... (S-5006), XVIII ს.

98. რა: პასუხი: არა: გასცა: მონა: გარე: შემობრუნდა: როსტანს: ჰკადრა: შემიტყვია: იმას: თქვენი: არა: უნდა: თვალნი: მზეებრ: გამირეტდეს: გული: მეტად: შემიძრწუნდა: ვერ: ვასმინე: საუბარი: მით: დავყოვნე: ხანი: მუნ: და:

99. მეფე: გაჰკვირდა: გაცაწყრა: გული: უც: მისთვის: მწყრომარე: გაგზავნა: მონა: თორმეტი: მისი: წინაშე: მდგომარე: უბრძანა: ჴელთა: აიღეთ: აბჯარი: თქვენ: საომარე: მიდით: და: აქა: მომგვარეთ: ვინ: არის: იქი: მჯდომარე:

100. მონანი: მიდგეს: მივიდეს: გაჰჴდა: აბჯრისა: ჩხარია: მაშინღა: შეჰკრთა: იგი: ყმა: ტირს: მეტად: გულმდუღარია: თვალნი: მოარნა: ყოველგან: ნახა: ლაშქართა: ჯარია: ერთხელ: ესე: თქვა: ვა: მეო: სხუად: არას: მოუბარია:

101. თვალთა: ჴელი: უკუივლო: ცრემლნი: ცხელნი: მოიწურნა: ჴმალ: კაპარჭი: მოიმაგრა: მკლავნი: გაიმამაცურნა: ცხენსა: შეჯდა: მონათამცა: საუბარნი: რად: იყურნა: სხვასა: მჴარსა: გაემართა: მათი: ჭირი: არ: განჰკურნა:

102. მონათა: ჴელი: გამართეს: მის: ყმისა: შესაპყრობელად: მან: იგინი: გლახ: დაჴოცნა: თავსა: ჴელაუპყრობელად: ჰკრნა: ერთმანერთსა: დაჴოცნა: მტერთაცა: საწყალობელად: ზოგსა: გადაჰკრის: მათრაჴი: მკერდამდის: გასაპობელად:

103. მეფე: გაწყრა: გაგულისდა: მონანიცა: შეუზახნა: მან: მდევართა: მიწევნამდის: არ: უჭურიტა: არცა: ნახნა: რაზომნიცა: მიეწივნეს: ყოვლნი: მკვდართა: დაასახნა: კაცნი: კაცსა: შემოსტყორცნა: როსტან: ამად: ივაგლახნა:

104. შესხდეს: მეფე: და: ავთანდილ: მის: ყმისა: მისაწეველად: იგი: ლაღი: და: უკადრი: მივა: ტანისა: მრხეველად: ტაიჭი: მიუთქს: მერანსა: მიეფინების: მზე: ველად: შეიგნა: მისულა: მეფისა: მისად: უკანა: მდეველად:

105. რა: ცნა: მეფე: მოვიდაო: ჰკრა: მათრაჴი: მისსა: ცხენსა: მასვე: წამსა: დაიკარგა: არ: უნახავს: თვალსა: ჩუენსა: გვანდა: ქუესკნელს: ჩაძრომილსა: ანუ: ზეცად: ანაფრენსა: ეძებდეს: და: ვერ: ჰპოებდეს: კვალსა: მისგან: წანარბენსა:

106. კვალი: ძებნეს: და: უკვირდათ: ვერ: პოვნა: ნაკვალევისა: აგრე: კვალწმიდად: წაჴდომა: კაცისა: ვითა: დევისა: ლაშქარნი: მკვდართა: ტიროდეს: სწრაფა: აქუთ: წყლულთა: ხევისა: მეფემან: ბრძანა: ვნახეო: მიზეზი: ლხინთა: ლევისა:

107. ბრძანა: ღმერთსა: მოეწყინა: აქანამდის: ჩემი: შვება: ამად: მიყო: სიამისა: სიმწარითა: დანაღულება: სიკვდილამდის: დამაწყლულა: ვერვის: ძალუც: განკურნება: მასვე: მადლი: ესე: იყო: წადილი: და: მისი: ნება:

108. ესე: თქუა: და: შემობრუნდა: დაღრეჯილი: წამოვიდა: არცა: ჰკრაღა: ასპარეზსა: ვამი: ვამსა: მოურთვიდა: ყველაკაი: მოიშალა: სადაცა: ვინ: მჴეცთა: სრვიდა: ზოგთა: თქვეს: თუ: მართალია: ზოგი: ღმერთო: უზრახვიდა:

109. მეფე: საწოლს: შემოვიდა: სევდიანი: დაღრეჯილი: მისგან: კიდევ: არვინ: შეჰყვა: ავთანდილ: უჩნს: ვითა: შვილი: ყველაკაი: გაიყარა: ჯალაბი: ჩანს: არ: დაჯრილი: გაბედითდა: სიხარული: ჩაღანა: და: ჩანგი: ტკბილი:

110. თინათინს: ესმა: მამისა: ეგეთი: დაღრეჯილობა: ადგა: და: კარსა: მივიდა: ჰქონდა: მზისაცა: ცილობა: მოლარე: უჴმო: უბრძანა: ძილია: თუ: უძილობა: მან: მოახსენა: დაღრეჯით: ზის: სჭირსო: ფერ: შეცვლილობა:

111. ერთია: ახლავს: ავთანდილ: წინაშე: უზის: სკამითა: უცხო: ყმა: ვინმე: უნახავს: ასრე: დაღრეჯით: ამითა: თინათინ: ბრძანა: აწ: წავალ: შესლვა: არ: ჩემგან: ჟამითა: მიკითხოს: ჰკადრე: იყოთქო: აქა: ერთისა: წამითა:

112. ხანი: გამოჰჴდა: იკითხა: ნეტარ: რასა: იქს: ქალიო: ჩემი: ლხინი: და: ჯავარი: ჩემი: სოფლისა: წყალიო: მოლარე: ჰკადრებს: მოვიდა: აწყაღა: ფერნამკრთალიო: დაღრეჯით: გცნა: და: მიბრუნდა: წინაშე: მომავალიო:

113. უბრძანა: თუ: წადი: უჴმე: უმისობა: ვით: გავსძლეო: მოახსენე: რად: დაბრუნდი: შენ: მამისა: სიცოცხლეო: მოდი: ჭმუნვა: გამიქარვე: გულსა: წყლულსა: მეწამლეო: გითხრა: ჩემი: სამიზეზო: მე: თუ: ლხინთა: რად: დავლეო:

114. თინათინ: ადგა: მივიდა: მიჰყუა: მამისა: ნებასა: უგავს: პირისა: სინათლე: მთვარისა: მოვანებასა: მამამან: გვერდსა: დაისვა: აკოცებს: ნებანებასა: უბრძანა: მახლავ: რად: არა: რად: მელი: მოყვანებასა:

115. ქალმან: ჰკადრა: ჴელმწიფეო: დაღრეჯილსა: ვინცა: გცნობდეს: ვინმცა: გნახა: კადნიერად: რაზომ: გინდა: ამაყობდეს: თქვენი: აგრე: დაღრეჯანი: მნათობთაცა: დაამჴობდეს: კაცმან: საქმე: მოიგვაროს: ვეჭუ: ჭმუნვასა: ესე: სჯობდეს:

116. იგი: პირმზე: ეუბნების: ვერვინ: ნახა: ნაუბარი: მიცემულხარ: ჭირსა: რასმე: ცრემლთა: აფრქვევ: გულმდუღარი: ზოგჯერ: შეთად: გაიზახი: ჰგავს: ატყინებს: ცეცხლსა: ქარი: მეჯლიშითა: გავიახლოთ: ესე: სევდა: რამე: არი:

117. უბრძანა: შვილო: რაზომცა: მჭირს: საქმე: სავაგლახია: შენი: ჭურეტა: და: სიახლე: ლხინადვე: დამისახია: მომქარვებილი: სევდისა: მართ: ვითა: მუფარახია: ვეჭუ: რა: სცნა: შენცა: მამართლო: ჩემი: სულთქმა: და: ახია: