... (S-4499), XVII ს.

40. რა: ცნა: მეფე: მოვიდაო: ჰკრა: მათრაჴი: მისსა: ცხენსა: მასვე: წამსა: დაიკარგა: არ: უნახავს: თუალსა: ჩვენსა: ჰგვანდა: ქუესკნელს: ჩაძრომილსა: ანუ: ზეცად: ანაფრენსა: ეძებდეს: და: ვერ: ჰპოებდეს: კვალსა: მისგან: წანარბენსა:

41. კვალი: ძებნეს: და: უკვირდათ: ვერ: პოვნა: ნაკუალევისა: აგრე: კვალ: წმიდად: დაკარგვა: კაცისა: ვითა: დევისა: ლაშქარნი: მკუდართა: ტიროდეს: სწრაფა: აქვს: წყლულთა: ხევისა: მეფემან: ბრძანა: ვნახეო: მიზეზი: ლხინთა: ლევისა:

42. ბრძანა: ღ~თსა: მოეწყინა: აქანამდის: ჩემი: შუება: ამად: მიყო: სიმწარითა: სიამისა: დანაღულება: სიკუდილამდის: დამაწყლულა: ვერვის: ძალუც: განკურნება: მასვე: მადლი: ესე: იყო: წადილი: და: მისი: ნება:

43. ესე: თქუა: და: შემობრუნდა: დაღრეჯილი: წამოვიდა: აღარცა: ჰკრა: ასპარეზსა: ვამი: ვამსა: მოურთვიდა: ყველაკაი: მოიშალა: სადაცა: ვინ: მჴეცთა: სრვიდა: ზოგთა: თქუეს: თუ: უმართალეა: ზოგნი: ღ~თო: უზრახვიდა:

44. მეფე: საწოლს: შემოვიდა: სევდიანი: დაღრეჯილი: მისგან: კიდევ: არვინ: შეჰყვა: ავთანდილ: უჩნს: ვითა: შვილი: ყუელაკაი: გაიყარა: ჯალაბი: ჩანს: არ: დაჯრილი: გაბედითდა: სიხარული: ჩაღანა: და: ჩანგი: ტკბილი:

45. თინათინს: ესმა: ეგეთი: მამისა: დაღრეჯილობა: ადგა: და: კარსა: მივიდა: ჰქონდა: მზისაცა: ცილობა: მოლარე: იჴმო: უბრძანა: ძილია: თუ: ღვიძილობა: მან: მოახსენა: დაღრეჯით: ზის: ჭირსო: ფერშეცულილობა:

46. ერთიღა: ახლავს: ავთანდილ: წინაშე: უზის: სკამითა: უცხო: ყმა: ვინმე: უნახავს: ასრე: დაღრეჯით: ამითა: თინათინ: ბრძანა: აწ: წავალ: შესლვა: არ: ჴამს: ჟამითა: მიკითხოს: ჰკადრე: იყოთქო: აქა: ერთითა: წამითა:

47. ხანი: გამოჰჴდა: იკითხა: ნეტარ: რასა: იქს: ქალიო: ჩემი: ლხინი: და: ჯავარი: ჩემი: სოფლისა: წყალიო: მოლარე: ჰკადრებს: მოვიდა: აწეღა: ფერნამკრთალიო: დაღრეჯით: გცნა: და: მიბრუნდა: წინაშე: მამავალიო:

48. უბრძანა: თუ: წადი: უჴმე: უმისობა: ვით: გავძლეო: მოახსენე: რად: დაბრუნდი: შენ: მამისა: სიცოცხლეო: მოდი: ჭმუნვა: გამიქარვე: გულსა: წყლულსა: მეწამლეო: გითხრა: ჩემი: სამიზეზო: მე: თუ: ლხინთა: რად: დავლეო:

49. თინათინ: ადგა: მივიდა: მიჰყუა: მამისა: ნებასა: უგავს: პირისა: სინათლე: მთვარისა: მოვანებასა: მამამან: გვერდსა: დაისვა: აკოცებს: ნება: ნებასა: უბრძანა: მახლავ: რად: არა: რად: მელი: მოყუანებასა:

50. ქალმან: ჰკადრა: ჴელმწიფეო: დაღრეჯილსა: ვინცა: გცნობდეს: ვინმცა: გნახა: კადნიერად: რაზომ: გინდა: ამაყობდეს: თქუენი: ეგრე: დაღრეჯანი: მნათობთაცა: დაამჴობდეს: კაცმან: საქმე: მოიგუაროს: ვეჭუ: ჭმუნვასა: ესე: სჯობდეს:

51. უბრძანა: შვილო: რაზომცა: მჭირს: საქმე: სავაგლახია: შენი: ჭურეტა: და: სიახლე: ლხინადვე: დამისახია: მომქარვებილი: სევდისა: მართ: ვითა: მუფარახია: ვეჭუ: რა: სცნა: შენცა: მამართლო: ჩემი: სულთქმა: და: ახია:

52. უცხოსა: და: საკვირველსა: ყმასა: რასმე: გარდვეკიდე: მისმან: შუქმან: გაანათლა: სამყარო: და: ჴმელთა: კიდე: რა: უმძიმდა: არ: ვიცოდით: ან: ტიროდა: ვისთვის: კიდე: ჩემად: ნახვად: არ: მოვიდა: გავგულისდი: წავეკიდე:

53. მე: რა: მნახა: ცხენსა: შეჯდა: თვალთა: ცრემლნი: მოიჴოცნა: შესაპყრობლად: შეუზახენ: სპანი: სრულად: დამიჴოცნა: ვითა: ეშმა: დამეკარგა: არ: კაცურად: გარდამკოცნა: ჯერთაცა: ესე: არ: ვიცი: ცხადი: იყო: თუ: მეოცნა:

54. აწ: ესე: მიკუირს: რა: იყო: ანუ: რა: ვნახე: დარულად: მან: დამიჴოცნა: ლაშქარი: ადინა: სისხლი: ღვარულად: კაცთა: ჴორცისად: ვით: ითქმის: ისრე: თვალთაგან: ფარულად: უცილოდ: ღ~თსა: მოვსძულდი: აქამდის: მე: მხიარული:

55. ტკბილნი: მისნი: წყალობანი: ბოლოდ: ასრე: გამიმწარნეს: დამავიწყდეს: რაცა: დღენი: მხიარულსა: წამეარნეს: ყოვლმან: პირმან: ვაგლახ: მიყოს: ვეღარავინ: გამახარნეს: სადამდისცა: დღენი: მესხნენ: ვეღარამან: უკუმყარნეს:

56. ქალმან: ჰკადრა: მოგხსენებ: მე: სიტყუასა: დანაყბედსა: ჰე: მეფეო: რად: ემდური: ანუ: ღ~თსა: ანუ: ბედსა: რად: დასწამებ: სიმწარესა: ყოველთათვის: ტკბილად: მხედსა: ბოროტიმცა: რად: შეექმნა: კეთილისა: შემოქმედსა:

57. თუ: ცუდი: რამე: გინახავს: მაცდური: ანუ: ქაჯია: ამისთვის: მეფე: რად: სჭმუნავ: ანუ: რად: გაგისაჯია: სიტკბოსა: ნაცულად: ღ~თისაგან: სიმწარე: რად: გიაჯია: მასვე: ევედრე: მოასხი: ყოვლნი: მუყრნი: და: აჯია:

58. მე: ამას: ვარჩევ: მეფე: ხარ: მეფეთა: ზედა: მფლობელი: შორს: არის: თქუენი: სამზღვარი: ბრძანება: მიუთხრობელი: გაგზავნეთ: კაცი: ყოველგნით: მისთა: ამბავთა: მცნობელი: ადრე: სცნობ: არის: იგი: ყმა: შობილი: თუ: უშობელი:

59. თუ: ყოფილა: იგი: მოყმე: ჴორციელი: ჴმელთა: მვლელად: მას: ნახვიდა: სხვაცა: ვინმე: გამოჩნდების: მასწავლელად: თუ: არ: ეშმა: გჩვენებია: ლხინთა: შენთა: შემცულელ: მშლელად: სევდისაგან: მოიცალეთ: ნუ: შექნილხართ: მოუცლელად: