... (A-363), XVII ს.

ამბავი ტარიელის გამიჯნურებისა პირველ რომ გამიჯნურდა:

198. კულავ: დაიწყო: თქმა: ამბისა: მან: რა: ხანი: მოიტირა: დღესა: ერთსა: მე: და: მეფე: მოვიდოდით: გვენადირა: მიბრძანა: თუ: ქალი: ვნახოთ: ჴელი: ჴელთა: დამიჭირა: მის: ჟამისა: მჴსენებელი: მე: სულდგმული: არ: გიკვირა:

199. ველს: გავიდეთ: სანადიროთ: უცხო: რამე: ქარი: ქროდა: მეფე: ბრძანებს: ვინადიროთ: ჯარი: გარე: ეხვეოდა: ჩვენ: ვიარეთ: ქუეითებსა: ჭალა: გარე: მოესწროდა: რა: ესე: თქუა: ყმა: ატირდა: ცრემლი: ცხელი: ჩამოსწთოდა:

200. მეფემან: ახმა: დურაჯთა: მითხრა: მიტანად: ქალისა: გამოუხვენ: და: წავედით: ჩემად: სადებლად: ალისა: მაშინ: დავიწყე: გარდაჴდა: მე: საწუთროსა: ვალისა: ალმასისა: ჴამს: ლახუარი: ლახურად: გულისა: სალისა:

201. ბახჩა: ვნახე: უტურფესი: ყოვლისავე: სალხინოსა: მფრინველთაგან: ჴმა: ისმოდა: უამესი: სირინოსა: მრავლად: იყო: სარაჯები: ვარდის: წყლისა: აბანოსა: კარსა: ზედა: მოჰფარვიდა: ფარდაგები: ოქსინოსა:

202. ზღუდედ: მოვლიდა: ზურმუხტი: ხე: ალვა: დარიგებითა: მეფე: გარდაჴდა: მუნ: სადა: კოშკად: ფარაზი: გებითა: შიგნით: შევედით: სრა: დაგხუდა: მოცული: ფარდაგებითა: მაშინ: ნასობთა: ლახუართა: სულნო: ვით: დაუდგებითა:

203. ვიცოდი: სწადდა: არვისგან: ნახვა: მის: მზისა: დარისა: მე: გარეთ: ვდეგ: და: მეფემან: შევლო: ფარდაგი: კარისა: ვერას: ვხედევდი: ოდენ: ჴმა: მესმოდა: საუბარისა: ასმათს: უბრძანა: გამოხმა: დურაჯთა: ამირბარისა:

204. ასმათ: ფარდაგსა: აზიდნა: გარეთ: ვდეგ: მოფარდაგულსა: ქალსა: შევხედენ: ლახუარი: მეცა: ცნობასა: და: გულსა: მოვიდა: მივსცნე: დურაჯნი: მთხოვნა: ცეცხლითა: დაგულსა: ვაიმე: მას: აქეთ: საჴმილსა: დაუწვავ: ნიადაგულსა

205. ქალი: მოდგა: დურეჯთათვის: ტანად: სარო: ლამაზენი: მადლი: ჰკადრა: ჴელმწიფემან: სახლი: შენი: ააშენი: ჴელთა: მისცენ: წაუხმელად: ააყბედნა: ტკბილად: ენი: მადლი: მისსა: შემოქმედსა: ვინ: შენებრი: დააშვენი:

206. აწ: წარჴდეს: იგი: ნათელნი: მზისაცა: მოწუნარენი: მისი: ვერ: გასძლო: ჴსენება: დაბნდა: და: სულთქნა: მწარენი: ყმა: და: ასმათი: ტიროდეს: ჴმას: სცემდეს: იგი: არენი: ჭმუნვით: თქუეს: მკლავნი: ცუდ: ქმნილანი: ვაი: გმირთა: მემუქარენი:

