... (H-757), 1671 წ.

79. დაგიღრეჯია჻ მეფეო჻ აღარ჻ გიცინის჻ პირიო მართალ჻ ხარ჻ წაჴდა჻ საჭურჭლე჻ თქუენი჻ მძიმე჻ და჻ ძვირიო ყველასა჻ გასცემს჻ ასული჻ თქვენი჻ საბოძვარჴშირიო ყოლამცა჻ მეფედ჻ ნუ჻ დასუი჻ თავსა჻ რად჻ უგდე჻ ჭირიო

80. რა჻ მეფემან჻ მოისმინა჻ გაცინებით჻ შემოხედნა გაუკვირდა჻ ვით჻ მკადრაო჻ ან჻ სიტყვანი჻ ვით჻ გაბედნა კარგა჻ ჰქენო჻ დაუმადლა჻ ბრძანებანი჻ უიმედნა ჩემი჻ ზრახვა჻ სიძუნწისა჻ ტყუის჻ ვინცა჻ დაიყბედნა

81. მეფემან჻ ბრძანა჻ მიფიცავს჻ ვირცხვი჻ ამისსა჻ თხრობასა გამცინოთ჻ არად჻ ამოვჰკრეფ჻ ვერვინ჻ მიზრახავთ჻ თხობასა შვილი჻ არა჻ მყავს჻ მინ჻ მხედავთ჻ ვეცი჻ ლახუართა჻ სობასა მოასპარეზედ჻ გამეწურთნა჻ სწავლდეს჻ მშვილდოსნობასა

82. ეგე჻ არ჻ მიმძიმს჻ ვაზირო჻ ესეა჻ რომე჻ მწყენია სიბერე჻ მახლავს჻ დავლივენ჻ სიყმაწვილისა჻ დღენია კაცი჻ არ჻ არის჻ სითგანცა჻ საბრძენებელი჻ ჩვენია რომე჻ მას჻ ჩემგნით჻ ესწავლნეს჻ სამამაცონი჻ ზნენია

83. როსტან჻ დაბერდა჻ გაუშვებს჻ პურობადარბაზებართა მაგრამ჻ მისებრი჻ ვის჻ ძალუც჻ სწავლა჻ სოფლისა჻ ზნებართა მშვილდოსნად჻ მსგავსი჻ გმირისა჻ მობურთლად჻ მომტაცებართა ცოტასა჻ შეჰგავს჻ მშვილდოსნად჻ ლაღი჻ ავთანდილ჻ მზე჻ ბართა

84. ერთაი჻ მიზის჻ ასული჻ ნაზარდი჻ სათუთობითა ღ~თმან჻ არ჻ მომცა჻ ყმაშვილი჻ ვარ჻ საწუთროსა჻ თმობითა჻ ანუმცა჻ მგვანდა჻ მშვილდოსნად჻ ანუ჻ კულავ჻ ბურთაობითა ცოტასა჻ შემწევს჻ ავთანდილ჻ ჩემგანვე჻ ნაზარდობითა

85. ყმა჻ მეფისა჻ ბრძანებასა჻ ლაღი჻ წყნარად჻ მოისმენდა თავმოდრეკით჻ გაიღიმნა჻ გაცინება჻ დაუშვენდა თეთრთა჻ კბილთათ჻ გამომაკრთალსა჻ შუქსა჻ ველთა჻ მოაფენდა მეფე჻ ჰკითხავს჻ რას჻ იცინი჻ ანუ჻ ჩემგან჻ რა჻ შეგრცხვენდა

86. მეფემან჻ ბრძანა჻ სიცილით჻ კვლა჻ მოლიზღარედ჻ ზმებია ავთანდილ჻ ქვეშ჻ ქვეშ჻ იცინის჻ არ჻ ავად჻ პირაღრებია მეფემან჻ უთხრა჻ რას჻ ღრიშობ჻ გაფიცე჻ ჩემი჻ მზებია თუ჻ ჩემი჻ თავი჻ გიყვარდეს჻ მიამბე჻ რასა჻ სწბებია

87. კვლავ჻ უბრძანა჻ თავსა჻ ჩემსა჻ რას჻ იცინი჻ რა჻ დამგმეო ყმამან჻ ჰკადრა჻ მოგახსენებ჻ და჻ ფარმანი჻ მიბოძეო რაცა჻ გკადრო჻ არ჻ გეწყინოს჻ არ჻ გარისხდე჻ არ჻ გასწყრეო არ჻ გამხადო჻ კადნიერად჻ არ჻ ამიკლო჻ ამადზეო

88. ავთანდილ჻ ჰკადრებს჻ საჭურჭლით჻ სავსე჻ მაქვს჻ დარბაზებია შეგკადრო჻ არ჻ გამირისხდე჻ მიწყრომო჻ არ჻ დავრჩებია გული჻ პირმზემან჻ წამიღო჻ ვის჻ ვაგლახ჻ ვისს჻ თავს჻ ვებია თუ჻ გამიწყრები჻ ყველაი჻ თქუენს჻ წინა჻ მონაღებია

89. უბრძანა჻ თუ჻ მისმან჻ მზემან჻ რაცა჻ გინდა჻ იგი჻ თქუიო შენი჻ თხრობა჻ რად჻ მეწყინოს჻ მოცინარად჻ აქა჻ ვზიო შენგან჻ არა჻ მეწყინების჻ რაცა჻ მკადრო჻ მოგისმიო არას჻ გაწყენ჻ თავმან჻ ჩემმან჻ ვარდი჻ შენი჻ არ჻ ვაჭკმიო

90. უბრძანა჻ რადმცა჻ ვიწყინე჻ თქუმა჻ შენგან჻ საწყინარისა ფიცა჻ მზე჻ თინათინისა჻ მის჻ მზისა჻ მოწუნარისა ავთანდილ჻ იტყუის჻ დავიწყო჻ კადრება჻ საუბნარისა ნუ჻ მოკვეხ჻ მშვილდოსნობასა჻ თქუმა჻ სჯობს჻ სიტყვისა჻ წყნარისა

91. ავთანდილ჻ ჰკადრა჻ არ჻ ღირს჻ ვარ჻ მაგრამ჻ ვინ჻ გეძაბუნების მინდორს჻ ვესროლოთ჻ ნადირთა჻ ვნახოთ჻ ვინ჻ ეჯობინების თუ჻ ბედმან჻ ჩემმან჻ მითოვოს჻ გაჯობო჻ ნუ჻ გეწყინების თავ჻ ჩამოგდებით჻ დაღრეჯით჻ სუმაში჻ ნუ჻ მოგეწყინების

92. მიწაცა჻ თქვენი჻ ავთანდილ჻ თქვენს჻ წინა჻ მშვილდოსანია ნაძლევი჻ დავდვათ჻ მოვასხნეთ჻ მოწმად჻ თქუენივე჻ ყმანია მოასპარეზედ჻ ვინ჻ მგავსო჻ ცუდნიღა჻ უკუთქმანია გარდამწყვედელი჻ მისიცა჻ ბურთი჻ და჻ მაედანია

93. მეფე჻ ლაღი჻ და჻ წყლიანი჻ გამხიარულდა჻ მეტადრე სიცილით჻ უთხრა჻ ავთანდილს჻ შვილად჻ გზრდი჻ მით჻ შემეკადრე იცი჻ არ჻ გიწყენ჻ გაზრდილი჻ მით჻ შემამიხუე჻ ზედადრე თუ჻ არ჻ გასწბილდე჻ მაჯობო჻ ბედი჻ გეყოფის჻ ბედადრე

94. როსტევან჻ უთხრა჻ მით჻ მკადრე჻ არ჻ ეჭუდი჻ ჩემგან჻ წყენასა რასთუის჻ შემკადრე჻ საუბრად჻ ვით჻ ათქმევინე჻ ენასა სრულ჻ სპათა჻ ყური჻ მოუპყარ჻ ჩემთა჻ ნათქუამთა჻ სმენასა თუ჻ არ჻ გასწბილდე჻ მაჯობო჻ ბედი჻ გითოვდეს჻ ზე჻ ნამსა

95. მე჻ არ჻ შეგარჩენ჻ შენ჻ ჩემსა჻ მაგისა჻ დაცილებასა ბრძანე჻ ვისროლოთ჻ ნუ჻ იქო჻ შედრეკილობაკლებასა კარგთა჻ ყმათასა჻ ვიქმოდეთ჻ მოწმად჻ ჩუენთანა჻ ხლებასა მერმე჻ გამოჩნდეს჻ მაედანს჻ ვისძი჻ უთხრობდენ჻ ქებასა

96. ავთანდილცა჻ დაჰმორჩილდა჻ საუბარი჻ გარდაწყვიდეს იცინობდეს჻ ყმაწვილობდეს჻ საყუარლად჻ და჻ კარგად჻ ზმიდეს ნაძლევიცა჻ გააჩინეს჻ ამა჻ პირსა჻ დაასკვნიდეს ვინცა჻ იყოს჻ უარესი჻ თავშიშველი჻ სამ჻ დღე჻ ვლიდეს

97. მეფე჻ უბრძანებს჻ კაცი჻ ჴამს჻ ჩუენთა჻ ნაკრავთა჻ მთუალებლად ნაკოდთა჻ შემადარებლად჻ და჻ მკვდართა჻ არ჻ დამმალავად სხუანი჻ ისრისა჻ მმართავად჻ მომრთუმელი჻ არ჻ ღაფალ჻ ავად შენთა჻ ნაკრავთა჻ მართლად჻ თქმა჻ სხუათათუინს჻ არ჻ დამმალავად

98. კვლავ჻ ბრძანეს჻ მონა჻ თორმეტი჻ შევსხათ჻ ჩუენთანა჻ მარებლად თორმეტი჻ ჩემად჻ ისრისა჻ მომრთუმევლად჻ მოსახმარებლად჻ ერთაი჻ შენი჻ შერმადინ჻ არს჻ მათად჻ დასადარებლად჻ ნასროლნაკრავსა჻ სთუალვიდენ჻ უტყუვრად჻ მიუმცდარებლად