... (H-757), 1671 წ.

256. ვარდი჻ მის჻ მზისა჻ გაყრილი჻ უფრო჻ და჻ უფრო჻ ჭკნებოდა გულსა჻ უთხრის჻ თუ჻ დასთმეო჻ ამად჻ არ჻ დია჻ ბნდებოდა უცხო჻ უცხოთა჻ ადგილთა჻ საძებრად჻ იარებოდა მგზავრთა჻ ჰკითხევდის჻ ამბავთა჻ მათ჻ თანა჻ ემოყვრებოდა

257. იგი჻ პირად჻ მზისა჻ მსგავსი჻ ერთობ჻ მოვლის჻ სრულად჻ ჴმელთა ქვეყანათა჻ უნახავთა჻ ოჴერთა჻ და჻ კაცრიელთა არ჻ დააგდებს჻ უნახავად჻ წყალთ჻ კლდეთა჻ ტყეთა჻ ველთა მაღრიბს჻ ჰკითხავს჻ მაშრიყელთა჻ ჰრომს჻ ჩინელთა჻ მაჩინელთა

258. მუნ჻ ეძებს჻ ცრემლი჻ მტირალსა჻ სდის჻ ზღვათა჻ შესართავისად უჩნდის჻ ქვეყანა჻ თახთად჻ და჻ მკლავი჻ სადებლად჻ თავისად თქვის჻ საყვარელო჻ მოგშორდი჻ გული჻ შენ჻ დაგრჩა჻ ავისად შენთუის჻ სიკუდილი჻ მეყოფის჻ ლხინად჻ ჩემისა჻ თავისად

259. ყოვლი჻ პირი჻ ქვეყანისა჻ მოვლო჻ სრულად჻ მოიარა ასრე჻ რომე჻ ცასა჻ ქვეშე჻ არ჻ დაურჩა჻ არ჻ იარა მაგრა჻ იგი჻ მის჻ ამბისა჻ მსმენელსაცა჻ ვერ჻ მიმხუდარა ამას჻ შიგან჻ წელიწადი჻ სამი჻ სამ჻ თუედ჻ მიიყა

260. მიხუდა჻ რასმე჻ ქვეყანასა჻ უგემურსა჻ მეტად჻ მქისსა თუე჻ ერთ჻ კაცსა჻ ვერა჻ ნახავს჻ ვერას჻ შვილსა჻ ადამისსა იგი჻ ჭირი჻ არ჻ უნახავს჻ არ჻ რამინს჻ და჻ არცა჻ ვისსა დღე჻ და჻ ღამე჻ იგონებდა჻ საყვარელსა჻ მასვე჻ მისსა

261. მას჻ მიხუდა჻ წევრი჻ სადგურად჻ მაღლისა჻ მთისა჻ დიდისა გამოჩნდა჻ მუნით჻ მინდორი჻ სავალი჻ დღისა჻ შუიდისა მის჻ მთისა჻ ძირსა჻ წყალი჻ დის჻ არად჻ სანდომი჻ ჴიდისა ორგნითვე჻ ტყესა჻ შეეკრა჻ ნაპირი჻ წყლისა჻ კიდისა

262. ზედ჻ წაადგა჻ შეექცევის჻ დროთა჻ დღეთა჻ ანგარიშობს თუენი჻ ესხნეს჻ ორანიღა჻ ამად჻ სულთქვამს჻ არა჻ იშობს ვაი჻ თუ჻ საქმე჻ გამიმჟღავნდეს჻ კვლავ჻ ამისთუს჻ გულმოშიშობს ავსა჻ კარგად჻ ვერვინ჻ შესცულის჻ თავსა჻ ახლად჻ ვერვინ჻ იშობს

263. საგონებელი჻ შეექმნა჻ დადგა჻ საქმისა჻ რჩეველად თქუა჻ თუ჻ დავბრუნდე჻ ეზომი჻ ხანი჻ რად჻ დავჰყავ჻ მე჻ ველად ჩემსა჻ რა჻ ვჰკადრო჻ მნათობსა჻ ვიყავ჻ რად჻ დღეთა჻ მლეველად მისი჻ ვერა჻ ვსცნა჻ ჭორადცა჻ ვარ჻ ვისთა჻ გზათა჻ მკვლეველად

264. თუ჻ არ჻ დავბრუნდე჻ საძებრად჻ დავჰყუნე჻ სხუანიცა჻ ხანანი რომელსა჻ ვეძებ჻ ვერა჻ ვსცნნე჻ ამბავნი჻ მე჻ მისთანანი დრო჻ გარდაუწყდეს჻ შერმადინს჻ მიხუდენ჻ ღაწუისა჻ ბანანი მივიდეს჻ ჰკადროს჻ მეფესა჻ საქმენი჻ დასაგუანანი

265. უამბოს჻ ჩემი჻ სიკუდილი჻ თუით჻ ჩემგან჻ დავედრებული მათ჻ შექნან჻ გლოვატირილი჻ ქნან჻ საქმე჻ გამწარებული მერმე჻ მივიდე჻ ცოცოხალი჻ სადმე჻ სხუაგან჻ მე჻ რებული ამას჻ იგონებს჻ ტირილით჻ გონებაშეიწრებული

266. იტყვის჻ ღ~თო჻ სამართალნი჻ შენნი჻ ჩემთვის჻ რად჻ ამრუდენ მე჻ ეზომნი჻ სიარულნი჻ კიდე჻ რად჻ გლახ჻ გამიცუდენ გულით჻ ჩემით჻ სიხარულნი჻ აჰფხურენ჻ ჭირნი჻ დაუბუდენ დღეთა჻ ჩემთა჻ ცრემლნი჻ ჩემნი჻ ვერათოდეს჻ დავიყუდენ

267. კვლაცა჻ იტყვის჻ დათმობა჻ სჯობს჻ და჻ თავსავე჻ ეუბნების დღეთა჻ მეტად჻ ნუ჻ მოჰკვდები჻ გული჻ ჩემი჻ ნუ჻ დადნების უღმრთოდ჻ ვერას჻ ვერ჻ მოვაწევ჻ ცრემლი჻ ცუდად჻ მედინების განგებასა჻ ვერვინ჻ შესცულის჻ არსაქმნელი჻ არ჻ იქმნების

268. თავს჻ უთხრა჻ მოჰკვე჻ გიჯობს჻ სიცოცხლე჻ აუგიანსა მიხუალ჻ დაგხუდების჻ თინათინ჻ ანათებს჻ დღესა჻ მზიანსა გკითხოს჻ მის჻ მზისა჻ ანბავი჻ რა჻ გმართებს჻ ვაგლახიანსა იგონებს჻ წამწამ჻ მიჰყუების჻ ტყის჻ პირსა჻ შამბნარწყლიანსა

269. ყოვლნი჻ არსნი჻ ცათ჻ ქუეშეთნი჻ ერთობ჻ სრულად჻ მომივლიან მაგრა჻ საქმე჻ მის჻ კაცისა჻ ვერა჻ სადა჻ შემიგნიან უღონიოდ჻ მართალ჻ იყვნეს჻ რომელთაცა჻ ქაჯად჻ თქუიან აწ჻ ტირილი჻ არას჻ მარგებს჻ ცუდად჻ ცრემლნი჻ რასა჻ მდიან

270. მთით჻ ჩამოვიდა჻ ავთანდილ჻ გავლო჻ წყალი჻ და჻ ტყენია მინდორს჻ აცორვებს჻ ტაიჭსა჻ შეჟღრენით჻ მონაწყენია გასცუდებოდეს჻ მკლავნი჻ და჻ მისნი჻ სიამაყენია ბროლისა჻ ველსა჻ სტურფობდეს჻ გიშრისა჻ მუნ჻ საყენია

271. მობრუნება჻ დააპირა჻ სულთქნა჻ მერმე჻ ივაგლახა მას჻ მინდორსა჻ დაემართა჻ გზა჻ თუალითა჻ გამოსახა თვესა჻ ერთსა჻ სულიერი჻ კაცი჻ არსად჻ არ჻ ენახა მხეცნი჻ იყვნეს჻ საშინელნი჻ მაგრა჻ არა჻ შეუზახა

272. მათ჻ მინდორთა჻ შუაშიგა჻ ამოსული჻ ქედი჻ არი გაფიცხდა჻ და჻ ზედ჻ წაადგა჻ მოიმარჯვა჻ საომარი ჩემი჻ ბრძოლა჻ ვისმცა჻ ეძლოს჻ შევჰკრა჻ ერთგან჻ მთა჻ და჻ ბარი დავჰკოდნე჻ და჻ ჩამოვჰყარნე჻ წავიყუანო჻ პატიმარი

273. თუცა჻ მჴეცქმნილი჻ ავთანდილ჻ გულამოსკვნით჻ და჻ კვნესითა ეგრეცა჻ ჭამა჻ მოუნდის჻ ადამის჻ ტომთა჻ წესითა ისრითა჻ მოკლის჻ ნადირი჻ როსტომის჻ მკლავუგრძესითა შამბისა჻ პირსა჻ გარდაჴდა჻ ცეცხლი჻ დააგზო჻ კვესითა

274. ცხენსა჻ მისცა჻ საძოვარი჻ ვირე჻ მწუადი჻ შეიწოდეს ექვსნი჻ რამე჻ ცხენოსანნი჻ ნახა჻ მისკენ჻ მოვიდოდეს თქვა჻ თუ჻ ჰგუანან჻ მეკობრეთა჻ თვარა჻ კარგი჻ რამც჻ იცოდეს აქა჻ კაცი჻ ჴორციელი჻ კვლა჻ ყოფილა჻ არაოდეს

275. მკვდარი჻ მოაქვთ჻ ხატაელთა჻ საკაცეზედ჻ მათრაჴევდა შეპყრობისა჻ მონადომთა჻ ტარიელ჻ დამათრაჴევდა ულახუროდ჻ და჻ უმახვილოდ჻ ეს჻ მიკვირს჻ თუ჻ მათრაჴევდა ნაცვლად჻ შავზედ჻ შეჯდომასა჻ საკაცეზე჻ მათრახევდა