... (H-757), 1671 წ.

218. მიბრძანა჻ მიცან჻ ამბავი჻ მის჻ ყმისა჻ დაკარგულისა მოხვიდე჻ სრულვქმნა჻ მაშინღა჻ შენი჻ წადილი჻ გულისა ქმარი჻ არ჻ მინდა჻ უშენოდ჻ მომხუდეს჻ ხისა჻ რგულისა მომცა჻ წამალი჻ გულისა჻ აქამდის჻ დადაგულისა

219. ავთანდილ჻ ეტყვის჻ შერმადინს჻ ლაღი჻ და჻ შეუპოველი თინათინ჻ მითხრა჻ იმედი჻ პოვნასა჻ ზეცით჻ მოველი მზისამცა჻ შოვნა჻ ვის჻ ძალუც჻ დაფასდეს჻ მოუქსოველი ფიცი჻ მაქვს჻ ვერ჻ გამიცრუვებს჻ მოწმად჻ მყავს჻ არსი჻ ყოველი

220. პირველ჻ ყმა჻ ვარ჻ წასულა჻ მინდა჻ პატრონისა჻ სამსახურად ჴამს჻ მეფეთა჻ ერთგულობა჻ ყოფა჻ გუმართებს჻ ყმასა჻ ყმურად მერმე჻ ცეცხლი჻ დაუვსია჻ აღარა჻ მწუავს჻ გულსა჻ მურად ჴამს჻ თუ჻ კაცი჻ არ჻ შეუდრკეს჻ ჭირს჻ მიუჴდეს჻ მამაცურად

221. პირველ჻ ყმა჻ ვარ჻ და჻ ვაამებ჻ არავის჻ ვესათნოვები იგი჻ შუქთა჻ მფენს჻ არ჻ მმაზრობს჻ სხუამცა჻ ვის჻ შევეპოცები ფიცი჻ მამცა჻ და჻ შევფიცე჻ მანამდის჻ არ჻ ვიპოვები სრულ჻ სპათა჻ ჩემთა჻ მოგათული჻ სამ჻ წლამდი჻ დაგეთხოვები

222. ვართ჻ უმოყვრესნი჻ მე჻ და჻ შენ჻ ყოველთა჻ პატრონყმათასა ამისთუის჻ გნუკევ჻ სმენასა჻ შენ჻ ამა჻ ჩემთა჻ ჴმათასა ჩემ჻ წილ჻ დაგაგდებ჻ პატრონად჻ თავადადსხუათა჻ ყმათასა ამა჻ საქმესა჻ ვერა჻ ვიქ჻ მე჻ განდობასა჻ სხუათასა

223. ლაშქართა჻ და჻ დიდებულთა჻ ალაშქრებდი჻ ჰპატრონობდი დარბაზს჻ კაცსა჻ გაგზავნიდი჻ და჻ ამბავსა჻ მათსა჻ ცნობდი წიგნსა჻ სწერდი჻ ჩემ჻ მაგიერ჻ უფასოსა჻ ძღუენსა჻ სძღუნობდი აქა჻ სადმე჻ არ჻ ყოფასა჻ ჩემსა჻ მათმცა჻ რად჻ აგრძნობდი

224. ლაშქრობა჻ და჻ ნადირობა჻ შენი჻ ჩემსა჻ დაასახე აქა჻ სამ჻ წელ჻ მომიცადე჻ ხუაშიადი჻ შემინახე მე჻ ნუთუმცა჻ შემოვბრუნდი჻ ალვა჻ ჩემი჻ არ჻ დაჭნა჻ ხე არ჻ მოვბრუნდე჻ მომიგლოვე჻ მიტირე჻ და჻ მივაგლახე

225. ცის჻ კიდემდის჻ ვიარები჻ ცრემლთა჻ რევით჻ სისხლთა჻ მღურელი ვევედრები჻ შემოქმედსა჻ იგი჻ არის჻ მომცემელი ნუთუ჻ მისით჻ შეწევნითა჻ ვჰპოვო჻ ჩემი჻ სასურველი მე჻ მისითა჻ მიზეზითა჻ მოვიარო჻ ზღუა჻ და჻ ჴმელი

226. მაშინღა჻ ჰკადრე჻ მეფესა჻ არ჻ საქმე჻ სასურვალია აცნობე჻ ჩემი჻ სიკვდილი჻ იყავ჻ მართ჻ ვითა჻ მთურალია მიხუდათქო჻ საქმე჻ რომელი჻ ყოვლთათუის჻ გარდუვალია გლახაკთა჻ მიე჻ საჭურჭლე჻ ოქრო჻ ვერცხლი჻ და჻ თვალია

227. ესე჻ არის჻ ამ჻ სოფლისა჻ სიმუხთლე჻ და჻ მისი჻ ფერი ჰკადრე჻ მჴეცთა჻ შეგუიჭამე჻ მისი჻ ტანი჻ შუენიერი მუხთალია჻ ეს჻ სოფელი჻ სწორად჻ უჩანს჻ ყმა჻ და჻ ბერი ნუ჻ ინაღულით჻ ჩემად჻ ნაცვლად჻ სხვა჻ გიბოძეს჻ სახიერი

228. მაშინ჻ უფრო჻ მომეჴმარე჻ ამისგანცა჻ უფრო჻ მჴედრე ნუთუ჻ ადრე჻ დამივიწყო჻ მახსენებდი჻ ზედაზედრე მეტად჻ კარგად჻ დამიურვე჻ სული჻ ჩემი჻ შეივედრე ზრდანი჻ ჩემნი჻ მოიგონენ჻ გული჻ შენი჻ მოიმდედრე

229. რა჻ შერმადინ჻ მოისმინა჻ გაუკვირდა჻ შეეზარა თუალთათ჻ ვითა჻ მარგალიტი჻ ცხელი჻ ცრემლი჻ გარდმოღუარა მოახსენა჻ უშენომან჻ გულმან჻ რამცა჻ გაიხარა ვიცი჻ რომე჻ არ჻ დასდგები჻ მაგას჻ გიშლი჻ ამად჻ არა

230. განა჻ ჰქნა჻ ლომმან჻ იმედი჻ დაგედვას჻ რაცა჻ მისადა მეფისა჻ ცამდის჻ მაღლისა჻ მზისაცა჻ უფრო჻ ზისადა უთქვენოდ჻ მყოფი჻ არ჻ ვარგვარ჻ არცა჻ თუ჻ აქა჻ ვზი჻ სადა მარტოსა჻ თავი჻ ვით჻ დაგიც჻ სავალად჻ მაგა჻ გზისადა

231. ჩემად჻ ნაცვლად჻ დაგაგდებო჻ ესე჻ სიტყვა჻ ვით჻ მიბრძანე რა჻ გუარა჻ ვქნა჻ პატრონობა჻ რამც჻ გიფერე჻ რამც჻ გიგვანე შენ჻ მარტოსა჻ გიგონებდე჻ მემცა჻ მიწა჻ ვიაკუანე სჯობს჻ ორნივე჻ გავიპარნეთ჻ წამოგყვები჻ წამიტანე

232. ყმამან჻ უთხრა჻ მომისმინე჻ მართლად჻ გითხრობ჻ არა჻ ჭრელად რა჻ მიჯნური჻ ველთა჻ რბოდეს჻ მარტო჻ უნდა჻ გასაჭრელად მარგალიტი჻ აღარ჻ მომხუდეს჻ უსასყიდლოდ჻ უვაჭრელად კაცი჻ ცრუ჻ და჻ მოღალატე჻ ჴამს჻ ლახურისა჻ დასაჭრელად

233. მისი჻ ცეცხლი჻ გულსა჻ ჩემსა჻ დამწველი჻ და჻ მედებია მას჻ ერთსაცა჻ ვერ჻ გაუტეხ჻ რაცა჻ მიიმედებია შენგან჻ კიდე჻ არა჻ მივის჻ ძმები჻ არცა჻ მე჻ დებია იმოქმედე჻ დღეთა჻ შენთა჻ რაცა჻ გიმოქმედებია

234. ვისმცა჻ უთხარ჻ ხვაშიადი჻ შენგან჻ კიდე჻ არვინ჻ ვარგა უშენოსა჻ პატრონობა჻ ვის჻ მივანდო჻ ვინ჻ ქნას჻ კარგა სანაპირო჻ გაამაგრე჻ მტერმან჻ ახლოს჻ ვერ჻ იბარგა კვლა჻ ნუთუმცა჻ შემოვიქცე჻ ღმერთმან჻ სრულად჻ არ჻ დამკარგა

235. განგებაა჻ სწორად჻ მოჰკლავს჻ ერთი჻ იყოს჻ თუნდა჻ ასი მარტოობა჻ ვერას჻ მიზამს჻ მცავს჻ თუ჻ ცისა჻ ძალთა჻ დასი აქათ჻ სამ჻ წელ჻ არ჻ მოვიდე჻ მაშინ჻ გმართებს჻ გლოვა჻ ფლასი წიგნსა჻ მოგცემ჻ გმორჩილობდეს჻ ვინცა჻ იყოს჻ ჩემი჻ ხასი

წიგნი ავთანდილისა თავის ყმათა თანა჻

236. დაწერა჻ თუ჻ ჩემნო჻ ყმანო჻ გამზრდელნო჻ და჻ ზოგნო჻ ზრდილნო ერთგულნო჻ და჻ მისანდონო჻ ამას჻ ზედა჻ გამოცდილნო თქუენ჻ ჩემისა჻ საწადლისა჻ მიდგომილნო჻ ვითა჻ ჩრდილნო წიგნი჻ ჩემი჻ მოისმინეთ჻ ყოვლნო჻ ერთგან჻ შემოხდილნო