207. ასმათმან: წყალი: დაასხა: ცნობად: მოვიდა: ტარია: დიდხან: ვერა: თქუა: სევდამან: გული: შეუპყრა: დარია: დაჯდა: და: მწარედ: სულთ: ითქუნა: ცრემლი: მიწასა: გარია: თქუა: ჩემგან: მისი: ჴსენება: ვაიმე: რა: დიდი: ზარია:

208. მიმნდონი: საწუთროსანი: მისთა: ნივთთაგან: რჩებიან: იშვებენ: მაგრა: უმუხთლოდ: ბოლოდ: ვერ: მოურჩებიან: ვაქებ: ჭკუასა: ბრძენთასა: რომელნი: ეურჩებიან: ისმენდი: ჩემთა: ამბავთა: თუ: სულნი: შეღამრჩებიან:

209. დურაჯნი: მივსცენ: გავიღე: სხუა: ვერა: გზა: ღა: თავისა: დავეცი: დავბნდი: წამიჴდა: ძალი: მჴრისა: და: მკლავისა: რა: სულად: მოველ: შემესმა: ჴმა: ტირილისა: და: ვისა: გარა: მომრტყმოდა: ჯალაბი: ვითა: ჩამსხდომი: ნავისა:

210. შიგან: ვწევ: დიდთა: დარბაზთა: ტურფითა: საგებელითა: ზე: დამტიროდეს: მეფენი: ცრემლითა: უშრომელითა: პირსა: იხოჭდეს: ჴელითა: ღაწვისა: გამპობელითა: მუყრნი: მოასხნეს: სენითა: თქუეს: არის: რადმე: ძნელითა:

211. მე: რა: მნახა: თუალ: ახმული: მეფე: ყელსა: მომეხვია: ცრემლით: მითხრა: შვილო: შვილო: ცოცხალი: ხარ: სიტყვა: თქუია: მე: პასუხი: ვერა: გავეც: ვითა: შმაგი: შევჰკრთია: დია: კულა: დავეცი: დაბნედილი: გულსა: სისხლი: გარდმეთხია:

212. სრულნი: მუყრნი: და: მულიმნი: მე: გარე: შემომცვიდიან: მათ: ჴელთა: ჰქონდა: მუსაფი: ყოველნი: იკითხვიდიან: მტერ: დაცემული: ვეგონე: არ: ვიცი: რას: ჩმახვიდიან: სამ: დღემდის: ვიყავ: უსულოდ: ცეცხლნი: უშრეტნი: მწვიდიან:

213. აქიმნიცა: იკვირვებდეს: ესე: სენი: რაგვარია: სამკურნალო: არა: სჭირს: რა: სევდა: რამე: შემოჰყრია: ზოგჯერ: შმაგად: წამოვიჭრი: სიტყუა: მცდარი: წამერია: დედოფალი: ზღუასა: შეიქს: მას: რომ: ცრემლი: დაუღვრია:

214. სამსა: დღესა: დარბაზს: ვიყავ: არ: ცოცხალი: არცა: მკუდარი: მერმე: ცნობა: მომივიდა: მივხუდი: რასმე: მიუმხუდარი: ვთქუი: თუ: ჰაჲ: ჰაჲ: რა: შიგან: ვარ: მე: სიცოცხლე: მიუმჴდარი: თმობა: ვსთხოვე: შემოქმედსა: ვჰკადრე: სიტყუა: სამუდარი:

215. ვთქუი: თუ: ღმერთო: ნუ: გამწირავ: აჯა: ჩემი: შეისმინე: მომეც: ძალი: დათმობისა: ცოტად: ვითა: აღმადგინე: აქა: ყოფა: გამამჟღავნებს: სახლსა: ჩემსა: მიმაწვინე: ღ~თნ: ქნა: და: მოევჯობნდი: გული: წყლული: გავიკურნე:

216. ზე: წამოვჯე: მეფისასა: კაცი: დია: მომდიოდა: ახარებდეს: წამოჯდაო: დედოფალი: გამორბოდა: მეფე: მორბის: თავშიშველი: მოჯობება: არ: იცოდა: იგი: ღ~თსა: ადიდებდა: სხუა: ყუელაი: უჩუმოდა: