... (H-757), 1671 წ.

296. უთხრა჻ თუძმანო჻ ვარ჻ ვინმე჻ ღარიბი჻ უადგილოსა მე჻ იმა჻ ყმისა჻ საძებრად჻ მოვჰშორდი჻ საგაზრდილოსა აწ჻ თქვენგან჻ მივხუდი჻ საქმესა჻ ყოლა჻ არსაადვილოსა ღმერთიმცა჻ ნურას჻ ნუღარ჻ იქს჻ თქუენსა჻ დასაღრეჯილოსა

297. ვითა჻ მე჻ მივხუდი჻ წადილსა჻ ჩემის჻ გულისა჻ ნებასა აგრემცა჻ ღმერთი჻ ნურას჻ იქს჻ ძმისა჻ თქუენისა჻ ვნებასა უჩვენა჻ მისი჻ სადგომი჻ მიდითო჻ ნებანებასა ჩრდილსა჻ გარდასვით჻ მაშურალნი჻ მიეცით჻ მოსვენებასა

298. ესე჻ უთხრა჻ და჻ წავიდა჻ ცხენი჻ გაქუსლა჻ დეზითა ვითა჻ გავაზი჻ გაფრინდა჻ არ჻ გაშვებული჻ ხეზითა ან჻ მთუარე჻ მზისა჻ შემყრელი჻ მზე჻ სინათლითა჻ ზეზითა დაივსო჻ ცეცხლი჻ შემწველი჻ მისითა჻ მან჻ მიზეზითა

299. მიეწურა჻ იგონებდა჻ ახლოს჻ შეყრა჻ ვითა჻ აგოს საუბარმან჻ უმეცარმან჻ შმაგი჻ უფრო჻ გააშმაგოს ჴამს჻ თუ჻ კაცმან჻ გონიერმან჻ ძნელი჻ საქმე჻ გამოაგოს არ჻ სიწყნარე჻ გონებისა჻ მოიძულოს჻ მოიძაგოს

300. რადგან჻ ისი჻ არის჻ რადმე჻ უცნობოდ჻ და჻ ისრე჻ რეტად რომე჻ კაცსა჻ არ჻ მიუშვებს჻ საუბრად჻ და჻ მისად჻ ჭურეტად მივეწევი჻ შევიყრებით჻ ერთმანერთის჻ ცემაჟლეტად ანუ჻ მოვჰკლავ჻ ანუ჻ მომკლავ჻ დაიმალვის჻ მეტისმეტად

301. აწ჻ იმა჻ ყმისა჻ საკრავად჻ ჴრმალსაცა჻ ვით჻ მიჰყევ჻ ნები არ჻ მოვჰკლავ჻ არცა჻ მოვჰკვდები჻ არ჻ ვავნებ჻ არცა჻ ვევნები შორით჻ თვალითა჻ მივსწურავ჻ უკანა჻ დავედევნები჻ იარეს჻ გავლეს჻ მრავალი჻ მინდორი჻ შამბნარჴევნები

302. გარდაჴდა჻ და჻ თაყვანის჻ სცა჻ ახსენა჻ ღ~თისა჻ სახენი შენ჻ გმონებს჻ ყოვლი჻ ქვეყან჻ ყოველნი჻ მონა჻ სახენი შენგან჻ მიხუდების჻ წადილსა჻ უღონო჻ მოვაგლახენი ავთანდილ჻ გეძებ჻ სიცოცხლე჻ შენთუის჻ ლახვართა჻ ვახენი

303. ავთანდილ჻ იტყვის჻ ეზომნი჻ ჭირნიმცა჻ რად჻ ვაცუდენი რაცაღა჻ არის჻ არ჻ არის჻ თუმცა჻ არ჻ ედგნეს჻ ბუდენი სადაცა჻ მივა჻ მივიდეს჻ რამცა჻ მოვლიდეს჻ ზღუდენი მუნაღა჻ ვძებნნე჻ ღონენი჻ ჩემნი჻ არ჻ დასამრუდენი

304. წინაუკანა჻ იარეს჻ ორნი჻ დღენი჻ და჻ ღამენი დღისით჻ და჻ ღამით჻ მაშურალნი჻ არ჻ საჭამადთა჻ მჭამენი არსადა჻ ხანი჻ არ჻ დაყვეს჻ ერთნი჻ თუალისა჻ წამენი მათ჻ თუალთა჻ ცრემლნი჻ სდიოდეს჻ მინდორთა჻ მოსალამენი

305. დღისით჻ ვლეს჻ და჻ საღამოჟამ჻ გამოუჩნდეს჻ დიდნი჻ კლდენი კლდეთა჻ შიგან჻ ქვაბნი჻ იყვნეს჻ პირსა჻ წყალი჻ ჩანადენი წყლისა჻ პირსა჻ არ჻ ითქმოდა჻ შამბი჻ იყო჻ თუ჻ რასდენი ხე჻ დიდრუან჻ თვალუცდომი჻ მაღლა჻ კლდემდის჻ ანაყრდენი

306. დადგა჻ უჭვრეტს჻ ალვის჻ შტოსა჻ ანძრევს჻ გარე჻ ჰქონდა჻ ყელსა ავთანდილს჻ ჰკვირს჻ ეგრე჻ ვითა჻ გაანათებს჻ მზეებრ჻ ველსა პირად჻ მზესა჻ გულად჻ ლომსა჻ ტანად჻ შეჰგავს჻ სარო჻ მზრდელსა მოიგონებს჻ გულამოსკვნით჻ მასვე჻ მისსა჻ საგონელსა

307. მან჻ ყმამან჻ ქვაბსა჻ მიმართა჻ განვლნა჻ წყალნი჻ და჻ კლდენია ავთანდილ჻ ცხენსა჻ გარდაჴდა჻ მონახნა჻ დიდნი჻ ხენია მას჻ ზედა჻ ჭურეტად჻ გავიდა჻ ძირსა჻ დააბა჻ ცხენია მუნით჻ უჭურეტდა჻ იგი჻ ყმა჻ მივა჻ ცრემლმინადენია

308. რა჻ ტყენი჻ გავლნა჻ მან჻ ყმამან჻ მოსილმან჻ ვეფხის჻ ტყავითა ქვაბისა჻ კარსა჻ გამოდგა჻ ქალი჻ ჯუბითა჻ შავითა ატირდა჻ მაღლად჻ ცრემლითა჻ ზღუათაცა჻ შესართავითა იგი჻ ყმა჻ ცხენსა჻ გარდაჴდა჻ ყელსა჻ მოეჭდო჻ მკლავითა

309. ყმამან჻ უთხრა჻ დავო჻ ასმათ჻ ჴიდნი჻ ზღუასა჻ ჩაგვიცვივდეს ვეღარ჻ მივხუდით჻ ჟამიერად჻ ჩვენ჻ ვისიცა჻ ცეცხლნი჻ გვწუიდეს ესე჻ თქვა჻ და჻ მკერდსა჻ ჴელნი჻ იკრნა჻ ცრემლნი჻ გარდმოსცვივდეს ქალი჻ შებნდა჻ მოეხუია჻ ერთმანერთსა჻ სისხლით჻ სწუიმდეს

310. იგი჻ ტევრი჻ გაეჴშირა჻ დანაგლეჯსა჻ მათსა჻ თმასა ერთმანერთსა჻ ეხვეოდეს჻ ყმა჻ ქალსა჻ და჻ ქალი჻ ყმასა იზახდიან჻ მოთქმიდიან჻ ჴმას჻ სცემდიან჻ კლდენი჻ ჴმასა ავთანდილ჻ სჭურეტს჻ გაკვირვებით჻ მათსა჻ ეგრე჻ ქცევაზმასა

311. სული჻ დაიღო჻ მან჻ ქალმან჻ დასთმო჻ გულისა჻ წყლულობა ქვაბს჻ შეიყვანა჻ ტაიჭი჻ მოჰჴადა჻ აკაზმულობა მას჻ ყმასა჻ შეჰჴსნა჻ შეიღო჻ აბჯრისა჻ წელმორტყმულობა შინა჻ შევიდეს჻ მას჻ დღესა჻ გარდაოდა჻ გამოსრულობა

312. ავთანდილს჻ უკვირს჻ ამბავი჻ ისი჻ თუ჻ ვცნაო჻ მე჻ რითა გათენდა჻ ქალი჻ გამოდგა჻ მოსილი჻ მითვე჻ ფერითა შავსა჻ აუდვა჻ ლაგამი჻ სწმენდდა჻ რიდისა჻ წვერითა შეჰკაზმა჻ მოაქვს჻ აბჯარი჻ წყნარად჻ არ჻ რამე჻ ჩხერითა

313. მის჻ მოყმისა჻ წესი჻ იყო჻ მეტსა჻ თურე჻ არას჻ ვეჯდა ქალი჻ ტირს჻ და჻ მკერდსა჻ იცემს჻ თმისა჻ ტევრსა჻ გაიგლეჯდა ერთმანერთსა჻ მოეხუივნეს჻ აკოცა჻ და჻ ცხენსა჻ შეჯდა ასმათ჻ ისრე჻ დაღრეჯილი჻ კვლა჻ უფრორე჻ დაიღრეჯდა

314. ავთანდილ჻ ახლოს჻ კვლა჻ ნახა჻ სახე჻ მისივე჻ კაცისა ულვაშაშლილი჻ წუერგამო჻ ნუ჻ თუ჻ მზეაო჻ თქუა჻ ცისა ეყნოსა჻ სული჻ ალვისა჻ ქართაგან჻ მონატაცისა ასრე჻ უჩს჻ მოკლვა჻ ლომისა჻ მართ჻ ვითა჻ ლომსა჻ ვაცისა

315. მასვე჻ გზასა჻ წამოვიდა჻ რომე჻ გუშინ჻ შეეარა შამბი჻ გავლო჻ გაეშორა჻ თავი჻ მინდორს჻ გააგარა ავთანდილ჻ სჭურეტს჻ გაკვირვებით჻ მალვით჻ ხესა჻ მოეფარა თქუა჻ თუ჻ ღმერთმან჻ ესე჻ საქმე჻ მეტად჻ კარგად჻ მომიგვარა