... (H-757), 1671 წ.

158. იგი჻ პირმზე჻ ეუბნების჻ ვერვინ჻ ნახა჻ ნაუბარი მიცემულხარ჻ ჭირსა჻ რასმე჻ ცრემლთა჻ აფრქვევ჻ გულმდუღარი ზოგჯერ჻ შეთად჻ გაიზახი჻ ჰგავს჻ ატყინებს჻ ცეცხლსა჻ ქარი მაჯლიშითა჻ გავიახლოთ჻ ესე჻ სევდა჻ რამე჻ არი

159. უბრძანა჻ შვილო჻ რაზომცა჻ მჭირს჻ საქმე჻ სავაგლახია შენი჻ ჭურეტა჻ და჻ სიახლე჻ ლხინადვე჻ დამისახია მომქარვებილი჻ სევდისა჻ მართ჻ ვითა჻ მუფარახია ვეჭუ჻ რა჻ სცნა჻ შენცა჻ მამართლო჻ ჩემი჻ სულთქმა჻ და჻ ახია

160. უცხოსა჻ და჻ საკვირველსა჻ ყმასა჻ რასმე჻ გარდვეკიდე მისმან჻ შუქმან჻ გაანათლა჻ სამყარო჻ და჻ ჴმელთა჻ კიდე რა჻ უმძიმდა჻ არ჻ ვიცოდით჻ ან჻ ტიროდა჻ ვისთვის჻ კიდე ჩემად჻ ნახუად჻ არ჻ მოვიდა჻ გავგულისდი჻ წავეკიდე

161. მე჻ რა჻ მნახა჻ ცხენსა჻ შეჯდა჻ თვალთა჻ ცრემლნი჻ მოიჴოცნა შესაპყრობლად჻ შეუზახენ჻ სპანი჻ სრულად჻ დამიჴოცნა ვითა჻ ეშმა჻ დამეკარგა჻ არ჻ კაცურად჻ გარდამკოცნა ჯერთცა჻ ესე჻ არა჻ ვიცი჻ ცხადი჻ იყო჻ თუ჻ მეოცნა

162. აწ჻ ესე჻ მიკვირს჻ რა჻ იყო჻ ანუ჻ რა჻ ვნახე჻ დარული მან჻ დამიჴოცნა჻ ლაშქარი჻ ადინა჻ სისხლი჻ ღუარული კაცთა჻ ჴორცისად჻ ვით჻ ითქმის჻ ისრე჻ თუალთაგან჻ ფარული უცილოდ჻ ღმერთსა჻ მოვსძულდი჻ აქამდის჻ მე჻ მხიარული

163. ტკბილნი჻ მისნი჻ წყალობანი჻ ბოლოდ჻ ასრე჻ გამემწარნეს დამავიწყდეს჻ რაცა჻ დღენი჻ მხიარულსა჻ წამეარნეს ყოვლმან჻ პირმან჻ ვაგლახ჻ მიყოს჻ ვეღარავინ჻ მინეტარნეს სადამდისცა჻ დღენი჻ მესხნენ჻ ვეღარამან჻ გამახარნეს

164. ქალმან჻ ჰკადრა჻ მოგახსენებ჻ მე჻ სიტყვასა჻ დანაყბედსა ჰე჻ მეფეო჻ რად჻ ემდურვი჻ ანუ჻ ღმერთსა჻ ანუ჻ ბედსა რად჻ დასწამებ჻ სიმწარესა჻ ყოველთათვის჻ ტკბილად჻ მხედსა ბოროტიმცა჻ რად჻ შეექმნა჻ კეთილისა჻ შემოქმედსა

165. მაგას჻ ნუ჻ ბრძანებ჻ მეფეო჻ ეგე჻ კულა჻ ბედნიერია ყოვლი჻ ქვეყანა჻ შეიპყარ჻ ფერჴთ჻ ქვეშე჻ მოამტუერია მოგჩვენებია჻ გრძნეულად჻ მუხთალი჻ შენი჻ მტერია ეგრე჻ არა჻ ჴამს჻ სიტყვასა჻ გკადრე჻ და჻ დამიჯერია

166. თუ჻ ცუდი჻ რამე჻ გინახავს჻ მაცთური჻ ანუ჻ ქაჯია ამისთვის჻ მეფე჻ რად჻ სჭმუნავ჻ ანუ჻ რად჻ გაგისაჯია სიტკბოსა჻ ნაცულად჻ ღ~თისაგან჻ სიმწარე჻ რად჻ გიაჯია მასვე჻ ევედრე჻ მოასხი჻ ყოვლი჻ მუყრი჻ და჻ აჯია

167. იგი჻ პირმზე჻ მოახსენებს჻ მაგად჻ ნურა჻ გენაღულების კაცი჻ იყო჻ ჴორციელი჻ მოვნახოთ჻ და჻ გამოჩნდების ნუ჻ გიმძიმს჻ და჻ თუარემ჻ შენი჻ სიმძიმილი჻ მე჻ მომხვდების რად჻ დააჭკნობ჻ ყაყაჩოსა჻ უშენობა჻ არა჻ აშუნდების

168. მე჻ ამას჻ ვარჩევ჻ მეფე჻ ხარ჻ მეფეთა჻ ზედა჻ მფლობელი შორს჻ არის჻ თქუენი჻ საზღუარი჻ ბრძანებამიუთხრობელი გაგზავნე჻ კაცი჻ ყოველგნით჻ მისთა჻ ამბავთა჻ მცნობელი ადრე჻ სცნობ჻ არის჻ იგი჻ ყმა჻ შობილი჻ თუ჻ უშობელი

169. თუ჻ ყოფილა჻ იგი჻ მოყმე჻ ჴორციელი჻ ჴმელთა჻ მვლელად მას჻ ნახვიდა჻ სხუაცა჻ ვინმე჻ გამოჩნდების჻ მასწავლელად თუ჻ არ჻ ეშმა჻ გჩვენებია჻ ლხინთა჻ შენთა჻ შემცულელ჻ მშლელად სევდისაგან჻ მოიცალეთ჻ რად჻ შექნილხართ჻ მოუცლელად

170. არას჻ გუარგებს჻ სიმძიმილი჻ უსარგებლოდ჻ ცრემლთა჻ ღურიდეთ თუ჻ გავიჭრათ჻ საძებარად჻ მოვიაროთ჻ კიდითკიდეთ სჯობს჻ რომ჻ მასვე჻ შემოქმედსა჻ ვეაჯნეთ჻ და჻ დავმორჩილდეთ კლიტე჻ გაოსენ჻ მაჯლიშისა჻ ლხინი჻ ლხინსა჻ ჩამოჰკიდეთ

171. როსტან჻ სიტყვა჻ ასულისა჻ მოეწონა჻ ეკეთაცა პირი჻ ჴელით჻ დაუჭირა჻ გარდაჰკოცნა჻ კვლა჻ და჻ კვლაცა უბრძანა჻ თუ჻ დაგმორჩილდე჻ რაცა჻ მითხარ჻ აგრე჻ ვქნაცა იგივეა჻ მჴსნელი჻ ჩემი჻ ვინცა჻ მიწა჻ გამაკაცა

172. მოასხნეს჻ კაცნი჻ გაგზავნეს჻ ოთხთავე჻ ცისა჻ კიდეთა უბრძანეს჻ წადით჻ პატიჟთა჻ თავიმცა჻ რად჻ დაჰრიდეთა მონახეთ჻ ძებნეთ჻ იგი჻ ყმა჻ სხუად჻ ნურად჻ მოიცლიდეთა მისწერეთ჻ წიგნი჻ სადაცა჻ ვერ჻ მისწუდეთ჻ ვერ჻ მიხვიდეთა

173. კაცნი჻ წავიდეს჻ იარეს჻ მათ჻ ერთი჻ წელიწადია მონახეს჻ ძებნეს჻ იგი჻ ყმა჻ იკითხეს჻ კულა჻ და჻ კულა჻ დია ვერცა჻ თუ჻ ნახეს჻ ნახული჻ ღთისაგან჻ დანაბადია ცუდად჻ მაშურალნი჻ მოვიდეს჻ მათსავე჻ გულსა჻ ზადია

174. მონათა჻ ჰკადრეს჻ მეფეო჻ ჩუენ჻ ჴმელნი჻ მოვიარენით მაგრა჻ ვერ჻ ვჰპოვეთ჻ იგი჻ ყმა჻ მით჻ ვერა჻ გავიხარენით მისსა჻ მნახავსა჻ სულდგმულსა჻ კაცსა჻ ვერ჻ შევეყარენით ჩუენ჻ ვერა჻ გარგეთ჻ საქმენი჻ სხუანი჻ რა჻ მოიგვარენით

175. მეფე჻ ბრძანებს჻ მართალ჻ იყო჻ ასული჻ და჻ ჩემი჻ ძეო ვნახე჻ რამე჻ ეშმაკისა჻ სიცრუდე჻ და჻ სიბილწეო ჩემად჻ მტერად჻ წამოსრული჻ გარდმოჭრილი჻ ზეცით჻ ზეო გამიშვია჻ შეჭირვება჻ არა჻ მგამა჻ ყოლა჻ მეო

176. ესე჻ თქვა჻ და჻ სიხარულით჻ თამაშობა჻ ადიადა მგოსანი჻ და჻ მოშაითი჻ უჴმეს჻ პოვეს჻ რაცა჻ სადა დია჻ გასცა჻ საბოძვარი჻ ყველა჻ დარბაზს჻ შემოხადა მისი჻ მსგავსი჻ სიუხვითა჻ ღმერთმან჻ სხვამცა჻ რა჻ დაბადა

177. მეფე჻ ადგა჻ მუჴლ჻ მოყრილმან჻ შემოქმედსა჻ თაყუანისცა მრავალ჻ გუარი჻ სასუმელები჻ მეღვინეთა჻ ჴელთა჻ მისცა მუჴლმოყრილნი჻ ვადიდებდეთ჻ დაგვაჯერნა჻ რაცა჻ ვისცა ამად჻ ნურას჻ ვეაჯებით჻ შეგუაცილოს჻ სხუასა჻ ვისმცა