... (S-5006), XVIII ს.

59. უბრძანა: წადით: გახსენით: რაცა: სად: საჭურჭლენია: ამილახორნო: მოასხით: რემა: ჯოგი: და: ცხენია: მოიღეს: გასცა: უზომო: სიუხვე: არ: მოსწყენია: ლარსა: ხვეტდიან: ლაშქარნი: მართ: ვითა: მეკობრენია:

60. ალაფობდეს: საჭურჭლესა: მისსა: ვითა: ნათურქალსა: მას: ტაიჭსა: არაბულსა: ქვენაბამსა: ნასუქალსა: რომე: გვანდა: სიუხვითა: ბუქსა: ზეცით: ნაბუქალსა: რა: დაარჩენს: ცალიერსა: არ: ყმასა: და: არცა: ქალსა:

61. მის: ჯარისა: სიხარული: მე: გიამბო: ამად: კიდე: რა: გარდაჴდა: ოდენ: ჭამა: ჴელმწიფემან: თავი: ჰკიდა: ავთანდილ: და: სოგრატ: ჰკვირან: ნეტარ: რა: ვთქვათ: წაეკიდა: საჭურჭლეთა: გარდაგება: დაუმძიმდა: მეტად: კიდა:

62. დღე: ერთ: გარდაჴდა: პურობა: სმა: ჭამა: იყო: ხილობა: ნადიმად: მჯდომთა: ლაშქართა: მუნ: დიდი: შემოყრილობა: მეფემან: თავი: დაჰკიდა: და: ჰქონდა: დაღრეჯილობა: ნეტარ: რა: უმძიმს: რა: სჭირსო: შექნეს: ამისი: ცილობა:

63. თავსა: ზის: პირმზე: ავთანდილ: მჭურეტთაგან: მოსანდომია: სპათა: სპასპეტი: ჩაუქი: ვითა: ვეფჴი: და: ლომია: ვეზირი: ბერი: სოგრატი: თვით: მასთანავე: მჯდომია: თქუეს: თუ: რა: უმძიმს: მეფესა: ანუ: რად: ფერი: ჰკრთომია:

64. თქუეს: თუ: მეფე: ცუდსა: რასმე: გონებასა: ჩავარდნილა: თვარა: აქა: სამძიმარი: მათი: ყოლა: არა: ქმნილა: ავთანდილ: თქვა: სოგრატ: ვკითხოთ: გვითხრას: რამცა: შეგვეცილა: ვჰკადროთ: რამე: სალაღობო: რასათვისმცა: გაგვაწბილა:

65. ადგეს: სოგრატ: და: ავთანდილ: ტანითა: მით: კენარითა: თვითო: აიღეს: ჭიქები: მივლენ: ქცევითა: წყნარითა: წინა: მიუსხდეს: მუჴლ: მოყრით: პირითა: მოცინარითა: ვაზირი: ლაღობს: ენითა: წყლიანად: მოუბარითა:

66. დაგიღრეჯია: მეფეო: აღარ: გიცინის: პირიო: მართალ: ხარ: წაჴდა: საჭურჭლე: თქუენი: მძიმე: და: ძვირიო: ყველასა: გასცემს: ასული: თქვენი: საბოძვარ: ხშირიო: ყოლემცა: მეფედ: ნუ: დასვი: თავსა: რად: უგდე: ჭირიო:

67. რა: მეფემან: მოისმინა: გაცინებით: შემოხედნა: გაუკვირდა: ვით: მკადრაო: ან: სიტყვანი: ვით: გაბედნა: კარგა: ჰქენო: დაუმადლა: ბრძანებანი: უიმედნა: ჩემი: ზრახვა: სიძუნწისა: ტყუვის: ვინცა: დაიყბედნა:

68. ეგე: არ: მიმძიმს: ვაზირო: ესეა: რომე: მწყენია: სიბერე: მახლავს: დავლივენ: სიყმაწვილისა: დღენია: კაცი: არ: არის: სითკენცა: საბრძენებელი: ჩვენია: რომე: მას: ჩემგნით: ესწავლნეს: სამამაცონი: ზნენია:

69. ერთაი: მიზის: ასული: ნაზარდი: სათუთობითა: ღ~თმან: არ: მომცა: ყმაშვილი: ვარ: საწუთროსა: თმობითა: ანუმცა: მგვანდა: მშვილდოსნად: ანუ: კვლავ: ბურთაობითა: ცოტასა: შემწევს: ავთანდილ: ჩემგანვე: ნაზარდობითა:

70. ყმა: მეფისა: ბრძანებასა: ლაღი: წყნარად: მოისმენდა: თავმოდრეკით: გაიღიმნა: გაცინება: დაუშვენდა: თეთრთა: კბილთათ: გამამაკრთალსა: შუქსა: ველთა: მოაფენდა: მეფე: ჰკითხავს: რას: იცინი: ანუ: ჩემგან: რა: შეგრცხვენდა:

71. კვლავ: უბრძანა: თავსა: ჩემსა: რას: იცინი: რა: დამგმეო: ყმამან: ჰკადრა: მოგახსენებ: და: ფარმანი: მიბოძეო: რაცა: გკადრო: არ: გეწყინოს: არ: გარისხდე: არ: გასწყრეო: არ: გამხადო: კადნიერად: არ: ამიკლო: ამადზეო:

72. უბრძანა: რადმცა: ვიწყინე: თქუმა: შენგან: საწყინარისა: ფიცა: მზე: თინათინისა: მის: მზისა: მოწუნარისა: ავთანდილ: იტყვის: დავიწყო: კადრება: საუბნარისა: ნუ: მოჰკვეხ: მშვილდოსნობასა: თქმა: სჯობს: სიტყვისა: წყნარისა:

73. მიწაცა: თქვენი: ავთანდილ: თქვენს: წინა: მშვილდოსანია: ნაძლევი: დავდვათ: მოვასხნეთ: მოწმად: თქვენივე: ყმანია: მოასპარეზედ: ვინ: მგავსო: ცუდნიღა: უკუთქმანია: გარდამწყვედელი: მისიცა: ბურთი: და: მაედანია:

74. მეფე: ლაღი: და: წყლიანი: გამხიარულდა: მეტადრე: სიცილით: უთხრა: ავთანდილს: შვილად: გზრდი: მით: შემეკადრე: იცი: არ: ვიწყენ: გაზრდილო: მით: შემომიხველ: ზედადრე: თუ: არ: გასწბილდე: მაჯობო: ბედი: გეყოფის: ბედადრე:

75. მე: არ: შეგარჩენ: შენ: ჩემსა: მაგისა: დაცილებასა: ბრძანე: ვისროლოთ: ნუ: ვიქთო: შედრეკილობაკლებასა: კარგთა: ყმათასა: ვიქმოდეთ: მოწმად: ჩვენთანა: ხლებასა: მერმე: გამოჩნდეს: მაედანს: ვისძი: უთხრობდენ: ქებასა:

76. ავთანდილცა: დაჰმორჩილდა: საუბარი: გარდაწყვიდეს: იცინობდეს: ყმაწვილობდეს: საყუარლად: და: კარგად: ზმიდეს: ნაძლევიცა: გააჩინეს: ამა: პირსა: დაასკვნიდეს: ვინცა: იყოს: უარესი: თავშიშველი: სამ: დღე: ვლიდეს:

77. კვლავ: ბრძანეს: მონა: თორმეტი: შევსხათ: ჩვენთანა: მარებლად: თორმეტი: ჩემად: ისრისა: მომრთმევლად: მოსაჴმარებლად: ერთაი: შენი: შერმადინ: არს: მათად: დასადარებლად: ნასროლ: ნაკრავსა: დასთვლიდენ: უტყუვრად: მიუმცდარებლად:

78. მონადირეთა: უბრძანა: მინდორნი: მოიარენით: დაცევით: ჯოგი: მრავალთა: თავნი: ამისთვის: არენით: ლაშქარნი: სამზოდ: აწვივნეს: მოდით: და: მოიჯარენით: გაჰყარეს: სმა: და: ნადიმი: მუნ: ამაოდ: გავიხარენით: