... (S-5006), XVIII ს.

295. ჩემსა: თავსა: მიჯნურობა: მართალია: არ: ნაჭორად: ჩემი: ვერა: ვერ: მოგკიდე: მეუბნები: მრუდსა: სწორად: ვინცა: აქა: გამომგზავნა: არვინ: მჩანს: მისად: სწორად: მისგან: კიდე: სხუა: მნათობი: შევაწონე: ერთ: დრამ: ორად:

296. მაშა: რადგან: მიჯნურობა: შენად: ღონედ: მოიგონე: არ: ეგების: ამას: იქით: თუმცა: თავი: არ: გამონე: არ: შენ: მოგეც: თავი: ჩემი: დაგაბნიე: დაგაღონე: შენთვის: მოვჰკვდე: ამისებრი: მემცა: საქმე: რა: ვიღონე:

297. აწ: რაცა: გითხრა: თუ: ამა: საქმესა: დამმორჩილდები: რასაცა: ეძებ: მიხუდები: უცილოდ: არ: ასცილდები: თუ: არ: მომისმენ: ვერ: ჰპოვებ: რაზომმცა: ცრემლსა: ჰმილდები: მოგხვდების: მდურვა: სოფლისა: მოჰკვდები: გაცასწბილდები:

ამბავი ავთანილისა ასმათს რომ ეუბნების ქვაბშიგან:

298. ყმამან: უთხრა: ეგე: საქმე: ამას: გავსო: არა: სხუასა: ორნი: კაცნი: მოდიოდეს: სადაური: სადმე: გზასა: უკანამან: წინა: ნახა: ჩავარდნილი: შიგან: ჭასა: ზედ: მიადგა: ჩაჰყიოდა: ტირს: იზახის: ვაგლახვასა:

299. ეგრე: უთხრა: ამხანაგო: იყავ: მანდა: მომიცადე: წავალ: თოკთა: მოსახმელად: მწადსო: თუმცა: ამოგზიდე: მას: ქვეშეთსა: გაეცინნეს: გაუკვირდა: მეტად: კიდე: შემოჰყივლა: არ: გელოდე: სად: გაგექცე: სად: წავიდე:

300. აწ: დაო: შენსა: ჴელისაა: ჩემი: საბელი: ყელისა: სხვად: უღონოა: უშენოდ: ჩემგან: აბყრობა: ჴელისა: რასაცა: მიზამ: შენ: იცი: შენ: ხარ: წამალი: ლხენისა: თვარა: ვისმც: ექნა: გუარლითა: შეკვრა: თავისა: მრთელისა:

301. ქალმან: უთხრა: მომეწონა: ყმაო: შენი: ნაუბარი: ხარ: უცილოდ: კარგი: ვინმე: მოყმე: ბრძენთა: საქებარი: ხარ: ვინათგან: აქანამდის: მაგა: ჭირთა: დამთმობარი: რაცა: გითხრა: მომისმინე: გიპოვნია: საძებარი:

302. იმა: მოყმისა: ამბავი: არსად: არა: იპოვების: თვით: თუ: არ: გითხრობს: არ: ითქმის: არ: ვისგან: დაიჯერების: მოილოდინე: მოვიდეს: რაზომცა: დაგეყოვნების: დადუმდი: ვარდსა: ნუ: აზრობ: ცრემლითა: ნუ: ითოვნების:

303. ყმამან: უთხრა: ვარდო: დაჭკნი: დრო: მოვიდა: შენის: ზრვისა: ერთმანერთსა: მოეხუივნეს: ცრემლით: ჰკოცნენ: სახე: პირსა: ასმათ: ტირის: სისხლის: ცრემლსა: ტევრი: შექმნა: ნათხზის: თმისა: იგი: ტირან: სოფლისათვის: და: სოფელი: მათთვის: ტირსა:

304. გითხრა: თუ: ცოდნა: გწადიან: ჩვენისა: შენ: სახელისა: ტარიელ: არის: სახელი: იმა: მოყმისა: ხელისა: მე: ასმათ: მქვიან: რომელსა: წვა: მაქვს: ცეცხლისა: ცხელისა: სულთქმა: სულთქმისა: ბევრისა: მაშა: თუ: არ: ერთხელისა:

305. ამის: მეტსა: ვერას: გითხრობ: მე: სიტყუასა: ამისთანსა: ისი: მინდორს: არონინებს: ტანსა: მჭევრთა: მემაჯანსა: ვჭამ: გლახ: მარტო: ნადირისა: მისგან: ჴორცსა: მონატანსა: აწვე: მოვა: არა: ვიცი: თუ: დაჰყოვნის: დიდსა: ხანსა:

306. ამას: გვედრებ: მოიცადო: თავი: სხვაგან: არსად: არო: რა: მოვიდეს: შევეხვეწო: ნუ: თუ: ვით: რა: მოვაგვარო: ერთმანერთსა: შეგამეცნე: თავი: შენი: შევაყვარო: თვით: გიამბობს: საქმე: მისი: საყვარელსა: გაახარო:

307. ქალსა: ყმამან: მოუსმინა: დაჰმორჩილდა: დართო: ნება: ამა: ზედან: მოიხედნეს: ჴევით: ესმა: ჩხაპუნება: მთვარე: წყალსა: გამოსრული: ვნახე: შუქთა: მოფინება: უკურიდეს: აღარა: ქნეს: მუნ: ხანისა: დაყოვნება:

308. ქალმან: უთხრა: ყმაო: ღ~ნ: მოგცა: ჟამად: რაცა: გინა: მაგრა: თავი: უჩინო: ქმენ: დამალული: იყავ: შინა: ამა: ყმისა: მეუნებლე: ჴორციელი: არავინა: თუ: ვითა: რა: მოვაგვარო: შენი: ნახვა: არ: ეწყინა:

309. ავთანდილ: ქვაბსა: დამალა: ქალმან: დამალვით: მალითა: იგი: ყმა: ცხენსა: გარდაჴდა: შვენოდა: კაპარჭჴრმალითა: ატირდეს: მაღლად: ცრემლითა: ზღვათაცა: შესამალითა: ავთანდილ: სარკმლით: უჭვრეტდა: ჭურეტითა: იდუმალითა:

310. ამარტის: ფერად: შეცვალა: ბროლი: ცრემლისა: ბანამან: დიდხან: იტირეს: ყმამან: და: მან: ქალმან: შაოსანამან: შეხსნა: შეიღო: აბჯარი: ცხენიცა: შეიყუანა: მან: დადუმდეს: ცრემლნი: მოჰკვეთნა: შავმან: გიშრისა: დანამან:

311. ავთანდილ: სარკმლით: უჭვრეტდა: ტყუე: საკნით: ნააზატები: მან: ქალმან: ქუეშე: დაუგო: ვეფხის: ტყავისა: ნატები: მაზედა: დაჯდა: იგი: ყმა: სულთქვამს: ჭირმონამატები: სისხლისა: ცრემლსა: გაეწნა: შუა: გიშრისა: სატები:

312. მან: ქალმან: ჴელყო: კვესითა: გზება: ცეცხლისა: ნელისა: ეგონა: ჭამა: ხორცისა: შემწვრისა: შეუქნელისა: მიუპყრა: ერთი: ახლიჩა: ქნაა: საქმისა: ძნელისა: ძალი: არ: ჰქონდა: დაუწყო: გამოყრა: უცოხნელისა:

313. ცოტად: მიწვა: მიიძინა: თუცა: ყოლა: ვერა: მეტი: შეკრთა: დიდნი: დაიზახნა: წამოვარდა: ვითა: რეტი: იძახდის: და: წამწამ: იკრის: გულსა: ლოდი: თავსა: კეტი: ცალკერძ: ზის: და: პირსა: იხოკს: ქალი: მისი: შენამჭურეტი: