... (S-4499), XVII ს.

60. როსტან: სიტყუა: ასულისა: მოეწონა: ეკეთაცა: პირი: ჴელით: დაუჭირა: გარდაჰკოცნა: კულა: და: კულაცა: უბრძანა: თუ: დაგმორჩილდე: რაცა: მითხარ: აგრე: ვქნაცა: იგივეა: მჴსნელი: ჩემი: ვინცა: მიწა: გამაკაცა:

61. მოასხნეს: კაცნი: გაგზავნეს: ოთხთავე: ცისა: კიდეთა: უბრძანეს: წადით: პატიჟთა: თავნიმცა: რად: დაჰრიდეთა: მონახეთ: ძებნეთ: იგი: ყმა: სხვად: ნურად: მოიცლიდეთა: მისწერეთ: წიგნი: სადაცა: ვერ: მისწუდეთ: ვერ: მიხვიდეთა:

62. კაცნი: წავიდნეს: იარეს: მათ: ერთი: წელიწადია: მონახეს: ძებნეს: იგი: ყმა: იკითხეს: კულა: და: კულა: დია: ვერცა: თუ: ნახეს: ნახული: ღ~თისაგან: დანაბადია: ცუდად: მაშურალნი: მოვიდნეს: მათსავე: გულსა: ზადია:

63. მონათა: ჰკადრეს: მეფეო: ჩვენ: ჴმელნი: მოვიარენით: მაგრა: ვერ: ვჰპოვეთ: იგი: ყმა: მით: ვერა: გავიხარენით: მისსა: მნახავსა: სულდგმულსა: კაცსა: ვერ: შევეყარენით: ჩვენ: ვერა: გარგეთ: საქმენი: სხვანი: რა: მოიგვარენით:

64. მეფე: ბრძანებს: მართალ: იყო: ასული: და: ჩემი: ძეო: ვნახე: რამე: ეშმაკისა: სიცრუდე: და: სიბილწეო: ჩემად: მტერად: წამოსრული: გარდმოჭრილი: ზეცით: ზეო: გამიშვია: შეჭირვება: არა: მგამა: ყოლა: მეო:

65. ესე: თქვა: და: სიხარულით: თამაშობა: ადიადა: მგოსანი: და: მოშაითი: უჴმეს: პოვეს: რაცა: სადა: დია: გასცა: საბოძვარი: ყუელა: დარბაზს: შემოხადა: მისი: მგზავსი: სიუხვითა: ღმერთმან: სხვამცა: რა: დაბადა:

66. მეფე: დაამდა: ქალისა: სიყტუითა: ლმობიერითა: მაგრა: თინათინ: დაჭმუნდა: გულითა: გონიერითა: სწადდა: შეტყობა: რომლისა: ნახეს: თვალ: ცრემლიერითა: ღონედ: მონახა: ტან: სარო: პირითა: შვენიერითა:

67. ავთანდილ: ჯდა: მარტო: საწოლს: ეცვა: ოდენ: მართ: პერანგი: იმღერდა: და: იხარებდა: წინა: ედგა: ერთი: ჩანგი: ამაზედა: შემოვიდა: თინათინის: მონა: ზანგი: მოახსენა: გიბრძანებსო: ტანი: ალვა: პირი: მანგი:

68. ავთანდილს: მიხუდა: მოსმენა: სიტყუისა: სანატრელისა: ადგა: და: კაბა: ჩაიცვა: მჯობი: ყოვლისა: ჭრელისა: უხარის: ნახვა: ვარდისა: არ: ერდგან: შეუყრელისა: ამოა: ჭურეტა: ტურფისა: სიახლე: საყუარელისა:

69. ავთანდილ: ლაღი: უკადრი: მივა: არვისგან: რცხვენოდა: მას: ნახავს: ვისთა: ვამთაგან: ცრემლი: მრავალჯერ: სდენოდა: იგი: უებრო: ქუშად: ჯდა: ელვისა: მსგავსად: შვენოდა: მთვარესა: მისთა: შუქთაგან: უკუნი: გარდაჰფენოდა:

70. გაცრცვილსა: ტანსა: ემოსნეს: ყარყუმნი: უსაპირონი: ებურნეს: მოშლით: რიდენი: ფასისა: თქმად: საჭირონი: შვენოდეს: შავნი: წამწამნი: გულისა: გასაგმირონი: მას: თეთრსა: ყელსა: ეკიდნეს: გრძლად: თმანი: არ: უხშირონი:

71. მჭმუნვარედ: იყო: მჯდომარე: ძოწეულითა: რიდითა: ავთანდილს: უთხრა: დაჯდომა: წყნარად: ცნობითა: მშვიდითა: მონამან: სელნი: დაუდგნა: დაჯდა: კრძალვით: და: რიდითა: პირის: პირ: პირსა: უჭვრეტდა: სავსე: ლხინითა: დიდითა:

72. ქალმა: უბრძანა: ზარი: მლევს: მე: ამისისა: თხრობისა: მწადდა: არა: თქმა: რომლისა: ღონე: არა: მაქუს: თმობისა: მაგრა: იციცა: მიზეზი: შენისა: აქა: ჴმობისა: რად: ვზი: ქუშად: და: დაღრეჯით: ასრე: მიჴდილი: ცნობისა:

73. ყმამან: ჰკადრა: საზაროსა: ჩემგან: თქმაღა: ვით: იქნების: მზესა: მთვარე: შეეყაროს: დაილევის: დაცაჭკნების: აზრად: არად: აღარად: მცალს: თავი: ჩემი: მეგონების: თქვენვე: ბრძანეთ: რაცა: გიმძიმს: ანუ: რაცა: გეკურნების:

74. გახსოვს: ოდეს: შენ: და: როსტანს: მინდორს: მჴეცი: დაგეჴოცა: ყმა: გენახა: უცხო: ვინმე: რომე: ცრემლი: მოეჴოცა: მას: უკანით: გონებამან: მისმან: ასრე: დამამჴოცა: შენ: გენუკვი: მონახვასა: კიდით: კიდე: მოლაჴო: ცა:

75. აქანამდის: ნაუბარსა: თუცა: ვერას: ვერ: გეტყუია: მაგრა: შორით: სიყუარული: შენგან: ჩემი: შემიტყუია: ვიცი: რომე: გაუწყვეტლად: თვალთა: ღაწვი: გისეტყუია: შეუპყრიხარ: სიყუარულსა: გული: შენი: დაუტყუია:

76. ქალმან: უთხრა: რადცა: მინდი: არ: ეგების: არა: მბობა: პირველ: დაგდებ: სამსახურსა: გაგიჩნდების: ჯომარდობა: ნამუსი: და: ჭკვათა: ხლათვა: ვნახო: შენი: ნაზარდობა: შეჰმობრუნდე: ედემს: მსგავსად: აგიყვავდეს: შენ: ვარდობა:

77. ასრე: გითხრა: სამსახური: ჩემი: გმართებს: ამა: ორად: პირველ: ყმა: ხარ: ჴორციელი: არვინა: გუყავს: შენად: სწორად: მერმე: ჩემი: მიჯნური: ხარ: დასტურია: არ: ნაჭორად: წა: და: იგი: მოყმე: ძებნე: ახლოს: იყოს: თუნდა: შორად:

78. შენგან: ჩემი: სიყვარული: ამით: უფრო: გაამყარე: რომე: დამხსნა: შეჭირვება: ეშმა: ბილწი: ასაპყარე: გულსა: გარე: საიმედო: ია: მორგე: ვარდი: ყარე: მერმე: მოდი: ლომო: მზესა: შეგეყრები: შემეყარე:

79. სამსა: ძებნე: წელიწადსა: იგი: შენი: საძებარი: ჰპოვო: მოდი: გამარჯვებით: მხიარულად: მოუბარი: ვერა: ჰპოვებ: დავიჯერებ: იყო: თურე: უჩინარი: კოკობი: და: დაუფურჭუნელი: ვარდი: დაგხუდე: დაუმჭნარი: