... (H-757), 1671 წ.

198. კვლა჻ შეჰფიცეს჻ ერთმანერთსა჻ დააპირეს჻ ესე჻ პირი გასალდეს჻ და჻ გაამრავლეს჻ საუბარი჻ სიტყვაჴშირი გაადვილდა჻ აქანამდის჻ გარდეჴადა჻ რაცა჻ ჭირი თეთრთა჻ კბილთათ჻ გამოჰკრთების჻ თეთრი჻ ელვა჻ ვითა჻ ჭუირი

199. ერთგან჻ დასხდეს჻ ილაღობეს჻ საუბარი჻ ასად჻ აგეს ბროლბალახში჻ შეხუეული჻ და჻ გიშერი჻ ასადაგეს ყმა჻ ეტყვის჻ თუ჻ შენთა჻ მჭურეტთა჻ თავი჻ ხელი჻ ასად჻ აგეს ცეცხლთა჻ შენგან჻ მოდებულთა჻ გული჻ ჩემი჻ ასადაგეს

200. ახლოს჻ უზის჻ ლაღი჻ ჭურეტად჻ მისსა჻ მკვლელსა჻ ეუბნების წამწამ჻ იაჯს჻ შველასა჻ და჻ შემოქმედსა჻ მიენდობის თუ჻ ზოგნიცა჻ არ჻ დაგვჴოცოს჻ ღმერთმან჻ სხუანი჻ რადმცა჻ შობის სხუამან჻ რამამც჻ დაავიწყოს჻ იგი჻ პირმზე჻ ეგონების

201. ყმა჻ წავიდა჻ სიშორესა჻ თუცა჻ მისსა჻ ვერ჻ გასძლებდა უკუღმავე჻ იხედვიდა჻ თუალთა჻ რეტად჻ იყოლებდა ბროლსა჻ სეტყვს჻ და჻ ვარდსა჻ აზრობს჻ ტანსა჻ მჭევრსა჻ ათრთოლებდა გული჻ ჰქონდა჻ გულისათვის჻ სიყვარულსა჻ ავალებდა

202. ყმა჻ წავიდა჻ მას჻ იგონებს჻ ხელი჻ გული჻ ვისთუის჻ კვდების მზევ჻ მოგშორდი჻ ჩემად჻ ნაცულად჻ შენი჻ ჭურეტა჻ ვის჻ მიხუდების჻ მე჻ წავალ჻ და჻ შენი჻ შუქი჻ აღარავის჻ უუხვდების შენს჻ მგონესა჻ სული჻ ჴორცთა჻ წუას჻ ვეღარა჻ მიუხუდების

203. თქვა჻ მზეო჻ ვარდსა჻ სიშორე჻ შენი჻ დამაჩნდეს჻ ეს჻ ადრე ბროლი჻ და჻ ლალი჻ გასრულვარ჻ ქარვისა჻ უყვითლესადრე მაშინ჻ რაღა჻ ვქმნა჻ ვერ჻ ჭურეტა჻ რა჻ მომხუდეს჻ კვლა჻ უგრძესადრე ჴამს჻ მოყვრისათვის჻ სიკვდილი჻ ესე჻ მე჻ დამიც჻ წესადრე

204. საწოლს჻ დაწვა჻ ტირს჻ მტირალსა჻ ცრემლი჻ ძნელად჻ ეჴოცების ვითა჻ ვერხუი჻ ქარისაგან჻ ირხევის჻ და჻ ეკეცების რა჻ მიჰლულნის჻ სიახლევე჻ საყვარლისა჻ ეოცების შეჰკრთის჻ დიდი჻ დაიზახნის჻ მით჻ პატიჟი჻ ეოცების

205. მოშორვება჻ საყვარლისა჻ მას჻ შეჰქმნოდა჻ მისად჻ ღაზოდ ცრემლსა჻ ვითა჻ მარგალიტსა჻ წუიმს჻ ვარდისა჻ დასანაზოდ რა჻ გათენდა჻ შეეკაზმა჻ მისთა჻ მჭურეტთა჻ სალამაზოდ ცხენსა჻ შეჯდა჻ გაემართა჻ დარბაზს჻ მივა჻ სადარბაზოდ

206. დარბაზს჻ ეჯიბი჻ შეგზავნა჻ მართ჻ მისგან჻ შენარონია შესთვალა჻ კადრებ჻ მეფეო჻ მე჻ ესე჻ გამიგონია ყოველი჻ პირი჻ მიწისა჻ თქუენ჻ ჴრმლითა჻ დაგიმონია აწ჻ თუ჻ სჯობს჻ ესე჻ ამბავი჻ ცნან჻ რაცა჻ გარემონია

207. მე჻ წავიდე჻ მოვიარო჻ ვილაშქრო჻ და჻ ვინაპირო თინათინის჻ ჴელმწიფობა჻ მტერთა჻ თქვენთა჻ გულსა჻ ვჰგმირო მორჩილქმნილთა჻ გავახარო჻ ურჩი჻ ყოვლი჻ ავატირო ძღუენნი჻ გკადრნე჻ ზედაზედა჻ არ჻ სალამი჻ დავაძვირო

208. შევიწიო჻ ბედი჻ თქვენი჻ და჻ შევიბა჻ საგდებელი ვინაპირო჻ მტერთა჻ მოსრვად჻ კვლა჻ გიახლო჻ სისხლთა჻ მღურელი არ჻ გაუშვა჻ შეუპყრობლად჻ ბულბულიცა჻ ინდოელი სანაპირო჻ დავარბიო჻ დაგამონო჻ თქვენ჻ ყოველი

209. მეფესა჻ ეთქვა჻ ამისი჻ დიადი჻ მადლიერობა ებრძანა჻ ლომო჻ არა჻ გჭირს჻ შენ჻ ომთა჻ გარდუხდელობა აწ჻ მაგა჻ შენსა჻ თათბირსა჻ ჰგავსო჻ შენივე჻ ქველობა წა჻ მაგრა჻ მამხუდეს჻ რაღა჻ ვქმნა჻ თუ჻ სიშორისა჻ გრძელობა

210. ყმა჻ შევიდა჻ თაყვანისსცა჻ მადლი჻ რამე჻ მოახსენა ჴელმწიფეო჻ მიკვირს჻ ქება჻ რად჻ იკადრეთ჻ ჩემი჻ თქუენა აწ჻ ნუთუ჻ კვლა჻ სიშორისა჻ ღმერთმან჻ ბნელი჻ გამითენა პირი჻ თქვენი჻ მხიარული჻ მხიარულსა჻ კვლა჻ მიჩუენა

211. მეფე჻ ჴელსა჻ მოეკიდა჻ გარდაჰკოცნა჻ ვითა჻ შვილი სხუა჻ მათებრი჻ არ჻ ყოფილა჻ არ჻ გამზრდელი჻ არ჻ გაზრდილი ყმა჻ ადგა჻ და჻ წამოვიდა჻ მას჻ დღე჻ მათი჻ ჩანს჻ გაყრილი როსტან჻ მისთუის჻ აატირა჻ გონიერი჻ გული჻ ბილი

212. გამოემართა჻ ავთანდილ჻ მოყმე჻ მჴნე჻ ლაღად჻ მავალი ოც჻ დღე჻ იარა჻ ღამეცა჻ დღეზედა჻ წართო჻ მრავალი იგია჻ ლხინი჻ სოფლისა჻ იგია჻ ნივთი჻ და჻ ვალი არ჻ მისცილდები჻ თინათინ჻ მისი჻ მას჻ ვისგან჻ სწუავ჻ ალი

213. რა჻ მოვიდა჻ სიხარული჻ შიგან჻ გაჰჴდა჻ სამეფოსა მოეგებნეს჻ დიდებულნი჻ ძღუენსა჻ სძღუნიდეს჻ იეფოსა იგი჻ პირმზე჻ არ჻ მოსცთების჻ სიარულსა჻ სასწრაფოსა მიხუდეს჻ მყოფნი჻ მას჻ წინაშე჻ სიხარულსა჻ სასწრაფოსა

214. ქალაქი჻ ჰქონდა჻ მაგარი჻ საზაროდ჻ სანაპიროსა გარეთ჻ კლდე჻ იყო჻ გიამბობ჻ ზღუდესა჻ უქვითკიროსა ყმამან჻ მუნ჻ დაყო჻ სამი჻ დღე჻ ამოსა჻ სანადიროსა გაზრდილი჻ მისი჻ შერმადინ჻ დაისვა჻ სავაზიროსა

215. ესეა჻ მონა჻ შერმადინ჻ ზემოთცა჻ სახელდებული თანა჻ შეზრდილი჻ ერთგული჻ და჻ მისთუის჻ თავდადებული მან჻ არ჻ იცოდა჻ აქამდის჻ მის჻ ყმისა჻ ცეცხლი჻ დებული აწ჻ გაუცხადა჻ სიტყვები჻ მის჻ მზისა჻ იმედებული

216. უბრძანა჻ აჰა჻ შერმადინ჻ ამად჻ მე჻ შენგან჻ მრცხუენიან ჩემნი჻ საქმენი჻ ყოველნი჻ გცოდნიან჻ გაგივლენიან მაგრა჻ არ჻ იცი჻ აქამდის჻ რანიცა჻ ცრემლნი჻ მდენიან მე჻ ვისგან჻ მქონდეს჻ პატიჟნი჻ აწ჻ მასვე჻ მოულხენიან

217. მოუკლავარ჻ თინათინის჻ სურვილსა჻ და჻ სიყვარულსა ცრემლი჻ ცხელი჻ ასოვლებდის჻ ნარგისთაგან჻ ვარდსა჻ ზრულსა ვერ჻ ვაჩენდი჻ აქანამდის჻ ჭირსა჻ ჩემგან჻ დაფარულსა აწ჻ მიბრძანა჻ საიმედო჻ ამად჻ მხედავ჻ მხიარულსა