... (H-757), 1671 წ.

99. მონადირეთა჻ უბრძანა჻ მინდორნი჻ მოიარენით დასცემი჻ ჯოგი჻ მრავალთა჻ თავნი჻ ამისთვის჻ არენით ლაშქარნი჻ სამზოდ჻ აწუივნეს჻ მოდით჻ და჻ მოიჯარენით გაყარეს჻ სუმა჻ და჻ ნადიმი჻ მუნ჻ ამაოდ჻ გავიხარენით

100. უბრძანა჻ სრულად჻ ლაშქართა჻ ვით჻ ჴელმწიფეთა჻ წესია჻ ყოვლგნით჻ მოცევით჻ მინდორი჻ მუნ჻ ცეცხლი჻ ნუ჻ აკვესია სადაცა჻ ნახოთ჻ ნადირი჻ ჩუენზედა჻ მოასესია აწ჻ პატრონ჻ ყმანი჻ ნახენით჻ რომელი჻ უარესია

101. დილასა჻ ადრე჻ მოვიდა჻ იგი჻ ნაზარდი჻ სოსანი ძოწეულითა჻ მოსილი჻ პირად჻ ბროლბალახშოსანი პიროქრო჻ რიდე჻ ეხუია჻ შვენოდა჻ ქარქაშოსანი მეფესა჻ გასულად჻ აწვევდა჻ მოდგა჻ თეთრტაიჭოსანი

102. შეეკაზმა჻ მეფე჻ შეჯდა჻ ნადირობას჻ გამოვიდეს მრგულივ჻ მინდორსა჻ მოსდგომოდეს჻ ალყას჻ გარე჻ შემოჰკრვიდეს ზეიმი჻ და჻ ზარი჻ იყო჻ სპანი჻ ველთა჻ დაჰფარვიდეს ნაძლევისა჻ მათისათუის჻ ისროდეს჻ და჻ ერთგან჻ სრვიდეს

103. უბრძანა჻ მონა჻ თორმეტი჻ მოდით჻ ჩუენთანა჻ ვლიდითა მშვილდსა჻ ფიცხელსა჻ მოგუცემდით჻ ისარსა჻ მოგვართმიდითა ნაკრავსა჻ შეადარებდით჻ ნასროლსა჻ დასთვალვიდითა დაიწყო჻ მოსლვა჻ ნადირმან჻ ყოვლთა჻ მინდორთა჻ კიდითა

104. როსტან჻ უბრძანა჻ მომჴრეთა჻ თვითან჻ აქავე჻ დგებოდა მუნთ჻ ფიცხლადვე჻ წავიდეთ჻ ურჩობა჻ არ჻ ეგებოდა მოვიდა჻ ჯოგი჻ ისრისა჻ სხუათ჻ ტყორცნა჻ ვერ჻ ერგებოდა჻ მათ჻ პატრონყმისა჻ ნასროლსა჻ უცთურად჻ დაეგებოდა

105. მოვიდა჻ ჯოგი჻ ნადირთა჻ ანგარიშმიუცთომელი ირემი჻ თხა჻ და჻ კანჯარი჻ ქურციკი჻ მაღლა჻ მხლდომელი მას჻ პატრონყმანი჻ გაუჴდეს჻ ჭვრეტადმცა჻ სჯობდა჻ რომელი აჰა჻ მშვილდი჻ და჻ ისარი჻ და჻ მკლავი჻ დაუშრომელი

106. მას჻ პატრონ჻ ყმანი჻ გაუჴდეს჻ საჭურეტლად჻ უნდა჻ გორიო჻ მას჻ დღესა჻ მოკლა჻ ავთანდილ჻ დავსთუალეთ჻ ას჻ და჻ ორიო ისრითა჻ ეტლსა჻ დააბამს჻ არ჻ უჩანს჻ მისი჻ სწორიო ვისმცა჻ დასცდების჻ ლახუარი჻ ახლოს჻ არს჻ თუნდა჻ შორიო

107. ცხენთა჻ მათთა჻ ნატერფალნი჻ მზესა჻ შუქთა჻ წაუხმიდეს მიხოცდეს჻ და჻ მიისროდეს჻ მინდორს჻ სისხლთა჻ მიასხმიდეს რა჻ ისარი჻ დაელივის჻ მონანიყე჻ მოართმიდეს მჴეცნი჻ მათგან჻ დაკოდილნი჻ ბიჯსა჻ წაღმა჻ ვერ჻ წასდგმიდეს

108. იგი჻ ველი჻ გაირბინეს჻ ჯოგი჻ წინა჻ შემოისხეს დაჴოცეს჻ და჻ ამოწყვიდეს჻ ცათა჻ ღ~თი჻ შეარისხეს ველნი჻ წითლად჻ შეეღებნეს჻ ნადირთაგან჻ სისხლი჻ ისხეს ავთანდილის჻ შემხედველთა჻ ჰგავსო჻ ალვას჻ ედემს჻ ის჻ ხეს

109. დაუწყეს჻ პყრობა჻ ნადირთა჻ სროლა჻ არ჻ დავიწყებოდა დაჴოცილითა჻ მათითა჻ ქვეყანა჻ აივსებოდა მათ჻ მკვდართა჻ სისხლნი჻ დინდიან჻ კლდე჻ და჻ ღრე჻ იწებებოდა მათთა჻ მნახავთა჻ კვლა჻ ნახუა჻ მათივე჻ ენატრებოდა

110. იგი჻ მინდორი჻ დალივეს჻ მართ჻ მათგან჻ განარბენია მინდორსა჻ იქით჻ წყალი჻ დის჻ და჻ წყლისა჻ პირსა჻ კლდენია ნადირნი჻ ტყესა჻ შეესწრნეს჻ სადა჻ ვერა჻ რბის჻ ცხენია იგი჻ მაშურალნი჻ ორნივე჻ მოსწყდეს჻ რაზომცა჻ მჴნენია

111. რა჻ მოირივნა჻ დღემ჻ ღამეს჻ და჻ გუმბადსა჻ მზე჻ მოვიდა დაჴოცილთა჻ სისხლნი჻ სდინან჻ ქუეყანასა჻ შეღებვიდა თქუესავთანდილ჻ აჯობაო჻ მისად჻ ჭურეტად჻ ჯარი჻ ვიდა ყოვლგნით჻ ალყა჻ დაიშალა჻ ოთხთ჻ კიდეთა჻ ჴმა჻ გავიდა

112. ერთმანერთსა჻ თუ჻ მე჻ გჯობო჻ სიცილით჻ ეუბნებოდეს ამხანაგობდეს჻ ლაღობდეს჻ იქით჻ და჻ აქათ჻ დგებოდეს მერმე჻ მოვიდეს჻ მონანი჻ რომელნი჻ უკან჻ ჰყვებოდეს უბრძანა჻ თქუითო჻ მართალი჻ ჩვენ჻ თქვენგან჻ არ჻ გუეთნებოდეს

113. იგი჻ მეისრე჻ მონანი჻ მეფეს჻ წინ჻ მოეგებოდა ჰკითხავს჻ გაზრდილის჻ ამბავსა჻ სიცილით჻ ეუბნებოდა ჰკადრეს჻ ვეჭუთ჻ მისი჻ ნასროლი჻ მზესაცა჻ ეკუირვებოდა რასაცა჻ ოდენ჻ შესტყორცნა჻ დაცთნა჻ არ჻ ეგებოდა

114. მონათა჻ ჰკადრეს჻ მართალსა჻ გკადრებთ჻ და჻ ნუ჻ გემცდარებით მეფეო჻ ყოლა჻ ვერ჻ ვიტყუით჻ შენსა჻ მაგისა჻ დარებით აწეცა჻ დაგუჴოც჻ ვერა჻ ჰგავ჻ ვერათ჻ ვერ჻ მოგეჴმარებით ვისგან჻ ნაკრავნი჻ გუინახავნ჻ მხეცნი჻ ვერ჻ წაღმა჻ წარებით

115. მონათა჻ ჰკადრეს჻ მეფეო჻ ვერ჻ მოგახსენეთ჻ რიდითა ლომსა჻ ავთანდილს჻ უფროსი჻ მოუკლავს჻ ოცდაშუიდითა თქვენი჻ ნაკრავი჻ წავიდის჻ ყუელასა჻ ვერ჻ მოჰკვლიდითა სისხლისა჻ მივჰკვლევდით჻ მივსდევდით჻ დასაწყისამდის჻ ვლიდითა

116. ორთავე჻ ერთგან჻ მოკლული჻ ყველაი჻ ათჯერ჻ ოცია მაგრა჻ ავთანდილს჻ ოცითა჻ უფროსი჻ დაუჴოცია არ჻ დასცთომია჻ ერთიცა჻ რაც჻ ოდენ჻ შეუტყორცია თქუენი჻ მრავალი჻ მიწითა჻ დასვრილი჻ გაგუიხოცია

117. მეფე჻ თავისა჻ სიჯაბნეს჻ ცხენს჻ აბრალობს჻ არა჻ რბოდა შენი჻ ცხენი჻ კარგად჻ რბოდა჻ მუნით჻ ფიცხლად჻ მიმასწრობდა იგი჻ ეტყუის჻ დაგაჭარბე჻ და჻ მეფეცა჻ იკუირობდა ქება჻ უთხრა჻ უსაზომო჻ საბოძვარიც჻ მისკენ჻ რბოდა

118. მეფესა჻ ესე჻ ამბავი჻ უჩს჻ ვითა჻ მღერა჻ ნარდისა უხარის჻ ეგრე჻ სიკეთე჻ მისისა჻ განაზარდისა აქვს჻ მიჯნურობა჻ ამისი჻ ვითა჻ ბულბულსა჻ ვარდისა სიცილით჻ ლაღობს჻ მიეცა჻ გულით჻ ამოსლვა჻ დარდისა