... (A-363), XVII ს.

273. ერთმანერთისა: მას: აქათ: რაცა: ორთავე: ვიცითა: აწცა: მიცოდი: საშენოდ: მითვე: პირითა: მტკიცითა: ამას: შევსჯერდი: დიდითა: ზენაარით: და: ფიცითა: გეცრუვო: ღმერთმან: მიწა: მქნას: ნუმცა: ცხრითავე: ვზი: ცითა:

274. მოვახსენე: არ: მეწყალვის: თავი: შენთვის: დასაწველად: მაგრა: რადგან: დამარჩინე: არ: გამოსჩნდი: ჩემად: მკულელად: შენ: სინათლედ: თვალთა: ჩემთა: მიჩნდა: მზეებრ: სანახველად: აწ: შევება: ხატაელთა: მუნ: გამოვსჩნდე: ლომი: ქუელად:

275. აწ: რასაცა: მე: მაღირსებ: ჴორციელი: არვინ: ღირსა: მოწყალება: იჩქითია: ღ~თისა: ამად: არ: მკუირსა: შენთა: შუქთა: შემომადგამ: ბნელსა: გულსა: ზედა: მჭვირსა: შენი: ვიყო: სადამდისცა: დამიყოფდეს: მიწა: პირსა:

276. ზედა: წიგნსა: საფიცარსა: შევჰფიცე: და: შემომფიცა: მისგან: ჩემი: სიყუარული: ამით: უფრო: დაამტკიცა: უშენოსა: მოწონება: ვისიმცაო: გულსა: მიცა: ღ~თი: მომკლავს: ამას: იქით: თავსა: ვეტყუი: ამას: ვსწვრთიცა:

277. დავჰყავ: ხანი: მას: წინაშე: ერთმანერთსა: ვეუბენით: ვჭამეთ: ამო: ხილი: რამე: სიტყუანიცა: ტკბილნი: ვთქუენით: მერმე: ავდეგ: წამოსავლად: ტირილით: და: ცრემლთა: დენით: მისთა: შუქთა: შვენებანი: ნათლად: მადგეს: გულსა: ფენით:

278. მეძნელებოდა: სიშორე: მისი: ბროლ: ბალახშ: მინისა: მე: განმიახლდა: სოფელი: მქონდა: სიმრავლე: ლხინისა: ჩემად: ჩნდა: იგი: სინათლე: ეთერით: მზედ: ნაჩინისა: აწ: მიკუირს: მისსა: გაყრილი: გული: მიც: კლდისა: ტინისა:

ამბავი ტარიელისა ხატავეთს წასულისა:

279. დილასა: შევჯე: უბრძანე: ჰკარით: ბუკსა: და: ნობასა: სრულთა: სპათასა: ვერ: გითხრობ: არ: შესხდომისა: მზობასა: ლომმან: მივმართე: ხატაეთს: ვერვინ: მიზრახავს: ხრდლობასა: არ: გაივლიდის: ლაშქარნი: უგზოსა: ვლიდეს: გზობასა:

280. დავაგდე: მზღვარი: ინდოთა: მევლო: პაშტაი: ხანია: რამაზის: კაცი: მემთხვია: ხატაეთს: ზედა: ხანია: მან: მითხრა: მოციქულობა: გულისა: მოსაფხანია: ჩვენთა: მგელთაცა: დასჭამენ: თქვენნი: ინდოთა: თხანია:

281. მე: შემამძღუნეს: რამაზისგან: ძღუნად: საჭურჭლე: საშინელი: გითხრობს: გკადრებს: ნუ: ამოგუწყუეტ: არის: შენგან: არსაქნელი: ზენაარი: გამოგვიღე: მით: გვაბია: ყელსა: წნელი: მოურვებლად: მოგახსენნეთ: თავნი: შვილნი: საქონელი:

282. რაცა: შეგცოდეთ: შეგვინდევ: თუით: ჩვენვე: შეგუინანია: თუ: ღმრთულებრ: შეგვიწყალებდეთ: აქა: ნუ: მოვლენ: სპანია: ქვეყანა: ჩვენი: არ: ასწყდეს: რისხვით: არ: დაგვტყდენ: ცანია: შენ: მოგცეთ: ციხე: ქალაქი: მოგყუენ: ცოტანი: ყმანია:

283. გვერდსა: დავისხენ: ვაზირნი: ვიუბნეთ: გავიზრახენით: მითხრეს: თუ: ხარო: ყმა: წუილი: ბრძენი: მით: გკადრებთ: გლახ: ენით: არიან: ერთობ: მუხთალნი: ჩვენ: ერთხელ: კულაცა: ვნახენით: არამცა: მოგკლეს: ღალატად: არამცა: ვივაგლახენით:

284. ჩუენ: ამას: ვარჩევთ: წახვიდე: კარგითა: მართ: მამაცითა: ლაშქარნი: ახლოს: გეკიდნენ: სცნობდენ: ამბავსა: კაცითა: გულ: მართლად: იყუნენ: მიენდევ: აფიცე: ღთითა: და: ცითა: არ: დაგმორჩილდენ: შეჰრისხდი: რისხვითა: კულა: და: კულაცითა:

285. მეკეთა: ესე: თათბირი: ვაზირთა: ნავაზირები: შევსთვალე: რამაზ: მეფეო: ვცან: შენი: დანაპირები: სიკუდილსა: გიჯობს: სიცოცხლე: დაგვიდგამს: ვერ: ქვიტკირები: ლაშქართა: დავჰყრი: ცოტათა: წამოვალ: შენკერძ: ვირები:

286. მათ: ლაშქართაგან: სამასნი: კარგი: მოყმენი: ქუელანი: თანა: წამომყუეს: წაცაველ: დავჰყარენ: სპანი: ყველანი: დავედრე: სადა: მე: მევლოს: ვლენით: იგივე: ველანი: ახლოს: მომდევდით: მიშველდით: გიჴმობ: თუ: მინდენ: შველანი:

287. სამ: დღე: ვიარე: მემთხვია: სხვა: კაცი: მისვე: ხანისა: კულა: ეძღუნა: უცხო: მრავალი: შესამოსელი: ტანისა: ებრძანა: მწადსო: სიახლე: შენ: ლაღისა: და: ჯანისა: რა: შეგეყარო: მაშინ: სცნა: კულა: ძღუნობა: ამისთანისა:

288. კულაცა: ეთქვა: მართალია: ეზომ: ჩემი: მონახსენი: მე: თვით: წინა: მოგეგებვი: მესწრაფების: ნახვა: შენი: მოვახსენე: დია: ღ~თო: ბრძანება: ვქენ: მეცა: თქუენი ტკბილად: ვნახნეთ: ერთმანერთი: ვიყვნეთ: ვითა: მამაძენი:

289. მუნით: წასული: ჩამოვჰჴე: ტევრისა: რასმე: კიდესა: კულავ: მოციქულნი: მოვიდეს: სალამად: არ: დამრიდესა: წინა: ტურფათა: ტაიჭთა: ძღუნად: ჩემთვის: მოზიდვიდესა: შენსა: ნახვასა: მეფენი: თქუეს: მართლად: ინატრიდესა:

290. კულაცა: ეცნა: მოციქულთა: მოსულა: წინა: გაეგება: გარდაჴდეს: და: თაყუანისცეს: სხვაგნით: სხვათა: ჰკადრეს: ქება: კაცმან: ვითმცა: შეგიშალოს: რაცა: გინდეს: თქუენი: ნება: რად: გვიწყრებით: შეუცოდრად: ეგე: საქმე: ვით: ეგება:

291. გაგუეხარდეს: ესე: თქმანი: ვიხარეთ: და: ვინადირეთ: ქორითა: და: ავაზითა: უცხო: სულნი: დავიჭირეთ: მჴეცნი: მოსრნეს: მახვილითა: ჩვენნი: მბრძოლნი: ავატირეთ: ვლაღობდით: და: ვსთამაშობდით: სწრაფად: მისლვა: დავაპირეთ: