... (A-363), XVII ს.

217. იქით: და: აქათ: მამისხდეს: მახურიტეს: სახურეტელია: მე: მოვაჴსენე: პატრონო: გული: აწ: უფრო: მრთელია: ცხენსა: შეჯდომა: მწადიან: ვნახნე: წყალნი: და: ველია ცხენი: მომგუარეს: შეცავჯე: მეფე: ჩემთანა: მვლელია:

218. გამოვედით: მოვიარეთ: მოედანს: და: წყლისა: პირსა: შინა: მივე: დავაბრუნვე: მეფე: მომყუა: სახლთა: ძირსა: ჩემსა: მიველ: უარ: გავჰჴე: სხუა: დამერთო: ჭირი: ჭირსა: ვთქუი: თუ: მოვკუდე: ბედი: ჩემი: ამის: მეტსა: არას: ღირსა:

219. ზაფრანის: ფერად: შესცუალა: ბროლი: ცრემლისა: ბანამან: გული: უფრორე: დამიჭრა: ათი: ათასმან: დანამან: საწოლის: მეკრე: შემოდგა: მოლარე: გაიყუანა: მან: ვთქუი: თუ: რა: იცის: ამბავი: ნეტარ: ან: იმან: ან: ამან:

220. მონააო: ასმათისი: რა: იცისო: ვარქუი: ვჰკითხე: შემოვიდა: სააშიკო: წიგნი: მამცა: წავიკითხე: გამიკუირდა: სხუად: ვითამცა: ვჰქენ: გულისა: მწველთა: სითხე: მისგან: ეჭვი: არა: მქონდა: სევდად: მაწუა: გულსა: მით: ხე:

221. მე: გამიკუირდა: სით: უყუარ: ანუ: ვით: მკადრებს: თხრობასა: მიუყოლობა: არ: ვარგა: იგი: დამწამებს: თხრობასა ჩემგან: იმედსა: გარდასწყუედს: მერმე: დამიწყებს: გმობასა: დავსწერე: რაცა: პასუხად: მართებდა: აშიკობასა:

222. დღენი: გამოჰჴდეს: მე: გული: უფროვე: დამწუეს: კულა: ალთა: ვეღარ: უჭურეტდი: ლაშქართა: მინდორს: მოსულისა: მავალთა: დარბაზს: ვერ: მიველ: მკურნალთა: დაიწყეს: მოსულა: მრავალთა: მაშინ: დავიწყე: გარდაჴდა: სოფლისა: ლხინთა: და: ვალთა:

223. მათ: ვერა: მარგეს: მე: უფრო: ბინდი: დამეცა: ბნელისა: სხუამან: ვეარავინ: შემატყო: დება: ცეცხლისა: ცხელისა: სისხლი: დამწამა: მეფემან: მიბრძანა: გახსნა: ჴელისა: გავიხსენ: ფარვად: პატიჟთა: არვისგან: საეჭველისა:

224. ჴელგახსნილი: სევდიანი: საწოლს: ვიყავ: თავის: წინა: ჩემი: მონა: შემოვიდა: შევხედე: თუ: თქუას: რა: მინა: მონააო: ასმათისა: შემოყუანა: უთხარ: შინა: გულსა: შინა: დაუზრახე: რა: მპოვაო: ანუ: ვინა:

225. მონამან: წიგნი: მომართვა: მე: წავიკითხე: ნებასა: წიგნსა: შევატყვევ: ლამობდა: მოსულისა: მოსწრაფებასა: პასუხად: გავეც: ჟამია: მართალ: ხარ: გაკვირვებისა: მოვალ: თუ: მიჴმობ: მე: ნუ: მეჭო: მოსლვისა: დაზარებასა:

226. გულსა: ვარქუი: თუ: ლახუარნი: ეგე: ვით: დაგაღონებენ: ამილბარი: ვარ: ჴელმწიფე: სრულნივე: სპანი: მმონებებ: აზრად: შეიქმენ: საქმესა: ათასჯერ: შეგაწონებენ: თუ: შემიტყობენ: მე: მათთა: არეთა: არ: მარონებენ:

