... (A-363), XVII ს.

159. ყმასა: უთხრა: ვინცა: კაცმან: ძმა: იძმოს: თუ: დაცა: იდოს: [.....]: მისთვს: სიკუდილსა: და: ჭირსა: თავი: არ: დარიდოს: ღ~თნ: ერთი: რათ: აცხონოს: თუ: მეორე: არ: წაწყმიდოს: შენ: ისმენდი: მე: გიამბო: რაცღა: გინდა: წამეკიდოს:

160. ასმათს: უთხრა: მოდი: მოჯე: თანა: წყალი: მოიტანე: დაბნედილსა: მაპკურებდი: გული: მითა: გარდამბანე: მკუდარი: მნახო: დამიტირე: სულთქმა: გაათანისთანე: მე: სამარე: გამითხარე: აქა: მიწა: მიაკუანე:

161. ღილ: ჩახსნილი: საამბობლად: დაჯდა: მჴარნი: ამოყარნა: ვითა: მზე: ჯდა: მოღრუბლებით: დიდხან: შუქნი: არ: ადარნა: ვერ: გაახუნა: სასაუბროდ: მან: ბაგენი: გაამყარნა: მერმე: სულთქვნა: დაიზახნა: ცრემლნი: ცხელნი: გარდმოყარნა:

162. მოსთქუამს: ჰაი: ჰაი: საყუარელო: ჩემო: ჩემთვის: დაკარგულო: იმედო: და: სიცოცხლეო: გონებაო: სულო: გულო: ვინ: მოგკვეთა: არა: ვიცი: ხეო: ედემს: დანერგულო: ცეცხლმან: ცხელმან: ვით: ვერ: დაგწვა: გულო: ასჯერ: დადაგულო:

ტარიელისაგან თავის ამბის მბობა ავთანდილს უამბო პირველად:

163. ისმენდი: მოეც: გონება: ჩემთა: ნათქუამთა: სმენასა: საუბართა: და: საქმეთა: ვითა: ძლივ: ვათქმევ: ენასა: იგი: ვინ: ხელ: მქნის: მოველი: მისგან: აროდეს: ლხენასა: ვისგან: შეუცავ: სევდათა: სისხლისა: ღვართა: დენასა:

164. ინდოეთს: შვიდთა: მეფეთა: ყოვლი: კაცი: ხართ: მცნობელი: ექუსი: სამეფო: ფარსადანს: ჰქონდა: თვით: იყო: მპყრობელი: უხვი: მდაბალი: უკადრი: მეფეთა: ზედა: მფლობელი: ტანად: ლომი: და: პირად: მზე: ომად: მძლე: რაზმთა: მწყობელი:

165. მამაჩემი: ჯდა: მეშვიდე: მეფე: მებრძოლთა: მზარავი: სარიდან: ერქუა: სახელად: მტერთა: სრვად: დაუფარავი: ვერვინ: ჰკადრებდის: წყენასა: ვერც: ცხადი: ვერცა: მპარავი: ნადირობდის: და: იშვებდის: საწუთრო: გაუმწარავი:

166. ხალვა: მოსძულდა: შაექნა: გულს: კაეშანთა: ჯარები: თქუა: წამიღია: მტერთაგან: ძლევით: ნაპირთა: არები: ყოვლგნით: გამისხმან: მორჭმით: ვზი: მაქუს: ზეიმი: და: ზარები: ბრძანა: წავალ: და: მეფესა: ფარსადანს: შევეწყნარები:

167. ფარსადანს: წინა: დაასკუნა: გაგზავნა: მოციქულისა: შესთუალა: შენ: გაქუს: მეფობა: ინდოეთისა: სრულისა: აწ: მე: მწადს: თქუენსა: წინაშე: მეცა: ვსცნა: ძალი: გულისა: სახელი: დარჩეს: ჩვენისა: ერთგულად: ნამსახურისა:

168. ფარსადან: შექნა: ზეიმი: ამა: ამბისა: მცნობელმან: შესთუალა: ღ~თსა: მადლობა: შევსწირე: ჴმელთა: მფლობელმან: რადგან: ეგე: ჰქენ: მეფემან: ჩემებრ: ინდოეთს: მჯდომელმან: აწ: მოდი: ასრე: პატივ: გცე: ვითა: ძმამან: და: მშობელმან:

169. ერთი: სამეფო: საკარგყმო: უბოძა: ამილბარობა: თვით: ამილბარსა: ინდოეთს: აქუს: ამირსპასალარობა: მეფე: რა: დაჯდა: არა: სჭირს: ჴელისა: მიუმწუდარობა: სხუად: პატრონია: მართ: ოდენ: არა: აქუს: კეისარობა:

170. თვით: მეფემან: მამაჩემი: დაიჭირა: სწორად: თავსა: თქუა: ჩემებრი: ამილბარი: ნაძლევი: ვარ: ვისცა: ჰყავსა: ლაშქრობდის: და: ნადირობდის: აძლევდიან: მტერნი: ზავსა: მას: არა: ვგავ: ასრე: ვითა: მე: სხუა: კაცი: არა: მგავსა:

171. ძე: არ: ესუა: მეფესა: და: დედოფალსა: მზისა: დარსა: ჭმუნვა: ჰქონდა: ჟამი: იყო: მით: აეხუნეს: სპანი: ზარსა: ვაი: კრულია: დღემცა: იგი: მე: მივეცი: ამილბარსა: მეფემან: თქუა: შვილად: გავზრდი: თვით: ჩემივე: გვარი: არსა:

172. მეფემან: და: დედოფალმან: მიმიყუანეს: შვილად: მათად: საპატრონოდ: მზრდიდეს: სრულად: ლაშქართა: და: ქუეყანათად: ბრძენთა: მიმცეს: სასწავლელად: ჴელმწიფეთა: ქცევა: ქნათად: მოვიწიფე: დავემგზავსე: მზესა: თვალად: ლომსა: ნაკუთად:

173. მოწამე: ასმათ: ყოვლისა: ხარ: ჩემი: ფერ: მიჴდილისა: მზეს: ასრე: ვსჯობდი: შვენებით: ვით: ბინდსა: ჟამი: დილისა: იტყოდეს: ჩემნი: მნახავნი: მსგავსია: ედემს: ზრდილისა: აწ: მაშინდლისა: ჩემისა: სახე: ვარ: ოდენ: ჩრდილისა:

174. წიგნი: წიგნსა: ეცემოდა: დედოფალი: ოდეს: შობდა: მოციქული: მოციქულსა: ინდოეთი: სრულად: სცნობდა: მზე: და: მთუარე: განსცხრებოდეს: სიხარულით: ცა: ნათობდა: ყოვლი: არსად: შემოყრილი: მხიარული: თამაშობდა:

175. მე: ხუთისა: წლისა: ვიყავ: დაორსულდა: დედოფალი: ესე: რა: თქუა: ყმამან: სულთქნა: ცრემლით: ბრძანა: შობა: ქალი: დაბნედასა: მიეწურა: ასმათ: ასხა: გულსა: წყალი: თქუა: მაშინვე: მზესა: ჰგვანდა: აწ: მედების: ვისგან: ალი

176. ქება: არ: ითქმის: ენითა: აწ: ჩემგან: ნაუბარითა: ფარსადან: დაჯდა: ხარებად: ზეიმითა: და: ზარითა: ყოვლგნით: მოვიდეს: მეფენი: ნიჭითა: მრავალ: გუარითა: საჭურჭლე: გასცეს: აივსნეს: ლაშქარნი: საბოძვარითა:

177. საშობელი: გაიყარა: ზრდა: დაგუიწყეს: მე: და: ქალსა: მართ: მაშინვე: გუანდა: იგი: მზისა: შუქთა: ნასამალსა: უყვარდით: და: სწორად: უჩნდით: მეფესა: და: დედოფალსა: აწ: ვახსენებ: ვისგან: ჩემი: დაუდაგავს: გული: ალსა: