... (S-5006), XVIII ს.

196. ბრძანა: წადით: ყველაკაი: აქა: მომჴრედ: არვინ: მინა: მონებიცა: მოიშორვა: თავი: გაითავისწინა: მარტო: გარე: შემობრუნდა: შამბი: შიგან: გაირბინა: მიწყივ: მისად: საგონებლად: მისი: მკვლელი: თინათინა:

197. იგი: ველი: გაირბინა: ლაშქართაგან: გაეკიდა: ვინმცა: ნახა: სულიერმან: ანუ: ვინმცა: გაეკიდა: ვის: მახვილი: ვერას: ავნებს: მისი: მკლავი: გაეკიდა: მისგან: ტვირთი: კაეშნისა: ტვირთად: ვარგად: გაეკიდა:

198. რა: ლაშქართა: ინადირეს: და: პატრონი: მოითვალეს: იგი: პირმზე: ვეღარ: პოვეს: პირი: მათი: იფერმკრთალეს: მათსა: დიდსა: სიხარულსა: სამძიმარი: ანაცვალეს: ყუელგან: რბოდეს: საძებარად: ვინცა: იყო: უცხენმალეს:

199. ღმერთი: ლომო: შენად: ნაცვლად: სხვასა: ვისმცა: დანერგვიდეს: დარბოდეს: და: სხვაგნით: სხვათა: მოამბეთა: მოასხმიდეს: ვეღარა: ცნეს: მისი: საქმე: გაიარა: აქეთ: კიდეს: მისნი: სპანი: გულმოკლულნი: ცრემლსა: ცხელსა: გარდმოჰყრიდეს:

200. შერმადინ: ერთგან: შეყარნა: ხასი: და: დიდებულები: უჩუენა: იგი: უსტარი: ამბავი: მისი: თქმულები: რა: მოისმინეს: ყველაი: დარჩა: გულდანაწყლულები: თავსა: იცემდეს: არ: იყო: გული: უცრემლო: ულები:

201. შერმადინ: უთხრა: მართლ: ხართ: თუ: თვალთათ: ცრემლსა: დამილდეთ: მაგრა: გუიჯობს: რომე: მისსა: ბრძანებასა: დავმორჩილდეთ: არა: გავჰრყნათ: სამსახური: მას: წინაშე: არ: დავსწბილდეთ: ცხადად: გუიჩნდეს: სიხარული: სამძიმირსა: გარდავსცილდეთ:

202. ყოვლთა: ჰკადრეს: თუცა: ყოფა: ჩვენ: უმისოდ: გვიარმისცა: უშენოსა: საჯდომი: და: ტახტი: მისი: ვისმცა: მისცა: გაღანამცა: გმორჩილობდეთ: თუ: გვიბრძანო: რაცა: ვისცა: იგი: მონა: აპატრონეს: ყველაკამან: თაყუანისსცა:

ავთანდილისაგან ტარიელის ძებნად წასვლა:

203. ამ: საქმესა: მემოწმების: დეიონოსი: ბრძენი: ეზროს: საბრალუა: ოდის: ვარდი: დაეთვრთვილოს: დაცაეზროს: ვის: ბალახში: არა: ჰგვანდეს: და: ლერწამი: ტანად: ეზროს: იგი: სადმე: გაღარიბდეს: სამყოფთაგან: იაბეზროს:

204. მივიდოდა: მიუბნობდა: პირსა: მზესა: ანათებდა: თინათინის: გონება: ჰკლავს: სხავთა: შუქსა: დაავსებდა: მიტირის: და: ღ~თსა: ჰმადლობს: შემხედველთა: ადუღებდა: იტყვის: ნახეთ: ეს: სოფელი: ბედსა: მისსა: უჩვენებდა:

205. ავთანდილ: იგი: მინდორი: ოთხახმით: გარდაიარა: დააგდო: მზღვარი: არაბთა: სხვათ: მზღვართა: არე: იარა: მაგრა: მის: მზისა: გაყრამან: სიცოცხლე: გაუზიარა: თქუა: თუ: მე: მასმცა: ვეახლე: აწ: ცხელსა: ცრემლსა: ვღური: არა:

206. ახალმან: ფიფქმან: დათოა: ვარდი: დათრთვილა: დანასა: უნდოდის: გულსა: დაცემა: ზოგჯერ: მიჰმართის: დანასა: თქვის: ჭირი: ჩემი: სოფელმან: ოთხმოცდაათი: ანასა: მოვშორდი: ლხინსა: ყველასა: ჩანგსა: ბარბითსა: და: ნასა:

207. მოეგონის: მისი: მკვლელი: შეეყარის: ჴორცთა: თრთოლა: დახუდის: მხეცი: ფიცხლად: მოკლის: არ: შეზარდის: მათგან: ყოლა: შენგან: კიდე: მზეო: ჩემი: შეუძლია: ვისმცა: ბრძოლა: მოგშორდი: და: გამომაგდე: ოჴრად: დამრჩეს: სპათა: ყოლა:

208. მოეგონის: საყვარელი: გაუახლდის: ცეცხლი: ალთა: ჰე: სოფელო: შეგებრალე: ნუ: სჯი: ბედსა: შესაწყალთა: შემოქმედო: მომაბრუნვე: რომელი: სცნობ: იდუმალთა: ესე: თქვა: და: სისხლის: ცრემლი: გამოსეტყვა: მელნის: თუალთა:

209. ვარდი: მის: მზისა: გაყრილი: უფრო: და: უფრო: ჭნებოდა: გულსა: უთხრის: თუ: დასთმეო: ამად: არ: დია: ბნდებოდა: უცხო: უცხოთა: ადგილთა: საძებრად: იარებოდა: მგზავრთა: ჰკითხევდის: ამბავთა: მათ: თანა: ემოყვრებოდა:

210. იგი: პირად: მზისა: მგზავსი: ერთობ: მოვლის: სრულად: ჴმელთა: ქვეყანათა: უნახავთა: ოჴერთა: და: კაცრიელთა: არ: დააგდებს: უნახავად: წყალთ: კლდეთა: ტყეთა: ველთა: მაღრიბს: ჰკითხავს: მაშრიყელთა: რომს: ჩინელთა: მაჩინელთა:

211. მუნ: ეძებს: ცრემლი: მტირალსა: სდის: ზღვათა: შესართავისად: უჩნდის: ქვეყანა: ტახტად: და: მკლავი: სადებლად: თავისად: თქვის: საყუარელო: მოგშორდი: გული: შენ: დაგრჩა: ავისად: შენთუის: სიკუდილი: მეყოფის: ლხინად: ჩემისა: თავისად:

212. ყოვლი: პირი: ქვეყანისა: მოვლო: სრულად: მოიარა: ასრე: რომე: ცასა: ქვეშე: არ: დაურჩა: არ: იარა: მაგრა: იგი: მის: ამბისა: მსმენელსაცა: ვერ: მიმჴუდარა: ამაშიგან: წელიწადი: სამი: სამ: თვედ: მიიყარა:

213. მიხუდა: რასმე: ქვეყანასა: უგემურსა: მეტად: მქისსა: თვე: ერთ: კაცსა: ვერა: ნახავს: ვერას: შვილსა: ადამისსა: იგი: ჭირი: არ: უნახავს: არ: რამინს: და: არცა: ვისსა: დღე: და: ღამე: იგონებდა: საყვარელსა: მასვე: მისსა:

214. მას: მიხუდა: წვერი: სადგურად: მაღლისა: მთისა: დიდისა: გამოჩნდა: მუნით: მინდორი: სავალი: დღისა: შვიდისა: მის: მთისა: ძირსა: წყალი: დის: არად: სანდომი: ჴიდისა: ორგნითვე: ტყესა: შეეკრა: ნაპირი: წყლისა: კიდისა: