... (H-757), 1671 წ.

237. მიწაცა჻ თქვენი჻ ავთანდილ჻ ისმინეთ჻ გიწერ჻ მე჻ რასა თუით჻ ვიქ჻ ჴელითა჻ ჩემითა჻ ამა჻ წიგნისა჻ წერასა ცოტასა჻ ხანსა჻ ვარჩივე჻ გაჭრა჻ სუმასა჻ და჻ მღერასა პურად჻ და჻ საჭმლად჻ მივენდე჻ ჩემსა჻ მშვილდსა჻ და჻ ცერასა

238. საქმე჻ რამე჻ მიც჻ თავისა჻ ზე჻ სადმე჻ გარდსახუეწელი დავჰყო჻ მარტო჻ და჻ ღარიბად჻ ესე჻ წლეული჻ მე჻ წელი გემუდარები჻ ამისთუის჻ ვარ჻ თქუენი჻ შემომხვეწელი მე჻ დამახუედროთ჻ სამეფო჻ მტერთაგან჻ დაულეწელი

239. მე჻ შერმადინ჻ დამიგდია჻ ჩემად჻ კერძად჻ პატრონობდეს სიკვდილსა჻ და჻ სიცოცხლესა჻ სადამდისცა჻ ჩემსა჻ სცნობდეს ყოვლთა჻ მზეებრ჻ მოგეფინოს჻ ვარდს჻ სადმე჻ არ჻ აჭნობდეს შემცოდესა჻ ყველაკასა჻ ვითა჻ ცვილსა჻ დაადნობდეს

240. თქვენცა჻ იცით჻ გამიზრდია჻ ვითა჻ ძმა჻ და჻ ვითა჻ შვილი ამას჻ ასრე჻ ჰმორჩილობდით჻ არის჻ ვითამც჻ ავთანდილი ბუკსა჻ იკრას჻ აქნევინეთ჻ ყოვლი჻ საქმე჻ ჩემგან჻ ქნილი მე჻ თუ჻ დრომდის჻ არ჻ მოვიდე჻ გლოვა჻ გმართებს჻ არ჻ სიცილი

241. ესე჻ წიგნი჻ გაასრულა჻ წყლიანმან჻ და჻ სიტყვანაზმა წელთა჻ ოქრო჻ შემოირტყა჻ საღარიბოდ჻ მოეკაზმა ბრძანა჻ მინდორს჻ შევჯდებიო჻ ლაშქარიცა჻ დაერაზმა მასვე჻ წამსა჻ წამოვიდა჻ შინა჻ ხანი჻ არა჻ დაზმა

242. ბრძანა჻ წადით჻ ყველაკაი჻ აქა჻ მომჴრედ჻ არვინ჻ მინა მონებიცა჻ მოიშორვა჻ თავი჻ გაითავისწინა მარტო჻ გარე჻ შემობრუნდა჻ შამბი჻ შიგან჻ გაირბინა მიწყივ჻ მისად჻ საგონებლად჻ მისი჻ მკვლელი჻ თინათინა

243. იგი჻ ველი჻ გაირბინა჻ ლაშქართაგან჻ გაეკიდა ვინცა჻ ნახა჻ სულიერმან჻ ანუ჻ ვინმცა჻ გაეკიდა ვის჻ მახვილი჻ ვერას჻ ავნებს჻ იმას჻ ვინმცა჻ წაეკიდა მისგან჻ ტვირთი჻ კაეშნისა჻ ტუირთად჻ ვარგად჻ გაეკიდა

244. რა჻ ლაშქართა჻ ინადირეს჻ და჻ პატრონი჻ მოითუალეს იგი჻ პირმზე჻ ვეღარ჻ პოვეს჻ პირი჻ მათი჻ იფერმკრთალეს მათსა჻ დიდსა჻ სიხარულსა჻ სამძიმარი჻ ანაცვალეს ყოვლგან჻ რბოდეს჻ საძებარად჻ ვინცა჻ იყო჻ უცხენმალეს

245. ღმერთი჻ ლომო჻ შენად჻ ნაცვლად჻ სხუასა჻ ვისმცა჻ დანერგვიდეს დარბოდეს჻ და჻ სხუაგნით჻ სხუათა჻ მოამბეთა჻ მოასხმიდეს ვეღარა჻ ცნეს჻ მისი჻ საქმე჻ გაიარა჻ აქათ჻ კიდეს მისნი჻ სპანი჻ გულმოკლულნი჻ ცრემლსა჻ ცხელსა჻ გარდმოჰყრიდეს

246. შერმადინ჻ ერთგან჻ შეყარნა჻ ხასი჻ და჻ დიდებულები უჩუენა჻ იგი჻ უსტარი჻ ამბავი჻ მისი჻ თქმულები რა჻ მოისმინეს჻ ყველაი჻ დარჩა჻ გულდანაწყლულები თავსა჻ იცემდეს჻ არ჻ იყო჻ გული჻ უცრემლო჻ ულები

247. შერმადინ჻ უთხრა჻ მართლ჻ ხართ჻ თუ჻ ცრემლსა჻ თუალთათ჻ დაჰმილდეთ მაგრა჻ გუიჯობს჻ რომე჻ მისსა჻ ბრძანებასა჻ დავმორჩილდეთ჻ არა჻ გავრყნათ჻ სამსახური჻ მას჻ წინაშე჻ არ჻ დავსწბილდეთ ცხადად჻ გუიჩნდეს჻ სიხარული჻ სიმძიმილსა჻ გარდავსცილდეთ

248. ყოვლთა჻ ჰკადრეს჻ თუცა჻ ყოფა჻ ჩუენ჻ უმისოდ჻ გვეარმისცა უშენოსა჻ საჯდომი჻ და჻ ტახტი჻ მისი჻ ვისმცა჻ მისცა განაღამცა჻ გმორჩილობდეთ჻ თუ჻ გუიბრძანო჻ რაცა჻ ვისცა იგი჻ მონა჻ აპატრონეს჻ ყველაკამან჻ თაყუანისსცა

ავთანდილისაგან ტარიელის ძებნად წასვლა჻

249. ამ჻ საქმესა჻ მემოწმების჻ დეიონოსი჻ ბრძენი჻ ეზროს საბრალუა჻ ოდის჻ ვარდი჻ დაეთურთვილოს჻ დაცაეზროს ვის჻ ბადახში჻ არა჻ ჰგუანდეს჻ და჻ ლერწამი჻ ტანად჻ ეზროს იგი჻ სადმე჻ გაღარიბდეს჻ სამყოფთაგან჻ იაბეზროს

250. ტარიას჻ ძებნად჻ ავთანდილ჻ მივა჻ თეთრისა჻ ცხენითა მას჻ რომ჻ შეკაზმა჻ უჴდების჻ ვინძი჻ თქვათ჻ ქება჻ ენითა ხელს჻ ეძებს჻ თვითცა჻ ხელქმნილი჻ მარტო჻ ცრემლისა჻ დენითა გულსა჻ სჭირს჻ შავნი჻ წამწამნი჻ იგ჻ ზედა჻ ზედა჻ ძგერითა

251. მივიდოდა჻ მიუბნობდა჻ პირსა჻ მზესა჻ ანათებდა თინათინის჻ გონება჻ ჰკლავს჻ სხუთა჻ შუქსა჻ დაავსებდა჻ მიტირის჻ და჻ ღ~თსა჻ ჰმადლობს჻ შემხედველთა჻ ადუღებდა იტყვის჻ ნახეთ჻ ეს჻ სოფელი჻ ბედსა჻ მისსა჻ უჩვენებდა

252. ავთანდილ჻ იგი჻ მინდორი჻ ოთხახუმით჻ გარდაიარა დააგდო჻ მზღუარი჻ არაბთა჻ სხუათ჻ მზღუართა჻ არე჻ იარა მაგრა჻ მის჻ მზისა჻ გაყრამან჻ სიცოცხლე჻ გაუზიარა თქუა჻ თუ჻ მე჻ მასმცა჻ ვეახლე჻ აწ჻ ცხელსა჻ ცრემლსა჻ ვღური჻ არა

253. ახალმან჻ ფიფქმან჻ დათოა჻ ვარდი჻ დათურთილა჻ დანასა მოუნდის჻ გულსა჻ დაცემა჻ ზოგჯერ჻ მიჰმართის჻ დანასა თქუის჻ ჭირი჻ ჩემი჻ სოფელმან჻ ოთხმოცდაათი჻ ანასა მოვშორდი჻ ლხინსა჻ ყველასა჻ ჩანგსა჻ ბარბითსა჻ და჻ ნასა

254. მოეგონის჻ მისი჻ მკვლელი჻ შეეყარის჻ ჴორცთა჻ თრთოლა დაჴუდის჻ მხეცი჻ ფიცხლად჻ მოკლის჻ არ჻ შეზარდის჻ მათგან჻ ყოლა შენგან჻ კიდე჻ მზეო჻ ჩემი჻ შეუძლია჻ ვისმცა჻ ბრძოლა მოგძულდი჻ და჻ გამომაგდე჻ ოჴრად჻ დამრჩეს჻ სპათა჻ ყოლა

255. საყვარელი჻ მოეგონის჻ გაუახლდის჻ ცეცხლი჻ ალთა ჰე჻ სოფელო჻ შეგებრალე჻ ნუ჻ სჯი჻ ბედსა჻ შესაწყალთა შემოქმედო჻ მიმაბრუნვე჻ რომელი჻ სცნობ჻ იდუმალთა ესე჻ თქვა჻ და჻ სისხლის჻ ცრემლი჻ გამოსეტყვა჻ მელნის჻ თუალთა