... (A-363), XVII ს.

178. ყმა: დაბნდა: რა: სახელისა: ჴსენებასა: მიეწურა: ავთანდილსცა: აეტირა: მისმან: ცეცხლმან: გულსა: მურა: ქალმან: სულად: მოაქცია: მკერდსა: წყალი: დააპკურა: თქუა: ისმენდი: მაგრა: ჩემი: სიკუდილისა: დღე: დასტურა:

179. მას: ქალსა: ნესტან: დარეჯან: იყო: სახელად: ჴმობილი: შვიდისა: წლისა: შეიქნა: ქალი: წყნარი: და: ცნობილი: მთვარისა: მგზავსი: მზისაგან: შვენებით: არ: შეფრობილი: მისსა: ვით: გასძლებს: გაყრასა: გული: ალმასი: წთობილი:

180. იგი: ასრე: მოიწიფა: მე: შემეძლო: შესვლა: ომსა: მეფე: ქალსა: ვით: ხედვიდა: მეფობისა: ქნისა: მწთომსა: მამასავე: ჴელთა: მიმცეს: რა: შევიქენ: ამა: ზომსა: ვბურთობდი: და: ვნადირობდი: ვით: კატასა: ვჰჴოცდი: ლომსა:

181. მეფემან: სახლი: ააგო: შიგან: საყოფი: ქალისა: ქუად: ფაზარი: სხდა: კუბო: დგა: იაგუნდისა: თუალისა: პირსა: ბაღჩა: და: საბანლად: სარაჯი: ვარდის: წყალისა: იგი: მუნ: იყუის: მედების: ვისგან: საჴმილი: ალისა:

182. დღე: და: ღამე: მუჯამრითა: ეკმეოდის: ალვა: თლილი: ზოგჯერ: კოშკს: ჯდის: ზოგჯერ: ბაღჩას: ჩამოვიდის: რა: დგის: ჩრდილი: დავარ: იყო: და: მეფისა: ქურივი: ქაჯეთს: გათხოვილი: მას: სიბრძნისა: სასწავლელად: თვით: მეფემან: მისცა: შვილი:

183. სრა: ედგა: მოფარდაგული: ოქსინოთა: და: შარდითა: ვერვინ: ვხედევდით: შეიქნა: პირითა: მინა: ვარდითა: ასმათ: და: ორნი: მონანი: ჰყუიან: იმღერდის: ნარდითა: მუნ: იზრდებოდის: ტანითა: აბანოს: განაზარდითა:

184. თხუთმეტისა: წლისა: ვიყავ: მეფე: მზრდიდა: ვითა: შვილსა: დღისით: ვიყუი: მის: წინაშე: გამიშვებდის: არცა: ძილსა: ძალად: ლომსა: თვალად: მზესა: ტანად: ვგუანდი: ედემს: ზრდილსა: სროლასა: და: ასპარეზსა: აქებდიან: ჩემგან: ქნილსა:

185. რა: მინდორს: შევჯდი: ზარითა: ჴმა: იყუის: ბუკთა: ცემისა: თანა: მყუის: სპისა: სიმრავლე: მგზავსი: ფუტკრისა: რემისა: ჭურეტად: ქალ: ყმები: დაჯრილა: დგის: თემისა: და: თემისა: ვინც: მნახის: ეყუის: ერთ: წლამდის: კუეხა: ნახვისა: ჩემისა:

186. მოსრნის: მჴეცნი: და: ნადირნი: ისარმან: ჩემგან: სრეულმან: მერმე: ვიბურთი: მოედანს: მინდორით: შემოქცეულმან: შევიდი: შევქმნი: ნადიმი: ნიადაგ: ლხინსა: ჩვეულმან: აწ: საწუთროსა: გამყარა: პირმან: ბროლ: ბალახშეულმან:

187. მამა: მომიკუდა: მოვიდა: დღე: სიკუდილისა: მისისა: ქნა: გაუცუდდა: ფარსადანს: ნიშატისა: და: ნიშისა: მათ: გაეხარნეს: ვის: ზარი: დალევდის: მისგან: შიშისა: ერთგულთა: შექნეს: ვაება: მტერთა: ჴსენება: იშისა:

188. მე: წელიწადსა: ბნელსა: ვჯე: საწუთრო: გაცუდებული: დღისით: და: ღამით: ვვაებდი: ვერვისგან: სულ: დაღებული: გაყუანად: ხასნი: მოვიდეს: მითხრეს: მეფისა: მცნებული: ებრძანა: შვილო: ტარიელ: ნუ: ხარ: შავითა: ღებული:

189. ჩუენ: უფრო: გუტკივის: იგი: ვინ: დაგუაკლდა: სწორად: თავისა: ასი: ებოძა: საჭურჭლე: ებრძანა: აჴდა: შავისა: ბოძება: მისეულისა: სრულისა: საკარგავისა: შენ: გქონდეს: ამირბარობა: ქნა: მისვე: საურავისა:

190. ავენთი: დამწვეს: მამისა: საჴმილთა: დაუშრეტელთა: უკანის: გამომიყუანეს: ხასთა: მათ: წინა: მდგომელთა: გამოსლვისათვის: ზეიმი: შექნეს: ინდოეთს: მფლობელთა: შორს: მამეგებნეს: მაკოცეს: პატივით: ვითა: მშობელთა:

191. თუალთა: ჩემთა: ცხელი: ცრემლი: აწინდლისა: უფრო: დიან: წლისა: ჭამა: გარდვიჴადე: სიმძიმილის: მითხრობდიან: ასრე: გავჰჴე: ჩემი: ჯარი: არ: დარჩების: იტყოდიან: ზოგნი: ტირან: მამისათვის: ზოგნი: ჩემთვის: ტიროდიან:

192. მათ: საჯდომთა: ახლოს: დამსვეს: პატივს: მცეს: ძისა: დარად: მის: ჴელისა: საურავი: მათ: ორთავე: მითხრეს: წყნარად: ურჩ: ვექმენ: და: მისეულთა: წესთა: ქცევა: მიჩნდა: ზარად: არ: მომეშუნეს: დავმორჩილდი: თაყუანივეც: ამირბარად:

193. პატრონობა: ჰინდოთა: და: მრავალთაცა: მქონდა: სხუათა: ვნაპირობდი: თუ: ვინ: იყუის: მავნებელი: ჩემთა: სპათა: ხალვად: ვჯდი: და: ვიხარებდი: ზამი: შევქმნი: მღერა: სმათა: სპათა: ვმოსდი: ვნადირობდი: ქება: თქუიან: ჩემთა: ქნათა:

194. ტარიელს: თუალნი: სისხლისა: ცრემლთაგან: დაღამებიან: თქუა: ნახვისაცა: უღირსსა: ვისგან: საჴმილნი: მდებიან: უმისოდ: ძმანი: რად: მძმობენ: ანუ: რად: დანი: მდებიან: აწყა: ვაჴსენებ: დღესა: მას: ოდითგან: ცეცხლი: მდებიან:

195. აჰა: ძმაო: რადგან: მკითხე: ცხელი: ცეცხლი: მიახლია: ჩემთა: ჭირთა: მაქრავებლად: მისი: მზრდელი: მიახლია: მუდმით: მწვევდის: ცეცხლი: ცხელი: მეტად: ვეღარ: ვეახლია: შენად: შეყრად: არ: მოვმკუდარვარ: ჭირნი: ასრე: ვიახლია:

196. ღ~თისა: კაცთა: სიყუარული: ჩუენზედ: ოდეს: გამოჩნდების: ჩვენ: სიკვდილი: ლხინად: მოგუცეს: შემოქმედსა: რა: აკლდების ზოგთა: შეჰკრავს: წამის: ყოფად: ზოგნი: ცადმდე: ამაღლდების: მით: ერთითა: შეგვიბრალოს: წყალობითა: ჩვენ: მოგხუდების:

197. აღარა: ვიცი: დამვიწყდეს: თუცა: დიადი: წელია: გიამბო: ჩემი: ამბავი: განა: რაზომცა: ძნელია: ცრუ: და: მუხთალი: სოფელი: მიწყივ: ავისა: მქნელია: მისთა: ნაკვეთთა: წინწალი: დამეცეს: ხანგრძლად: მწველია: