... (H-757), 1671 წ.

178. ავთანდილ჻ ჯდა჻ მარტო჻ საწოლს჻ ეცვა჻ ოდენ჻ მას჻ პერანგი იმღერდა჻ და჻ იხარებდა჻ წინა჻ ედგა჻ ერთი჻ ჩანგი შემოვიდა჻ მის჻ წინაშე჻ თინათინის჻ მონა჻ ზანგი მოახსენა჻ გიბრძანებსო჻ ტანი჻ ალვა჻ პირი჻ მანგი

179. ჩანგსა჻ ჰკრავს჻ პირმზე჻ ავთანდილ჻ საწოლს჻ ზის჻ პერანგოსანი იგ჻ ხელობს჻ ვითა჻ ბულბულივარდზე჻ მღერს჻ ვითა჻ მგოსანი მას჻ ტანსა჻ მჴნესა჻ ჩაიცვა჻ ტურფა჻ რამ჻ შესამოსანი იგ჻ შეყრად჻ მზესა჻ პატიჯობს჻ ზანგი჻ პირშავი჻ თმოსანი

180. ავთანდილს჻ მიხუდა჻ მოსმენა჻ საქმისა჻ სანატრელისა ადგა჻ და჻ კაბა჻ ჩაიცვა჻ მჯობი჻ ყოვლისა჻ ჭრელისა უხარის჻ ნახუა჻ ვარდისა჻ არ჻ ერთგან჻ შეუყრელისა ამოა჻ ჭურეტა჻ ტურფისა჻ სიახლე჻ საყვარელისა

181. ავთანდილ჻ ლაღი჻ უკადრი჻ მივა჻ არვისგან჻ ჰრცხვენოდა მას჻ ნახავს჻ ვისთა჻ ვამთაგან჻ ცრემლი჻ მრავალჯერ჻ სდენოდა იგი჻ უებრო჻ ქუშად჻ ჯდა჻ ელვისა჻ მსგავსად჻ ჰშვენოდა მთუარესა჻ მისთა჻ შუქთაგან჻ უკუნი჻ გარდაჰფენოდა

182. გაძრცულისა჻ ტანსა჻ ემოსნეს჻ ყარყუმნი჻ უსაპირონი ებურნეს჻ მოშლით჻ რიდენი჻ ფასისა჻ თქმად჻ საჭირონი შუენოდეს჻ შავნი჻ წამწამნი჻ გულისა჻ გასაგუმირონი მას჻ თეთრსა჻ ყელსა჻ ეკიდნეს჻ გრძლად჻ თმანი჻ არ჻ უჴშირონი

183. დაღრეჯით჻ იყო჻ მჯდომარე჻ ძოწეულითა჻ რიდითა ავთანდილს჻ უთხრა჻ დაჯდომა჻ წყნარად჻ ცნობითა჻ მშუიდითა მონამან჻ სელნი჻ დაუდგნა჻ დაჯდა჻ კრძალვით჻ და჻ რიდითა პირისპირ჻ პირსა჻ უჭვრეტდა჻ სავსე჻ ლხინითა჻ დიდითა

184. ქალმა჻ უბრძანა჻ ზარი჻ მლევს჻ მე჻ ამისისა჻ თხრობისა მწადდა჻ არა჻ თქუმა჻ რომლისა჻ ღონე჻ არა჻ მაქუს჻ თმობისა მაგრა჻ იციცა჻ მიზეზი჻ შენისა჻ აქა჻ ჴმობისა რად჻ ვზი჻ ქუშად჻ და჻ დაღრეჯით჻ ასრე჻ მიჴდილი჻ ცნობისა

185. ყმამან჻ ჰკადრა჻ საზაროსა჻ ჩემგან჻ თქუმაღა჻ ვით჻ იქნების მზესა჻ მთუარე჻ შეეყაროს჻ დაილევის჻ დაცაჭკნების აზრად჻ არად჻ აღარა჻ მცალს჻ თავი჻ ჩემი჻ მეგონების თქვენვე჻ ბრძანეთ჻ რაცა჻ გიმძიმს჻ ანუ჻ რაცა჻ გეკურნების

186. ქალმან჻ უთხრა჻ საუბარი჻ კეკლუცსიტყვად჻ არ჻ დუხჭირად იტყვის჻ თუცა჻ აქანამდის჻ ჩემგან჻ შორს჻ ხარ჻ დანამჭირად გიკვირს჻ მოგხვდა჻ წამის჻ ყოფად჻ საქმე჻ შენგან჻ დასაჭვი჻ რად მაგრა჻ გითხრა჻ პირველ჻ ხვალმე჻ სენი჻ მე჻ მჭირს჻ რაცა჻ ჭირად

187. გახსოვს჻ ოდეს჻ შენ჻ და჻ როსტანს჻ მინდორს჻ მჴეცი჻ დაგეჴოცა ყმა჻ გენახა჻ უცხო჻ ვინმე჻ რომე჻ ცრემლი჻ მოეჴოცა მას჻ უკანით჻ გონებამან჻ მისმან჻ ასრე჻ დამამჴოცა შენ჻ გენუკვი჻ მონახვასა჻ კიდით჻ კიდე჻ მოლაჴო჻ ცა

188. აქანამდის჻ ნაუბარსა჻ თუცა჻ ვერას჻ ვერ჻ გეტყუია მაგრა჻ შორით჻ სიყუარული჻ შენგან჻ ჩემი჻ შემიტყუია ვიცი჻ რომე჻ გაუწყვეტლად჻ თვალთათ჻ ღაწუი჻ გისეტყუია შეუპყრიხარ჻ სიყვარულსა჻ გული჻ შენი჻ დაუტყუია

189. ქალმან჻ უთხრა჻ რადცა჻ მინდი჻ არ჻ ეგების჻ არა჻ მბობა პირველ჻ დაგდებ჻ სამსახურსა჻ გაგიჩნდების჻ ჯომარდობა ნამუსი჻ და჻ ჭკვათა჻ ხლათვა჻ ვნახო჻ შენი჻ ნაზარდობა შეჰმობრუნდე჻ ედემს჻ მსგავსად჻ აგიყვავდეს჻ შენ჻ ვარდობა

190. ასრე჻ გითხრა჻ სამსახური჻ ჩემი჻ გმართებს჻ ამა჻ ორად პირველ჻ ყმა჻ ხარ჻ ჴორციელი჻ არვინა჻ გუყავს჻ შენად჻ სწორად მერმე჻ ჩემი჻ მიჯნური჻ ხარ჻ დასტურია჻ არ჻ ნაჭორად წა჻ და჻ იგი჻ მოყმე჻ ძებნე჻ ახლოს჻ იყოს჻ თუნდა჻ შორად

191. იგი჻ კაცი჻ შვენიერი჻ ჴმელთა჻ იყოს჻ გნუკევ჻ პოვნად კიდით჻ კიდე჻ მოიარე჻ ამაყურად჻ შეუპოვნად მზისა჻ შუქი჻ მოგეფინოს჻ ვერ჻ ვინ჻ ჴელყოს჻ დასათოვნად ცან჻ მის჻ ყმისა჻ ყოფა჻ სადმე჻ ფიცხლად჻ მოდი჻ დაუყოვნად

192. შენგან჻ ჩემი჻ სიყვარული჻ ამით჻ უფრო჻ გაამყარე რომე჻ დამჴსნა჻ შეჭირვება჻ ეშმა჻ ბილწი჻ ასაპყარე გულსა჻ გარე჻ საიმედო჻ ია჻ მორგე჻ ვარდი჻ ყარე მერმე჻ მოდი჻ ლომო჻ მზესა჻ შეგეყრები჻ შემეყარე

193. სამსა჻ ძებნე჻ წელიწადსა჻ იგი჻ შენი჻ საძებარი ჰპოვო჻ მოდი჻ გამარჯვებით჻ მხიარულად჻ მოუბარი ვერა჻ ჰპოებ჻ დავიჯერებ჻ იყო჻ თურე჻ უჩინარი კოკობი჻ და჻ უფურჭუნელი჻ ვარდი჻ დაგხვდე჻ დაუმჭნარი

194. ფიცით჻ გითხრობ჻ შენგან჻ კიდე჻ თუ჻ შევირთო჻ რაცა჻ ქმარი მზეცა჻ მომხვდეს჻ ჴორციელი჻ ჩემთუის჻ კაცად჻ შენაქმარი სრულად჻ მოვსწყდე჻ სამოთხესა჻ ქვესკნელს჻ ვიყო჻ დასანთქმარი შენი჻ მკლვიდეს჻ სიყვარული჻ გულსა჻ დანა჻ ასაქმარი

195. მოახსენა჻ ყმამან჻ მზეო჻ ვინ჻ გიშერი჻ აწამწამე სხუა჻ პასუხი჻ რამცა჻ გკადრე჻ ანუ჻ რამცა჻ შევიწამე მე჻ სიკვდილსა჻ მოველოდი჻ შენ჻ სიცოცხლე჻ გამიწამე ვითა჻ მონა჻ სამსახურად჻ გაღანამცა჻ წავე჻ წა჻ მე

196. კვლაცა჻ ჰკადრა჻ აჰა჻ მზეო჻ ღმერთმან჻ რადგან჻ მზედ჻ დაგბადა მით჻ გმორჩილობს჻ ზეციერი჻ მნათობია჻ რაცა჻ სადა მე჻ რომ჻ თქვენგან჻ მოვისმინე჻ წყალობანი჻ მედიადა ვარდი჻ ჩემი჻ არ჻ დაჭნების჻ შუქი჻ შენი჻ იეფადა

197. თავი჻ ჩემი჻ სამსახურად჻ შენად჻ რადმცა჻ შევიწყალე არასათვის჻ არ჻ დავდგები჻ უსაცილოდ჻ წავალ჻ ხვალე გული჻ ფერი჻ ლაჟვარდისა჻ გავაწითლე჻ გავალალე სიცოცხლისა჻ უკეთესი჻ რა჻ მიბოძე჻ რამც჻ ვივალე