227. კაცი: მოვიდა: მეფისა: სწადსო: ამბისა: სმინება: მოყუანა: უთხარ: ებრძანა: ქნაცა: სისხლისა: დინება: მე: ვჰკადრე: ჴელი: გავიხსენ: დამიწყო: მოჯობინება: თქუენს: წინა: მოვალ: ამისთვის: კულავ: უფრო: მმართებს: ლხინება:

228. დარბაზს: მიველ: მეფე: ბრძანებს: ამის: მეტსა: ნუ: იქ: აბა: ცხენსა: შემსუა: უკაპარჭო: წელთა: არა: არ: შემაბა: შეჯდა: ქორნი: მოუტია: დურაჯები: დაინაბა: მშვილდოსანნი: გაასაგნა: კიოდიან: შაბაშ: შაბა:

229. შინა: დავსხედით: ნადიმად: მას: დღესა: მინდორს: რებულნი: მომღერალნი: და: მუტრიბნი: არ: იყუნეს: სულ: დაღებულნი: მეფემან: გასცა: მრავალი: თვალნი: ღარიბად: ქებულნი: აუვსებელნი: არ: დარჩეს: მას: დღესა: მათნი: ხლებულნი:

230. ვეცდებოდი: არა: მცალდა: სევდისაგან: თავის: კრძალვად: ვიგონებდი: გულსა: ცეცხლი: მედებოდა: უფრო: ალვად: ჩემნი: სწორნი: წავიტანენ: ჩემსა: დავჯე: ჩემთვის: ხალვად შევჰქენ: სმა: და: ნადიმობა: პატიჟთა: და: ჭირთა: მალვად:

231. მოლარემან: შინაურმან: ყურსა: მითხრა: ნაუბარი: ქალი: ვინმე: გიკითხავსო: ინახვისცა: ამილბარი ზეწარითა: მოუბურავს: პირი: ბრძენთა: საქებარი უთხარ: შინა: წაიყუანე: ჩემგან: არის: ნაჴმობარი

232. ავდეგ: მსხდომნი: ნადიმობად: დაეკაზმენ: ასაყრელად: შარდი: უთხარ: ნუ: ასდგებით: მოვალ: ხანსა: დაუზმელად: გამოველ: და: საწოლს: შეველ: მონა: მიდგა: კარსა: მცველად: გული: მივეც: თმობა: ქნათა: აუგისა: საკრძალველად:

233. საწოლს: შევდეგ: ქალი: წინა: მომეგება: თაყვანი: მცა: მითხრა: მოსვლა: თქუენს: წინაშე: კურთხეულა: ვინცა: ღირსმცა: გამიკვირდა: მიჯნურისა: თაყუანება: ექმნა: ვისმცა: ვთქუი: არ: იცის: აშიკობა: თუმც: იცოდა: წყნარად: ზისმცა:

234. მივე: დავჯე: ტახტსა: ზედა: ქალი: მოდგა: ნოხთა: პირსა: ჩემსა: ახლოს: დასაჯდომლად: თავი: მისი: არა: ღირსა: უთხარ: მანდა: რად: ჰზი: შენ: თუ: სიყუარული: ჩემი: გჭირსა: მან: პასუხი: არა: მითხრა: ჩემთვის: ჰგვანდა: სიტყვა: ძვირსა:

235. მითხრა: დღე: ეგე: სირცხვილად: მედების: გულსა: ალობა: გგონია: ჩემგან: წინაშე: მაგისთვის: მომავალობა: მაგრა: აწ: მიდებს: იმედსა: შენგან: ცდისაღა: მალობა: ამას: თუ: ვღირსვარ: ვერ: ვიტყუი: მაკლია: ღმრთისა: წყალობა:

236. ადგა: მითხრა: თქუენს: მკრძალსა: ჩემგან: ცნობა: უბნევია: ნუ: მეჭუ: რაცა: პატრონისა: ბრძანებასა: უთქმევია: ეზომ: დიდსა: შემართებად: გულსა: მისსა: უთნევია: ამან: წიგნმან: გაგაგონოს: ჩემთვის: ვისცა: უთქმევია: