... (H-757), 1671 წ.

138. რა჻ ყმამან჻ ნახნა჻ მონანი჻ ტირილსა჻ მისცა჻ ჴუესია არ჻ გაიკითხვენ჻ მიჯნურსა჻ არაბთა჻ შიგან჻ წესია მას჻ ოელთა჻ ჰქონდა჻ მათრახი჻ მკლავისა჻ მუნ჻ უსქესია ესრე჻ დაფრიწა჻ თავები჻ მკვდართ჻ შიგან჻ დანაწესია

139. მონათა჻ ჴელი჻ გამართეს჻ მის჻ ყმისა჻ შესაპყრობელად მან჻ იგინი჻ გლახ჻ დაჴადნა჻ მტერთაცა჻ საწყალობელად ჰკრნა჻ ერთმანერთსა჻ დაჴოცნა჻ თავსა჻ ჴელაუპყრობელად ზოგსა჻ გადაჰკრის჻ მათრაჴი჻ მკერდამდის჻ გასაპობელად

140. შეუპყრივარ჻ კაეშანსა჻ რადღა჻ გამჴსნი჻ მისგან჻ კრულსა ესე჻ მონა჻ დაგვიჴოცე჻ მოგაბარებ჻ ამათს჻ სულსა სრულად჻ სპანი჻ მომიზახნე჻ ვერა჻ მნახავ჻ დაჭირულსა მიჯნური჻ ვარ჻ გამირისხდი჻ მე჻ გატკივებ჻ ამით჻ გულსა

141. მეფე჻ გაწყრა჻ გაგულისდა჻ მონანიცა჻ შეუზახნა მან჻ მდევართა჻ მიწევნამდის჻ არ჻ უჭურიტა჻ არცა჻ ნახნა რაზომნიცა჻ მიეწივნეს჻ ყოვლნი჻ მკვდართა჻ დაასახნა კაცნი჻ კაცსა჻ შემოსტყორცნა჻ როსტან჻ ამად჻ ივაგლახნა

142. ვისთვის჻ ხელი჻ გამოჭრილვარ჻ მასვე჻ მზესა჻ თაყუანის჻ ვსცე რამ჻ დამბადა჻ მუნით჻ ვეძებ჻ სად჻ მისწუთების჻ მისი჻ სივრცე ჩემი჻ მდევნი჻ ნიანგნიცა჻ იყოს჻ იგიც჻ ჭირსა჻ მივსცე სხუამან჻ ფიფქმან჻ ვერ჻ დამაზროს჻ მის჻ მზისა჻ მზე჻ დავიფიცე

143. შესხდეს჻ მეფე჻ და჻ ავთანდილ჻ მის჻ ყმისა჻ მისაწეველად იგი჻ ლაღი჻ და჻ უკადრი჻ მივა჻ ტანისა჻ მრხეველად ტაიჭი჻ მიუქს჻ მერანსა჻ მიეფინების჻ მზე჻ ველად შეიგნა჻ მისულა჻ მეფისა჻ მისად჻ უკანა჻ მდეველად

144. მეფე჻ შეჯდა჻ გაეკიდა჻ რა჻ კაცია჻ სადაური჻ მან჻ ცნა჻ ფიცხლად჻ გარდაეგო჻ მეფეაო჻ აქა჻ მდგური ვერ჻ შეიპყრობთ჻ მიჯნურია჻ კაეშანთა჻ ატვირთური ეძებს჻ რასმე჻ იარების჻ მაშრიყს჻ მივა჻ მაღრიბური

145. რა჻ ცნა჻ მეფე჻ მოვიდაო჻ ჰკრა჻ მათრაჴი჻ მისსა჻ ცხენსა მასვე჻ წამსა჻ დაიკარგა჻ არ჻ უნახავს჻ თვალსა჻ ჩუენსა ჰგუანდა჻ ქუესკნელს჻ ჩაძრომილსა჻ ანუ჻ ზეცად჻ ანაფრენსა ეძებდეს჻ და჻ ვერ჻ ჰპოებდეს჻ კვალსა჻ მისგან჻ წანარბენსა

146. ვერ჻ შეიპყრეს჻ შემობრუნდეს჻ არ჻ მიეცნეს჻ სიამესა აგრე჻ მისსა჻ გაფრენასა჻ ყოვლნი჻ არსნი჻ გაჰკვირდესა მეფე჻ წყრების჻ არ჻ მიუშვებს჻ კაცსა჻ მისსა჻ სიახლესა იგი჻ ლხინი჻ გაგუემწარნეს჻ შეჭირვება჻ მოგუცა჻ დღესა

147. კვალი჻ ძებნეს჻ და჻ უკვირდათ჻ ვერ჻ პოვნა჻ ნაკვალევისა აგრე჻ კვალწმიდად჻ წაჴდომა჻ კაცისა჻ ვითა჻ დევისა ლაშქარნი჻ მკვდართა჻ სტიროდეს჻ სწრაფა჻ აქუს჻ წყლულთა჻ ხევისა მეფემან჻ ბრძანა჻ ვნახეო჻ მიზეზი჻ ლხინთა჻ ლევისა

148. ბრძანა჻ ღმერთსა჻ მოეწყინა჻ აქანამდის჻ ჩემი჻ შუება ამად჻ მიყო჻ სიამისა჻ სიმწარითა჻ დანაღულება სიკვდილამდის჻ დამაწყლულა჻ ვერვის჻ ძალუც჻ განკურნება მასვე჻ მადლი჻ ესე჻ იყო჻ წადილი჻ და჻ მისი჻ ნება

149. ესე჻ თქუა჻ და჻ შემობრუნდა჻ დაღრეჯილი჻ წამოვიდა არცა჻ ჰკრაღა჻ ასპარეზსა჻ ვამი჻ ვამსა჻ მოურთვიდა ყველაკაი჻ მოიშალა჻ სადაცა჻ ვინ჻ მჴეცთა჻ სრვიდა ზოგთა჻ თქვეს჻ თუ჻ მართალია჻ ზოგი჻ ღმერთო჻ უზრახვიდა

150. მეფე჻ საწოლს჻ შემოვიდა჻ სევდიანი჻ დაღრეჯილი მისგან჻ კიდევ჻ არვინ჻ შეჰყვა჻ ავთანდილ჻ უჩს჻ ვითა჻ შვილი ყველაკაი჻ გაიყარა჻ ჯალაბი჻ ჩანს჻ არ჻ დაჯრილი გაბედითდა჻ სიხარული჻ ჩაღანა჻ და჻ ჩანგი჻ ტკბილი

151. თინათინს჻ ესმა჻ მამისა჻ ეგეთი჻ დაღრეჯილობა ადგა჻ და჻ კარსა჻ მივიდა჻ ჰქონდა჻ მზისაცა჻ ცილობა მოლარე჻ იჴმო჻ უბრძანა჻ ძილია჻ თუ჻ უძილობა მან჻ მოახსენა჻ დაღრეჯით჻ ზის჻ სჭირსო჻ ფერშეცულილობა

152. ერთია჻ ახლავს჻ ავთანდილ჻ წინაშე჻ უზის჻ სკამითა უცხო჻ ყმა჻ ვინმე჻ უნახავს჻ ასრე჻ დაღრეჯით჻ ამითა თინათინ჻ ბრძანა჻ აწ჻ წავალ჻ შესლვა჻ არ჻ ჩემგან჻ ჟამითა მიკითხოს჻ ჰკადრე჻ იყოთქო჻ აქა჻ ერთითა჻ წამითა

153. ავთანდილცა჻ შეუზარდა჻ და჻ თხრობასა჻ დაუპირდა ნუ჻ იჭირვით჻ მოახსენა჻ ჴელმწიფესა჻ გაუკვირდა მუხთალია჻ ეს჻ სოფელი჻ შურს჻ და჻ ლხინი჻ დაგვიძუირდა მისსა჻ მზესა჻ შეუთუალა჻ ჴელმწიფესა჻ რაცა჻ სჭირდა

154. ხანი჻ გამოჰხდა჻ იკითხა჻ ნეტარ჻ რასა჻ იქს჻ ქალიო ჩემი჻ ლხინი჻ და჻ ჯავარი჻ ჩემი჻ სოფლისა჻ წყალიო მოლარე჻ ჰკადრებს჻ მოვიდა჻ აწყაღა჻ ფერნამკრთალიო დაღრეჯით჻ გცნა჻ და჻ მიბრუნდა჻ წინაშე჻ მომავალიო

155. უბრძანა჻ თუ჻ წადი჻ უჴმე჻ უმისობა჻ ვით჻ გავძლეო მოახსენე჻ რად჻ დაბრუნდი჻ შენ჻ მამისა჻ სიცოცხლეო მოდი჻ ჭმუნვა჻ გამიქარვე჻ გულსა჻ წყლულსა჻ მეწამლეო გითხრა჻ ჩემი჻ სამიზეზო჻ მე჻ თუ჻ ლხინთა჻ რად჻ დავლეო

156. თინათინ჻ ადგა჻ მივიდა჻ მიჰყუა჻ მამისა჻ ნებასა უგავს჻ პირისა჻ სინათლე჻ მთვარისა჻ მოვანებასა მამამან჻ გვერდსა჻ დაისუა჻ აკოცა჻ ნებანებასა უბრძანა჻ მახლავ჻ რად჻ არა჻ რად჻ მელი჻ მოყვანებასა

157. ქალმან჻ ჰკადრა჻ ჴელმწიფეო჻ დაღრეჯილსა჻ ვინცა჻ გცნობდეს ვინმცა჻ გნახა჻ კადნიერად჻ რაზომ჻ გინდა჻ ამაყობდეს თქვენი჻ აგრე჻ დაღრეჯანი჻ მნათობთაცა჻ დაამჴობდეს კაცმან჻ საქმე჻ მოიგუაროს჻ ვეჭუ჻ ჭმუნვასა჻ ესე჻ სჯობდეს