... (H-757), 1671 წ.

119. იგი჻ ორნივე჻ საგრილად჻ გარდაჴდეს჻ ძირსა჻ ხეთასა ლაშქართა჻ შექნეს჻ მოდენა჻ მოდგეს჻ უფროსი჻ ბზეთასა ახლოს჻ უთქს჻ მონა჻ თორმეტი჻ უმხნესი჻ სხვათა჻ მხნეთასა თამაშობდეს჻ და჻ უჭვრეტდეს჻ წყალსა჻ და჻ პირსა჻ ტყეთასა

ნახვა არაბთა მეფისაგან ყმისა მის ვეფხისტყაოსნისა჻

120. აქა჻ ჩადის჻ წყალი჻ რამე჻ პირსა჻ ხე჻ უთქს჻ ამოსრული ხეთა჻ ძირსა჻ ლომი჻ იჯდა჻ ტანად჻ ალვა჻ ჯავარსრული ტანსა჻ ეცვა჻ ვეფხის჻ ტყავი჻ წამს჻ არ჻ მისცის჻ თვალთა჻ ჰრული სხუა჻ სევდასა჻ შეევიწრა჻ და჻ შეექმნა჻ დანასრული

121. ნახეს჻ უცხო჻ მოყმე჻ ვინმე჻ ჯდა჻ მტირალი჻ წყლისა჻ პირსა შავი჻ ცხენი჻ სადავითა჻ ჰყვა჻ ლომსა჻ და჻ ვითა჻ გმირსა ხშირად჻ ესხა჻ მარგალიტი჻ ლაგამაბჯარუნაგირსა ცრემლთათ჻ ვარდი჻ დაეთრთუილა჻ გულსა჻ მდუღრად჻ ანატირსა

122. მას჻ ტანსა჻ კაბა჻ ემოსა჻ გარეთმა჻ ვეფხის჻ ტყავისა ვეფხის჻ ტყავისა჻ ქუდივე჻ იყო჻ სარქუმელი჻ თავისა ჴელთა჻ ნაჭედი჻ მათრაჴი჻ ჰქონდა჻ უსხოსი჻ მკლავისა ნახეს჻ და჻ ნახუა჻ მოუნდა჻ უცხოსა჻ სანახავისა

123. როსტან჻ მონა჻ გაუგზავნა჻ ნახე჻ ვინ჻ ზის჻ წყლისა჻ პირსა ხელსა჻ ვისმე჻ დავამსგავსე჻ მით჻ საწუთრო჻ არა჻ ჰკვირსა შემოჰყრია჻ კაეშანი჻ მიცემულა჻ დიდსა჻ ჭირსა მოახსენე჻ სოფლის჻ მზესა჻ ტკბილად჻ ჰკითხე჻ რასთუინ჻ ტირსა

124. მეფემან჻ ბრძანა჻ ვინ჻ არის჻ უცხო჻ პირად჻ და჻ ტანადო უბრძანა჻ ერთსა჻ მონასა჻ წადი჻ ფიცხლად჻ და჻ ჯანადო გიბრძანებს჻ უთხარ჻ ვერ჻ გიცნობ჻ ჩემთა჻ ლაშქართა჻ თანადო ვინცა჻ ხარ჻ მოდი჻ წინაშე჻ შენ჻ ჩუენგან჻ მონაყუანადო

125. მოახსენა჻ მეფე჻ გიხმობს჻ დაიმდაბლოს჻ იმან჻ სული თავმან჻ ჩემმან჻ მე჻ მას჻ მივსცემ჻ რაცა჻ უნდეს჻ ჩემეული ბრძანებასა჻ დამორჩილდეს჻ ამად჻ ნუ჻ აქუს჻ გული჻ წყლული ვითვისო჻ და჻ შევეთვისო჻ გაუახლო჻ გული჻ წყლული

126. წავიდა჻ მონა჻ საუბრად჻ მის჻ ყმისა჻ გულმდუღარისად თავჩამოგდებით჻ მტირლისა჻ არ჻ მჭურეტთა჻ მოლიზღარისად მუნვე჻ წუიმს჻ წუიმა჻ ბროლისა჻ ჰგია჻ გიშრისა჻ ღარი჻ სად ახლოს჻ მივიდა჻ მოსცალდა჻ სიტყვისა჻ თქმად჻ აღარისად

127. მონა჻ მივა჻ ბრძანებასა჻ მეფისასა჻ ეუბნების჻ თავმან჻ მისმან჻ არ჻ წამოხუალ჻ სრულად჻ ჯარი჻ მოგადგების ანუ჻ მოგკლვენ჻ ან჻ დაგკოდენ჻ მზისა჻ შუქი჻ წაგიჴდების ჴელ჻ შეკრულსა჻ წაგიყვანენ჻ ესე჻ ყველა჻ გარდაჴდების

128. ვერა჻ ჰკადრა჻ საუბარი჻ მონა჻ მეტად჻ შეუზარდა დიდხან჻ უჭვრეტს჻ გაკვირვებით჻ თუცა჻ გული჻ უმაგარდა მოახსენა჻ გიბრძანებსო჻ ახლოს჻ მიდგა჻ დაუწყნარდა იგი჻ ტირს჻ და჻ არა჻ ესმის჻ მისგან჻ გაუუმეცარდა

129. მის჻ მონისა჻ არა჻ ესმა჻ სიტყუა჻ არცა჻ ნაუბარი მათ჻ ლაშქართა჻ ზახილისა჻ იყო჻ ერთობ჻ უგრძნობარი უცხოდ჻ რადმე჻ ამოსკვნოდა჻ გული჻ ცეცხლთა჻ ნადებარი ცრემლსა჻ სისხლი჻ ერეოდა჻ გასდის჻ ვითა჻ ნაგუბარი

130. სხუაგან჻ ქნის჻ მისი჻ გონება჻ მისმან჻ თავისა჻ წონამან ესე჻ მეფისა჻ ბრძანება჻ ერთხელ჻ კვლა჻ ჰკადრა჻ მონამან არცა჻ დააგდო჻ ტირილი჻ არცა჻ რა჻ გაიგონა჻ მან არცა჻ გაჴლიჩა჻ ბაგეთათ჻ თავი჻ ვარდისა჻ კონამან

131. აჰა჻ ძმაო჻ რა჻ გიამბო჻ რაცა჻ მჭირდეს჻ მე჻ ღ~თსაგან მე჻ რას჻ მაქნევს჻ მეფე჻ თქვენი჻ რამც჻ მიამოს჻ კაცისაგან სხუასა჻ ვისმცა჻ დავაბრალო჻ შეპყრობილვარ჻ ეტლისაგან მიჯნურობა჻ აჯობინეს჻ კვლც჻ მასმია჻ ბრძენისაგან

132. რა჻ პასუხი჻ არა჻ გასცა჻ მონა჻ გარე჻ შემობრუნდა როსტანს჻ ჰკადრა჻ შემიტყვია჻ იმას჻ თქვენი჻ არა჻ უნდა თვალნი჻ მზეებრ჻ გამირეტდეს჻ გული჻ მეტად჻ შემიძრწუნდა ვერ჻ ვასმინე჻ საუბარი჻ მით჻ დავყოვნე჻ ხანი჻ მუნ჻ და

133. მეფე჻ გაჰკვირდა჻ გაცაწყრა჻ გული჻ უც჻ მისთვის჻ მწყრომარე გაგზავნა჻ მონა჻ თორმეტი჻ მისი჻ წინაშე჻ მდგომარე უბრძანა჻ ჴელთა჻ აიღეთ჻ აბჯარი჻ თქვენ჻ საომარე მიდით჻ და჻ აქა჻ მომგუარეთ჻ ვინ჻ არის჻ იქი჻ მჯდომარე

134. მე჻ საწუევრად჻ მონა჻ ვჰკადრე჻ მას჻ თურ჻ მოსდის჻ პირსა჻ ქაფი შეუზახა჻ ათი჻ მონა჻ შეიმოსეთ჻ ჯავშანქაფი პირველ჻ ჰკადრეთ჻ მეფე჻ გიჴმობს჻ არად჻ გინდა჻ აწ჻ მარქაფი არ჻ მოვიდეს჻ შეიპყარით჻ მისი჻ სისხლლი჻ ველთა჻ ჩქაფი

135. მონანი჻ მიდგეს჻ მივიდეს჻ გაჰჴდა჻ აბჯრისა჻ ჩხარია მაშინღა჻ შეჰკრთა჻ იგი჻ ყმა჻ ტირს჻ მეტად჻ გულმდუღარია თუალნი჻ მოარნა჻ ყოველგან჻ ნახა჻ ლაშქართა჻ ჯარია ერთხელ჻ ესე჻ თქვა჻ ვა჻ მეო჻ სხუად჻ არას჻ მოუბარია

136. ცხენთა჻ შესხდეს჻ წამოვიდეს჻ გარეშემო჻ მოეხუივნეს მისთა჻ ეგზომ჻ სინაზეთა჻ მისი჻ მჭურეტნი჻ გაეკვირვნეს რა჻ შეხედეს჻ პირსა჻ მზესა჻ მათ჻ მონათა჻ აეტირნეს ცხენსა჻ შეჯდა჻ წამოვიდა჻ მუნით჻ უკან჻ მოეწივნეს

137. თვალთა჻ ჴელი჻ უკუივლო჻ ცრემლნი჻ ცხელნი჻ მოიწურნა ჴრმალკაპარჭი჻ მოიმაგრა჻ მკლავნი჻ გაიმამაცურნა ცხენსა჻ შეჯდა჻ მონათამცა჻ საუბარნი჻ რად჻ იყურნა სხვასა჻ მჴარსა჻ გაემართა჻ მათი჻ ჭირი჻ არ჻ განჰკურნა