... (S-4499), XVII ს.

80. ფიცით: გითხრობ: შენგან: კიდე: თუ: შევირთო: რაცა: ქმარი: მზეცა: მამხუდეს: ჴორციელი: ჩემთვის: კაცად: შენაქმარი: სრულად: მოვსწყდე: სამოთხესა: ქუესკნელს: ვიყო: დასანთქმარი: შენი: მკულიდეს: სიყუარული: გულსა: დანა: ასაქმარი:

81. მოახსენა: ყმამან: მზეო: ვინ: გიშერი: აწამწამე: სხვა: პასუხი: რამცა: გკადრე: ანუ: რამცა: შევიწამე: მე: სიკვდილსა: მოველოდი: შენ: სიცოცხლე: გამიწამე: ვითა: მონა: სამსახურად: გაღანამცა: წავე: წა: მე:

82. კვლავცა: ჰკადრა: აჰა: მზეო: ღმერთმან: რადგან: მზედ: დაგბადა: მით: გმორჩილობს: ზეციერი: მნათობია: რაცა: სადა: მე: რომ: თქვენგან: მოვისმინე: წყალობანი: მედიადა: ვარდი: ჩემი: არ: დაჭნების: შუქი: შენი: იეფადა:

83. თავი: ჩემი: სამსახურად: შენად: რადმცა: შევიწყალე: არასათვის: არ: დავდგები: უსაცილოდ: წავალ: ხვალე: გული: ფერად: ლაჟვარდისა: გავაწითლე: გავალალე: სიცოცხლისა: უკეთესი: რა: მიბოძე: რამც: ვივალე:

84. კულავ: შეჰფიცეს: ერთმანერთსა: დააპირეს: ესე: პირი: გაალდეს: და: გაამრავლეს: საუბარი: სიტყუა: ხშირი: გაადვილდა: აქანამდის: გარდეჴადა: რაცა: ჭირი: თეთრთა: კბილთათ: გამოკრთების: თეთრი: ელვა: ვითა: ჭვირი:

85. ერთგან: დასხდეს: ილაღობეს: საუბარი: ასად: აგეს: ბროლ: ბალახში: შეხვეული: და: გიშერი: ასადაგეს: ყმა: ეტყუის: თუ: შენთა: მჭურეტთა: თავი: ხელი: ასად: აგეს: ცეცხლთა: მანდით: მოდებულთა: გული: ჩემი: ასადაგეს:

აქა თინათინისაგან ავთანდილის გაგზავნა მის ყმის საძებრად:

86. ყმა: წავიდა: სიშორესა: თუცა: მისსა: ვერ: გასძლებდა: უკუღმავე: იხედვიდა: თვალთა: რეტად: აყოლებდა: ბროლსა: სეტყვს: და: ვარდსა: აზრობს: ტანსა: მჭევრსა: ათრთოლებდა: გული: ჰქონდა: გულისათვის: სიყუარულსა: ავალებდა:

87. თქვა: მზეო: ვარდსა: სიშორე: შენი: დამაჩნდეს: ეს: ადრე: ბროლი: და: ლალი: გავსულვარ: ქარვისა: უყვითლესადრე: მაშინ: რაღა: ვქმნა: ვერ: ჭურეტა: რა: მომხვდეს: კვლა: უგრძესადრე: ჴამს: მოყურისათვის: სიკვდილი: ესე: მე: დამიც: წესადრე:

88. საწოლს: დაწვა: ტირს: მტირალსა: ცრემლი: ძნელად: ეჴოცების: ვითა: ვერხვი: ქარისაგან: ირხევის: და: ეკეცების: რა: მილულის: სიახლევე: საყუარლისა: ეოცების: შეკრთის: დიდი: დაიზახნის: მით: პატიჟი: ეოცების:

89. მოშორვება: საყუარლისა: მას: შეჰქმნოდა: მისად: ღაზოდ: ცრემლსა: ვითა: მარგალიტსა: წვიმს: ვარდისა: დასანაზოდ: რა: გათენდა: შეეკაზმა: მისთა: მჭურეტთა: სალამაზოდ: ცხენსა: შეჯდა: გაემართა: დარბაზს: მივა: სადარბაზოდ:

90. დარბაზს: ეჯიბი: შეგზავნა: მართ: მისგან: შენარონია: შესთვალა: გკადრებ: მეფეო: მე: ესე: გამიგონია: ყოველი: პირი: მიწისა: თქუენ: ჴმლითა: დაგიმონია: აწ: თუ: სჯობს: ესე: ამბავი: ცნან: რაცა: გარემონია:

91. მე: წავიდე: მოვიარო: ვილაშქრო: და: ვინაპირო: თინათინის: ჴელმწიფობა: მტერთა: თქუენთა: გულსა: ვგმირო: მორჩილ: ქმნილნი: გავახარო: ურჩი: ყუელა: ავატირო: ძღვენნი: გკადრნე: ზედის: ზედა: არ: სალამი: დავაძვირო:

92. მეფესა: ეთქვა: ამისი: დიადი: მადლიერობა: ებრძანა: ლომო: არა: გჭირს: შენ: ომთა: გამდუჴდელობა: აწ: მაგა: შენსა: თათბირსა: ჰგავსო: შენივე: ქველობა: წა: მაგრამ: მამხუდეს: რაღა: ვქმნა: თუ: სიშორისა: გრძელობა:

93. ყმა: შევიდა: თაყვანისცა: მადლი: რამე: მოახსენა: ჴელმწიფეო: მიკუირს: ქება: რად: იკადრეთ: ჩემი: თქუენა: აწ: ნუთუ: კულა: სიშორისა: ღ~თმან: ბნელი: გამითენა: პირი: თქვენი: მხიარული: მხიარულსა: კულა: მიჩუენა:

94. მეფე: ყელსა: მოეკიდა: გარდაჰკოცნა: ვითა: შვილი: სხვა: მათებრი: არ: ყოფილა: არ: გამზრდელი: არ: გაზრდილი: ყმა: ადგა: და: წამოვიდა: მას: დღე: მათი: ჩანს: გაყრილი: როსტენ: მისთვის: აატირა: გონიერი: გული: ტკბილი:

95. გამოემართა: ავთანდილ: მოყმე: მჴნე: ლაღად: მავალი: ფიცხლად: იარა: ღამეცა: დღე: ზედა: წართო: მრავალი: იგია: ლხინი: სოფლისა: იგია: ნივთი: და: ვალი: მას: არ: მისცილდები: თინათინ: რაგინდ: გზა: ჰქონდის: სავალი:

96. რა: მოვიდა: სიხარული: შიგან: გაჴდა: სამეფოსა: მოეგებნეს: დიდებულნი: ძღვენსა: სძღუნიდეს: იეფოსა: იგი: პირმზე: არ: მოსცდების: სიარულსა: სასწრაფოსა: მიხუდეს: მყოფნი: მას: წინაშე: სიხარულსა: სასწრაფოსა

97. ქალაქი: ჰქონდა: მაგარი: საზაროდ: სანაპიროსა: გარეთ: კლდე: იყო: სალისა: ზღუდესა: უქვიტკიროსა: ყმამან: მუნ: დაყო: სამი: დღე: ამოსა: სანადიროსა: გაზრდილი: მისი: შერმადინ: დაისვა: სავაზიროსა:

98. ესეა: მონა: შერმადინ: ზემორცა: სახელდებული: თანა: შესდილი: ერთგული: და: მისთვის: თავდადებული: მან: არ: იცოდა: აქამდის: მის: ყმისა: ცეცხლი: დებული: აწ: გაუცხადა: სიტყუები: მის: მზისა: იმედებული: