... (A-363), XVII ს.

80. ქალმან: უთხრა: ეგე: ღონე: მოიგონე: მატად: ავი: თუ: არ: მომკლავ: არ: მოვკუდები: მრთელი: ვარ: და: მოუკუდავი: რად: რა: გითხრა: სადამდისცა: ვიყო: ჭირთა: უნახავი: კულა: თუ: მამკლავ: სასაუბროდ: აღარ: მედგას: ზედა: თავი:

81. უთხრა: თუ: ლომო: ავთანდილ: შეიქენ: ელვა: კრთომითა: თუ: მომკლავ: დამჴსნი: სოფელსა: ეგ: მიჯობს: ბევრის: ზომათა: არ: ვიცი: ფიფქო: მით: მაწყენ: მიპოვე: მზე: წაჴდომითა: შენებრი: კაცი: ჩემს: მეტსა: ვერვის: უდარებს: ომითა:

82. კულა: უთხრა: ყმაო: რად: მპოვე: ვინ: მეუბნები: მე: ვინო: ეგე: ამბავი: ცოცხალსა: ენითა: ვერ: მათქმევინო: მე: თავი: ჩემი: ნებითა: ჩემითა: მოგაკვლევინო: ვითა: უსტარი: ბედითი: ადვილად: დაგახევინო:

83. ჩემი: სიკუდილი: შენ: ჩემად: პატიჟად: ნურად: გგონია: მით: რომე: დამჴსნი: პატიჟსა: შემშრების: ცრემლთა: ფონია: ჩალად: მიჩნს: ყოვლი: სოფელი: მისთვისვე: შემიწონია: ვერ: გიცნობ: ვინ: ხარ: ვის: გითხრა: სიტყუანი: მისანდონია:

84. ყმამან: თქუა: თუ: არ: ეგების: აწ: ამისი: ასრე: თქმევა: სხუასა: რასმე: მოგონება: სჯობს: საქმისა: გამორჩევა: გაუშვა: და: ცალკე: დაჯდა: ტირს: დაიწყო: ცრემლთა: ფრქუევა: ქალსა: უთხრა: გაგარისხე: აწ: ესე: თქუი: ვით: დავრჩე: ვა:

85. ქალი: დაუჯდა: კუშტ: გვარად: ქუშობს: ჯერ: არ: დამტკბარია: ავთანდილ: ქუე: ზის: ტირილად: აღარას: მოუბარია: ვარდისა: ბაღსა: მოჰგუბდა: ცრემლისა: საგუბარია: კულა: იქით: ქალი: ატირდა: მისთვის: გულ: ნალმობარია:

86. ყმა: მტირალი: შეებრალა: ამად: ცრემლნი: ცხელნი: ღვარნა: მაგრა: უჯდა: უცხოს: უცხო: არ: ბაგენი: აუბარნა: ყმამან: ცნა: თუ: გონებანი: ჩქარნი: ჩემთვის: დააწყნარნა: ცრემლ: დენილი: შეეხვეწა: ადგა: მუჴლნი: მიუყარნა:

87. უთხრა: ვიცი: აღარ: ვარგ: ხარ: შენ: აწ: ჩემად: დასადობლად: გაგარისხე: დარჩომილ: ვარ: ღარიბად: და: ამად: ობლად: აწ: ეგრეცა: თავი: ჩემი: დამიც: შენთვის: დასანდობლად: ამად: რომე: შეცოდება: შვიდ: გზის: თქმულა: შესანდობლად:

88. თავი: ჩემი: სამსახურად: თუცა: ავად: მოგაწონე: მიჯნურისა: შებრალება: ჴამს: ესეცა: გაიგონე: სხვაგნით: ყოვლგნით: უღონო: ვარ: არავინ: არს: ჩემი: ღონე: სულთა: მოგცემ: გულისათვის: სხვა: მეტიმცა: რა: გაქონე:

89. რა: ქალსა: მიხუდა: ყმისაგან: მიჯნურობისა: ჴსენება: გულ: ამოჴუნეშით: დაიწყო: ას: კეცთა: ცრემლთა: დინება: კულა: გაამაღლა: ზახილით: ტირილი: არ: გაცინება: ავთანდილს: ღ~თნ: წადილი: მისცა: გულისა: ლხინება:

90. იტყუის: თუ: ამა: სიტყუითა: მას: ფერი: შეეცვალების: ვისთვისმე: ხელი: უცილოდ: მას: ცრემლი: ემალ: მალების: კულა: უთხრა: დაო: მიჯნური: მტერთაცა: შეებრალების: ესეცა: იცი: სიკუდილსა: თვით: ეძებს: არ: ეკრძალების:

91. ვარ: მიჯნური: ხელი: ვინმე: გაუძლებლად: სულთა: დგმისად: ჩემმან: მზემან: გამომგზავნა: საძებნელად: იმა: ყმისად: ღრუბელიცა: ვერ: მიხუდების: მე: მისრულ: ვარ: სადა: მისად: გული: თქუენი: მიპოვნია: მისი: შენად: შენი: მისად:

92. მისი: სახე: გულსა: ჩემსა: ხატად: ასრე: გამოვხატე: მისთვის: ხელმან: გამოჭრილმან: ლხინი: ჩემი: ვაალქატე: ორისაგან: ერთი: მიყავ: ტყვედ: მქენ: ანუ: მააზატე: ან: მაცოცხლე: ანუ: მომკალ: ჭირი: ჭირსა: მომიმატე:

93. ქალმან: უთხრა: ყმასა: სიტყუა: პირველისა: უამესი: ეგე: სიტყვა: მოიგონე: დია: რამე: უკეთესი: წეღან: საქმე: მტერობისა: გულსა: ჩემსა: შთამოსთესი: აწ: მოყუარე: გიპოვნივარ: დისაგანცა: უფრო: დესი:

94. რაცაღა: ხარ: ვერ: მაცდუნებ: გარდიქცევი: ჴმელთა: ქველად: დაკარგულნი: ვინმე: სადით: ვიარები: მარტო: ველად: მე: ვისთვისმე: ნაცულად: ღ~თნ: მიმცა: ცეცხლთა: დასაწყეველად: მალედ: მომკალ: დამჴსენ: წვასა: მიმეც: მჴეცთა: შესაჭმელად:

95. ჩემსა: თავსა: მიჯნურობა: მართალია: არ: ნაჭორად: ჩემი: ვერა: ვერ: მოგკიდე: მეუბნები: მრუდსა: სწორად: ვინცა: აქა: გამომგზავნა: არავინ: მიჩნს: მისად: სწორად: მისგან: კიდე: სხვა: მნათობი: შევაწონე: ერთ: დრამ: ორად:

96. გამოჭრილვარ: ვიარები: დამწვავს: ცეცხლთა: საჴმილია ამა: ყმისა: მიზეზითა: სრულ: ჴმელეთი: მომივლია: ჭირთა: ნაცულად: შენ: გიპოვე: თუ: არ: მეტყვი: ცრემლს: მილია: თქუენად: ძებნად: მოვიძულვე: სახლი: კარი: ზღუდე: ვლია:

97. თუ: შენ: გწადდეს: ჩემი: შეყრა: იგი: გეტყუის: არას: არა: მაგრა: ჩემი: ყოფა: ღ~თნ: ვიცი: ბოლოდ: დამამწარა: შენგან: კიდე: არვინ: მივის: თავი: ჩემი: მოგებარა: იტყუის: მივხუდი: ჩემსა: ლხინსა: მე: არ: ღირს: ვარ: მიწა: არა:

98. მაშა: რადგან: მიჯნურობა: შენად: ღონედ: მოიგონე: არ: ეგების: ამას: იქით: თუცა: თავი: არ: გამონე: არ: შენ: მოგეც: თავი: ჩემი: დაგაბნიე: დაგაღონე: შენთვის: მოვკუდე: ამისებრი: მემცა: საქმე: რა: ვიღონე:

99. მე: მისითა: მიზეზითა: არ: მინახავს: დღე: ნათელი: მუნით: ვზივარ: დევთა: ქუაბსა: ვდუღ: და: მამდის: ცხელი: ცრემლი: მიწას: ვლაჴავ: თუ: ზე: ვჰფრინავ: არა: ვიცი: მე: მართალი: ღ~თნ: მომკლას: ან: მილხინოს: დიდ: არს: მისი: სამართალი: