენია: ბროლისა: ველსა: სტურფობდეს: გიშრისა: მუნ: საყენია:

224. მობრუნება: დააპირა: სულთქნა: მერმე: ივაგლახა: მას: მინდორსა: დაემართა: გზა: თვალითა: გამოსახა: თვესა: ერთსა: სულიერი: კაცი: არსად: არ: ენახა: მჴეცნი: იყვნეს: საშინელნი: მაგრა: არა: შეუზახა:

225. მათ: მინდორთა: შუაშიგა: ამოსული: ქედი: არი: გაფიცხდა: და: ზედ: წაადგა: მოიმარჯვა: საომარი: ჩემი: ბრძოლა: ვისმცა: ეძლოს: შევკრა: ერთგან: მთა: და: ბარი: დავჰჴოცნე: და: ჩამოვყარნე: წავიყვანო: პატიმარი:

226. თუცა: მჴეცქმნილი: ავთანდილ: გულამოსკვნით: და: კვნესითა: ეგრეცა: ჭამა: მოუნდის: ადამის: ტომთა: წესითა: ისრითა: მოკლის: ნადირი: როსტომის: მკლავუგრძესითა: შამბისა: პირსა: გარდაჴდა: ცეცხლი: დააგზო: კვესითა:

227. ცხენსა: მისცა: საძოვარი: ვირემ: მწვადი: შეიწოდეს: ექვსნი: რამე: ცხენოსანნი: ნახა: მისკენ: მოვიდოდეს: თქუა: თუ: ჰგუანან: მეკობრეთა: თვარა: კარგი: რამც: იცოდეს: აქა: კაცი: ჴორციელი: კვლავ: ყოფილა: არაოდეს:

228. ჩვენ: ასრე: მყოფნი: არ: ვარგვართ: რა: გვნახვენ: ვემაჯანებით: შეირტყა: წელთა: აბჯარი: შეჯდა: ტანითა: ჯანებით: მზად: აქვს: მშვილდი: და: ისარი: ჴმალი: მოიმარჯა: ნებით: მისმან: მებრძოლმან: ყველამან: გაყრამცა: იაჯა: ნებით:

229. ჴელთა: ჰქონდა: ისარ: მშვილდი: მათკენ: მივა: მხიარული: ორთა: კაცთა: წვეროსანთა: ყმა: მოჰყვანდა: უწვერული: თავსა: იყო: დაკოდილი: შეებნიდა: სისხლსა: გული: ტიროდეს: და: იჭიროდეს: ცოტა: ედგა: მას: გლახ: სული:

230. უყივლა: თუ: ძმანო: ვინ: ხართ: მეკობრეთა: დაგამსგავსენ: მათ: მიუგეს: დაგვიწყნარდი: გვიშველე: რა: ცეცხლნი: ავსენ: ვერა: გუარგო: მოგვიტკივნე: ჭირნი: ჭირთა: მოგვისავსენ: სატირელნი: მოგუიტირენ: ღაწვნი: შენცა: დაიმხასენ:

231. ავთანდილ: მიდგა: ეუბნა: მათ: კაცთა: გულმდუღარეთა: მათ: უთხრეს: მათი: ამბავი: ტირილით: მოუბარეთა: ჩვენ: ვართო: ძმანი: სამნივე: მით: ვიდენთ: ცრემლთა: მწარეთა: დია: გვაქვს: ციხე: ქალაქი: ხატაეთს: არემარეთა:

232. კარგი: გუესმა: სანადირო: ნადირობას: წამოვედით: გვყვეს: ლაშქარნი: უთუალავნი: წყლისა: პირსა: გარდაჴედით: სანადირო: მოგვეწონა: თვესა: ერთსა: არ: წავედით: ვჰჴოცეთ: მჴეცსა: უზომოსა: მინდორით: და: მთით: და: ქედით:

233. ჩვენ: სამთა: ძმათა: ჩვენთანა: მესროლნი: დავაწბილენით: მით: ერთმანერთსა: სამნივე: ჩუენ: კიდე: დავეცილენით: მე: უკეთ: მოვკლავ: მე: გჯობო: სიტყვანი: ვავაქილენით: ვერ: გავაჩინეთ: მართალი: ვისარჩლეთ: ვითაკილენით:

234. დღეს: ავჰყარენით: ლაშქარნი: სავსენი: ირმის: ტყავითა: ვჰთქუით: გავაჩინოთ: მართალი: ვინ: ვსჯობთ: თავისა: მკლავითა: თავსა: ვიახლნეთ: მარტონი: დავდგეთ: მართ: ოდენ: თავითა: თვით: დანახულსა: მოვჰკლვიდეთ: ნუ: ვესრვით: დამნახავითა: