... (W-17), XVII ს.

158. ყოვლთა ჰკადრეს თუცა ყოფა ჩვენ უმისოდ გვიარმისცა უშენოსა საჯდომი და ტახტი მისი ვისმცა მისცა გაღანამცა გმორჩილობდეთ თუ გვიბრძანო რაცა ვისცა იგი მონა აპატრონეს ყველაკამან თაყუანისსცა

პირველი ავთანდილისაგან ტარიელის ძებნად წასვლა თინათინის ბრძანებით

159. ამ საქმესა მემოწმების დეიონოსი ბრძენი ეზროს საბრალოა ოდის ვარდი დაეთვრთვილოს დაცაეზროს ვის ბალახში არა გუანდეს და ლერწამი ტანად ეზროს იგი სადმე გაღარიბდეს სამყოფთაგან იაბეზროს

160. ავთანდილ იგი მინდორი ოთხახმით გარდაიარა დააგდო მზღვარი არაბთა სხვათ მზღვართა არე იარა მაგრა მის მზისა გაყრლიმან სიცოცხლე გაუზიარა იტყუის თუ მე მასმცა ვეახლე აწ ცხელსა ცრემლსა ვღური არა

161. ახალმან ფიფქმან დათოა ვარდი დათრთვილა დანასა მიუნდის გულსა დაცემა ზოგჯერ მიჰმართის დანასა თქვა ჭირი ჩემი სოფელმან ოთხმოცდაათი ანასა მოვშორდი ლხინსა ყველასა ჩანგსა ბარბითსა და ნასა

162. ვარდი მის მზისა გაყრილი უფრო და უფრო ჭნებოდა გულსა უთხრის თუ დასთმეო ამად არ დია ბნდებოდა უცხო უცხოთა ადგილთა საძებრად იარებოდა მგზავრთა ჰკითხევდის ამბავთა მათ თანა ემოყვრებოდა

163. იგი პირად მგზავსი მზისა ერთობ მოვლის სრულად ჴმელთა ქვეყანათა უნახავთა ოჴერთა და კაცრიელთა არ დააგდებს უნახავად წყალთ კლდეთა ტყეთა ველთა მაღრიბს ჰკითხავს მაშრიყელთა რომს ჩინელთა მაჩინელთა

164. მუნ ეძებს ცრემლი მტირალსა სდის ზღვათა შესართავისად უჩნდის ქვეყანა ტახტად და მკლავი სადებლად თავისად ვაი საყუარელო მოგშორდი გული შენ დაგრჩა ავისად შენთვის სიკუდილი მეყოფის ლხინად ჩემისა თავისად

165. ყოვლი პირი ქვეყანისა მოვლო სრულად მოიარა ასრე რომე ცასა ქვეშე არ დაურჩა არ იარა მისი მნახი თუ ზღვათაცა ანუ ქუესკნელს ხმელზე არა სამსა წელსა სამი თვეღა დარჩა სხვასა გაეარა

166. მიხუდა რასმე ქვეყანასა უგემურსა მეტად მქისსა ხუთ თვე კაცსა ვერა ნახავს ვერას შვილსა ადამისსა იგი ჭირნი არ უნახავს არ რამინს და არცა ვისსა დღე და ღამე იგონებდა საყვარელსა მასვე მისსა

167. მას მიხუდა წვერი სადგურად მაღლისა მთისა დიდისა მუნით გამოჩნდა მინდორი სავალი დღისა შვიდისა მინდორის პირსა წყალი დის არად სანდომი ჴიდისა სრულობით ტყესა შეეკრა ნაპირი წყლისა კიდისა

168. ზედ წაადგა შეექცევის დროთა დღეთა ანგარიშობს თვენი ესხნეს ორანიღა ამად სულთქვამს არა იშობს ვაი თუ საქმე გამიმჟღავნდეს კვლავ ამისთუს გულმოშიშობს ავსა კარგად ვერვინ შესცულის თავსა ახლად ვერვინ იშობს

169. საგონებელი შეექმნა დადგა საქმისა რჩეველად თქუა თუ დავბრუნდე ეზომი ხანი რად დავჰყავ მე ველად ჩემსა რა ვჰკადრო მნათობსა ვიყავ რად დღეთა მლეველად მისი ვერა ვსცნა ჭორიცა ვარ ვისთა გზათა მკვლეველად

170. თუ არ დავბრუნდე საძებრად დავჰყუნე სხვანიცა ხანანი რომელსა ვეძებ ვერა ვსნა ამბავნი მე მისთანანი დრო გარდაუწყდეს შერმადინს შერჩეს ღაწვისა ბანანი მივიდეს ჰკადროს მეფესა საქმენი დასაგვანანი

171. უამბოს ჩემი სიკუდილი თვით ჩემგან დავედრებული მათ შექნან გლოვა ტირილი ქნან საქმე გამწარებული მერმე მივიდე ცოცოხალი მე სადმე სხვაგან რებული ამას იგონებს ტირილით გონება შევიწრებული

172. იტყვის ღ~თო სამართალნი შენნი ჩემთვის რად ამრუდენ მე ეგზომი სიარულნი კიდე რად გლახ გამიცუდენ გულით ჩემით სიხარულნი აჰფხურენ ჭირნი დაუბუდენ დღეთა ჩემთა ცრემლნი ჩემნი ვერათოდეს დავიყუდენ

173. კვლაცა იტყვის დათმობა სჯობს და თავსავე ეუბნების დღეთა მეტად ნუ მოჰკვდები გული ჩემი ნუ დადნების უღმრთოდ ვერასა მოვაწევ ცრემლი ცუდად მედინების განგებასა ვერვინ შესცულის არსაქმნელი არ იქმნების

174. ყოვლნი პირი ცათ ქუეშეთნი ერთობ სრულად მომივლიან მაგრა საქმე მის კაცისა ვერა სადა შემიგნიან უღონიოდ მართალ იყვნეს რომელთაცა ქაჯად თქვიან აწ ტირილი არას მარგებს ცუდად ცრემლნი რასა მდიან

175. მობრუნება დააპირა სულთქნა მერმე ივაგლახა მას მინდორსა დაემართა გზა თვალითა გამოსახა [......] სამსა სულიერი კაცი არსად არ ენახა [....]ცნი იყვნეს საშინელნი მაგრა არა შეუზახა

176. მთით ჩამოვიდა[ ......................................................] მინდორს აცორვებს[ ................................................] გასცუდებოდეს[ ........................................................] ბროლისა[.....................................................................]