... (S-4499), XVII ს.

99. უბრძანა: აჰა: შერმადინ: ამად: მე: შენგან: მრცხვენიან: ჩემნი: საქმენი: ყოველნი: გცოდნიან: გაგივლენიან: მაგრა: არ: იცი: აქამდის: რანიცა: ცრემლნი: მდენიან: მე: ვისგან: მქონდეს: პატიჟნი: აწ: მასვე: მოულხენიან:

100. მოუკლავარ: თინათინის: სურვილსა: და: სიყუარულსა: ცრემლი: ცხელი: ასოვლებდის: ნარგისთაგან: ვარდსა: ზრულსა: ვერ: ვაჩენდი: აქანამდის: ჭირსა: ჩემგან: დაფარულსა: აწ: მიბრძანა: საიმედო: ამად: მხედავ: მხიარულსა:

101. მიბრძანა: მიცან: ამბავი: მის: ყმისა: დაკარგულისა: მოხვიდე: სრულ: ვჰქნა: მაშინღა: შენი: წადილი: გულისა: ქმარი: არ: მინდა: უშენოდ: მამხუდესცა: ხისა: რგულისა: მომცა: წამალი: გულისა: აქამდის: დადაგულისა:

102. პირველად: მქონდა: მე: მისსა: შორს: მყოფსა: ცეცხლი: მდებარე: აწ: შემიწყალა: მომიტკბა: მე: მქნა: იმედის: მდებარე: მითხრა: თუ: წადი: გაიჭერ: ჰქენ: თავი: გარდამდებარე: ძებნე: იგი: ყმა: ცოცხალი: ამ: მკუდარი: ჰპოვო: მდებარე:

103. პირველ: ყმა: ვარ: წასულა: მინდა: პატრონისა: სამსახურად: ჴამს: მეფეთა: ერთგულობა: ყოფა: მართებს: ყმასა: ყმურად: მერმე: ცეცხლი: დაუვსია: აღარა: მწვავს: გულსა: მურად: ჴამს: თუ: კაცი: არ: შეუდრკეს: ჭირს: დახუდეს: მამაცურად:

104. ვართ: უმოყვრესნი: მე: და: შენ: ყოველთა: პატრონყმათასა: ამისთვის: გნუკევ: სმენასა: შენ: ამა: ჩემთა: ჴმათასა: ჩემ: წილ: დაგაგდებ: პატრონად: თავადად: ჩემთა: სპათასა: ამა: საქმესა: ვერა: ვიქ: მე: განდობასა: სხვათასა:

105. ლაშქართა: და: დიდებულთა: ალაშქრებდი: პატრონობდი: დარბაზს: კაცსა: გაგზავნიდი: და: ამბავსა: მათსა: სცნობდი: წიგნსა: სწერდი: ჩემ: მაგიერ: უფასოსა: ძღვენსა: სძღვნობდი: აქა: სადმე: არ: ყოფასა: ჩემსა: მათმცა: რად: აგრძნობდი:

106. ლაშქრობა: და: ნადირობა: შენი: ჩემსა: დაასახე: სპათა: ჩემთა: ეთავადე: საპატრონო: შემინახე: კულა: ნუთუმცა: შემოვბრუნდი: ალვა: ჩემი: არ: დაჭკნა: ხე: აქათ: სამ: წელ: არ: მოვბრუნდე: მიტირე: და: მივაგლახე:

107. მაშინღა: ჰკადრე: მეფესა: არ: საქმე: სასურვალია: აცნობე: ჩემი: სიკუდილი: იყავ: მართ: ვითა: მთურალია: მიხუდა: თქო: საქმე: რომელი: ყოვლთათვის: გარდუვალია: გლახაკთა: მიე: საჭურჭლე: ოქრო: ვერცხლი: და: თვალია:

108. მაშინ: უფრო: მამეჴმარე: ამისგანცა: უფრო: მჴედრე: ნუთუ: ადრე: დამივიწყო: მახსენებდი: ზედა: ზედრე: მეტად: კარგად: დამიურვე: სული: ჩემი: შეივედრე: ზრდანი: ჩემნი: მოიგონე: გული: შენი: მოიმდედრე:

109. რა: შერმადინ: მოისმინა: გაუკვირდა: შეეზარა: თვალთათ: ვითა: მარგალიტი: ცხელი: ცრემლი: გარდმოღვარა: მოახსენა: უშენომან: გულმან: რამცა: გაიხარა: ვიცი: რომე: არ: დასდგები: მაგას: გიშლი: ამად: არა:

110. განა: ქნა: ლომმან: იმედი: დაგედვას: რაცა: მზისადა: მეფისა: ცამდის: მაღლისა: მზისაცა: უფრო: მზისადა: უთქვენოდ: მყოფი: არ: ვარგვარ: არცა: თუ: აქა: ვზი: სადა: მარტოსა: თავი: რად: დაგიც: სავალად: მაგა: გზისადა:

111. ჩემად: ნაცვლად: დაგაგდებო: ესე: სიტყუა: ვით: მიბრძანე: როგორა: ვქნა: პატრონობა: რამც: გიფერე: რამც: გიგვანე: შენ: მარტოსა: გიგონებდე: მემცა: მიწა: ვიაკვანე: სჯობს: ორნივე: გავიპარნეთ: წამოგყვები: წამიტანე:

112. ყმამან: უთხრა: მამისმინე: მართლად: გითხრობ: არა: ჭრელად: რა: მიჯნური: ველთა: რბოდეს: მარტო: უნდა: გასაჭრელად: მარგალიტი: აღარ: მომხუდეს: უსასყიდლოდ: უვაჭრელად: კაცი: ცრუ: და: მოღალატე: ჴამს: ლახურითა: დასაჭრელად:

113. მისი: ცეცხლი: გულსა: ჩემსა: დამწველი: და: მედებია: მას: ერთსაცა: ვერ: გაუტეხ: რაცა: მიიმედებია: შენგან: კიდე: არვინ: მივის: ძმები: არცა: მე: დებია: იმოქმედე: დღეთა: შენთა: რაცა: გიმოქმედებია:

114. ვისმცა: უთხარ: ხვაშიადი: შენგან: კიდე: არვინ: ვარგა: უშენოსა: პატრონობა: ვის: მივანდო: ვინ: ქნას: კარგა: სანაპირო: გაამაგრე: მტერმან: ახლოს: ვერ: იბარგა: კულა: ნუთუმცა: შემოვიქცე: ღ~თმან: სრულად: არ: დამკარგა:

115. განგებაა: სწორად: მოჰკლავს: ერთი: იყოს: თუნდა: ასი: მარტოობა: ვერას: მიზამს: მცავს: თუ: ცისა: ძალთა: დასი: აქათ: სამ: წელ: არ: მოვიდე: მაშინ: გმართებს: გლოვა: ფლასი: წიგნსა: მოგცემ: გმორჩილობდენ: ვინცა: იყოს: ჩემი: ხასი:

წიგნი ავთანდილისა თავის ყმათა თანა:

116. დაწერა: თუ: ჩემნო: ყმანო: დაზრდელნო: და: ზოგნო: ზრდილნო: ერთგულნო: და: მისანდონო: ამაზედან: გამოცდილნო: თქუენ: ჩემისა: საწადლისა: მიდგომილნო: ვითა: ჩრდილნო: წიგნი: ჩემი: მოისმინეთ: ყოვლნო: ერდგან: შემოყრილნო:

117. მიწაცა: თქუენი: ავთანდილ: ისმინეთ: გიწერ: მე: რასა: თვით: ვიქ: ჴელითა: ჩემითა: ამა: წიგნისა: წერასა: ცოტასა: ხანსა: ვარჩივე: გაჭრა: სუმასა: და: მღერასა: პურად: და: საჭმლად: მივენდევ: ჩემსა: მშვილდსა: და: ცერასა: