... (S-5006), XVIII ს.

255. წინაუკანა: იარეს: ორნი: დღენი: და: ღამენი: დღისით: და: ღამით: მაშურალნი: არ: საჭამადთა: მჭამენი: არსადა: ხანი: არ: დაჰყვეს: ერთნი: თვალისა: წამენი: მათ: თვალთა: ცრემლნი: სდიოდეს: მინდორთა: მოსალამენი:

256. დღისით: ვლეს: და: საღამოჟამ: გამოუჩნდეს: დიდნი: კლდენი: კლდეთა: შიგან: ქვაბნი: იყვნეს: პირსა: წყალი: ჩანადენი: წყლისა: პირსა: არ: ითქმოდა: შამბი: იყო: თუ: რასდენი: ხე: დიდროვან: თვალუცდომი: მაღლა: კლდემდის: ანაყრდენი:

257. დადგა: უჭვრეტს: ალვის: შტოსა: ანძრევს: გარე: ჰქონდა: ყელსა: ავთანდილს: ჰკვირს: ეგრე: ვითა: გაანათებს: მზეებრ: ველსა: პირად: მზესა: გულად: ლომსა: ტანად: შეჰგავს: სარო: მზრდელსა: მოიგონებს: გულამოსკვნით: მასვე: მისსა: საგონელსა:

258. მან: ყმამან: ქუაბსა: მიმართა: განვლნა: წყალნი: და: კლდენია: ავთანდილ: ცხენსა: გარდაჴდა: მონახნა: დიდნი: ხენია: მას: ზედა: ჭურეტად: გავიდა: ძირსა: დააბა: ცხენია: მუნით: უჭურეტდა: იგი: ყმა: მივა: ცრემლმინადენია:

259. რა: ტყენი: გავლნა: მან: ყმამან: მოსილმან: ვეფხის: ტყავითა: ქვაბისა: კარსა: გამოდგა: ქალი: ჯუბითა: შავითა: ატირდა: მაღლად: ცრემლითა: ზღვათაცა: შესართავითა: იგი: ყმა: ცხენსა: გარდაჴდა: ყელსა: მოეჭდო: მკლავითა:

260. ყმამან: [უთხრა]: დავო: ასმათ: ჴიდნი: ზღვასა: ჩაგვიცვივდეს: ვეღარ: მივხუდით: ჟამიერად: ჩვენ: ვისიცა: ცეცხლნი: გვწუიდეს: ესე: თქვა: და: მკერდსა: ჴელნი: იკრნა: ცრემლნი: გარდმოსცვივდეს: ქალი: შებნდა: მოეხვია: ერთმანერთსა: სისხლით: სწიმდეს:

261. იგი: ტევრი: გაეჴშირა: დანაგლეჯსა: მათსა: თმასა: ერთმანერთსა: ეხვეოდეს: ყმა: ქალსა: და: ქალი: ყმასა: იზახდიან: მოთქმიდიან: ჴმას: სცემდიან: კლდენი: ჴმასა: ავთანდილ: სჭურეტს: გაკვირვებით: მათსა: ეგრე: ქცევა: ზმასა:

262. სული: დაიღო: მან: ქალმან: დასთმო: გულისა: წყლულობა: ქვაბს: შეიყვანა: ტაიჭი: მოჰჴადა: აკაზმულობა: მას: ყმასა: შეჰჴსნა: შეიღო: აბჯრისა: წელ: მორტყმულობა: შინა: შევიდეს: მას: დღესა: გარდაჴდა: გამოსრულობა:

263. ავთანდილს: უკვირს: ამბავი: ისი: თუ: ვცნაო: მე: რითა: გათენდა: ქალი: გამოდგა: მოსილი: მითვე: ფერითა: შავსა: აუდვა: ლაგამი: სწმენდდა: რიდისა: წვერითა: შეჰკაზმა: მოაქვს: აბჯარი: წყნარად: არ: რამე: ჩხერითა:

264. მის: მოყმისა: წესი: იყო: მეტსა: თურე: არას: ვეჯდა: ქალი: ტირს: და: მკერდსა: იცემს: თმისა: ტევრსა: გაიგლეჯდა: ერთმანერთსა: მოეხვივნეს: აკოცა: და: ცხენსა: შეჯდა: ასმათ: ისრე: დაღრეჯილი: კვლა: უფრორე: დაიღრეჯდა:

265. ავთანდილ: ახლოს: კვლა: ნახა: სახე: მისივე: კაცისა: ულვაშაშლილი: წვერგამო: ნუ: თუ: მზეაო: ვთქვა: ცისა: ეყნოსა: სული: ალვისა: ქართაგან: მონატაცისა: ასრე: უჩს: მოკლვა: ლომისა: მართ: ვითა: ლომსა: ვაცისა:

266. მასვე: გზასა: წამოვიდა: რომე: გუშინ: შეეარა: შამბი: გავლო: გაეშორა: თავი: მინდორს: გააგარა: ავთანდილ: სჭურეტს: გაკვირვებით: მალვით: ხესა: მოეფარა: თქუა: თუ: ღმერთმან: ესე: საქმე: მეტად: კარგად: მომიგვარა:

267. ავთანდილ: თქუა: ჟამად: ვპოვე: ვრბოდი: ვისთუის: სურვილითა: მისგან: კიდე: მომსახურე: ვნახო: ჰყვანდეს: ნუთუ: ვითა: ნუთუ: რასაც: მოველოდდე: მითხრას: ამან: მე: ამბავთა: თვარე: მე: ვარ: იგი: ლომი: რომე: მჴეცთა: მოვსრავ: ჴრმლითა:

268. აწ: ამას: ჩემთვის: ღმრთისაგან: სხვა: საქმე: რა: ვამჯობინო: ქალი: შევიპყრა: მის: ყმისა: ამბავი: ვაამბობინო: ჩემიცა: ვუთხრა: ყველაი: მართალი: გავაბჭობინო: მას: ყმასა: ჴმალი: არა: ვჰკრა: არც: იმას: დავისობინო:

269. ჩამოვიდა: ცხენი: ახსნა: მისგან: ხესა: შემობმული: ზედა: შეჯდა: გაემართა: ქუაბი: იყო: კარგახმული: მუნით: ქალი: გამოიჭრა: გულმდუღარე: ცრემლდასხმული: ეგონა: თუ: დაბრუნდაო: პირი: ვარდი: ფერ: ბაკმული:

270. ვერ: იცნა: სახე: არ: გვანდა: მისი: მის: ყმისა: სახესა: ფიცხლა: გაიქცა: მიმართა: ზახილით: კლდესა: და: ხესა: ყმა: გარდაიჭრა: დააბა: ვითა: კაკაბი: მახესა: ჴმას: სცემდეს: კლდენი: ქალისა: ზახილსა: მუნ: ერთსახესა:

271. მას: ყმასა: თავი: არ: მისცა: ჭურეტადცა: ებილწებოდა: ვითა: კაკაბი: არწივსა: ქვეშე: მი: და: მო: წრწებოდა: ტარიელს: ვისმე: უძახდა: მწედ: თუცა: არ: ემწებოდა: ავთანდილ: მუჴლთა: უყრიდა: თითითა: ეხვეწებოდა:

272. ქალი: კიოდა: ტირილით: ჴმასა: მოსცემდეს: მთა: ვითა: უზახის: ლომო: ტარიელ: არ: იყო: ამად: ზავითა: ავთანდილ: ეტყვის: ნუ: შიშობ: ნუ: ხარ: ცნობითა: ავითა: ღარიბი: უადგილოსა: მოველ: მართ: ოდენ: თავითა:

273. ეტყოდა: სულე: რამც: გიყავ: კაცი: ვარ: ადამიანი: უფეროქმნილნი: მინახვან: ვარდნი: და: ისი: იანი: მისი: რამ: მითხარ: ვინ: არის: ტან: სარო: პირბაკმიანი: სხვად: არას: გიზამ: ნუ: გეშის: ნუ: ჰყივი: აგრე: ჴმიანი:

274. ქალი: ეტყოდა: ტირილით: სარჩელი: უგავს: ბრჭობასა: თუ: არ: შმაგი: ხარ: დამეხსენ: შმაგი: ხარ: მოდი: ცნობასა: აწ: მეტად: ძნელსა: საქმესა: მნუკევ: ადვილად: თხრობასა: ცუდად: ნუ: სცთები: ნუ: ელი: მაგა: ამბვისა: მბობასა: