... (A-363), XVII ს.

40. ბროლმან: ლალსა: გარეულმან: ვარდნი: თხელნი: ანატიფნა: იგი: ტკბილნი: გონებანი: ჩვენთვის: მეტად: გაამყიფნა: არ: აგუიხუნა: არცა: დაგუსხნა: ყოლა: არად: ამოგუკრიფნა: მისნი: მკუახედ: მოუბარნი: მათრაჴითა: შეგვამწიფნა:

41. უმცროსსა: ძმასა: მივეცით: უფროსსა: დავეზიდენით: ჴელი: მოჰკიდა: დადეგო: ესეცა: ჰკადრა: კიდ: ენით: მან: ჴრმალსა: ჴელი: არ: მიჰყო: ჩვენ: ამად: დავერიდენით: თავსა: გარდაჰკრა: მათრაჴი: ვნახეთ: სისხლისა: კი: დენით:

42. ჩვენი: ძმა: გლახ: დაკოდილი: მასვე: წამსა: ჩამოვარდა: მისმან: შიშმან: დაგვაწყნარნა: იგი: ყოლა: არ: აჩქარდა: მასმცა: მიღმა: რაღა: ვჰკადრეთ: ვისმან: ყოფა: გაგვიმწარდა: ვთქუით: თუ: უჴმლოდ: მოგუერია: ჴმლითა: გაგგუყრის: ფარდა: ფარდა:

43. მით: ერთითა: მათრაჴითა: თავი: ასრე: გარდაჰფრიწა: ვითა: მკუდარი: უსულო: ქმნა: ვითა: მიწა: დაამიწა: მისი: რასმე: მკადრებელი: მოამდაბლა: მოამიწა: თვალთა: წინა: წაგვივიდა: ლაღი: კუშტი: ამაყი: წა:

44. აღარ: დაბრუნდა: წავიდა: წყნარად: და: აუჩქარებლად: აგერა: მივა: ნახეო: იგი: მზეებრ: და: მთვარებლად: შორს: უჩვენებდეს: მტირალნი: კვნესითა: გაუხარებლად: ოდენ: ჩნდა: შავი: ტაიჭი: მისი: მის: მზისა: მარებლად:

45. აჰა: მიხუდა: ავთანდილსა: ღაწუთა: ცრემლით: არ: დათოვნა: რადგან: ცუდად: არ: წაუჴდა: მას: ეზომი: ცუდად: ყოვნა: კაცსა: მიხუდეს: საწადელი: რას: ეძებდეს: მისი: პოვნა: მაშინ: მისგან: აღარა: ჴამს: გარდასრულთა: ჭირთა: ჴსოვნა:

46. უთხრა: თუძმანო: ვარ: ვინმე: ღარიბი: უადგილოსა: მე: იმა: ყმისა: საძებრად: მოვჰშორდი: საგაზრდილოსა: აწ: თქუენგან: მივხუდი: საქმესა: ყოლ: არა: საადვილოსა: ღ~თიმცა: ნურას: ნუღარ: იქს: თქუენსა: დასაღრეჯილოსა:

47. ვითა: მე: მივხუდი: წადილსა: ჩემის: გულისა: ნებასა: აგრემცა: ღ~თი: ნურას: იქს: ძმისა: თქუენისა: ვნებასა: უჩვენა: მისი: სადგომი: მიდითო: ნება: ნებასა: ჩრდილსა: გარდასვით: მაშურალი: მიეცით: მოსვენებასა:

48. ესე: უთხრა: და: წავიდა: ცხენი: გაქუსლა: დეზითა: ვითა: გავაზი: გაფრინდა: არ: გაშვებული: ხეზითა: ან: მთვარე: მზისა: შემყრელი: მზე: სინათლითა: ზეზითა: დაივსო: ცეცხლი: შემწველი: მისითა: მან: მიზეზითა:

49. მიეწურა: იგონებდა: ახლოს: შეყრა: ვითა: აგოს: საუბარმან: უმეცარმან: შმაგი: უფრო: გააშმაგოს: ჴამს: თუ: კაცმან: გონიერმან: ძნელი: საქმე: გამოაგოს: არ: სიწყნარე: გონებისა: მოიძულოს: მოიძაგოს:

50. რადგან: ისი: არის: რადმე: უცნობოდ: და: ისრე: რეტად: რომე: კაცსა: არ: შეიყრის: საუბრად: და: არცა: ჭურეტად: მივეწევი: შევიყრებით: ერთმანერთის: ცემა: ჟლეტად: ანუ: მოვჰკლავ: ანუ: მამკლავ: დაიმალვის: მეტისმეტად:

51. აწ: იმა: ყმისა: საკრავად: ჴრმალსაცა: ვით: მიჰყო: ნები: არ: მოვჰკლავ: არცა: მოვკჰუდები: არ: ვივნებ: არცა: ვევნები: შორით: თვალითა: მივსწურავ: უკანა: დავედევნები იარეს: გავლეს: მრავალი: მინდორი: შამნარ: ჴევნები:

52. გარდაჴდა: და: თაყვანის: სცა: ახსენა: ღ~თისა: სახენი: შენ: გმონებს: ყოვლი: ქუეყანა: ყოველნი: მონა: სახენი: შენგან: მიხუდების: წადილსა: უღონო: მოვაგლახენი: ავთანდილ: გეძებს: სიცოცხლე: შენთვის: ლახვართა: ვახენი

53. ავთანდილ: იტყუის: ეზომნი: ჭირნიმცა: რად: ვაცუდენი: რაცაღა: არის: არა: არის: თუმცა: არ: ედგნეს: ბუდენი: სადაცა: მივა: მივიდეს: რაზომც: მოვლიდეს: ზღუდენი: მუნაღა: ვძებნნე: ღონენი: ჩემნი: არ: დასამრუდენი:

54. წინა: უკანა: იარნეს: ორნი: დღენი: და: ღამენი: დღისით: და: ღამით: მაშურალნი: არ: შეჭამადთა: მჭამელნი: არსადა: ხანი: არ: დაყუეს: ერთნი: თუალისა: წამენი: მათ: თუალთა: ცრემლნი: სდიოდეს: მინდორთა: მოსალამენი:

55. დღისით: ვლეს: და: საღამოჟამ: გამოუჩნდეს: დიდნი: კლდენი: კლდეთა: შიგან: ქუაბნი: იყუნეს: პირსა: წყალი: ჩანადენი: წყლისა: პირსა: არ: ითქმოდა: შამბი: იყო: თუ: რასდენი: ხე: დიდრონი: თვალ: უცდომი: მაღლა: კლდემდის: ანაყრდენი:

56. დადგა: უჭვრეტს: ალვის: შტოსა: ანძრევს: გარე: ჰქონდა: ყელსა: ავთანდილს: ჰკვირს: ეგრე: ვითა: გაანათებს: მზეებრ: ჴმელსა: პირად: მზესა: გულად: ლომსა: ტანად: შეჰგავს: სარო: მზრდელსა: მოიგონებს: გულამოსკვნით: მასვე: მისსა: საგონელსა:

57. მან: ყმამან: ქუაბსა: მიმართა: გავლნა: წყალნი: და: კლდენია: ავთანდილ: ცხენსა: გარდაჴდა: მონახნა: დიდნი: ხენია: მას: ზედა: ჭურეტად: გავიდა: ძირსა: დააბა: ცხენია: მუნით: უჭურეტდა: იგი: ყმა: მივა: ცრემლ: მინადენია:

58. რა: ტყენი: განვლნა: მან: ყმამან: მოსილმან: ვეფხის: ტყავითა: ქუაბისა: კარსა: გამოდგა: ქალი: ჯუბითა: შავითა: ატირდა: მაღლად: ცრემლითა: ზღვათაცა: შესართავითა: იგი: ყმა: ცხენსა: გარდაჴდა: ყელსა: მოეჭდო: მკლავითა:

59. ყმამან: უთხრა: დავო: ასმათ: ჴიდნი: ზღვასა: ჩაგვიცვივდეს: ვეღარ: მივხუდით: ჟამიერად: ჩვენ: ვისიცა: ცეცხლნი: გუწვიდეს: ესე: თქვა: და: მკერდსა: ჴელნი: იკრნა: ცრემლნი: გარდმოსცვივდეს: ქალი: შებნდა: მოეხვია: ერთმანერთსა: სისხლით: სწმიდეს: