... (A-363), XVII ს.

60. იგი: ტევრი: გაეხშირა: დანაგლეჯსა: მათსა: თმასა: ერთმანერთსა: ეხვეოდეს: ყმა: ქალსა: და: ქალი: ყმასა: იზახდიან: მოსთქმიდიან: ჴმას: სცემდიან: კლდენი: ჴმასა: ავთანდილ: სჭურეტს: გაკვირვებით: მათსა: ეგრე: ქცევა: ზმასა:

61. სული: დაიღო: მან: ქალმან: დათმო: გულისა: წყლულობა: ქუაბს: შეიყუანა: ტაიჭი: მოჰჴადა: აკაზმულობა: მას: ყმასა: შეჴსნა: შეიღო: აბჯრისა: წელ: მორტყმულობა: შინა: შევიდეს: მას: დღესა: გარდაჴდა: გამოსრულობა:

62. ავთანდილს: უკვირს: ამბავი: ისი: თუ: ვცნაო: მე: რითა: გათენდა: ქალი: გარდმოდგა: მოსილი: მითვე: ფერითა შავსა: აუდვა: ლაგამი: სწმედდა: რიდისა: წვერითა: შეჰკაზმა: მოაქუს: აბჯარი: წყნარად: არ: რამე: ჩხერითა:

63. მის: მოყმისა: წესი: იყო: მეტსა: თურე: არას: ეჯდა: ქალი: ტირს: და: მკერდსა: იცემს: თმისა: ტევრსა: გაიგლეჯდა: ერთმანერთსა: მოეხვივნეს: აკოცა: და: ცხენსა: შეჯდა: ასმათ: ისრე: დაღრეჯილი: კულა: უფრორე: დაიღრეჯდა:

64. ავთანდილ: ახლოს: კულა: ნახა: სახე: მისივე: კაცისა: ულვაშ: აშლილი: წვერ: გამო: ნუთუ: მზეაო: თქუა: ცისა: ეყნოსა: სული: ალვისა: ქართაგან: მონატაცისა: ასრე: უჩნს: მოკლვა: ლომისა: მართ: ვითა: ლომსა: ვაცისა:

65. მასვე: გზასა: წამოვიდა: რომე: გუშინ: შეეარა: შამბი: გავლო: გაეშორა: თავი: მინდორს: გააგარა: ავთანდილ: სჭურეტს: გაკუირვებით: მალვით: ხესა: მოეფარა: თქუა: თუ: ღ~თნ: ესე: საქმე: მეტად: კარგად: მომიგვარა:

66. ავთანდილ: თქუა: ჟამად: ვპოვე: ვრბოდი: ვისთვის: სურვილითა: მისგან: კიდე: მომსახურე: ნუთუ: ვნახო: ჰყუანდეს: ვითა: ნუთუ: რასაც: მოველოდე: მითხრას: ამან: მე: ამბავთა: თვარა: მე: ვარ: იგი: ლომი: რომე: მჴეცთა: მოვსრავ: ჴრმლითა:

67. აწ: ამას: ჩემთვის: ღ~თისაგან: სხუა: საქმე: რა: ვაჯობინო: ქალი: შევიპყრა: მის: ყმისა: ამბავი: ვაამბობინო: ჩემიცა: ვუთხრა: ყუელაი: მართალი: გავაბრჭობინო: მას: ყმასა: ჴრმალი: არა: ვჰკრა: არცა: მას: დავისობინო:

68. ჩამოვიდა: ცხენი: აჴსნა: მისგან: ხესა: შემობმული: ზედა: შეჯდა: გაემართა: ქუაბი: იყო: კარ: გახმული: მუნით: ქალი: გამოიჭრა: გულ: მდუღარე: ცრემლ: დასხმული: ეგონა: თუ: დაბრუნდაო: პირი: ვარდი: ბროლ: ბაკმული:

69. ვერ: იცნა: სახე: არ: გუანდა: მისი: მის: ყმისა: სახესა: ფიცხლა: გაიქცა: მიჰმართა: ზახილით: კლდესა: და: ხესა: ყმა: გარდაიჭრა: დააბა: ვითა: კაკაბი: მახესა: ჴმას: სცემდეს: კლდენი: ქალისა: ზახილსა: მუნ: ერთ: სახესა:

70. მას: ყმასა: თავი: არ: მისცა: ჭურეტადცა: ებილწებოდა: ვითა: კაკაბი: არწივსა: ქუეშე: მი: და: მო: ძრწებოდა: ტარიელს: ვისმე: უზახდა: მწედ: თუცა: არ: ემწებოდა: ავთანდილ: მუჴლთა: უყრიდა: თითითა: ეხვეწებოდა:

71. ქალი: კიოდა: ტირილით: ჴმასა: მოსცემდეს: მთა: ვითა: უზახის: ლომო: ტარიელ: არ: იყო: ამად: ზავითა: ავთანდილ: ეტყუის: ნუ: შმაგობ: ნუ: ხარ: ცნობითა: ავითა: ღარიბი: უადგილოსა: მოველ: მართ: ოდენ: თავითა:

72. ეტყოდა: სულე: რამც: გიყავ: კაცი: ვარ: ადამიანი: უფერო: ქნილნი: მინახვან: ვარდნი: და: ისი: იანი: მისი: რამ: მითხარ: ვინ: არის: ტან: სარო: პირ: ბაკმიანი: სხვად: არას: გიზამ: ნუ: გეშის: ნუ: ჰყივი: აგრე: ჴმიანი:

73. ქალი: ეტყოდა: ტირილით: სარჩელი: უგავს: ბრჭობასა: თუ: არ: შმაგი: ხარ: დამეჴსენ: შმაგი: ხარ: მოდი: ცნობასა: აწ: მეტად: ძნელსა: საქმესა: მნუკევ: ადვილად: თხრობასა: ცუდად: ნუ: სცთები: ნუ: ელი: მაგა: ამბისა: ცნობასა:

74. კულა: ეტყვის: ყმაო: რა: გინდა: ანუ: მენუკავ: მე: რასა: მაგა: საქმესა: ვერა: იქს: ვერცა: კალამი: წერასა: შენ: ერთხელ: იტყუი: მითხარო: მე: ასჯერ: გითხრობ: ვერასა: ვითა: სიცილი: ტირილსა: მიჯობს: ვაგლახი: მღერასა:

75. ყმა: ეტყუის: ხედავ: სისხლისა: თვალთა: მდის: ცრემლთა: წყალები: დრო: გამიგრძელდა: მიმჭირდა: მაჩნია: მითა: წყალები: ვიცი: არ: მამკლავ: ღარიბი: ღარიბსა: შეგეწყალები: მაგა: ამბვითა: დამივსე: ცეცხლისა: მეა: წყალები:

76. ქალო: არ: იცი: სით: მოვალ: რა: ჭირნი: მომითმენიან: ოდითგან: ვეძებ: ამბავთა: ესე: არვისგან: მსმენიან: შენ: მიპოვნიხარ: სიტყუანი: ჩემნი: რაზომცა: გწყენიან: ვერ: დაგეხსნები: მიამბე: ჩემგან: ნუღარა: გრცხვენიან:

77. ქალმან: უთხრა: რას: შეგესწარ: მე: ვინ: ვარ: და: ანუ: შენო: მზე: არ: მახლავს: შეგეტყუების: თრთვილო: ასრე: მით: მაწყენო: გრძელი: სიტყუა: საწყინოა: ასრე: მოკლედ: მოგახსენო: ვერასათვის: ვერ: გიამბობ: რაცა: გინდა: იგი: ქენო:

78. კულაცა: ჰკითხა: ზენარობით: მიუყარნა: მუჴლნი: წინა: მაგრა: ვერა: ვერ: დაჰყარა: მუდარობა: მოეწყინა: პირსა: ზედა: გაგულისდა: თვალთა: ცრემლი: მოედინა: ადგა: ყელსა: წამოზიდნა: ყელსა: დანა: დააბრჯინა:

79. ეგრე: უთხრა: მე: ეზომი: ჯავრი: ვითა: შეგარჩინო: რაგვარა: თუ: ამატირო: ცრემლი: ცუდად: დამადინო: გიჯობს: მითხრა: ამის: მეტი: მართ: აღარა: არ: გაწყინო: თუარა: ღ~თნ: მტერი: ჩემი: მოკლას: ვითა: მოგაკუდინო: