... (S-5006), XVIII ს.

118. უცხოსა: და: საკვირველსა: ყმასა: რასმე: გარდვეკიდე: მისმან: შუქმან: გაანათლა: სამყარო: და: ჴმელთა: კიდე: რა: უმძიმდა: არ: ვიცოდით: ან: ტიროდა: ვისთვის: კიდე: ჩემად: ნახუად: არ: მოვიდა: გავგულისდი: წავეკიდე:

119. მე: რა: მნახა: ცხენსა: შეჯდა: თვალთა: ცრემლნი: მოიჴოცნა: შესაპყრობლად: შეუზახენ: სპანი: სრულად: დამიჴოცნა: ვითა: ეშმა: დამეკარგა: არ: კაცურად: გარდამკოცნა: ჯერცა: ესე: არა: ვიცი: ცხადი: იყო: თუ: მეოცნა:

120. აწ: ესე: მიკვირს: რა: იყო: ანუ: რა: ვნახე: დარული: მან: დამიჴოცნა: ლაშქარი: ადინა: სისხლი: ღვარული: კაცთა: ჴორცისად: ვით: ითქმის: ისრე: თვალთაგან: ფარული: უცილოდ: ღმერთსა: მოვძულდი: აქამდის: მე: მხიარული:

121. ტკბილნი: მისნი: წყალობანი: ბოლოდ: ასრე: გამემწარნეს: დამავიწყდეს: რაცა: დღენი: მხიარულსა: წამეარნეს: ყოვლმან: პირმან: ვაგლახ: მიყოს: ვეღარავინ: მინეტარნეს: სადამდისცა: დღენი: მესხნენ: ვეღარამან: გამახარნეს:

122. ქალმან: ჰკადრა: მოგახსენებ: მე: სიტყვასა: დანაყბედსა: ჰე: მეფეო: რად: ემდურვი: ანუ: ღმერთსა: ანუ: ბედსა: რად: დასწამებ: სიმწარესა: ყოველთათვის: ტკბილად: მჴედსა: ბოროტიმცა: რად: შეექმნა: კეთილისა: შემოქმედსა:

123. მაგას: ნუ: ბრძანებ: მეფეო: ეგე: კულა: ბედნიერია: ყოვლი: ქვეყანა: შეიპყარ: ფერჴთ: ქვეშე: მოამტვერია: მოგჩვენებია: გრძნეულად: მუჴთალი: შენი: მტერია: ეგრე: არა: ჴამს: სიტყვასა: გკადრე: და: დამიჯერია:

124. თუ: ცუდი: რამე: გინახავს: მაცთური: ანუ: ქაჯია: ამისთვის: მეფე: რად: ჭმუნავ: ანუ: რად: გაგისაჯია: სიტკბოსა: ნაცვლად: ღ~თისაგან: სიმწარე: რად: გიაჯია: მასვე: ევედრე: მოასხი: ყოვლი: მუყრი: და: აჯია:

125. იგი: პირმზე: მოახსენებს: მაგად: ნურა: გენაღულების: კაცი: იყო: ჴორციელი: მოვნახოთ: და: გამოჩნდების: ნუ: გიმძიმს: და: თვარე: შენი: სიმძიმილი: მე: მომხვდების: რად: დააჭკნობ: ყაყაჩოსა: უშენობა: არა: აშუნდების:

126. მე: ამას: ვარჩევ: მეფე: ხარ: მეფეთა: ზედა: მფლობელი: შორს: არის: თქუენი: საზღვარი: ბრძანება: მიუთხრობელი: გაგზავნე: კაცი: ყოველგნით: მისთა: ამბავთა: მცნობელი: ადრე: სცნობ: არის: იგი: ყმა: შობილი: თუ: უშობელი:

127. თუ: ყოფილა: იგი: მოყმე: ჴორციელი: ჴმელთა: მვლელად: მას: ნახევდა: სხუაცა: ვინმე: გამოჩნდების: მასწავლელად: თუ: არ: ეშმა: გჩვენებია: ლხინთა: შენთა: შემცულელ: მშლელად: სევდისაგან: მოიცალეთ: რად: შექნილხართ: მოუცლელად:

128. არას: გვარგებს: სიმძიმილი: უსარგებლოდ: ცრემლთა: ღურიდეთ: თუ: გავიჭრათ: საძებარად: მოვიაროთ: კიდით: კიდეთ: სჯობს: რომ: მასვე: შემოქმედსა: ვეაჯნეთ: და: დავმორჩილდეთ: კლიტე: გავხსენ: მეჯლიშისა: ლხინი: ლხინსა: ჩამოკიდეთ:

129. როსტან: სიტყვა: ასულისა: მოეწონა: ეკეთაცა: პირი: ჴელით: დაუჭირა: გარდაჰკოცნა: კულა: და: კულაცა: უბრძანა: თუ: დაგმორჩილდე: რაცა: მითხარ: აგრე: ვქნაცა: იგივეა: მჴსნელი: ჩემი: ვინცა: მიწა: გამაკაცა:

130. მოასხნეს: კაცნი: გაგზავნეს: ოთხთავე: ცისა: კიდეთა: უბრძანეს: წადით: პატიჟთა: თავიმცა: რად: დარიდეთა: მონახეთ: ძებნეთ: იგი: ყმა: სხვად: ნურად: მოიცლიდეთა: მისწერეთ: წიგნი: სადაცა: ვერ: მისწუდეთ: ვერ: მიხვიდეთა:

131. კაცნი: წავიდეს: იარეს: მათ: ერთი: წელიწადია: მონახეს: ძებნეს: იგი: ყმა: იკითხეს: კულა: და: კულა: დია: ვერცა: თუ: ნახეს: ნახული: ღთისაგან: დანაბადია: ცუდად: მაშურალნი: მოვიდეს: მათსავე: გულსა: ზადია:

132. მონათა: ჰკადრეს: მეფეო: ჩუენ: ჴმელნი: მოვიარენით: მაგრა: ვერ: ვჰპოვეთ: იგი: ყმა: მით: ვერა: გავიხარენით: მისსა: მნახავსა: სულდგმულსა: კაცსა: ვერ: შევეყარენით: ჩვენ: ვერა: გარგეთ: საქმენი: სხვანი: რა: მოიგვარენით:

133. მეფე: ბრძანებს: მართალ: იყო: ასული: და: ჩემი: ძეო: ვნახე: რამე: ეშმაკისა: სიცრუდე: და: სიბილწეო: ჩემად: მტერად: წამოსრული: გარდმოჭრილი: ზეცით: ზეო: გამიშვია: შეჭირვება: არა: მგამა: ყოლა: მეო:

134. ესე: თქვა: და: სიხარულით: თამაშობა: ადიადა: მგოსანი: და: მოშაითი: უჴმეს: პოვეს: რაცა: სადა: დია: გასცა: საბოძვარი: ყველა: დარბაზს: შემოხადა: მისი: მსგზავსი: სიუხვითა: ღმერთმან: სხვამცა: რა: დაბადა:

135. მეფე: ადგა: მუჴლ: მოყრილმან: შემოქმედსა: თაყუანისცა: მრავალ: გუარი: სასუმელები: მეღვინეთა: ჴელთა: მისცა: მუჴლმოყრილნი: ვადიდებდეთ: დაგვაჯერნა: რაცა: ვისცა: ამად: ნურას: ვეაჯებით: შეგუაცილოს: სხვასა: ვისმცა:

136. ავთანდილ: ჯდა: მარტო: საწოლს: ეცვა: ოდენ: მას: პერანგი: იმღერდა: და: იხარებდა: წინა: ედგა: ერთი: ჩანგი: შემოვიდა: მის: წინაშე: თინათინის: მონა: ზანგი: მოახსენა: გიბრძანებსო: ტანი: ალვა: პირი: მანგი:

137. ავთანდილს: მიხუდა: მოსმენა: საქმისა: სანატრელისა: ადგა: და: კაბა: ჩაიცვა: მჯობი: ყოვლისა: ჭრელისა: უხარის: ნახვა: ვარდისა: არ: ერთგან: შეუყრელისა: ამოა: ჭურეტა: ტურფისა: სიახლე: საყვარელისა: