... (W-17), XVII ს.

79. კუალი ძებნეს და უკვირდათ ვერ პოვნა ნაკვალევისა აგრე კვალწმიდად დაკარგვა კაცისა ვითა დევისა ლაშქარნი მკუდართა ტიროდეს სწრაფა აქუთ წყლულთა ხევისა მეფემან ბრძანა ვნახეო მიზეზი ლხინთა ლევისა

80. ბრძანა ღმერთსა მოეწყინა აქანამდის ჩემი შვება ამად მიყო სიამისა სიმწარითა დანაღვლება სიკვდილამდის დამაწყლულა ვერვის ძალუც განკურნება მასვე მადლი ესე იყო წადილი და მისი ნება

81. ესე თქუა და შემობრუნდა დაღრეჯილი წამოვიდა არცა ჰკრაღა ასპარეზსა ვამი ვამსა მოურთვიდა ყველაკაი მოიშალა სადაცა ვინ მხეცთა სრვიდა ზოგთა თქვეს თუ მართალია ზოგი ღმერთო უზრახვიდა

82. მეფე საწოლს შემოვიდა სევდიანი დაღრეჯილი მისგან კიდევ არვინ შეჰყუა ავთანდილ უჩნს ვითა შვილი ყუელაკაი გაიყარა ჯალაბი ჩანს არ დაჯრილი გაბედითდა სიხარული ჩაღანა და ჩანგი ტკბილი

83. თინათინს ესმა მამისა ეგეთი დაღრეჯილობა ადგა და კარსა მივიდა ქონდა მზისაცა ცილობა მოლარე იხმო უბრძანა ძილია თუ უძილობა მან მოახსენა დაღრეჯით ზის სჭირსო ფერ შეცვლილობა

84. ერთიღა ახლავს ავთანდილ წინაშე უზის სკამითა უცხო ყმა ვინმე უნახავს ასრე დაღრეჯით ამითა თინათინ ბრძანა აწ წავალ შესლვა არ ჩემგან ჟამითა მიკითხოს ჰკადრე იყო თქო აქა ერთისა წამითა

85. ხანი გამოხდა იკითხა ნეტარ რასა იქს ქალიო ჩემი ლხინი და ჯავარი ჩემი სოფლისა წყალიო მოლარე ჰკადრებს მოვიდა აწღა ფერნამკრთალიო დაღრეჯით გცნა და მიბრუნდა წინაშე მომავალიო

86. თინათინ ადგა მივიდა მიჰყუა მამისა ნებასა უგავს პირისა სინათლე მთვარისა მოვანებასა მამამან გვერდსა დაისვა აკოცებს ნებანებასა უბრძანა მახლავ რად არა მიმელი მოყვანებასა

87. ქალმან ჰკადრა ჴელმწიფეო დაღრეჯილსა ვინცა გცნობდეს ვინცა გნახა კადნიერად რაზომ გინდა ამაყობდეს თქვენი აგრე დაღრეჯანი მნათობთაცა დაამხობდეს კაცმან საქმე მოიგვაროს ვეჭვ ჭმუნვასა ესე სჯობდეს

88. უბრძანა შვილო რაზომცა მჭირს საქმე სავაგლახია შენი ჭვრეტა და სიახლე ლხინადვე დამისახია მომქარვებილი სევდისა მართ ვითა მუფარახია ვეჭვ რა სცნა შენცა მამართლო ჩემი სულთქმა და ახია

89. უცხოსა და საკუირველსა ყმასა რასმე გარდვეკიდე მისმან შუქმან განანათლა სამყარო და ჴმელთა კიდე რა უმძიმდა არ ვიცოდით ან ტიროდა ვისთვის კიდე ჩემად ნახვად არ მოვიდა გავგულისდი წავეკიდე

90. მე რა მნახა ცხენსა შეჯდა თვალთა ცრემლნი მოიჴოცნა შესაპყრობლად შეუზახენ ყმანი სრულად დამიჴოცნა ვითა ეშმა დამეკარგა არ კაცურად გარდამკოცნა ჯერცა ესე არა ვიცი ცხადი იყო თუ მეოცნა

91. აწ ესე მიკვირს რა იყო ანუ რა ვნახე დარული მან დამიჴოცნა ლაშქარი ადინა სისხლი ღვარული კაცთა ჴორცისად ვით ითქმის ისრე თვალთაგან ფარული უცილოდ ღმერთსა მოვძულდი აქამდის მე მხიარული

92. ტკბილნი მისნი წყალობანი ბოლოდ ასრე გამემწარნეს დამავიწყდეს რაცა დღენი მხიარულსა წამეარნეს ყოვლმან პირმან ვაგლახ მიყოს ვერცა რამან მინეტარნეს სადამდისცა დღენი მესხნენ ვეღარამან გამახარნეს

93. ქალმან ჰკადრა მოგახსენებ მე სიტყვასა დანაყბედსა ჰე მეფეო რად ემდურვი ანუ ღმერთსა ანუ ბედსა რად დასწამებ სიმწარესა ყოველთათვის ტკბილად მჴედსა ბოროტიმცა რად შეექმნა კეთილისა შემოქმედსა

94. მე ამას ვარჩევ მეფე ხარ მეფეთა ზედა მფლობელი შორს არის თქუენი საზღვარი ბრძანება მიუთხრობელი გაგზავნე კაცი ყოველგნით მისთა ამბავთა მცნობელი ადრე სცნობ არის იგი ყმა შობილი თუ უშობელი

95. მოასხნეს კაცნი გაგზავნეს ოთხთავე ცისა კიდეთა უბრძანეს წადით პატიჟთა თავიმცა რად დარიდეთა მონახეთ ძებნეთ იგი ყმა სხვად ნურად მოიცლიდეთა მისწერეთ წიგნი სადაცა ვერ მისწუდეთ ვერ მიხვიდეთა

96. კაცნი წავიდეს იარეს მათ ერთი წელიწადია მონახეს ძებნეს იგი ყმა იკითხეს კულა და კვლა დია ვერცა თუ ნახეს ნახული ღთისაგან დანაბადია ცუდად მაშურალნი მოვიდეს მათსავე გულსა ზადია

97. მონათა ჰკადრეს მეფეო ჩვენ ხმელნი მოვიარენით მაგრა ვერ ვჰპოვეთ იგი ყმა მით ვერა გავიხარენით მისსა მნახავსა სულდგმულსა კაცსა ვერ შევეყარენით ჩვენ ვერა გარგეთ საქმენი სხვანი რა მოიგვარენით

98. მეფე ბრძანებს მართალ იყო ასული და ჩემი ძეო ვნახე რამე ეშმაკისა სიცრუდე და სიბილწეო ჩემად მტერად წამოსრული გარდმოჭრილი ზეცით ზეო გამიშვია შეჭირვება არა მგამა ყოლა მეო