... (A-363), XVII ს.

237. მიბრძანა: მითხრა: ამბავი: იცოდა: ჩემის: ნებისა: ყურსა: მიამბო: ხაბარი: ჩემისა: გახარებისა: შეგყარნა: ბოლოდ: ვისიცა: შეხედვა: გენატრებისა: წიგნი: მამართვა: გავჰკაზმე: ჴმა: უთხარ: გაბრუნვებისა:

238. გამიკვირდა: შემეზარნეს: ესე: რამან: ათქმევინა: ვინ: მპოვაო: სადაურმან: სადით: მიცნობს: იგ: მე: ვინა: მის: მგონესა: ყოფა: ჩემი: ერთობ: სრულად: დამკარგვინა: ნუ: ყოს: ღ~თნ: მისად: ნაცულად: მზეცა: მამხუდეს: მინდა: მინა:

წიგნი ნესტან დარეჯანისა საყუარელსა თანა მიწერილი:

239. წიგნი: ვნახე: მისი: იყო: ვისი: მდაგავს: ცეცხლი: გულსა: მოეწერა: მზისა: შუქსა: ნუ: დაიჩენ: ლომო: წყლულსა: მე: შენი: ვარ: ნუ: მოჰკუდები: მაგრა: ბნედა: ცუდი: მძულსა: აწ: ასმათი: მოგაჴსენებს: ყუელაკასა: ჩემგან: თქმულსა:

240. ასმათი: ადგა: მისისა: წიგნისა: წასაკითხავად: მე: ძოღან: შენი: ამბავი: მითხრიან: ვისცა: ვჰკითხავად: გიბრძანებს: მესმის: მოვლენო: ლაშქარნი: შენად: მკითხავად: ლომსა: არ: გმართებს: ვაგლახი: თუ: ჩემი: თავი: ითხა: ვად:

241. ბედითი: ბნედა: სიკუდილი: რა: მიჯნურობა: გგონია: სჯობს: საყუარელსა: უჩვენო: საქმენი: საგმირონია: ხატაეთს: მყოფნი: ყუელანი: ჩუენნი: სახარაჯენია: აწ: მათნი: ჯავრი: ჩვენზედა: ჩვენგან: არ: დასათმონია:

242. შენგან: ჩემისა: ქმრობისა: წინასაც: ვიყავ: მდომია: მაგრა: აქამდის: საუბრად: კულა: ჟამი: არ: მამხდომია: ძუღან: ხელქმნილსა: გიჭურეტდი: კუბოსა: შიგან: მჯდომია: მე: აქა: ყუელაი: მასმია: რაცა: შენ: გარდაგჴდომია:

243. მართლად: გითხრობ: მამისმინე: ესე: რაცა: მოგახსენე: წა: შეები: ხატაელთა: თავი: კარგად: გამაჩვენე: გიჯობს: ცუდად: ნუღარა: სტირ: ვარდი: კულადმცა: რად: დასტენე: მზემან: მეტი: რაღა: გიყოს: აჰა: ბნელი: გაგითენე:

244. ასმათი: მეუბნებოდა: უშიშრად: არ: მეკრძალოდა: ჩემი: რა: გითხრა: რა: ვიყავ: ლხინი: რად: დამეთვალვოდა: გული: მი: და: მო: მიარდა: ჰკრთებოდა: და: მემალოდა: მით: პირი: ჩემი: გაბროლდა: და: ღაწვი: გამელალვოდა:

აქა წიგნი ტარიელისა საყუარელთანა:

245. თუალთა: დავიდევ: უსტარი: მე: მისგან: მონაწერია: პასუხად: ვსწერდი: მთუარეო: შენმცა: მზე: ვით: მოგერია: მე: ღ~თნ: იგი: ნუ: მამცეს: რაცა: არ: შენი: ფერია: სიზმრად: მგონია: დარჩომა: ჩემი: ვერ: დამიჯერია:

246. ასმათს: ვუთხარ: მე: პასუხსა: ამის: მეტსა: ვერ: მივხუდები: ესე: ჰკადრე: რათგან: მზეო: ნათლად: ჩემთვის: აღმოჰჴდები: აჰა: მკუდარი: გამაცოცხლე: ამას: იქით: აღარ: ვბნდები: რასაცაღა: სამსახურსა: ვტყუი: თუცა: ვერიდები:

247. ასმათ: მითხრა: მე: მიბრძანა: ესე: ვქნათო: ესე: სჯობდეს: ვინცა: გნახოს: ჩემგან: მისსა: საუბარსა: ვერა: სცნობდეს: ჩემად: ნახვად: მოვიდოდეს: შენ: ვითამცა: გაშიყობდეს: დაცამვედრა: ამირბარსა: უთხარ: ასრე: ნამუსობდეს:

248. მეკეთა: ესე: თათბირი: სიბრძნე: გულისა: მისისა: მისგან: მომეცა: მოსმენა: არ: საუბრისა: მქისისა: მისი: მზესაცა: რიდება: ჰქონდის: ნახვისა: ვისისა: ვისთა: შუქთაგან: უკუნსა: ჰგუანდის: სინათლე: დღისისა:

249. ასმათს: მოვართვი: რჩეული: თვალი: ოქროსა: ჯამითა: მან: მითხრა: არა: არ: მინდა: ვარ: გამაძღარი: ამითა: ერთი: აიღო: ბეჭედი: მართ: აწონილი: დრამითა: ესე: კმა: ნიშნად: სავსე: ვარ: სხუად: ჴელის: შესაბამითა:

250. ქალი: ადგა: წამოვიდა: მე: ლახუართა: გულსა: მრიდეს: ლხინმან: ბნელი: განმინათლა: დაშრტეს: რომე: ცეცხლნი: მწვიდეს: შეველ: დავჯე: ნადიმადვე: ჩემნი: სწორნი: სადა: სმიდეს: მხიარულმან: საბოძვარი: გავეც: ზემი: გაადიდეს:

წიგნი ტარიელისა ხატაელთა თანა კაცის გაგზავნა პირველი:

251. კაცი: იჴმო: გასაგზავნლად: ეუბნების: უბრძანებსა: უთხრა: იცნობ: უწინ: ვინცა: ჩუენთვის: ჴრმალნი: მისცნეს: ნებსა: რად: შესცულიან: ჭკუა: ცნობა: ვარდის: ნაცულად: ძეძვს: რად: ჰკრებსა: ჩუენი: ბაჟი: დაიკიდოს: მოიღებდეს: ჩუენს: წინ: ძღვენსა:

252. გავგზავნე: კაცი: ხატაეთს: და: წიგნი: ჩემაგიერი: მივსწერე: მეფე: ინდოთა: არისმცა: ღ~თულებრ: ძლიერი: მათი: ერთგული: გაძღების: ყოველი: სული: მშიერი: ვინცა: ურჩ: ექმნას: იქნების: თავისა: არ: მადლიერი:

253. ჩვენო: ძმანო: და: პატრონო: თქუენგან: არ: გავიმწარებით: ესე: რა: ნახოთ: ბრძანება: აქამცა: მოიარებით: თქუენ: თუ: არ: მოხუალთ: ჩუენ: მოვალთ: ზედა: არ: მოგეპარებით: სჯობს: რომე: გუნახნეთ: თავისა: სისხლთა: ნუ: ეზიარებით: