... (A-363), XVII ს.

119. ცოტად: მიწვა: მიიძინა: თუცა: ყოლა: ვერა: მეტი: [........]თა: დიდი: დაიზახნა: წამოიჭრა: ვითა: რეტი: [.....]ის: და: წამწამ: იკრის: გულსა: ლოდი: თავსა: კეტი: ცალკერძ: ზის: და: პირსა: იხოკს: ქალი: მისი: შენაჭურეტი:

120. რად: დაბრუნდი: მოახსენა: მითხარ: რაცა: წაგეკიდა: [...]: უბრძანა: მონადირე: მეფე: ვინმე: გარდმეკიდა: [......]: ლაშქარნი: უთუალავნი: ბარგი: მძიმედ: აეკიდა: [...]: მინდორს: ნადირობდა: დაეფანჩვა: მარეკი: და:

121. სევდად: მეცა: კაცთა: ნახვა: ცეცხლი: უფრო: გავიალე: არ: მივეო: ახლოს: შეყრად: თავი: ჩემი: შევიწყალე: მათგან: მკრთალი: შემოვბრუნდი: ტყესა: შიგან: დავიმალე: თქუა: ნუთუმცა: უკუ: მრიდა: რა: გათენდეს: წავალ: ხვალე:

122. ქალსა: ცრემლი: გარდმოსცვივდეს: ას: ნაკეცნი: ბევრის: ბევრად: მოაჴსენა: მჴეცთა: თანა: იარები: მარტო: ველად: არას: კაცსა: არ: იახლებ: საუბრად: და: შემაქცევრად: მას: მაგითა: ვერა: არგებ: დღეთა: შენთა: ცუდად: ლევ: რად:

123. ყოვლი: პირი: ქუეყანისა: ერთობ: სრულად: მოგივლია: ერთი: კაცი: შემაქცევლად: შენად: ვითა: დაგელია: გეახლოს: და: არ: გაშმაგდე: თუცა: ჭირი: არ: გაკლია: შენ: მოჰკუდე: და: იგი: წაჴდეს: ესე: შენთვის: რა: მადლია:

124. უბრძანა: დაო: ეგეა: მსგავსი: შენისა: გულისა: მაგრა: ქუეყანად: წამალი: სადაა: ამა: წყლულისა: ვის: ძალ: აქუს: პოვნა: კაცისა: თვით: სოფლად: არ: მოსრულისა: ჩემი: ლხინია: სიკუდილი: გაყრა: ჴორცთა: და: სულისა:

125. ღმერთმან: სხუამცა: ეტლსა: ჩემსა: რადმცა: კაცი: რად: დაბადა: სიახლე: და: საუბარი: თუმცა: მისი: მე: მეწადა: ვინმცა: გასძლნა: ჭირნი: ჩემნი: ანუ: ვინმცა: შეეცადა: შენგან: კიდე: ჴორციელი: დაო: მივის: არასადა:

126. ქალმან: უთხრა: არ: გამიწყრე: ვიშიშვი: და: ვიაჯ: დია: რადგან: ღთ~სა: ვაზირობა: შენი: ჩემზედ: მოუგდია: ვერ: დავმალავ: უკეთესი: რაცა: საქმე: გამიცდია: არა: ვარგა: უსაზომო: ზომსა: თავი: გარდგიჴდია:

127. [....]: მძებნელი: იყომცა: ჭკუითა: მეტის: მეტითა: შენ: კაცთა: ნაცულად: ნადირთა: ახლავ: გულითა: რეტითა: სჯობს: ერთი: კაცი: იახლო: ილხენდე: მის: ჭურეტითა: ვით: იადონი: არ: მოჰკუდე: ბულბული: თესლთა: კუნეტითა:

128. ყმამან: უთხრა: რას: მენუკავ: არა: ვიცი: გამიცხადე: [....]: ჩემად: სამსახურად: უღმრთოდ: მემცა: ვით: დავბადე: [.......]: ჩემი: უბედობა: უნდა: მემცა: რას: ვეცადე: განაღამცა: გავნადირდი: თავი: ასრე: გავიჴადე:

129. ქალმან: კულა: ჰკადრა: გაგსაჯე: მეტითა: შეგონებითა: მაგრა: თუ: კაცი: მოგგვარო: მოგყუეს: თავისა: ნებითა: იგი: გეახლოს: ილხენდე: მისითა: შემეცნებითა: ჰფიცე: არ: მოჰკლა: არ: იყო: არ: სავნებლისა: ვნებითა:

130. მან: უბრძანა: თუ: მიჩვენებ: ვნახავ: დიდად: გავიხარებ: სიყუარულმან: მისმან: ვისთვის: ხელი: მინდორს: თავსა: ვარებ: არას: უზამ: უგემურსა: არა: ოდეს: გავამწარებ: რაცა: ჩემგან: იამების: ვაამებ: და: შევიყუარებ:

131. ქალი: ადგა: და: წავიდა: მის: ყმისა: მოსაყუანებლად: არ: ეწყინაო: უამბობს: არს: მისად: მაგულვანებლად: ჴელი: მოჰკიდა: მოჰყუანდა: ვით: მთუარე: მოსავანებლად: იგი: რა: ნახა: ტარიელ: თქუა: მზისა: დასაგვანებლად:

132. გამოეგება: ტარიელ: მართებს: ორთავე: მზე: დარად: ანუ: ცით: მთუარე: უღრუბლო: შუქთა: მოჰფენდეს: ქუე: ბარად: რომე: მათ: თანა: ალვისა: ხეცა: ვარგიყო: ხედ: არად: ჰგვანდეს: შვიდთავე: მნათობთა: სხუამცა: რისა: ვთქუა: მე: დარად:

133. მათ: აკოცეს: ერთმანერთსა: უცხოობით: არ: დარიდეს: ვარდსა: ჴლეჩდეს: ბაგეთაგან: კბილნი: თეთრნი: გამოსჭვირდეს: ყელი: ყელსა: გადააჭუდეს: ერთმანერთსა: აუტირდეს: ქარვად: შექნეს: იაგუნდნი: მათნი: თუცა: ლალად: ღირდეს:

134. მობრუნდეს: ყმამან: ავთანდილს: ჴელი: შეუპყრა: ჴელითა: ერთგან: დასხდეს: და: იტირეს: დიდხან: ცრემლითა: ცხელითა: [......]: სულსა: უღებდა: სიტყუითა: საკუირველითა: [...]: თა: ნუ: დაჰჴოცთ: ნუ: ბნელ: იქთ: მზესა: თქუენითა: ბნელითა:

135. ტარიელის: ვარდი: იყო: დათრთვილული: არ: დაზრული: [.....]: უთხრა: მესწრაფების: მითხარ: შენი: დაფარული: ვინ: ხარ: ანუ: სით: მოსრულ: ხარ: სადაური: სით: მოსრული: მე: სიკუდილსა: აღარ: ვაჴსოვ: ვარ: მისგანცა: გაწირული:

136. ავთანდილ: გასცა: პასუხი: სიტყუები: ლამაზებია: ლომო: და: გმირო: ტარიელ: ვის: ტანი: გინაზებია: მე: ვარ: არაბი: არაბეთს: არს: ჩემი: დარბაზებია: მიჯნურობითა: დამწვარ: ვარ: ცეცხლი: უშრეტი: მგზებია:

137. მე: პატრონისა: ჩემისა: ასული: შემყუარებია: თვით: მეფედ: მათად: მას: ხედვენ: მონები: მკლავ: მაგრებია: თუცა: არ: მიცნობ: გინახავ: თავი: ვით: გიაზრებია: გაჴსოვსცა: ოდეს: დაჰჴოცე: მონები: არ: საპყრებია:

138. შენ: მინდორს: გნახეთ: გაჭრილი: ჩვენ: ზედა: გარდგეკიდენით: პატრონი: ჩემი: გაგიწყრა: ჩუენ: ჴაფად: წაგეკიდენით: გიჴმეთ: არ: მოხველ: ლაშქარნი: უკანა: გამოგკიდენით: შენ: ველნი: წითლად: შეღებენ: სრულად: სისხლისა: კი: დენით: